ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: rono101
ჟანრი: პოეზია
26 ივლისი, 2009


და როცა ჩემს გულს ცისკრის სხივი ვერ გაანათებს,
როცა მივხვდები, უშენობამ როგორ დამღალა,
თვალებს დავხუჭავ სინანულით, ისევ გავაფრენ,
და მერამდენედ წარმოვიდგენ შენს სახეს ხატად.
ისევ შევცოდავ სიყვარულით წანაქეზარი,
და მოვიგონებ სიზმრად განცდილ ჯადოსნურ ფრენას.
ზღვა ნეტარებას დახარბებულს ჩამომკრავს ზარი,
თვალებს გავახელ და თითებით დაგიწყებ ძებნას...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები