ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დამიანე
ჟანრი: პოეზია
27 ივნისი, 2009


ფერები


ფერი ათასი აირია მის თვალწინ უცებ-
უთვალავი და ულამაზესი.
ფერთა ლაციციმა დაავიწყა ტკივილი იგი და
წარსულს შეერწყა მოგონებით აღატაცებული.
ყოველი ფერი აგონებდა ნაცნობს, მშობლიურს,
რომელიც უკვე გადაკარგულ ბავშვობაში გარდასულიყო...

ცისფერი ოჯახს აგონებდა-დედის და მამის ლამაზ ოჯახს,
როდესაც ყველა ერთად იყო-
ბებოც და ბაბუც,
დედაც და მამაც,
თვითონ და კიდევ,
სულზე უტკბესი-ცოტა კაპასი დაიკო მაკა.

უნაზესი და უკეკლუცესი ვარდისფერი
ცელქ და მიამიტ გოგონასთან აკავშირებდა,
რომელიც ისე აღიქვამდა სამყაროს ცბიერს-
არც კი ფიქრობდა,
თუ ვარდისფერი ფანჯრის იქით რად მუქდებოდა.

ბალახისფერი მთას აგონებდა,
მიუვალ სოფელს, ძნელად მისასვლელს.
ბედნიერებით ანთებული გოგონას ლექსებს,
უსინათლობით გატანჯული კეთილი ბაბუს სპეტაკ ღიმილს,
მაყვლის კრეფისგან დაკაწრულ ხელებს...

ძოწისფერი კი მისი ბავშვობის ყველაზე ლამაზ ფერად ჩათვალა-
როცა უყვარდა,
როცა უყვარდათ,
როს სიყვარულით მაგრად დამთვრალა...

ფერთა ლაციცი ნაცრისფერმა გააცამტვერა...

გაქრნენ ფერები,
ნაცრისფერი კი დარჩა მხოლდ...

ტკივილი იგი კვლავ დაბრუნდა
უსასტიკესი რეალობით,
ჯიუტი მარშით...

მინდა, რომ ისევ ბავშვი ვიყო, პატარა გოგო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები