ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: Sensenmann
ჟანრი: პოეზია
9 ივნისი, 2009


აგონია

შენ წახვალ მალე და ალბათ გაქრები!
ასე მითხრა მე თეთრმა ფერიამ.
კვლავ მშვიდად მძინავს ჩრდილში,ჰამაკში
და სიზმარი ჩემი ვარდისფერია.

ზღვაზე დაფრინავს კვლავაც თოლია,
ჩემს წინ დიდი მწვანე მოლია,
ვფიქრობ სიკვდილამდე ისევ შორია,
ალბათ არ მოვა დღეს აგონია.

დაისი დამთავრდა,თითქმის დაღამდა,
მექორწილენი ისევ მღერიან,
სისხლის რუები ჩემში შრებიან,
სიცოცხლის წუთები კი სადღაც ქრებიან.

შენ წახვალ მალე და თან გაქრები!
მეჩურჩულება თეთრი ფერია.
აი იქ,ფრთებს რო მიქნევენ და მიღიმიან
ჩემი მეგობარი ფარვანებია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები