ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმო ბაბუ
ჟანრი: საბავშვო
29 ივლისი, 2009


ნიკას კვიცი


ნიკას  ეყოლება  კვიცი!
თუ  რა  კვიცი  -  ეს  ჩვენ  ვიცით!..
რომ  გავუზრდი  სანაქებოს,
რაღად  უნდა  ფიცი-მტკიცი!

ნიკას  კვიცი  -  ნიკას  ლურჯა  -
რომ  არ  დარჩეს  ფიცხად,  ურჩად,
გავუწვრთნი  და  გავუხედნი,
არ  ჩამივლის  გარჯაც  ფუჭად!..

მოვურთავ  და  მოვუკაზმავ  -
თვალი  ვერ  მოსწყვიტოს  კაცმა!..
და  მოუწევს  ლურჯას  მხედარს
საკადრისი  ჩოხის  ჩაცმაც!..

მოუხდება  ნიკას  ლოყას
თეთრი,  ლეგა,  ჟღალი  ჩოხაც
წელზე  ვერცხლის  ქამარ-ხანჯლით
გააჭენებს  მხნედ  იორღას!..

ლურჯა  -  სოფლის  სიამაყე,
გადაუფრენს  იალაღებს…
მთა-მთა,  ტყე-ტყე  დააქუხებს
ნიკა  ნაქებ  იარაღებს!..

დაეწევა  ფეხმარდ  ირმებს,
შვლებს  სიმარდით  გააკვირვებს…
რასაც  ვწერ  და  რასაც  ვამბობ,
ბაქი არ  ეგონოს  ვინმეს!..

განა  ესვრის  ტყის  მშვენებას, 
მგლებს  შეუთვლის  შეჩვენებას!..
სულ  დააფრთხობს  მსუნაგ  ფოცხვრებს
და  შვლის  ნუკრსაც  ეშველება!..

კუდდავარცხნილ-ფაფარდაწნულს,
მუდამ  სანავარდოდ  აძრულს,
დოღ-ჯირითშიც  ვინ  აჯობებს
ლურჯას  -  მორთულს  და  მოკაზმულს?!.

ნიკას  ეყოლება  კვიცი!..
ვნახოთ,  ვინ  დააყრის  სიცილს!..
ფლოქვებს  სეტყვად  მას  დააყრის,
არ  მოჰყვება  კუდის  ქიცინს!..

ჯერ  კი  ნიკას  სძინავს  ტკბილად…
პირზე  ღიმი  ადევს  თბილად…
-  ღმერთო,  მამულს  შენ  უმრავლე
სამხედრენი  ნიკას  კბილა!!!


19  აპრილი.  1996.
ნიკას  დაბადების  დღე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები