ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქვენატკოცა
ჟანრი: პოეზია
2 აგვისტო, 2009


უჩინარი გმირი

ისევ აკლდებათ ფიქრებს სიგანე,
წუთები განგაშს ამიტეხავენ,
ურჩ მონასავით გამყიდის ღამე,
დაიწყებს ჩემზე გლოვას ეხლავე.
              ხელის გაწვდენით მოწყვეტილ წუხილს
              ავი ენები უხმოდ თესავენ,
              გულს მოეჭდობა თეთრი მარწუხი,
              ვითარც სტუმარი მონათესავე.
აუყვებიან სიტყვები კიბეს
და დარჩებიან მთვრალნი დილამდე,
ვეღარსად ვაგნებ სურვილთა ჯიბეს,
ოცნების ჩრდილიც ვერ მოვილანდე.
              მარადისობა დიდხანს უნდება
              მითთა წიაღში უფრთოდ ხეტიალს,
              როცა მზე ცაზე გადაბრუნდება,
              ცრემლების დაღვრა მეტისმეტია.
ჩაიქროლებენ წლები ფეხმარდად,
ვეღარ გაუძლებს ჟამთასვლას ტროა,
საუკუნეთა ვალი მემართა
და ახლა ვალის გადახდის დროა.
              მეც ვემგვანები დერვიშს კუზიანს,
              წელში გატეხილს დარდთა ზოზინით,
              მყობადის მტვერი სპობს ილუზიას,
              აღარ ჩამესმის ხმა მნემოსინის.
გადავკარგულვარ გზებზე ცხოვრების,
ვალი კი მრჩება გადასახდელი,
თან მომდევს შიში გამათხოვრების
და უჩინარი გმირის სახელი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები