ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ინია ინია
ჟანრი: პოეზია
5 აგვისტო, 2009


თითქმის

დამავიწყდა რომ მეთქვა,
მე იქ აღარ ვცხოვრობ,
ჩემს არსებობას ეხლა სხვა ციფრები აღნიშნავს...
და უკვე მერამდენე ღამეა ვუყურებ
როგორ წრევდება მთვარე...
და როცა ის შენზე მოლოდინივით გაილევა,
გზას რომელიც შენ უნდა გაიარო
ღია ფანჯრებიდან მე ჩემი თვალებით
ავკეცავ და წავშლი...
რომ აღარ შეკრიბო ჩემი მნიშვნელობის
აღმნიშვნელი ციფრები და პასუხად უარყოფა არ მიიღო...
დამავიწყდა რომ მეთქვა
როცა მე შენ გიყურებ ვხედავ შენს ხელებს,
და თითებშორის გაბმულ ძაფებზე იმ სიტყვებს
ვკიდებ რომლებსაც ვერ ვამბობ...
დამავიწყდა რომ მეთქვა
ყველა იმ საგნის მნიშვნელობა
რაც მე და შენ შორის დევს შეფერხებაა და
მეტი არაფერი ,
რასაც მე ვაგროვებ...
იმიტო რო დამავიწყდა რო მეთქვა
როგორ მაღელვებს შენი ხელების
ბავშვურობა და
მზერების გაურკვევლობა...
და სუ მავიწყდება რო გითხრა
თითქმის მიყვარხარ....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები