ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმო ბაბუ
ჟანრი: საბავშვო
16 ივლისი, 2009


ნიკას და ბაბუს წიგნიდან

4.  ღმერთო,  მომასწარ!..


ჩვენი  ნიკა,
ნიკალა,
ნიკოლოზი,
ნიკო,
ისეთია,
თითქოს  ცით
ანგელოზი  იყოს.

რა  თვალები,
რა  ღიმი,
ან  რა  ოქროს  თმები!..
რა  მაჯები  -  ტორები!
რა  საგმირო  მხრები!..

ხასიათი  -  ღვთიური!
მზე  და  ვარდი  პირზე...
სიცოცხლეა  -  ზღვისფერი
თვალებით  რომ  გიმზერს!..

სხვა  რა  გითხრათ -
საწერად
წლები  არ  მეყოფა...
ღმერთო,  ერთო -
მომასწარ
ნიკას  ნათელ  მყოფადს!!!

1995. 10.

 
5.    პატარა  სასწაული

ჯერ  არ  იცის  ნიკამ  ,,დედა”,
ჯერ  არ  იცის  ნიკამ  ,,მამა”,
ნიკამ  იცის  ტკბილი  ძილი,
იცის  მადიანი  ჭამა.

ნიკას  უყვარს  ხილის  წვენი:
ვაშლის,  ატმის,  ბროწეულის;
ნიკასა  ჰყავს 
სათამაშო
მხეცუნების
ოცეული;

ნიკას  უყვარს  ყურცქვიტები,
დათუჩები  და  ციცები;
ნიკას  უყვარს  სიმღერები
და  სანთლებთან  ლაციცები;

ნიკასა  აქვს  სილამაზის
გრძნობა, 
ერთობ  საცნაური...
მოკლედ  რომ  ვთქვა:
ჩვენი  ნიკა
არის  ციცქნა  სასწაული!..

ნიკას  უყვარს  ჩახუტება,
ცაცუნები  და  ფერება.
მჯერა  -  ნიკა  გადაგვარჩენს
მე  და  ბებოს  დაბერებას!

ნიკას  უყვარს  მუსიკაც  და
ფერხასხასა  ნახატებიც...
ნიკას  ნიჭი  დამილოცოს -
მაღალ  ღმერთს  ვეღაღადები!..

ნიკას  ღიმილებით  სავსე
სიხარულობს  ჩვენი  სახლი...
ბებოს,  ბაბუს  -  მის  შემყურეს,
ზრუნვა-გარჯა  როგორ  დაღლის!

მის  დედიკოს,
მის  მამიკოს,
მის  ბებოებს,
ბაბუ-პაპებს,
ღმერთო,  ერთო,
ამასა  გთხოვ -
ნუ  მოაკლებ  ამგვარ  ღლაპებს!!!

ღლაპია  თუ  ანგელოზი,
საყვარელი  როა  ასე?!.
მინდა  ნიკას  სადღეგრძელოდ
სულ  ხელთ  მეპყრას  თასი  სავსე!

1995. 11.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები