ოთხკეცი სონეტი-ვედრება
/ ცადსაფრენი წერილებიდან /
რაღაც უეჭველად ხდება ჩემს თავს - ჭირვეულობს ამინდი… უფალო!.. - ნუ წამგვრი ნებას, შენვე შეგევედრო კვლავინდებრ!..
მჭლე გულში - დღითიდღე რომ ხდება!.. – შენ ერთმაღა უწყი - რა მიდევს… უფალო!.. - როდის დამრთავ ნებას, დაღლილი გაღმა ფონით გავიდე?!.
მსუყე სატკივრებით მკვება დღემდე ამ სოფელმა… და ვიდრე გონსაც გამომაცლის - ნება დამრთე - შენს სოფელში წავიდე!.. გული საგულედან ხტება - ნეტავ კიდევ რაში ჩამითრევს?!.
რაც მე გადამჯეგეს წლებმა… სხვას ნუღარ!.. – სხვა მოწყალედ დაინდე!.. წვრილ ვალთა წელში მწყვეტს წყება… მაუწყე - ვისი მეტი დავიდე!..
ხან კაცი, ხანაც შენ წყრები… მე ვითომ სულ არაფერს დაგიდევ… რაც მე მიფრენია მწყრები, იმ გიჟის სახელიც ხომ დავიგდე?!.
აწ მკერდიც - გულის ძველი ბუდე - იშლება, ვით ქარში შვავი და ვხედავ - აცრილია ბედი ჩემს გახარებაზე - თავიდან… ვიდრემდის გავშლიდი ბადეს, ჩემი ოქროს თევზი წავიდა…
ვჭვრეტ, რაც მიწყალობე ხედვა , რა ჟინით - მოჟამული ჟამი მდევს… ვიცი, რომ მდევარია მხნე და ერთხელაც ოთხივფეხთქვეშ გამიდებს…
როცა შხამსამსალა წვეთავს სულში, გული ღამეს გამითევს… და მაშინ გეაჯები მეტად: - უფალო, მფარველად დამიდექ!..
თავს, ვით უშურველად ვდებდი, დავდებ მოყვასისთვის კვლავინდებრ… მაგრამ, შენსკენ მარად მხედი ცოდვებს მაინც ვიღებ კვლავ მინდებრ!.. და ჯავრის გახუხულ ხმიადს დღითაც ვხრავ, წუხანდელ ღამინდელს…
იმ ბორცვაკს, შორიახლოს, ვხედავ, ქვეშ ხახას ორმო აბჩენს შავი და ბეწვის ვირტუალურ ხიდებს სულიც ლამის უკვე გავიდა…
ხმას ხორხი, დახშული, ხუთავს… შიგ მკერდშივე უხმოდ ვბღავი და ხორცის გახუნებულ ხალათს ვიხდი… სულ რომ მეცვა - ღამითაც…
თუმც შენი ყმა ვშთები ყმადვე… შენ უწყი - მრავალცოდვილს რა მინდა!.. - იმ ერთ ობოლ ვარსკვლავს, ბედის ვუცდი, შენს ახლოს რომ ამინთებ!.. შემინდე, თუ ზედმეტებს ვბედავ!.. თუ ამით ერთი ცოდვაც დავიდე!..
13. 08. 2009 წ.ქ.შ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. ხორცის გახუნებულ ხალათს ვიხდი… სულ რომ მეცვა - ღამითაც… ეს სახე ძალიან მომწონს.....:)
საოცარი აღსარებაა...სიტყვაც კი დნებაო თითქოს...... :) გულის ფიქრად დაგტოვებს......:) ხორცის გახუნებულ ხალათს ვიხდი… სულ რომ მეცვა - ღამითაც… ეს სახე ძალიან მომწონს.....:)
საოცარი აღსარებაა...სიტყვაც კი დნებაო თითქოს...... :) გულის ფიქრად დაგტოვებს......:)
15. თქვენ ჩემს სულში ზიხართ და ყველაფერი მესმის აქ ნათქვანნაფიქრი მე...:( 5 იმ ნიკიდან თქვენ ჩემს სულში ზიხართ და ყველაფერი მესმის აქ ნათქვანნაფიქრი მე...:( 5 იმ ნიკიდან
14. თავს, ვით უშურველად ვდებდი, დავდებ მოყვასისთვის კვლავინდებრ… მაგრამ, შენსკენ მარად მხედი ცოდვებს მაინც ვიღებ კვლავ მინდებრ!.. და ჯავრის გახუხულ ხმიადს დღითაც ვხრავ, წუხანდელ ღამინდელს…
ხმას ხორხი, დახშული, ხუთავს… შიგ მკერდშივე უხმოდ ვბღავი და ხორცის გახუნებულ ხალათს ვიხდი… სულ რომ მეცვა - ღამითაც…
თუმც შენი ყმა ვშთები ყმადვე… შენ უწყი - მრავალცოდვილს რა მინდა!.. - იმ ერთ ობოლ ვარსკვლავს, ბედის ვუცდი, შენს ახლოს რომ ამინთებ!.. შემინდე, თუ ზედმეტებს ვბედავ!.. თუ ამით ერთი ცოდვაც დავიდე!..
აუ, რა ლექსია! დ. თავს, ვით უშურველად ვდებდი, დავდებ მოყვასისთვის კვლავინდებრ… მაგრამ, შენსკენ მარად მხედი ცოდვებს მაინც ვიღებ კვლავ მინდებრ!.. და ჯავრის გახუხულ ხმიადს დღითაც ვხრავ, წუხანდელ ღამინდელს…
ხმას ხორხი, დახშული, ხუთავს… შიგ მკერდშივე უხმოდ ვბღავი და ხორცის გახუნებულ ხალათს ვიხდი… სულ რომ მეცვა - ღამითაც…
თუმც შენი ყმა ვშთები ყმადვე… შენ უწყი - მრავალცოდვილს რა მინდა!.. - იმ ერთ ობოლ ვარსკვლავს, ბედის ვუცდი, შენს ახლოს რომ ამინთებ!.. შემინდე, თუ ზედმეტებს ვბედავ!.. თუ ამით ერთი ცოდვაც დავიდე!..
აუ, რა ლექსია! დ.
12. მომწონს............... მომწონს...............
11. ამ ლექსმა წმიდა ფილარეტ მოსკოველი მიტროპოლიტის ლოცვა გამახსენა, ეს ლექსიც ლოცვაა ფაქტიურად .
თუმც შენი ყმა ვშთები ყმადვე… შენ უწყი - მრავალცოდვილს რა მინდა!.. - იმ ერთ ობოლ ვარსკვლავს, ბედის ვუცდი, შენს ახლოს რომ ამინთებ!.. შემინდე, თუ ზედმეტებს ვბედავ!.. თუ ამით ერთი ცოდვაც დავიდე!..
უფალო, არა ვუწყი რაი ვითხოვო შენგან! შენ მხოლომან უწყი რაი ვითხოვო შენგან! შენ მხოლომან უწყი რაი არს ჩემდა სახმარ.გაქუს შენ სიყვარული ჩემი უფროის , ვიდრეღა ძალმიძს მე სიყვარული თავისა თვისისა .მამაო, მომეც მონასა შენს -რაიცა არცაღა მე ვუწყი რაიო ვითხოვო. არა თავს ვიდებ კადნიერებას თხოვად ჯვრისა, გინა ნუგეშისცემისა. მხოლოდღა წარდგომილ ვარ წინაშე შენსა და გული ჩემი განხმულ არს.ხედვენ შენ საჭიროებასა ჩემსა,რომელსა მე ვერა ვხედავ! ხედვიდე და იქმოდე ჩემთანა მოწყალებისაებრ შენისა! მომწყლავდე და განმკურნებდე მე, დამცემდე და აღმადგინებდე.ვჰკრთი და უსიტყველ ვიქმნები წინაშე შენსა და მიუწვდომელისა განგებულებისა შენისა. თავსა ჩემსა მსხვერპლად შემოგწირავ.მიგენებები შენ . არარაი მაქუს სურვილი, გარნა სურვილისა აღვასრულო ნებაი შენი . მასწავე მე ლოცვაი შენი - თვით შენ ილოცე თავსა შორის ჩემსა. ამინ ! ამ ლექსმა წმიდა ფილარეტ მოსკოველი მიტროპოლიტის ლოცვა გამახსენა, ეს ლექსიც ლოცვაა ფაქტიურად .
თუმც შენი ყმა ვშთები ყმადვე… შენ უწყი - მრავალცოდვილს რა მინდა!.. - იმ ერთ ობოლ ვარსკვლავს, ბედის ვუცდი, შენს ახლოს რომ ამინთებ!.. შემინდე, თუ ზედმეტებს ვბედავ!.. თუ ამით ერთი ცოდვაც დავიდე!..
უფალო, არა ვუწყი რაი ვითხოვო შენგან! შენ მხოლომან უწყი რაი ვითხოვო შენგან! შენ მხოლომან უწყი რაი არს ჩემდა სახმარ.გაქუს შენ სიყვარული ჩემი უფროის , ვიდრეღა ძალმიძს მე სიყვარული თავისა თვისისა .მამაო, მომეც მონასა შენს -რაიცა არცაღა მე ვუწყი რაიო ვითხოვო. არა თავს ვიდებ კადნიერებას თხოვად ჯვრისა, გინა ნუგეშისცემისა. მხოლოდღა წარდგომილ ვარ წინაშე შენსა და გული ჩემი განხმულ არს.ხედვენ შენ საჭიროებასა ჩემსა,რომელსა მე ვერა ვხედავ! ხედვიდე და იქმოდე ჩემთანა მოწყალებისაებრ შენისა! მომწყლავდე და განმკურნებდე მე, დამცემდე და აღმადგინებდე.ვჰკრთი და უსიტყველ ვიქმნები წინაშე შენსა და მიუწვდომელისა განგებულებისა შენისა. თავსა ჩემსა მსხვერპლად შემოგწირავ.მიგენებები შენ . არარაი მაქუს სურვილი, გარნა სურვილისა აღვასრულო ნებაი შენი . მასწავე მე ლოცვაი შენი - თვით შენ ილოცე თავსა შორის ჩემსა. ამინ !
10. რაღაც უეჭველად ხდება ჩემს თავს… ჭირვეულობს ამინდიც… უფალო!.. - ხომ მიბოძებ ნებას, ერთხელაც შეგევედრო: - დამინდე!..
ხმას ხორხი, დახშული, ხუთავს… შიგ მკერდშივე უხმოდ ვბღავი და ხორცის გახუნებულ ხალათს ვიხდი… სულ რომ მეცვა - ღამითაც...
ძალიან მომეწონა იმო ძია.... რაღაც უეჭველად ხდება ჩემს თავს… ჭირვეულობს ამინდიც… უფალო!.. - ხომ მიბოძებ ნებას, ერთხელაც შეგევედრო: - დამინდე!..
ხმას ხორხი, დახშული, ხუთავს… შიგ მკერდშივე უხმოდ ვბღავი და ხორცის გახუნებულ ხალათს ვიხდი… სულ რომ მეცვა - ღამითაც...
ძალიან მომეწონა იმო ძია....
9. ძალიან მაგარია ძია იმო, გაიხარეთ ძალიან მაგარია ძია იმო, გაიხარეთ
8. მშვენიერი , საყვარელი , სათუთი ... ერთი სიტყვით პოეტური ნამდვილი პოეტურიიიიიიიი 555555555 მშვენიერი , საყვარელი , სათუთი ... ერთი სიტყვით პოეტური ნამდვილი პოეტურიიიიიიიი 555555555
7. საააღოლ იმო ძია! საააღოლ იმო ძია!
6. ძალიან კარგია !!! ძალიან კარგია !!!
5. მშვენიერია...სათუთია...ხელის გულზე სატარები.... მშვენიერია...სათუთია...ხელის გულზე სატარები....
4. მამულის შვილო და პოეტო მოგესალმებით.....როგორც ყოველთვის შესანიშნავია!!!
წარმატებას გისურვებთ!!! მამულის შვილო და პოეტო მოგესალმებით.....როგორც ყოველთვის შესანიშნავია!!!
წარმატებას გისურვებთ!!!
3. და ჯავრის გახუხულ ხმიადს დღითაც ვხრავ, წუხანდელ ღამინდელს…
ხორცის გახუნებულ ხალათს ვიხდი… სულ რომ მეცვა - ღამითაც…
მომეწონა ძალიან მოგიკითხეთ იმო ძია:) და ჯავრის გახუხულ ხმიადს დღითაც ვხრავ, წუხანდელ ღამინდელს…
ხორცის გახუნებულ ხალათს ვიხდი… სულ რომ მეცვა - ღამითაც…
მომეწონა ძალიან მოგიკითხეთ იმო ძია:)
2. მშვენიერია, როგორც ყოველთვის შენი ლექსი!
მშვენიერია, როგორც ყოველთვის შენი ლექსი!
1. თუმც შენი ყმა ვშთები ყმადვე… შენ უწყი - მრავალცოდვილს რა მინდა!.. - იმ ერთ ობოლ ვარსკვლავს, ბედის ვუცდი, შენს ახლოს რომ ამინთებ!.. შემინდე, თუ ზედმეტებს ვბედავ!.. თუ ამით ერთი ცოდვაც დავიდე!..
გაიხარე, პოეტო! 5 თუმც შენი ყმა ვშთები ყმადვე… შენ უწყი - მრავალცოდვილს რა მინდა!.. - იმ ერთ ობოლ ვარსკვლავს, ბედის ვუცდი, შენს ახლოს რომ ამინთებ!.. შემინდე, თუ ზედმეტებს ვბედავ!.. თუ ამით ერთი ცოდვაც დავიდე!..
გაიხარე, პოეტო! 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|