ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯოვანინი
ჟანრი: პოეზია
9 აგვისტო, 2009


. . .

საოცარია იმის შეგრძნება როცა ყვავილებს დატოვებს ქარი...
საოცარია ის სიმარტოვე,როდესაც სახლში არავინ არი...
მე ალბათ ისევ ქუჩას დავივლი,შემოღამდება კვლავ შენს ლოდინში,
,,ქუჩაში ავი დაჰქროდა ქარი...''
და ეს სიტყვები მახრჩობდა ლამის...
წვიმიან ასფალტს ფეხისგულებით
ვეკრობი,როგორც სანუკვარ მკლავებს...
მე განვისვენებ ედემის ბაღში,
მაგრამ ამ ედემს ვერ ვითავისებ...
შიშველი კანით და თხელი კაბით
მე კვლავ დავტოვებ ამ ტყის ნაპირებს...
მე მინდა ერთხელ,მხოლოდ ამ ერთხელ,
თუნდაც ბოლოჯერ შეგიგრძნო ღამით...
ფანჯრებზე ელავს ელექტრონები
და ჩემს ბნელ სულში ისევე ჟინჟლავს...
ზამთრის სუსხივით მომინდი ახლა
და გელოდები,გიჟმაჟს და რიჟრაჟს.
,,მე არ ვწერ ლექსებს ლექი თვითონ მწერს'',
მწერს და მკითხულობს ავად და კარგად,
ჩამოხეული შპალ'ერები
ისევ სისხლიან ნაკვალევს ქარგავს...
უამრავ სახეს მინაზე აკრულს,
გაოცებული პირსახეებით
ვხედავ...
ჩემი გიჟური გადასახედით
მათ ფარულ ცინიზმს ვერ ვგრძნობ,ვერ ვხედავ...
დაე,იცინონ,
დამცინონ თუნდაც,
მზად ვარ მათ თვალში ვიყო კლოუნი,
ოღონდაც მომცა ნიჭი გაქრობის
და თოკზე გავლის მქნა ვირტუოზი...
შენ ხარ იქ---დაბლა,
მხედავ მე---ცაში
და გიტოკდება სახეზე ნაკვთი,
აჰ,შეგეშინდა ჩემი დაკარგვის?
თუ მხოლოდ დარდი მოგაწვა ცოდვის?!

,,მე არ ვწერ ლექსებს,ლექსი თვითონ მწერს''
მწერს და მკითხულობს ავბედით კარგად,
მე ამ ლექსებში ვიპოვე --- ვინ ვარ
და ამ ლექსებით სიცოცხლეს ვკარგავ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები