ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: . .
ჟანრი: პროზა
24 მაისი, 2008


გამარჯობა (სავით)

და, ისეთი არაფერი.
უბრალოდ გამარჯობა!
მინდოდა მეთქვა რომ...თუმცა ვერ გამიგებთ, ჩემი ხომ არავის არ ესმის. არა, ესმით უბრალოდ ვერ მიგებენ.
ამ ცხოვრებაში, უკვე ბევრჯერ მოვკვდი და დავიბადე, დღესაც, დღესაც ახლიდან დავიბადე...გავიღვიძე და მივხვდი, რომ საკუთარ "მე"-ს არ უნდა შევწირო ყველა და ყველაფერი, რომ ჩემში დიდი დოზით მყოფ ეგოიზმს უნდა ვაჯობო, რომ უნდა შევძლო ხაზის გადასმა წარსულზე.
რომ...
რომ...
რომ...
უნდა შევიცვალო.უნდა მოვერგო ცხოვრებას და ვიცხოვრო, და არა ვიარსებო.
მინდა შევძლო "მიყვარხარ" ვუთხრა ადამიანებს.
კიდევ ბევრი რამ მინდა...ადამიანური თვისებები, სიყვარულს სიყვარულით ვპასუხობდე. საკუთარი თავის პოვნა მინდა."გაღორებული" ქვეყნიერების შეყვარება ...
აი ისევ დავიწყე "ჩემებური" აზრების ფრქვევა.
ხოდა ამიტომ ,
გამარჯობა!
და, ისეთი არაფერი.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები