ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თათა თემისი
ჟანრი: პოეზია
23 ივნისი, 2009


პასუხი "ბოზოლოგიას" და "ან აქ რად მოხველ" ანუ ადამის მორალი


რატომ მიყურებ ასე ურცხვად
ადამის მოდგმავ,
თქვენი ვალი მაქვს? რას მოელით
ჩენგან ამაღამ?
შემომახიეთ დაუნდობლად ნამუსის კაბა,
მე შიშველი ვარ, თქვენს წინ ვდგავარ
მაინც ამაყად!

მე კიდევ ერთხელ დაგნებდებით,
თვალებს დავხუჭავ,
მიდით, დაიხშეთ თქვენი ჟინი
გახრწნილი მზერით,
შემომახოცეთ შიშველ მკერდზე
მყრალი ტალახი,
და შემიღებეთ ეს ტუჩებიც
სიბილწის ფერით! ...

მერე ძმა ბიჭებს დაუძახეთ
უბნის ბირჟაზე,
სიტყვით გამოდით, შეუდექით
ქალების კიცხვას.
თქვენგან გახრწნილი მივუყვები
ტანჯვის ბილიკებს
და ისევ თქვენგან არ მივიღებ
მორალის კითხვას!

პ.ს. მაინცდამაინც მე ნუ მიგულისხმებთ, პირველი პირის გამო :)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები