ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: mexanic
ჟანრი: პოეზია
27 ივლისი, 2009


კამათელი (ექს-პრომტი)

ოთახში სიბნელე და კვამლია სიგარეტის,
სინათლის მცირე ნაწილს პეპელა ანათებდა,
მე შენ რომ მიყვარდი და შენ რომ არ მიყვარებდი,
ამიტომ გადავეცი ლექსები ანათემას.

დიდი ხნის ბზრიალი და ჩერდება კამათელი,
სიტყვები ტყუილია, კოცნა კი მარაზმია,
და როგორც ადვოკატი შენ შენს თავს ამართლებდი...
შენს თვალებს წამწამები ჯარივით დარაზმვია.

მეტი კი არაფერი, ვიცინი სასაცილოდ,
შენს კვალში სირბილს უკვე მე ვეღარ ავიტანდი,
ეჰ, შენზე ნოსტალგია დღეს უნდა გავაცილო,
მერე კი უნდა გავხდე გულგრილთა კანდიდატი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები