ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: tigerscinner
ჟანრი: პროზა
28 ივლისი, 2009


La Vi En Rose-უბრალოდ თამაში?!-არა

  არ გეგონოთ ვბაძავდე, არა, უბრალოდ ეს თამაში ძალიან გავს ერთ ფილმში ნანახს, ფილმს – “La Vi En Rose“” თუ შეძლებ- შემიყვარე” ჰქვია, ოდრი ტატუ თამაშობს, გეცოდინებათ ალბათ, როგორც იმ ფილმში, ამ თამაშისთვისაც საჭიროა ლამაზი მეგობარი გოგონა, ოღონდ ერთი განსხვავებით, კამფეტების ყუთი არ გინდათ, მარჯვე აზროვნება და კარგი კითხვებიც გეყოფათ.
  ზედა აბზაციდან ალბათ ვერაფერი გაიგეთ, ამიტომ განვაგრძობ. შეყვარებულთან ახალი ნაჩხუბარი ვიყავი, რაღაც სისულელეზე ვიჩხუბეთ, ჩემი ბრალი იყო, როგორც ყოველთვის, მაგრამ რა თქმა უნდა არ დავთმე, ესეც- როგორც ყოველთვის, მეცინება რომ ვიხსენებ... ჰოდა, ჩემს ძვირფას ნინიკოზე ფიქრს რო არ გადავყოლოდი, ახალი ურთიერთობა წამოვიწყე- ისე, გასართობად. ახალი ურთიერთობა – ახალ მეგობარ გოგონასთან- სალომესთან, მე სალ-ს ვეძახდი, ასე უფრო მომწონდა, არ ვიცი რატომ, ალბათ იმიტომ, რომ ასე უფრო უხდებოდა მის დამწვარ, შეწითლებულ ლოყებს, შავ თმებს, ნახშირივით, არა ეს ცუდი შედარებაა, მორევივით, არც ეს მომწონს მაგრამ იყოს, შავ თვალებს, ხოდა ეს შავთვალება გოგონა, მინდოდა უკეთ გამეცნო და ერთი უცნაური თამაში შევთავაზე... ჩვეულებრივი ურთიერთობა გვქონდა, როგორც გოგოს და ბიჭს, უბრალოდ 1 კითხვას მე რომ ვუსვამდი, მიპასუხებდა და მერე იმის ჯერი ხდებოდა კითხვის დასმისა, ათ-ათი კითხვის შემდეგ აზრებს ვცვლიდით ერთმანეთზე, პასუხების მიხედვით ვახასიათებდით. მე რა თქმა უნდა ვთაღლითობდი...
    სალ, რომ კითხვას დამისმევდა შეფარვით ვპასუხობდი, პირდაპირ ვერაფერს გაიგებდა ჩემზე, სანამ კარგად არ დაფიქრდებოდა, ამას კი, მაშინ ახერხებდა, როცა მე ახლს არ ვიყავი,  სხვა შემთხვევასი უბრალოდ არ ვაცდიდი... ის 1 კითხვას მისვამდა, მე პასუხს ვცემდი, ოღონდ ისეთს, თან ყველაფერს რომ გეუბნებიან და ვერაფერს რომ ვერ იგებ, ამასთან ერთად ამ პასუხს თითქოს არაფერს ვაკლებდი, მაგრამ რაღაც მაინც აკლდა: არა, არც გრძნობა, არც გულწრფელობა, უბრალოდ ისეთი პასუხი იყო, რომ გაიძულებდა კიდევ დაგესვა იგივე თემაზე კითხვა, სალ-იც მისვამდა ახალ-ახალ კითხვებს, ძველ საკითხებზე, ოღონდ ახალს ვერაფერს იგებდა, მე კი, სანამ ის ათი კითხვით ჩემს ერთ თვისებას გამოჩხრიკავდა მიფერფლილი ცეცხლიდან, ათ ახალ ჯურღმულში ჩავდიოდი მასთან, უფრო ღრმად და ღრმად. ორივეს გვსიამოვნებდა მსგავსი ურთიერთობა...
    ეღთხელ ბულვარში ვიჯექით და ჩვეული კითხვა პასუხით ვიყავით გართულნი, რომ ნინი დავინახე, მოპირდაპირე სკამზე ჩამოჯდა ვირაც ბიჭთან ერთად, ვიეჭვიანე, საშინლად, ჯერ კიდევ მიყვარდა, მაშინ დამეწია ის, რასაც
სალ-თან გავურბოდი,- ნინიზე ფიქრები... ვხედავდი ნინის და არ ვესალმებოდი,
მინდოდა ეგრძნო, ვოთომ არ მაინტერესებდა და ვერც ვამჩნევდი,
( მერე ვინანე) ისიც ზუსტად იგივეს აკეთებდა, ვიცოდი- მხედავდა, თან ჩემს დასანახავად ეკეკლუცებოდა იმ ვაჟბატონს... ის კი ღმერთო ჩემო, რა იდიოტი იყო, მაშინვე ვიცანი, მოსსეეე ერქვა, აუტანელი ვიღაცა იყო, მოყვარული ფოტოგრაფი, დღე და ღამ ყვითელი ბოტასები ეცვა, ლურჯი ჯინსები და ზევიდან რაღაც კიდევ, არ მახსოვს, არც მინდა რომ გამახსენდეს, ვერ ვიტანდი ამ ტიპს, იქნებ მართლაც არ იყო ცუდი ვინმე, მაგრამ მე არ მიყვარდა, იმიტიმ რიმ ნინი-სთან იყო, ისიც სპეციალურად მიკეთებდა ამას, ვიცოდი, მაეჭვიანებდა ეგონა, ალბათ ეგონა ვიფიქრებდი: “ეს უტვინო მე როგორ მამჯობინაო.”
    მასეც ვიფიქრე, მაგრამ მაგრად გავწნიხე ფიქრები და თავს რომ მოვრეოდი და ნინიც როგორმე დამევიწყებინა, სალ-ს ვაკოცე ნელა, ძალიან ნელა, შეფარვით, მოფერებით, ისე, როგრც მძინარე შვილს აკოცებს დედა, ლოყაზე. მერე მაგრად ავილეწე, ცეცხლი მომედო, ვიწოდი, მინდოდა მეკოცნა, კიდევ და კიდევ, ოღონდ დასწყევლოს ეშმაკმა ისევ ნინიზე ვფიქრობდი და ის ცეცხლიც ალბათ იმიტომ მომედო, რომ წარმოვიდგინე- ნინის ვაკოცე მეთქი...
  არ ვარ ორგული ადამიანი და იმ წუთში თავი შემზიზღდა, როგორ შეიძლება ერთ გოგოს კოცნიდე, ელოლიავებოდე და მეორე მაინც გიყვარდეს, თან ვერ იტანდე, ვერც იმას და ვერც საკუთარ თავს...
  მეორე დღეს, ნინი შემხვდა გზაში, წვიმდა, გალუმპული იყო, შემეცოდა, მანქანით ვიყავი, არ მინდოდა, მაგრამ გავაჩერე და ვუთხარი, სახლში მიგიყვან მეთქი. ცოტა ხანს დუმდა, გაქვავებილი იდგა, ჩაფიქრებული სახით, სწორედ ისეთით მე რომ მიყვარდა, თაფლისფერი თვალები ჰქონდა, ტკბილი იყო თაფლივით, წაბლისფერი თმა, დამატყვევებლი იყო გაშლილი როცა ჰქონდა, ეხლა შეკრულს ატარებდა, გადავრჩი, ლამაზი ტუჩები ჰქონდა, კოცნით შეჭმა მოგინდებოდა, მაგრამ საოცრად შეგეშინდებოდა ამის, იდგა და ფიქრობდა წვიმაში, თან უფრო მეტად ილუმპებოდა, მერე გამიღიმა, ისიც დამატყვევებლად და წინა სავარძელზე დაჯდა, მე ცივად ვიყავი, გუშინდელს მერე, ქვა მედო გულში, საკუთარ თავს ვერ ვპატიობდი...
  ჩუმად ვიჯექით მთელი გზა, არც კი მოვიკითხე, არც იმას შეუწუხებია თავი. რომ მივიყვანე გადმოსვლისას მითხრა, მადლობის ნიშნად ყავას მოგართმევდიო, თან დამატყვევებლად გამიღიმა, თავი ვერ შევიკავე, ან რას შევიკავებდი, მე კი არა, უგულო ქვაც გაყვებოდა ამ ღიმილს, გულში რომ მედო, ის ქვა სწორედ.
  გადმოვედი და ქუჩა მეცნო, აქ ახლოს სალ ცხოვრობდა, მაგრამ მაშინ არც სალ მახსოვდა და არც ეგ ქუჩა, ძაღლივით საბელი გამომაბა იმ ღიმილმა და არ მახსოვს როგორ ავფრინდი საფეხურებზე, სახლში შევყევი ნინოს, პალტო გამიხდია, მერე გამოფხიზლებულმა აღმოვაჩინე, გონს კი სასტუმრო ოთახში შესვლისას მოვეგე, შევდივარ და ვხედავ – სალ...
  მერე სკამზე მსვამენ, სალ და ნინო ერთად, ცივ წყალს მაწვდიან და მანათლებენ, მახსოვს ნინიკო: “ რქები დაგადგეს ჩემი ბიჭი” და თავზე ხელს მისვამს სიყვარულით, მიღიმის ისევ დამატყვევებლად და ყავას მაჩეჩებს ხელში, გაშეშებული ვარ, ყავა მიჭირას ხელში და დანა პირს არ მიხსნის, პასუხს ვერ ვაძლევ...
  სალ მოსიყვარულედ მიჯდება გვერდით და რაღაცას მიხსნის, თავის ბავშვობის მეგობარ- ნინიზე და ჩემზე, სიტყვა ვერ გავარჩიე. ცოტა რომ გამოვფხიზლდი, ოთახში მარტო მე და ნინო ვიჯექით, ჩემს პირდაპირ სავარძელში ზის, ყავა უჭირავს ხელში, არანაირი ღიმილი სახეზე, გამჭოლად მიყურებს, მკლავს პირდაპირ.... მერე ისევ მიღიმის დამატყვევებლად და ორი სიტყვა კითხვანარევად მოწყდა მის ბაგეს: “ გაკვეთილად გეყო”?!
  მეორე დღეს მე და ნინო ისევ ერთად ვართ, როგორც ძველად, უბრალოდ ეხლა მასთან ვთამაშობ, იმ თავაშს, ერთ ფილმში აღწერილს რომ ჰგავს, ოდრი ტატუს მონაწლეობით და ლამაზი მეგობარი გოგო რომ სჭირდება კამფეტების ლამაზ ყუთთან ერთად...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები