ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯახუ გიორგიანი
ჟანრი: პოეზია
6 აგვისტო, 2009


საიმდროო სიმღერა



გამოვიზარდე  სიღარიბეში,
მაგრამ  რად  ვუთხრა  ეს  ჩემს  პატარებს…
ბულბული  მეჯდა  გულის  ჯიბეში,
გალობ-გალობით  დროს  რომ  ატარებს…

ცხოვრება  მწარე  და  უნუგეშო
ნამუსის  ქუდქვეშ  გამოვატარე…
მტრედები  მყავდა  გულის  ბუდეში,
ღუღუნ-ღუღუნით  დროს  რომ  ატარებს…

და  თუკი  მოვკვდე  სადმე  კიბისქვეშ,
თუკი  ავდარი  ვერ  გავადარე,
მერე  თბილისი  -  ჩემი  სიმდიდრე,
ღიღინ-ღიღინით  შემომატარეთ…

არ  დამანახოთ  გლოვა  და  ცრემლი,
ცრემლი  რამდენი  თავად  მდენია!..
თამაშ-თამაშით  ჭურჭელი  ჩემი
ჩადგით,  სადაც  ჩემს  გულს  ურჩევნია…

არ  დაანახოთ  ცრემლი  პატარებს,
არ  გამიახლოთ  ძველი  დარდები!..
ღიღინ-ღიღინით  შემომატარეთ
ჩემი  თბილისის  ქუჩაბანდები!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები