ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქვენატკოცა
ჟანრი: პოეზია
5 აგვისტო, 2009


განშორება

უცები იყო შეხვედრა ჩვენი
და განშორების ჰქონდა ელფერი,
განრღვეულ ფიქრებს მივყვები ფრენით,
იქნებ ბავშვობა აღარც შემფერის.
            როცა გიხილე,მზის ნატეხები                                                             
            უხვად გეყარა მხრებზე,მკლავებზე,
            გული გითრთოდა ყოველ შეხებით,
            ნატვრებს აწვენდი ღრუბლის ნავებზე.
ნიავის სუნთქვას აგდებდი არად,
ალმაცერ ჭორებს აბამდი კუდებს
და გაზაფხული,კეკლუცი მარად,
შენს ლამაზ თმაში იწნავდა ბუდეს.
            შენ გეცვა შავი,ვით მგლოვიარეს
            და გიბრწყინავდა ამაყად სახე,
            ქრისტეს ლანდივით დიდხანს ვიარე,
            რომ აზრთა მიღმა გადამენახე.
რომ მეოცნება თეთრი აფრებით
და ქარს წაეღო ხმა იდუმალი,
ძველი დარდების,მიუსაფრების,
არ დამრჩენოდა ოდნავი კვალი.
              და მეც ვარჩიე მრუმე დიდების
              ნებიერ კოშკებს ეს განშორება,
              რათა დაგვერქვას მუდამ დიდები
              და ფიქრში შევძლოთ გამოსწორება.
...უცები იყო შეხვედრა ჩვენი
და განშორების ჰქონდა ელფერი,
განრღვეულ ფიქრებს მივყვები ფრენით,
ალბათ ბავშვობა აღარ შემფერის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები