ჰყო საქართველო შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე. შეჰკრა ქვეყანა ბრძენმან ხმლით და მარჯვენით მტკიცედ. დიდება თქვენდა, კურთხეულნო მიწიდან ცამდე, თქვენ, ვინც დიდგორთან ერთგულება მამულს შეჰფიცეთ!
"ჰე, მეომარნო ქრისტესანო, - ბრძანა მეფემან, - თავად სატანაც ვერ შეგვმუსრავს, თუ ღმერთს ვენდობით!.." ელავენ ხმლები, სიკვდილის ხმით ჰოროლნი ყეფენ, მუზარადებმა ჩააბნელეს ვრცელი ფერდობი...
ბანაკად ფხიზლად და საომრად იდგნენ სელჯუკნი, მაგრამ რაინდთა ტევებანი ისე ქარობდნენ, იმგვარ სიმარდით ჩაუქობდნენ ივერთ ჩაუქნი, იმგვარ სიმკვირცხლით მი-მოქროდნენ, მკლავ-მუხლჩქარობდნენ...
ვერღა ძალ-ედვა გამკლავება დუშმანს რიცხვულევს, იოტნეს ცოცხლადდარჩენილნი აღმოსავლეთით... დიდგორის ველი ცრემლს აწვიმდა ზეცადრიცხულებს, სულ სხვა სიცხადით გაისმოდა კითხვა ჰამლეტის!..
ჰოი, დევგმირნო, მორჩილებით მიწას ვეხლები, ეს თქვენ რომ არა, მეფეთ-მეფე დავით რომ არა, თქვენ სპარაზენნი და სარანგნი სიკვდილს შემხები, იგი ჰუნესა შემართებით ზედა მჯდომარე...
მტერმორეული საქართველო ჰგიებდაღა-გა... მოვაღწევდითღა განა დღემდე, სპანო დიადნო?!. შორმა წარსულმა ეს თქვენი ხმით შემოგვღაღადა, რომ მომავალი ჩვენი მხოლოდ ჩვენს თავს მივანდოთ!
რამდენთა წელთა მარაოსებრ გარდიშრიალეს, თქვენ კი კვლავ დგახართ თავდადების უკვდავ ნიშნებად, შემოგაღამდათ ბრძოლის ველზე ხმალგიშრიანებს, ძლევაი ეგე საკვირველად წიგნად იშლება!..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
51. ე.ი. დიდგორის ბრძოლა 1121 წლის 12 აგვისტოს მოხდა. ქართველთა 56 ათასიანმა არმიამ, თურქ - სელჩუკთა 300 ათასიანი არმია დაამარცხა... მუსულმანთა ჯარს ლეგენდარული მხედართმთავარი ნეჯმ ადდინ ილ-ღაზი (ხალხის გმირი) მეთაურობდა, რომელიც სავარაუდოდ დიდგორის ბრძოლაში მიღებული ჭრილობისგან გარდაიცვალა! 3 საათში გაანადგურეს ქართველებმა შემოსეული მტერი! ამ ომის მოგებას უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა, რასაც შემდეგ თბილისის აღება და ქალაქის მუსულმანებისგან განთავისუფლება მოჰყვა! დიდგორის ომი სამუდამოდ დარჩება მსოფლიო ომების ისტორიაში! ე.ი. დიდგორის ბრძოლა 1121 წლის 12 აგვისტოს მოხდა. ქართველთა 56 ათასიანმა არმიამ, თურქ - სელჩუკთა 300 ათასიანი არმია დაამარცხა... მუსულმანთა ჯარს ლეგენდარული მხედართმთავარი ნეჯმ ადდინ ილ-ღაზი (ხალხის გმირი) მეთაურობდა, რომელიც სავარაუდოდ დიდგორის ბრძოლაში მიღებული ჭრილობისგან გარდაიცვალა! 3 საათში გაანადგურეს ქართველებმა შემოსეული მტერი! ამ ომის მოგებას უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა, რასაც შემდეგ თბილისის აღება და ქალაქის მუსულმანებისგან განთავისუფლება მოჰყვა! დიდგორის ომი სამუდამოდ დარჩება მსოფლიო ომების ისტორიაში!
50. ოთარისგან ვიცი, რომ ძალიან კარგი პოეტი ხართ! ოთარისგან ვიცი, რომ ძალიან კარგი პოეტი ხართ!
49. +777 მაგარია ძალიან +777 მაგარია ძალიან
47. ძალიან მაგარია! ჩემი ორი ქულა როგორ გაკადროთ? ძალიან მაგარია! ჩემი ორი ქულა როგორ გაკადროთ?
44. მომწონს თქვენი პოეზია,სიამოვნებით წავიკითხე.... მომწონს თქვენი პოეზია,სიამოვნებით წავიკითხე....
43. ძალიან მომეწონა კარგია ძაან... ძალიან მომეწონა კარგია ძაან...
42. ძალიან კარგია, იშვიათად თუ წავიკითხავ ასეთი სიტყვების კორიანტელს ერთად. გმადლობთ ბატონო მიხეილ ძალიან კარგია, იშვიათად თუ წავიკითხავ ასეთი სიტყვების კორიანტელს ერთად. გმადლობთ ბატონო მიხეილ
41. ძალიან კარგია, იშვიათად თუ წავიკითხავ ასეთი სიტყვების კორიანტელს ერთად. გმადლობთ ბატონო მიხეილ ძალიან კარგია, იშვიათად თუ წავიკითხავ ასეთი სიტყვების კორიანტელს ერთად. გმადლობთ ბატონო მიხეილ
39. !!!!!!! 555555! !!!!!!! 555555!
38. ძლევაი საკვირველი მაგარი იყო. ძლევაი საკვირველი მაგარი იყო.
37. მიშა მაგარია!!!!!!!!!!!!!! ეხლა ვრწმუნდები, რო ნამდვილად შენზეა ეგ გამოთქმა:) ;) მიშა მაგარია!!!!!!!!!!!!!! ეხლა ვრწმუნდები, რო ნამდვილად შენზეა ეგ გამოთქმა:) ;)
36. გაიხარეთ! ძალიან მომეწონა გაიხარეთ! ძალიან მომეწონა
34. ორი გიჟები ხართ რაა!!! გენაცვალეთ გულებში!!! :) :) ორი გიჟები ხართ რაა!!! გენაცვალეთ გულებში!!! :) :)
33. მიშ, იცი სიტყვები არ მყოფნის, ამეტირა რა10 მიშ, იცი სიტყვები არ მყოფნის, ამეტირა რა10
32. შენს პოეტურ ხელოვნებაში ეჭვის შეტანა და კამათი სასაცილოდ მიმაჩნია ;) :-* შენს პოეტურ ხელოვნებაში ეჭვის შეტანა და კამათი სასაცილოდ მიმაჩნია ;) :-*
31. ძალიან კარგია. ისე, როგორც ყოველთვის, 5555555555555555 ძალიან კარგია. ისე, როგორც ყოველთვის, 5555555555555555
30. ოოო ეს სპეციფიკური ფილოლოგიური ლიტერატურა ექიმის ბიბლიოთეკაში!
და განა, ძვირფასო ლალი, მე ოდესმე შეგეკამათეთ იმაზე, რასაც თქვენ ახლა სალექსიკონო განმარტებებით მიმტკიცებთ!?.
გისურვებთ გამოჯანმრთელებას და ქულებსაც ნუღარ დახარჯავთ. ჩვენ არც ისე შორი-შორს ვდგავართ, როგორც ეს ჩანს!
ოღონდ ვერ დაგეთანხმებით, რომ თქვენს მიერ დასახელებული ავტორები თანამედროვე პოეტური ლექსიკის- პოეტური ენის ვირტუოზულად მფლობელები არიან! ეს შეიძლება თქვენი შეხედულება იყოს ასეთი და მე ამ შეხედულებას პატივს ვცემ, თუმცა ბევრი თანამედროვე ავტორისაგან არაფრით გამორჩეულ ავტორებად მიმაჩნია მე, პირადად, ეგ ავტორები და არ მინდა მათ ეს საწყენად მიიღონ (ზოგიერთ მათგანს პირადადაც ვიცნობ და ყველა მათგანის შემოქმედებას კი - შორიდან).
"ენა ცოცხალი ``მექანიზმია``.ის გამუდმებით ვითარდება..იცვლება..." - ამ სიბრძნეს ხუთი წელი ვსწავლობდი!
ღმერთმანი,სასიამოვნოა თქვენთან კამათი და მადლობა იმისთვის, რომ არ ღიზიანდებით, არ კარგავთ წონასწორობას და არ გადიხართ ლიტერატურული პოლემიკის ფარგლებს გარეთ! ჩვენში ასეთი რამ დიდი იშვიათობაა. როგორც წესი, ხალხი კრიტიკას პირად შეურაცხყოფად იღებს ხოლმე!
უღრმესი პატივისცემით!
ოოო ეს სპეციფიკური ფილოლოგიური ლიტერატურა ექიმის ბიბლიოთეკაში!

29. გამრთული, ამაყი ლექსია როგორც შინაარსით, ისე სტილით !
მგონია, აუცილებელია ამგვარი სტილით წერაც და იმ სიტყვების გამოყენებაც,
რომლებიც მე მაგალითად მხოლოდ სულხან-საბას ლექსიკონის ფონზე გავიგე :)
თბილი მოკითხვა :) გამრთული, ამაყი ლექსია როგორც შინაარსით, ისე სტილით !
მგონია, აუცილებელია ამგვარი სტილით წერაც და იმ სიტყვების გამოყენებაც,
რომლებიც მე მაგალითად მხოლოდ სულხან-საბას ლექსიკონის ფონზე გავიგე :)
თბილი მოკითხვა :)
28.
ცუდად ვარ...:(
ჟარგონი - [ფრანგული jargon] თავისებური სიტყვები ან გამოთქმები, რომლებსაც ხმარობენ გარკვეულ რაიმე პროფესიულ ჯგუფში, წრეში და სხვა. პირობითი ენა, რომელიც გასაგებია მხოლოდ ადამიანთა გარკვეული ჯგუფისათვის, არგო.
სლენგი - [ინგლისურად slang] ინგლისურ ენაში: სიტყვა ან გამონათქვამი, რომელსაც ხმარობენ გარკვეული პროფესიის, წრის ადამიანები.
აი, ესაა , ორივე სიტყვის განმარტება მიხეილ ჭაბაშვილის "უცხო სიტყვათა ლექსიკონიდან".
625 ქულას ვწირავ ამ კომენტარს,მეტი აღარ მაქვს:(
და არსად წერია რომ ჟარგონი არის მხოლოდ და მაინცდამაინც ბილწსიტყვაობა.
თანამედროვე ქართული სალიტერატურო(!!!!!!!!!!) ენა,ამ ლექსის ლექსიკისგან ცოტა განსხვავდება .ისევე როგორც ჩვენი თანამედროვე ყოფითი ლექსიკა ... თანამედროვე პოეტური ენა სრულიად !!!!!!!!!!!!!არ ნიშნავს მხოლოდ პორნოლექსიკას ან ''ქურდულ'' ტერმინოლოგიას. ეს სისულელე განა აქ ვინმემ თქვა??????????????? თანამედროვე პოეტური ლექსიკა-პოეტური ენის ვირტუოზული ფლობა-ზვიად რატიანი,გიო საჯაია,გეთიაშვილი ( ეს ჩემი აზრით) ამ მხრივ ახალგაზრდა თაობის გამორჩეული პოეტები.
ენა ცოცხალი ''მექანიზმია''.ის გამუდმებით ვითარდება..იცვლება... და ასე... :)
ცუდად ვარ...:(
ჟარგონი - [ფრანგული jargon] თავისებური სიტყვები ან გამოთქმები, რომლებსაც ხმარობენ გარკვეულ რაიმე პროფესიულ ჯგუფში, წრეში და სხვა. პირობითი ენა, რომელიც გასაგებია მხოლოდ ადამიანთა გარკვეული ჯგუფისათვის, არგო.
სლენგი - [ინგლისურად slang] ინგლისურ ენაში: სიტყვა ან გამონათქვამი, რომელსაც ხმარობენ გარკვეული პროფესიის, წრის ადამიანები.
აი, ესაა , ორივე სიტყვის განმარტება მიხეილ ჭაბაშვილის "უცხო სიტყვათა ლექსიკონიდან".
625 ქულას ვწირავ ამ კომენტარს,მეტი აღარ მაქვს:(
და არსად წერია რომ ჟარგონი არის მხოლოდ და მაინცდამაინც ბილწსიტყვაობა.
თანამედროვე ქართული სალიტერატურო(!!!!!!!!!!) ენა,ამ ლექსის ლექსიკისგან ცოტა განსხვავდება .ისევე როგორც ჩვენი თანამედროვე ყოფითი ლექსიკა ... თანამედროვე პოეტური ენა სრულიად !!!!!!!!!!!!!არ ნიშნავს მხოლოდ პორნოლექსიკას ან ``ქურდულ`` ტერმინოლოგიას. ეს სისულელე განა აქ ვინმემ თქვა??????????????? თანამედროვე პოეტური ლექსიკა-პოეტური ენის ვირტუოზული ფლობა-ზვიად რატიანი,გიო საჯაია,გეთიაშვილი ( ეს ჩემი აზრით) ამ მხრივ ახალგაზრდა თაობის გამორჩეული პოეტები.
ენა ცოცხალი ``მექანიზმია``.ის გამუდმებით ვითარდება..იცვლება... და ასე... :)
27. ქეთრინ,
მაგაში, რომ "შემოქმედი თავისი დროის პოეტური ენით უნდა მეტყველებდეს, ან პირიქით წინ უსწრებდეს და ახალ ლექსიკურ ერთეულებს ამკვიდრებდეს", მეც ვეთანხმები ლალის, ოღონდ ჩემს ზემო კომენტარში, მაგ საკითხთან დაკავშირებით, ვფიქრობ, ნათლად განვმარტე, რომ ეს "ენა" არ არის და არც შეიძლება იყოს მხოლოდ სლენგი, ჟარგონი და ა. შ.
მადლობა ჩემი ნიჭის დანახვისა და დაფასებისთვის!
თქვენც უდავოდ ნიჭიერი ადამიანი ბრძანდებით, მე ვაქცევ ყურადღებას თქვენს ნაწარმოებებსაც და კომენტარებსაც და მიხარია! ქეთრინ,
მაგაში, რომ "შემოქმედი თავისი დროის პოეტური ენით უნდა მეტყველებდეს, ან პირიქით წინ უსწრებდეს და ახალ ლექსიკურ ერთეულებს ამკვიდრებდეს", მეც ვეთანხმები ლალის, ოღონდ ჩემს ზემო კომენტარში, მაგ საკითხთან დაკავშირებით, ვფიქრობ, ნათლად განვმარტე, რომ ეს "ენა" არ არის და არც შეიძლება იყოს მხოლოდ სლენგი, ჟარგონი და ა. შ.
მადლობა ჩემი ნიჭის დანახვისა და დაფასებისთვის!
თქვენც უდავოდ ნიჭიერი ადამიანი ბრძანდებით, მე ვაქცევ ყურადღებას თქვენს ნაწარმოებებსაც და კომენტარებსაც და მიხარია!
26. "მაინც...შემოქმედი თავისი დროის პოეტური ენით უნდა მეტყველებდეს,ან პირიქით წინ უსწრებდეს და ახალ ლექსიკურ ერთეულებს ამკვიდრებდეს" რაღაც მომენტში ვეთანხმები ამ კომენტარის ავტორს.... თქვენ, რომ ნიჭიერი ადამიანი ხართ ეს უდავოა...
"მაინც...შემოქმედი თავისი დროის პოეტური ენით უნდა მეტყველებდეს,ან პირიქით წინ უსწრებდეს და ახალ ლექსიკურ ერთეულებს ამკვიდრებდეს" რაღაც მომენტში ვეთანხმები ამ კომენტარის ავტორს.... თქვენ, რომ ნიჭიერი ადამიანი ხართ ეს უდავოა...
25. კომენტარებიცააა აქ საინტერესო ვატყობ მე:D
სადაც ნინი ფრაზებს "ააფახულებს" სხვანაირი ვერ იქნება;;)
კარგი ლექსია:) კომენტარებიცააა აქ საინტერესო ვატყობ მე:D
სადაც ნინი ფრაზებს "ააფახულებს" სხვანაირი ვერ იქნება;;)
კარგი ლექსია:)
24. შორმა წარსულმა ეს თქვენი ხმით შემოგვღაღადა, რომ მომავალი ჩვენი მხოლოდ ჩვენს თავს მივანდოთ!
ოსტატის ხელი ატყვია შორმა წარსულმა ეს თქვენი ხმით შემოგვღაღადა, რომ მომავალი ჩვენი მხოლოდ ჩვენს თავს მივანდოთ!
ოსტატის ხელი ატყვია
23. რამდენთა წელთა მარაოსებრ გარდიშრიალეს, თქვენ კი კვლავ დგახართ თავდადების უკვდავ ნიშნებად, შემოგაღამდათ ბრძოლის ველზე ხმალგიშრიანებს, ძლევაი ეგე საკვირველად წიგნად იშლება!..
მეც მომეწონა, ლექსიც და დისკუსიაც... 5 რამდენთა წელთა მარაოსებრ გარდიშრიალეს, თქვენ კი კვლავ დგახართ თავდადების უკვდავ ნიშნებად, შემოგაღამდათ ბრძოლის ველზე ხმალგიშრიანებს, ძლევაი ეგე საკვირველად წიგნად იშლება!..
მეც მომეწონა, ლექსიც და დისკუსიაც... 5
22. 125 ქულა და მეტი არ მაქვს.ასე რომ აქ ვეღარ დავაკომენტარებ.ყველა დანარჩენი ნიკი კეთილმა მოდერატორმა დამიბლოკა. ჯარგონი და სლენგი არ ნიშნავს მაინცდმაინც ქურდულ ჟარგონს და ბილწსიტვაობას. არის პროფესიონალური ჯარგონი,მაგალითად ბევრი სამედიცინო დამკვიდრებული ტერმინი რუსულის ცუდი ''კალკია''.თანამედროვე სლენგია მაგალითად ახალგაზრდებში ინტერნეტლექსიკის დამკვიდრება (იგივე სიტყვა ნიკი-ნიკ ნეიმ ) და ასე. მაგალითად იგივე ლიტმცოდნეობითი , ჩვეულებრივი ობივატელისთვის გაუგებარი ''პირდაპირ'' ინგლისურენოვანი ტერმინების'' ჩაჯდომა'' ქართულ ენაში ,რომელთა კარგად გადმოქართულება ძალიან მადლიანი საქმე იქნებოდა.
მადლობა ბატონ მიშას საინტერესო საუბრისთვის.რაც შეეხება ზოგადადამიანურ ღირებულებებს და ლიტერატურის სიყვარულს და საერთოდ სამშობლოს,ყველაფერი ქართულის სიყვარულს...მაინც ერთ ბანაკში მოვიაზრებ მე თავს მასთან და ამ საიტზე მყოფი თითოეულ ადამიანთან ერთად. ის რომ ამ საიტზე ადამიანებს ცალკეულ ლიტერატურულ საკითხზე გვქონდეს განსხვავებული შეხედულება,გარკვეულ ასპექტებში რადიკალური გემოვნება სრულიად მისაღებია. ზოგად და ფუნდამენტურ საკითხებში აქ ყველანი თანამოაზრეები ვართ. პატივისცემით:)
ავტორს ბოდიში მისი გვერდის სადისკუსიოდ გამოყენებისთვის.ნორმალურ ლიტერატურულ საიტზე ამისთვის ფორუმია... 125 ქულა და მეტი არ მაქვს.ასე რომ აქ ვეღარ დავაკომენტარებ.ყველა დანარჩენი ნიკი კეთილმა მოდერატორმა დამიბლოკა. ჯარგონი და სლენგი არ ნიშნავს მაინცდმაინც ქურდულ ჟარგონს და ბილწსიტვაობას. არის პროფესიონალური ჯარგონი,მაგალითად ბევრი სამედიცინო დამკვიდრებული ტერმინი რუსულის ცუდი ``კალკია``.თანამედროვე სლენგია მაგალითად ახალგაზრდებში ინტერნეტლექსიკის დამკვიდრება (იგივე სიტყვა ნიკი-ნიკ ნეიმ ) და ასე. მაგალითად იგივე ლიტმცოდნეობითი , ჩვეულებრივი ობივატელისთვის გაუგებარი ``პირდაპირ`` ინგლისურენოვანი ტერმინების`` ჩაჯდომა`` ქართულ ენაში ,რომელთა კარგად გადმოქართულება ძალიან მადლიანი საქმე იქნებოდა.
მადლობა ბატონ მიშას საინტერესო საუბრისთვის.რაც შეეხება ზოგადადამიანურ ღირებულებებს და ლიტერატურის სიყვარულს და საერთოდ სამშობლოს,ყველაფერი ქართულის სიყვარულს...მაინც ერთ ბანაკში მოვიაზრებ მე თავს მასთან და ამ საიტზე მყოფი თითოეულ ადამიანთან ერთად. ის რომ ამ საიტზე ადამიანებს ცალკეულ ლიტერატურულ საკითხზე გვქონდეს განსხვავებული შეხედულება,გარკვეულ ასპექტებში რადიკალური გემოვნება სრულიად მისაღებია. ზოგად და ფუნდამენტურ საკითხებში აქ ყველანი თანამოაზრეები ვართ. პატივისცემით:)
ავტორს ბოდიში მისი გვერდის სადისკუსიოდ გამოყენებისთვის.ნორმალურ ლიტერატურულ საიტზე ამისთვის ფორუმია...
21. ვინც რა უნდა,ის თქვას...მე მიყვარს ეს პოეტი. :) ვინც რა უნდა,ის თქვას...მე მიყვარს ეს პოეტი. :)
20. მტერმორეული საქართველო ჰგიებდაღა-გა... მოვაღწევდითღა განა დღემდე, სპანო დიადნო?!. შორმა წარსულმა ეს თქვენი ხმით შემოგვღაღადა, რომ მომავალი ჩვენი მხოლოდ ჩვენს თავს მივანდოთ! არქაული ენით ნათქვამი...მაგრამ ძალიან ლამაზად... მიშასეულად... მხატვრულად, პოეტურად, მარალფარდოვნად...ყველაფერი ეს ოსტატურად გამოსდის ავტორს...კარგად იცის ენის ტეხნოლოგია...-ამიტომაც არასდროს არ იქნება გოიმური ამ ავტორის პოეზია...555555555555 მტერმორეული საქართველო ჰგიებდაღა-გა... მოვაღწევდითღა განა დღემდე, სპანო დიადნო?!. შორმა წარსულმა ეს თქვენი ხმით შემოგვღაღადა, რომ მომავალი ჩვენი მხოლოდ ჩვენს თავს მივანდოთ! არქაული ენით ნათქვამი...მაგრამ ძალიან ლამაზად... მიშასეულად... მხატვრულად, პოეტურად, მარალფარდოვნად...ყველაფერი ეს ოსტატურად გამოსდის ავტორს...კარგად იცის ენის ტეხნოლოგია...-ამიტომაც არასდროს არ იქნება გოიმური ამ ავტორის პოეზია...555555555555
18. მივუტევოთ დემეტრიუსს!.. :)) :)) :)) მივუტევოთ დემეტრიუსს!.. :)) :)) :))
17. ლალი წერს:
"რაც შეეხება ჟარგონის ელემენტებს ნაწარმოებში. სამწუხაროდ ცხოვრებამ მოიტანა .ანუ ის დამკვიდრდა ქართულ რეალობაში,ჩვეულებრივი ადამიანების ლექსიკაში და როცა შენი ლიტერატურული გმირი ჩვეულებრივი თანამედროვე ადამიანია,მას ვერ ამეტყველებ გამართული,დახვეწილი ქართულით."
ვერ დაგეთანხმები, ლალი ძვირფასო, თითქოს თანამედროვე ადამიანის მეტყველება ჯარგონის მეტი არაფერი იყოს. ასე ნამდვილად არ არის. ყოველდღიურ ცხოვრებასა და ურთიერთობაში ადამიანები დიახაც რომ ცდილობენ გამართული, დახვეწილი ქართულით იმეტყველონ და სრულიადც არ იქნება არაბუნებრივი, თუკი თანამედროვე ნაწარმოების პერსონაჟიც ასევე იმეტყველებს. სლენგით, ჟარგონით კი, სინამდვილეში, ჩემო ლალი, საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილი, განსაზღვრული ასაკის, განყენებული კასტის ადამიანები მეტყველებენ და ისინიც ოდენ - არაყველგან, არაყველასთან, არაყოველთვის და არაყოველ გარემოებაში. ეს რეალობაა. აი, მაგალითად, თუკი "ჩვეულებრივი ადამიანის ლექსიკაში" ასე ყოველდღიურად ისმის სლენგი, ხვალ რომ, დავუშვათ, მე და თქვენ ერთმანეთს შევხდეთ, რა, განა ჟარგონით დავიწყებთ გაცნობასა და საუბარს, ჟარგონით გავაგრძელებთ დიალოგს? ცხადია, რომ არა! და ასე იქცევა ყველა უმეტესსა და უმრავლეს შემთხვევაში. და ახლა ეს დიალოგი, რომ აღწეროს მწერალმა, რა, ის დღევანელ სინამდვილეს დაამახინჯებს?. ცხადია, არა! ასე, რომ ის, რასაც თქვენ ზემოთმოყვანილ აბზაცში წერთ, ჩემი აზრით, მაინც უტრირებაა და მეტი არაფერი!
ლალი წერს:

16. რამდენთა წელთა მარაოსებრ გარდიშრიალეს, თქვენ კი კვლავ დგახართ თავდადების უკვდავ ნიშნებად, შემოგაღამდათ ბრძოლის ველზე ხმალგიშრიანებს, ძლევაი ეგე საკვირველად წიგნად იშლება!.. სლენგები და რაღაცეები არ ვიცი, რა საჭიროა... წავიკითხე და მომეწონა მთავარი ეს არის მკითხველისთვის მე ჩარჩოები არ მიყვარს....მიყვარს თავისუფლება ხელოვნებაში -მაგრამ თავისუფლებასაც გააჩნია,სად და როდის.... მადლობა ავტორს ამ მშვენირი პატრიოტული ლექსისთვის....წარმატება!!! რამდენთა წელთა მარაოსებრ გარდიშრიალეს, თქვენ კი კვლავ დგახართ თავდადების უკვდავ ნიშნებად, შემოგაღამდათ ბრძოლის ველზე ხმალგიშრიანებს, ძლევაი ეგე საკვირველად წიგნად იშლება!.. სლენგები და რაღაცეები არ ვიცი, რა საჭიროა... წავიკითხე და მომეწონა მთავარი ეს არის მკითხველისთვის მე ჩარჩოები არ მიყვარს....მიყვარს თავისუფლება ხელოვნებაში -მაგრამ თავისუფლებასაც გააჩნია,სად და როდის.... მადლობა ავტორს ამ მშვენირი პატრიოტული ლექსისთვის....წარმატება!!!
15. მე მომიტევეთ და არ მომეწონა :) მე მომიტევეთ და არ მომეწონა :)
14. ნამდვილად ვეთანხმები გიგოს - მშვენიერი დისკუსია იყო. თემამაც ჩამაფიქრა, თუმცა პატრიოტულ და ჰეროიკულ პოეზიას, ძველი გმირობებისა და სამშობლოსთვის თავდადებული ადამიანების ამბების მოყოლას სლენგი რამდენად მოუხდებოდა არ ვიცი?
მაგარ პონტში გაიჩითა არსენა, როცა ყველას მისი ძალა აჩვენა.
იასონმა ქართველებს რომ დაგვაწერა საწმისი, რატომ ძირში არ მოაჭრეს მას კაცობის საწყისი.
ალბათ ცოტა სასაცილოდ ჟღერს, თუ მეც უტრირებას ვახდენ? დისკუსიის ორივე წევრს ჩემი დიდი პატივისცემა. ნამდვილად ვეთანხმები გიგოს - მშვენიერი დისკუსია იყო. თემამაც ჩამაფიქრა, თუმცა პატრიოტულ და ჰეროიკულ პოეზიას, ძველი გმირობებისა და სამშობლოსთვის თავდადებული ადამიანების ამბების მოყოლას სლენგი რამდენად მოუხდებოდა არ ვიცი?
მაგარ პონტში გაიჩითა არსენა, როცა ყველას მისი ძალა აჩვენა.
იასონმა ქართველებს რომ დაგვაწერა საწმისი, რატომ ძირში არ მოაჭრეს მას კაცობის საწყისი.
ალბათ ცოტა სასაცილოდ ჟღერს, თუ მეც უტრირებას ვახდენ? დისკუსიის ორივე წევრს ჩემი დიდი პატივისცემა.
13. ლალი წერს:
"ხელოვნება დღეს ნატურალისტური გახდა და იგივე ეს ყოფითი სლენგი ავტომატურად გადავიდა მხატვრულ ლიტერატურაში.ეს კარგია ,ცუდია და რა დოზით არის საჭირო ...ამაზე ცნობილი ლიტერატურათმცოდნეები კამათობენ ხოლმე .ჟარგონის დამკვიდრება თანამედროვე ლიტერატურაში ...ამაზე შეიძლება საუბარი..დისკუსიაც."
1. ნატურალიზმი ლიტერატურაში და ხელოვნებაში, ზოგადად, რა თქმა უნდა, არ არის მხოლოდ დღევანდელი დღის პროდუქტი. იგი, როგორც მიმდინარეობა, საკმაოდ დიდი ხანია, რაც არსებობს, და ამ მიმდინარეობით, რომელიც საფრანგეთში წარმოიშვა კონტის პოზიტივიზმისა და ტენის ესთეტიკურ თეორიებზე დაყრდნობით, არაერთი საინტერსო მწერალი ყოფილა თავის დროზე გატაცებული და ბევრი კარგი ნაწარმოებიც შექმნილა (ემილ ზოლა, გი დე მოპასანი და სხვები, გ. წერეთელი, ნაწილობრივ მ. ჯავახიშვილი, კ. გამსახურდია). მაგრამ, როგორც ყველაფერში, გადაჭარბება და თვითმიზნური გამოყენება რაგინდარა კარგი თეორიისა და მიმდინარეობის, ჩემთვის, პირადად, მიუღებელია. მითუმეტეს, როდესაც ამას მასობრივი ხასიათი ეძლევა და უნიჭოთა ლაშქარი აწყდება მის ქოლგას!
2. ყოფოთი სლენგით, როგორც მე მესმის, იმას უნდა აღნიშნავდეთ, რასაც მე ვულგარული, პორნიგრაფიული, ჟარგონული ლექსიკის ნიაღვართმდინარებას ვუწოდებ ლიტერატურაში. მსგავის ლექსიკის გამოყენებაც არ არის ახალი ჩვენი მწერლობისთვის და ვინც ოდნავ მაინც არის ჩახედული უმდიდრესი ქართული ზეპირსიტყვიერების საუნჯეში, მისთვის ამ მხრივ უცხო არაფერია, მაგრამ დღეს ეს იქცა ერთგვარ მოდად, თვითდამკვიდრების აუცილებელ ბერკეტად და თუ უნდა რომელიმე ცარიელ თავს, რომელსაც სხვა შემთხვევაში ნამდვილად არავინ მოუსმენდა, მწერლობის კაბადონზე მისმა სახელმა მყისიერად გაიელვოს (არადა, ასეტებს, სწორედ ეს უნდათ ხოლმე ყოველთვის), მიდგებიან და იმდენი ჭუჭყით დატენიან "ნაწარმოებს", რომ უკვე ვეღარ გაგირკვევია ადამიანს, რასთან გვაქვს საქმე: მხატვრული ნაწარმოების ქმნასთან, თუ ვერბალური პორნოგრაფიის ვარჯიშთა კომპლექსთან.
მე, პირდად, წინააღმდეგი ვარ ჟარგონის, პორნოლექსიკის ზღვარდაუდები დამკვიდრებისა ლიტერატურაში, მიუხედავად იმისა, რომ ასეთ ფრაზეოლოგიას თავადაც ვიყენებ ხოლმე განსაკუთრებულ შემთხვევებში.
დანარჩენზე შემდეგში...

12. ხელოვნება ძალიან რთული და როგორ ვთქვა მრავალკომპონენტიანია. საერთო კონტექსიდან გამომდინარე და რაღაც ერთიანი ზოგადი კლიშეების მორგება ცალკეული შემოქმედისთვის..რა ვიცი...თითოეული ავტორი ინდივიდუალურია. მე არ მიყვარს მსჯელობაში რადიკალიზმი და საერთოდაც მომწონს ფართო ჰორიზონტის ადამიანები. ნოვაცია და ახალი გამომსახველობითი საშუალებების დამკვიდრება ლექსიკაში.დოჩანაშვილი დღეს ლიტერატურის მეტრი და კლასიკაა,მაგრამ...როგორ ებრძოდნენ ქართული გრამატიკის ხელყოფისთვის,გემახსოვრებათ. დღეს მისი''ჩამომალაბოტანტეს'' და ლექსიკური ერთეულები მყარად დამკვიდრდა ქართულ მეტყველებაში. ილია ჭავჭავაზე.მსოფლიო ისტორიაში,არაა შემთხვევა რომ მწერალი წმინდანად შეერაცხათ,თავისი შემოქმედების და მოღვაწეობის გამო. მაგრამ იმ დროს,განა ილია უდიდესი ნოვატორი და რეფორმატორი არ იყო?ქართული ენისთვის,ანბანისთვის,დამწერლობისთვის განა რევოლუციური ცვლილებები არ განახორციელა? და იმავე ეპოქაში,მეორე ქართველი.ვაჟა ფშაველა- ''არქაული'' ენით და...ანუ არ შეიძლება ასე ერთ ქვაბში მოხარშვა .ვაჟა თავისი აზროვნებით,მსოფლმხედველობით მსოფლიო მნიშვნელობის პოეტია.მე არ ვიცი ,კიდევ სად რომელმა ავტორმა მოახერხა ვიწრო,კუთხური ,ლოკალური რელსებიდან შემოქმედების ასეთ ზოგადსაკაცობრიოზე გადაყვანა.
ანუ მხოლოდ პოეტური ენა არაფერ შუაშია ... ვეფხვის და მოყმის ბალადა მსოფლიო მნიშვნელობის ხდება--იქნება ვეფხის დედაი,ჩემზე მწარედა ტირისა ,აი ამის მერე.თორემ აქამდე ის ''ჩვეულებრივია'' .მოაცილეთ აბა ის ნაწილი და მივიღებთ ბანალურ ტექსტს.ანუ მხოლოდ პოეტური ენა არაფერ შუაშია.
რაც შეეხება ჟარგონის ელემენტებს ნაწარმოებში. სამწუხაროდ ცხოვრებამ მოიტანა .ანუ ის დამკვიდრდა ქართულ რეალობაში,ჩვეულებრივი ადამიანების ლექსიკაში და როცა შენი ლიტერატურული გმირი ჩვეულებრივი თანამედროვე ადამიანია,მას ვერ ამეტყველებ გამართული,დახვეწილი ქართულით. ცხოვრებამ,არსებულმა რეალობამ მოიტანა ეს პრობლემა. ცხადია დღეს ამან რაღაც მარაზმის სახე მიიღო,გეთანხმებით. მაგრამ ქართულ რეალობაში იყო დრო,როცა საბჭოურ,კომუნისტურ იდეოლოგიას და მენტალობას ავტორები შეფარულად სწორედ ამ სლენგის გამოყენებით ებრძოდნენ.ეს ერთგვარი პროტესტი იყო.სლენგით მეტყველებდნენ-სოლჯენიცინის ''გულაგის არქიპელაგის''გმირები. 1991 წელს, ჩემმა მეგობარმა გამოსცა წიგნი. ის დისიდენტი იყო და, თავისი პოლიტიკური შეხედულებების გამო საბჭოთა ციხის ჯოჯოხეთი გაირა.ეს მხატვრულად ასახა.მაშინ ქართული მენტალობა არ იყო მზად ასეთი ენით მეტყველი პერსონაჯების ''მისაღებად'', და მახსოვს რამხელა გმირობა იყო მაშინ კომუნისტური იდეოლოგიის გმირების ფონზე მისი წიგნის დაბეჭდვა ..
ხელოვნება ძალიან რთული და როგორ ვთქვა მრავალკომპონენტიანია. საერთო კონტექსიდან გამომდინარე და რაღაც ერთიანი ზოგადი კლიშეების მორგება ცალკეული შემოქმედისთვის..რა ვიცი...თითოეული ავტორი ინდივიდუალურია. მე არ მიყვარს მსჯელობაში რადიკალიზმი და საერთოდაც მომწონს ფართო ჰორიზონტის ადამიანები. ნოვაცია და ახალი გამომსახველობითი საშუალებების დამკვიდრება ლექსიკაში.დოჩანაშვილი დღეს ლიტერატურის მეტრი და კლასიკაა,მაგრამ...როგორ ებრძოდნენ ქართული გრამატიკის ხელყოფისთვის,გემახსოვრებათ. დღეს მისი``ჩამომალაბოტანტეს`` და ლექსიკური ერთეულები მყარად დამკვიდრდა ქართულ მეტყველებაში. ილია ჭავჭავაზე.მსოფლიო ისტორიაში,არაა შემთხვევა რომ მწერალი წმინდანად შეერაცხათ,თავისი შემოქმედების და მოღვაწეობის გამო. მაგრამ იმ დროს,განა ილია უდიდესი ნოვატორი და რეფორმატორი არ იყო?ქართული ენისთვის,ანბანისთვის,დამწერლობისთვის განა რევოლუციური ცვლილებები არ განახორციელა? და იმავე ეპოქაში,მეორე ქართველი.ვაჟა ფშაველა- ``არქაული`` ენით და...ანუ არ შეიძლება ასე ერთ ქვაბში მოხარშვა .ვაჟა თავისი აზროვნებით,მსოფლმხედველობით მსოფლიო მნიშვნელობის პოეტია.მე არ ვიცი ,კიდევ სად რომელმა ავტორმა მოახერხა ვიწრო,კუთხური ,ლოკალური რელსებიდან შემოქმედების ასეთ ზოგადსაკაცობრიოზე გადაყვანა.
ანუ მხოლოდ პოეტური ენა არაფერ შუაშია ... ვეფხვის და მოყმის ბალადა მსოფლიო მნიშვნელობის ხდება--იქნება ვეფხის დედაი,ჩემზე მწარედა ტირისა ,აი ამის მერე.თორემ აქამდე ის ``ჩვეულებრივია`` .მოაცილეთ აბა ის ნაწილი და მივიღებთ ბანალურ ტექსტს.ანუ მხოლოდ პოეტური ენა არაფერ შუაშია.
რაც შეეხება ჟარგონის ელემენტებს ნაწარმოებში. სამწუხაროდ ცხოვრებამ მოიტანა .ანუ ის დამკვიდრდა ქართულ რეალობაში,ჩვეულებრივი ადამიანების ლექსიკაში და როცა შენი ლიტერატურული გმირი ჩვეულებრივი თანამედროვე ადამიანია,მას ვერ ამეტყველებ გამართული,დახვეწილი ქართულით. ცხოვრებამ,არსებულმა რეალობამ მოიტანა ეს პრობლემა. ცხადია დღეს ამან რაღაც მარაზმის სახე მიიღო,გეთანხმებით. მაგრამ ქართულ რეალობაში იყო დრო,როცა საბჭოურ,კომუნისტურ იდეოლოგიას და მენტალობას ავტორები შეფარულად სწორედ ამ სლენგის გამოყენებით ებრძოდნენ.ეს ერთგვარი პროტესტი იყო.სლენგით მეტყველებდნენ-სოლჯენიცინის ``გულაგის არქიპელაგის``გმირები. 1991 წელს, ჩემმა მეგობარმა გამოსცა წიგნი. ის დისიდენტი იყო და, თავისი პოლიტიკური შეხედულებების გამო საბჭოთა ციხის ჯოჯოხეთი გაირა.ეს მხატვრულად ასახა.მაშინ ქართული მენტალობა არ იყო მზად ასეთი ენით მეტყველი პერსონაჯების ``მისაღებად``, და მახსოვს რამხელა გმირობა იყო მაშინ კომუნისტური იდეოლოგიის გმირების ფონზე მისი წიგნის დაბეჭდვა ..
11. გაიხარე ძმაო! 5:) გაიხარე ძმაო! 5:)
10. ნიჭიერი და პატრიოტი პოეტი ხართ და გმერთმა გაგაძლიეროთ!!! ნიჭიერი და პატრიოტი პოეტი ხართ და გმერთმა გაგაძლიეროთ!!!
9. ძალიან საინტერესო პოლემიკის მომსრე გავხდი!!! ორივეს უდიდეს პატივს გცემთ. აი მესმის დისკუსია!!! ეგრე ხალხნო!!! საჭიროა ეს ყველაფერი!!! მავანმა უნდა უნდა ისწავლონ კამათი და აზრთა გაცვლის ტექნოლოგია!!!
ლექს ჩემი მოწონება მიშა!!! გაიხარე შენა!!! ძალიან საინტერესო პოლემიკის მომსრე გავხდი!!! ორივეს უდიდეს პატივს გცემთ. აი მესმის დისკუსია!!! ეგრე ხალხნო!!! საჭიროა ეს ყველაფერი!!! მავანმა უნდა უნდა ისწავლონ კამათი და აზრთა გაცვლის ტექნოლოგია!!!
ლექს ჩემი მოწონება მიშა!!! გაიხარე შენა!!!
8. შორმა წარსულმა ეს თქვენი ხმით შემოგვღაღადა, რომ მომავალი ჩვენი მხოლოდ ჩვენს თავს მივანდოთ!
გეთანხმებით.... შორმა წარსულმა ეს თქვენი ხმით შემოგვღაღადა, რომ მომავალი ჩვენი მხოლოდ ჩვენს თავს მივანდოთ!
გეთანხმებით....
7. პ.ს- არ ვიცი თქვენი მოღვაწეობის სფერო,მაგრამ ძალიან წარმატებული ჟურნალისტი ან პოლიტიკოსი იქნებოდით. :) პ.ს- არ ვიცი თქვენი მოღვაწეობის სფერო,მაგრამ ძალიან წარმატებული ჟურნალისტი ან პოლიტიკოსი იქნებოდით. :)
6. მე პატივს ვცემ ნიჭიერ ადამიანებს:)
ასევე ძალიან კარგად ვიცი დემაგოგია,ცინიზმი,ირონია და ქვეტექსტებით ,ტონკოსწებით სათქმელი:) და ძალიან ვაფასებ ადამიანებს,რომლებიც ამას ლამაზად აკეთებენ:)მაღალოსტატურად:)
თქვენ მეორე უკიდურესობას იღებთ,ამ ლექსის ენა ცოტა ''არქაულია'',იგივე თქვენს ბოლო ლექსში გქონდათ თანამედროვე პოეტური ლექსიკა და არცერთი მასეთი სიტყვა არ იყო იქ. ასე რომ შეგნებულად ახდენთ უტრირებას:) ასევე შემიძლია გითხრათ რომ ხელოვნება დღეს ნატურალისტური გახდა და იგივე ეს ყოფითი სლენგი ავტომატურად გადავიდა მხატვრულ ლიტერატურაში.ეს კარგია ,ცუდია და რა დოზით არის საჭირო ...ამაზე ცნობილი ლიტერატურათმცოდნეები კამათობენ ხოლმე .ჟარგონის დამკვიდრება თანამედროვე ლიტერატურაში ...ამაზე შეიძლება საუბარი..დისკუსიაც. აგრეთვე იმაზე,საჭიროა თუ არა ეს ნატურალიზმი თუ პირიქით ''გამხატვრულებაა'' საჭირო.
როგორც ჩვეულებრივი იუზერი სიამოვნებით ვისაუბრებდი ამ თემაზე,მაგრამ...'' ჩემი დაკვირვებით, სულიერად, მსოფლმხედველობრივად გაორებული პიროვნებად მეჩვენებით.''ამაზე ჩემი აზრი იცით. ერთ ქალბატონთან თქვენი მოკავშირეც კი ვიყავი.ასეთი კომენტარების გამო,მისი მხრიდან:) ასე რომ.....;)
და ისე, სწორ კონტექსტში მოყვანილი სლენგის გამოყენება''მოსული პონტია'':) ოღონდ ახლა სხვა რამეზე ვსაუბრობთ მაინც ასე მგონია:)
მე პატივს ვცემ ნიჭიერ ადამიანებს:)
ასევე ძალიან კარგად ვიცი დემაგოგია,ცინიზმი,ირონია და ქვეტექსტებით ,ტონკოსწებით სათქმელი:) და ძალიან ვაფასებ ადამიანებს,რომლებიც ამას ლამაზად აკეთებენ:)მაღალოსტატურად:)
თქვენ მეორე უკიდურესობას იღებთ,ამ ლექსის ენა ცოტა ``არქაულია``,იგივე თქვენს ბოლო ლექსში გქონდათ თანამედროვე პოეტური ლექსიკა და არცერთი მასეთი სიტყვა არ იყო იქ. ასე რომ შეგნებულად ახდენთ უტრირებას:) ასევე შემიძლია გითხრათ რომ ხელოვნება დღეს ნატურალისტური გახდა და იგივე ეს ყოფითი სლენგი ავტომატურად გადავიდა მხატვრულ ლიტერატურაში.ეს კარგია ,ცუდია და რა დოზით არის საჭირო ...ამაზე ცნობილი ლიტერატურათმცოდნეები კამათობენ ხოლმე .ჟარგონის დამკვიდრება თანამედროვე ლიტერატურაში ...ამაზე შეიძლება საუბარი..დისკუსიაც. აგრეთვე იმაზე,საჭიროა თუ არა ეს ნატურალიზმი თუ პირიქით ``გამხატვრულებაა`` საჭირო.
როგორც ჩვეულებრივი იუზერი სიამოვნებით ვისაუბრებდი ამ თემაზე,მაგრამ...`` ჩემი დაკვირვებით, სულიერად, მსოფლმხედველობრივად გაორებული პიროვნებად მეჩვენებით.``ამაზე ჩემი აზრი იცით. ერთ ქალბატონთან თქვენი მოკავშირეც კი ვიყავი.ასეთი კომენტარების გამო,მისი მხრიდან:) ასე რომ.....;)
და ისე, სწორ კონტექსტში მოყვანილი სლენგის გამოყენება``მოსული პონტია``:) ოღონდ ახლა სხვა რამეზე ვსაუბრობთ მაინც ასე მგონია:)
5. ოოო ეს უკვე სერიოზულ თემაში შევტოპეთ მგონი!
გამეცინა თქვენს მეორე კომენტარზე, ოღონდ, ძალიან გთხოვთ, მავანივით, თქვენც არ გამიბრაზდეთ ამ სიცილზე!
თქვენ წერთ:
"და მაინც...შემოქმედი თავისი დროის პოეტური ენით უნდა მეტყველებდეს,ან პირიქით წინ უსწრებდეს და ახალ ლექსიკურ ერთეულებს ამკვიდრებდეს"
ეს უკვე ძალიან ძველი სიმღერაა და მან უნებლიედ (ბოდიშს გიხდით, თავის თავს მათ ნუ შეადარებთ) ის ჟამი და კრიტიკოსები გამახსენა, ჩვენს დიდებულ კლასიკოს მწერლებს რომ საყვედურობდნენ არქაიზმების გამოყენებას და მათ ნაცვლად სწორედ "თავისი დროის პოეტური ენით" (ტრაქტორი, დაზგა, ზაჰესი, ნაგალი, ჩაქუჩი და ა. შ.) მეტყველებას თხოვდნენ.
რას მირჩევთ, ლალი ძვირფასო, და რომელია ეგ თანამედროვე ენა და ლექსიკა - ფალოსი, პრეზერვატივი, ორგაზმი, საშო, მენსტრუაცია, შევეცი, მოვტყანი, ამიდგა და მისთანები??.. და, მთავაზობთ, რომ ასეთი ფრაზეოლოგიით შევქმნა ლექსი შუასაუკუნეების ისტორიულ მოვლენაზე?!. აი, მაშინ კი, მართლაც, აღმოვჩნდებოდი, გემოვნებიანი მკითხველის თვალში, "კომიკურსა" და "გოიმურ" სიტუაციაში!..
ჩემი აზრით ყოველი კონკრეტული თემა, კონკრეტული სათქმელი მოითხოვს თავის ფორმას, და შესაბამის ლექსიკურ-ფრაზეოლოგიურ არსენალს, რომლითაც ის უნდა გამოიხატოს, გადმოიცეს ისე, რომ შინაარსი ცალკეულ სიტყვაში, ბგერაშიც კი სუნთქავდეს და ისმინებოდეს! ოოო ეს უკვე სერიოზულ თემაში შევტოპეთ მგონი!
გამეცინა თქვენს მეორე კომენტარზე, ოღონდ, ძალიან გთხოვთ, მავანივით, თქვენც არ გამიბრაზდეთ ამ სიცილზე!
თქვენ წერთ:
"და მაინც...შემოქმედი თავისი დროის პოეტური ენით უნდა მეტყველებდეს,ან პირიქით წინ უსწრებდეს და ახალ ლექსიკურ ერთეულებს ამკვიდრებდეს"
ეს უკვე ძალიან ძველი სიმღერაა და მან უნებლიედ (ბოდიშს გიხდით, თავის თავს მათ ნუ შეადარებთ) ის ჟამი და კრიტიკოსები გამახსენა, ჩვენს დიდებულ კლასიკოს მწერლებს რომ საყვედურობდნენ არქაიზმების გამოყენებას და მათ ნაცვლად სწორედ "თავისი დროის პოეტური ენით" (ტრაქტორი, დაზგა, ზაჰესი, ნაგალი, ჩაქუჩი და ა. შ.) მეტყველებას თხოვდნენ.
რას მირჩევთ, ლალი ძვირფასო, და რომელია ეგ თანამედროვე ენა და ლექსიკა - ფალოსი, პრეზერვატივი, ორგაზმი, საშო, მენსტრუაცია, შევეცი, მოვტყანი, ამიდგა და მისთანები??.. და, მთავაზობთ, რომ ასეთი ფრაზეოლოგიით შევქმნა ლექსი შუასაუკუნეების ისტორიულ მოვლენაზე?!. აი, მაშინ კი, მართლაც, აღმოვჩნდებოდი, გემოვნებიანი მკითხველის თვალში, "კომიკურსა" და "გოიმურ" სიტუაციაში!..
ჩემი აზრით ყოველი კონკრეტული თემა, კონკრეტული სათქმელი მოითხოვს თავის ფორმას, და შესაბამის ლექსიკურ-ფრაზეოლოგიურ არსენალს, რომლითაც ის უნდა გამოიხატოს, გადმოიცეს ისე, რომ შინაარსი ცალკეულ სიტყვაში, ბგერაშიც კი სუნთქავდეს და ისმინებოდეს!
4. ლალი ძვირფასო!
ჩემი დაკვირვებით, სულიერად, მსოფლმხედველობრივად გაორებული პიროვნებად მეჩვენებით. და ამას მხოლოდ ამ ლექსზე დადებული კომენტარიდან არ ვამბობ... მე ყურადღებით მაქვს წაკითხული თქვენი კომენტარები სხვა ავტორების სხვადასხვა თემატიკის ნაწარმოებებზე და ასეთ დასკვნამდე მივდივარ.
პატრიოტიზმი თავისთავად გულისხმობს ჰეროიკას, ამაღლებულს და ის, შესაბამისად, სწორედაც რომ მაღალფარდოვანი სტილითა და მანერით გადმოიცემა! ჰოდა, აქედან გამომდინარე, თქვენს ამ ერთ, მოკლე წინადადებაში მე ალოგიკურობას ვხედავ, რადგან, ლოგიკურად, თუ პატრიოტული მოტივი მოგწონთ, მაშინ მაღალფარდოვნების ატანაც უნდა გქონდეთ! რა ვიცი, მე ასე ვფიქრობ და შეიძლება ვცდებოდე კიდეც!
ლალი ძვირფასო!

3. მე ვფიქრობ , გმირულ-ჰეროიკული''ნარატივი'' ''თანამედროვე '' პოეტური ენის გამოყენებით უფრო მოიგებს,ვიდრე ..
ანუ ამ შემთხვევაში ძალიან ძნელია დაიცვა ზღვარი რომ არ იყოს ლექსი ცოტა კომიკური ელფერით და ''გოიმური''.
რა თქმა უნდა,მარადიული ღირებულებები ადამიანის ცნობიერების უმთავრეს და სწორ ფუნდამენტს წარმოადგენენ და მაინც...შემოქმედი თავისი დროის პოეტური ენით უნდა მეტყველებდეს,ან პირიქით წინ უსწრებდეს და ახალ ლექსიკურ ერთეულებს ამკვიდრებდეს:) მე ვფიქრობ , გმირულ-ჰეროიკული``ნარატივი`` ``თანამედროვე `` პოეტური ენის გამოყენებით უფრო მოიგებს,ვიდრე ..
ანუ ამ შემთხვევაში ძალიან ძნელია დაიცვა ზღვარი რომ არ იყოს ლექსი ცოტა კომიკური ელფერით და ``გოიმური``.
რა თქმა უნდა,მარადიული ღირებულებები ადამიანის ცნობიერების უმთავრეს და სწორ ფუნდამენტს წარმოადგენენ და მაინც...შემოქმედი თავისი დროის პოეტური ენით უნდა მეტყველებდეს,ან პირიქით წინ უსწრებდეს და ახალ ლექსიკურ ერთეულებს ამკვიდრებდეს:)
2. მტერმორეული საქართველო ჰგიებდაღა-გა...
მტერმორეული საქართველო ჰგიებდაღა-გა...
1. სუბიექტურად ასეთი ლექსების მოტრფიალე არ ვარ ..ანუ პატრიოტული მოტივი ძალიანაც მომწონს,ოღონდ არამაღალფარდოვნად..
ლექსს და ოსტატობას-5:) სუბიექტურად ასეთი ლექსების მოტრფიალე არ ვარ ..ანუ პატრიოტული მოტივი ძალიანაც მომწონს,ოღონდ არამაღალფარდოვნად..
ლექსს და ოსტატობას-5:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|