ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამარ_"მ.ე__"
ჟანრი: პოეზია
5 ივლისი, 2009


ისე

.



    ურდოდ მომეახლა ხასიათი,
    სულში უნამუსოდ ჩამანთხია
    გესლი უხსენებელი სიახლის,
    მუდამ ბინძურად რომ მახატია.

    სულზე დამატეხა ბილწზე ზეცა,
    სადაც ანგელოზთა სამარხია.
    ახლა აქ ომია, ყველას ჩეხავს.
    თითქოს უამრავი განაბია.

    თვალი ლურჯის ნაცვლად გამიშავა,
    ერთი ცოდვილთგანი ამარჩია.
    მერე სულ უაზროდ ამიშარდა.
    თბილი თავის დროზე, გამაცია.

    მურტლად მომეახლა ხასიათი,
    ყველა ღიმილი ზედ დამახია.
    ახლა ზეცის ძველი ათინათი,
    ჩემი ხასიათის სამარხია...




(ისევ სახასიათოა. პირდაპირ შავი ფურცელიდან...) :):)



                                                                                                                                                                __თამუნია__

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები