ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაჰათმა განდი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
17 აგვისტო, 2009


/ CEO <---- თანამდებობა რომელიც 'ისე' არ მოდის -- //|| ინდირას, ანის და მეგის ბიოგრაფიული ასპექტები - --

მოგესალმებით მეგობრებო,
დღეს მსურს წარმოგიდგინოთ სამი ქალბატონის ისტორია. ისტორიები, რომელებშიც მოთხრობილია გიგანტი კომპანიების მაღალი თანამდებობის პირების განვლილი გზის შესახებ.

ქალი -

რა როლი უკავია მას დღევანდელ ცხოვრებაში და არის თუ არა იგი თანასწორი საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან? როდესაც როლზე ვსაუბრობ, ბუნებრივია ვლაპარაკობ ქალის,  როგორც ინდივიდის შესაძლებლობებზე, მის უნარზე მართებულად მართოს საქმიანობა, დაძაბულ მომენტში გამოიჩინოს ნებისყოფის სიმტკიცე და შეინარჩუნოს კონცენტრაცია, რაც საქმიანობას აქცევს ჩვევად და შიგადაშიგ დამარცხებებს მიუხედავად, ფინიშს პირველი გადაკვეთს გამარჯვებულის სტატუსით.

ამ თემაში აღნიშნულმა სამივე ქალბატონმა  გაიარეს გრძელი ბიზნეს გზა ჩვეულებრივი მუშაკიდან კორპორაციის პრეზიდენტობამდე და თავჯდომარეობამდე.  მათი საშუალო ასაკია - 50 წელი. ერთ-ერთი მიზეზი მათი ამ თანამდებობებზე დანიშვნისა არის მათი უზომოდ დიდი გამოცდილება , ცოდნა როგორც თეორიის დაყრდნობა პრაქტიკაზე. ასეთი ცოდნის დაგროვება კი წარმოუდგენელია როდესაც ხარ 30 წლის ან უფრო პატარა ასაკის. სამაგიეროდ, მათი ხელფასები მეტყველებს თუ რაას წარმოადგენენ დღეს, (ათი მილიონ დოლარამდე წლიურად).

მე დიდ პატივს ვცემ ყველა ადამიანს რომელიც თავის ენერგიას და ძალებს არ ზოგავს წარმატების მისაღწევად და თავისი თავის დასამკვიდრებლად.

ზოგადად თუ ვიტყვით,  ჩემი აზრით, ადამიანის წარმატება დამოკიდებულია 10 % ნიჭზე, დანარჩენი 90% არის შრომის მოყვარეობა. ანუ როგორი დამოკიდებულება გაქვს შენ საკითხის მიმართ. პირველად ცადე, არ გამოგივიდა? კიდევ ცადე!! წარუმატებელი ხარ? არ დაიხიო უკან, შეუტიე, იბრძოლე და შენ გაიმარჯვებ!!!


CEO (chief executive officer ) ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თანამდებობა ბიზნეს კორპორაციებში.



Indra Krishnamurthy Nooyi -
ინდირა ნუი.


დაიბადა 28 ოქტომბერს, 1955, ქალაქ ჩენაიში, ტამილ ნადუს შტატი, ინდოეთი. ამჟამად იგი წარმოადგენს PepsiCo CEO -ს რომელიც მსოფლიოში გამოშვებული საკვებისა და სასმელების სფეროში პროდუქციის მოცულობით მეოთხე ადგილს იკავებს . 2006 წლის 14 აგვისტოს მან ამ თანამდებობაზე შეცვალა Steve Reinemund , ხოლო ოფიციალურად იგი შეუდგა CEO -ს ფუნქციების შესრულებას 2006 წლის 1 ოქტომბერს.

იგი საშუალო შესაძლებლობის ოჯახში დაიბადა და ბავშვობიდან წარმოგვიდგებოდა თავისი შემტევი ხასიათით, მეამბოხე სულით მაშინდელ კონსერვატულ ინდოელ საზოგადოებაში. იმ პერიოდში ქალები ცდილობდნენ თავისი თავი არ დაეძაბათ და ოჯახური საქმიანობით დაკავებულიყვნენ უმეტესად მაგრამ იგი შედის და თამაშს იწყებს ქალთა კრიკეტის (ბეისბოლის მსგავსი თამაში) გუნდში. მისი სწავლის პერიოდში ქრისტიანულ კოლეჯში გიტარაზეც კი უკრავდა ქალთა როკ ჯგუფში. მისი ადრეული სწავლის წლები დაკავშირებულია ინდოეთთან სადაც საკმაოდ კარგი დონეა სწავლის. (ამაში მე პირადად დავრწმუნდა როდესა ვესტუმრე 2004 წელს ინდოეთს საგარეო სამინისტროს პროგრამით და ვმონაწილეობდი მენეჯმენტისა და მარკეტინგის საკითხებისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში) . მან თავისი პირველი, ბაკალავრის ხარისხი მიიღო ქიმიაში, ფიზიკაში და მათემატიკაში ქალაქ მადრასის (ინდოეთი)  ქრისტიანულ კოლეჯში 1974 წელს. ხარისხის მოპოვებისთანავე ინდრა ეწერება ახალ კურსზე რომელსაც ჰქვია: Post-Graduate Diploma in Business Administration (დიპლომი ბიზნეს ადმინისტრირებაში) . ინდოეთის მენეჯმენტის ინსტიტუტში, მდებარეობს ქალაქ კალკუტაში. კურსის დამთავრების შემდეგ მისი პირველი სამსახური იყო ბრიტანულ ტექსტილის კომპანიაში.შემდეგ, იგი ხდება ბრენდ მენეჯერი კომპანიაში Johnson & Johnson ქალაქ მუმბაიში, ინდოეთი. მას ჩააბარეს ძალზედ საპასუხისმგებლო საქმე რომელიც გამოცდილ მარკეტინგის მენეჯერსაც კი მრავალ თავსატეხს მოუტანდა. კომპანია ინდოეთს აცნობდა  ახალ პროდუქციას და ცდილობდა შეექმნა პროდუქტის დასამახსოვრებელი სახე პოტენციური მომხმარებელთათვის. იგი დღეს როგორც აღნიშნავს, მას გაუჭირდა ამ საქმის გაძღოლა და თავის თავს უთხრა რომ ალბათ იგი არ იყო სათანადოდ მომზადებული ბიზნესისთვის.

ამიტომ იგი მოთხოვნას აგზავნის იელის უნივერსიტეტში ბიზნესის მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად და 1978 წელს იგი ირიცხება. მისდა გასაოცრად, მშობლებმა ნება დართეს რომ მარტო წასულიყო ამერიკაში სასწავლებლად. ნუ დაგვავიწყდება რომ ეს ხდება 1978 წელს, როდესაც წარმოუდგენელი იყო ინდოელი გოგონა , კარგი ოჯახიდან წასულიყო ან ნაბიჯზე. იგი ამერიკას და ახალ ცხოვრებას მალევე შეეწყო მაგრამ, გაუჭირდა ფინანსურად და უნდა როგორმე თავი გაეტანა თავი შემდეგი 2 წლის განმავლობაში როდესაც იგი ბიზნეს კურსზე სწავლობდა.

მიუხედავად იმისა, რომ იგი სტიპენდიას იღებდა იელის უნივერსიტეტიდან, არ იყო ეს თანხა  საკმარისი რაოდენობის და ამიტომ მუშაობდა ღამის ცვლაში, ერთ-ერთი კომპანიის რიგით მუშაკად, მიმღებ განყოფილებაში (Reception). ის ყვება:" ჩემი პირველი საზაფხული სამუშაო მთლიანად გავატარე "სარიში" (ინდური ეროვნული ჩასაცმელი) რადგან თანხაც კი არ გამაჩნდა იმისთვის რომ ახალი ტანსაცმელი მეყიდა", მაშინაც კი როდესა იგი მისაღებ ინტერვიუზე გამოიძახეს ერთ-ერთ ბიზნეს-საკონსულტაციო ფირმაში, რომელსაც აჰყავდა სტუდენტები, იგი იცვამს სარის რადგან მას არ ჰქონდა შესაძლებლობა ეყიდა სოლიდური ბიზნეს კოსტუმი. იგი განსაკუთრებით იხსენებს რომ პირველი წელი სწავლისა და კერძოდ კურსი "ეფექტური კომუნიკაცია" მასზე დიდი ზეგავლენე და როლი ითამაშა რადგან მაშინდელ ბიზნეს საზოგადოებაში არც თუ ისე მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენდა ეს საკითხი.

2 წლის შემდეგ როდესაც იგი წარმატებით ამთავრებს სკოლას, იგი რჩება ამერიკაში და იწყებს თავის ბიზნეს მოღვაწეობას კომპანიაში Boston Consulting Group, ამ კომპანიის შემდეგ მას უმუშავნია მოტოროლაში და ასევე ABB რომელიც არის ციურიხში დაფუძნებული მულტ-ნაციონალური კომპანია ინჟინრული განხრით. იელის უნივერსიტეტის წარმატებული კურსდამთავრებული, იგი მოღვაწეობდა ისეთი კომპანიების დირექტორთა საბჭოს შემადგენლობაში როგორებიცაა: ვიცე-პრეზიდენტი და კორპორაციული სტრატეგიების დირექტორი კომპანია Motorola -ში, კომპანია Asea Brown Boveri-ის უფროსი ვიცი პრეზიდენტო სტრატეგიული მარკეტინგის კუთხით. ასევე შემდეგ ორგანიზაციებში: Federal Reserve Bank of New York, International Rescue Committee, Lincoln Center for the Performing Arts.

კომპანია PepsiCo სთან დაიწყო 1994 წელს. იგი იკავებს პრეზიდენტისა და CFO (Chief Financial Officer ) -ის (გენერალური ფინანსური ოფიცერი) პოზიციას 2001 წელს. ხოლო 2006 წელს იგი ხდება კომპანიის CEO (მწვერვალი თანამდებობა ბიზნეს საქმიანობაში) . პირველ რიგში მან კომპანიას მოაშორა შემდეგი სწრაფი კვების ბრენდები Taco Bell, KFC და Pizza Hut (აღნიშნული ბრენდები პეპსის კომპანიის ნაწილი იყო, საქართველოში არ არის არცერთი ფირმა, ანალოგიისთვის ვიტყვი, რომ სამივე ფირმა მსგავსია მაკდონალდსის ფირმისა და მომხმარებელს სთავაზობს სწრაფ კვებას) , მისი განმარტებით პეპსიკოს არ შეეძლო რაიმე ღირებული როლი შეესრულებინა სწრაფი კვების ინდუსტრიაში. სამაგიეროდ, მან შეიძინა Tropicana რომელიც ლიდერია ნატურალური წვენების დამზადებაში, ასევე მიიერთა Quaker Oats Co . მან დიდი პოპულარობა გაუწია თავისივე დევიზს " გააზრებული საქმიანობა" , "performance with purpose," რამაც ეს კომპანია გახადა ლიდერად ჯანმრთელი პროდუქციის წარმოებაში და ასევე მრავალი სამუშაო ადგილის შექმნაში.

მისი ღვაწლი ამ კომპანიის წარმატებაში უდავოა. წლიდან წლამდე შემოსავალი და შესაბამისა მოგება დიდი სისწრაფით იზრდება და ეს ერთი შეხედვით აწყობილი სისტემა და "ადვილი წარმატება" დაფუძნებულია მრავალი ფიქრებისა და სტრატეგიების შემუშავებაზე , უძილო ღამეებზე და რათა თქმა უნდა უზომო შრომისმოყვარეობაზე.


იგი ცხოვრობს ქალაქ გრინვიჩში, თავისი კომპანიის ძირითადი ოფისისი ახლოს. მისდევს ჰინდუს რელიგიას და ოჯახი მისთვის ბევრ რამეს ნიშნავს. მისი ამერიკული განათლება ბევრს ეგონა რომ შეცვლიდა მის ცხოვრებაში,მაგრამ იგი დარჩა ისეთივე პიროვნება როგორიც იყო. ინდრა ცოლად გაჰყვა ინდოელ კაცს რომელიც მუშაობს მენეჯმენტის კონსულტანტად. ყავთ ორი ქალიშვილი. ყოფილი როკ გიტარისტი,  დღეს შედის მსოფლიოს გავლენიანი ქალების ასეულში და სიამოვნები ადის სცენაზე სამღერად როდესაც კომპანიის კორპორაციული საღამოები იმართება. იგი ხშირად უყურებს კალათბურთის გუნდის "ჩიკაგო ბულსის" თამაშებს რომ შეითვისოს გუნდური მუშაობის სხვადასხვა კონცეფციები და პრინციპები , იგი იძახის" ხანდისხან მე მეღვიძება შუაღამეზე, ვიღებ კალამს და ფურცელს და ვწერ პეპსიკოს განვითარების სხვადასვა ვერსიებს".



Indra Nooyi -ის გამონათქვამები:

"ჩემს ძალიან ცივი ლოგიკის უკან დგას ძალიან ემოციური პერსონა ".

არასდროს შეწყვიტო სწავლა. მიუხედავად ასაკისა. ეს არის ჩემი "ოქროს" წესი. მე არ ვგულისხმობ მაინცდა მაინც აკადემიურ განათლებას , მაგრამ საქმის ყურში ყოფნას,  რა ხდება ნამდვილ სამყაროში. ყოველთვის შენი ცნობისმოყვარეობა გქონდეს მომარჯვებული.

ქალებს განსაკუთრებით მოუწევთ მუშაობა რომ სულ წინ იყვნენ. ეს არის ის რაც ზოგიერთ ქალს არ უნდა რომ გაიგოს. მაგრამ, რომ მიაღწიო სიმაღლეებს,  ორჯერ მეტი შრომა უნდა დახარჯო ვიდრე მოწინააღმდეგე სქესის ადამიანმა. შენ თუ წახვალ შეტევაზე და დაიწყებ თანასწორობაზე საუბარს და ჩხუბს,  მუდმივად ასეთ პროცესში იქნები ჩართული. რა დღიდანაც მე მუშაობა დავიწყე, მე ყოველთვის ვიყენებდი ამ უბრალო წესს: წარადგინე სამუშაო რომელიც უფრო უკეთესია ვიდრე სხვას შეუძლია ეს გააკეთოს, ასე რომ , მოგიწევს ამაზე დამატებითი ძალების დახარჯვა. სამსახურში ზედმეტი სამუშაო საათებზე დარჩენეა? დიახ, მოგიწევს! მეტი აღტკინება სამსახურის მიმართ? დიახ, მოგიწევს!!

შექმენი და შეინარჩუნე ბალანსი. მე მაქვს არჩევანი ვიყო ბიზნეს ქალბატონი, დედა, ცოლი. მე შევქმენი ეს არჩევანი. ასე რომ, მე არ დავჯდები თქვენს წინაშე და არ ვიტყვი: " მე ვარ დედა, მე მჭირდება საქმე ვაკეთო როგორც დედამ", მე მომიწია თვითონ შემექმნა ეს ბალანსი ჩემივე ცხოვრებისთვის.



აქ ყოფნა არ არის ადვილი. მე გამოვიარე ყველა მძიმე გზები ჩემს ცხოვრებაში. ბიზნეს სკოლის სიძნელეები, ახალგაზრდობის სიძნელეები, მე სხვა პერსპექტივა მაქვს ცხოვრებაზე და არ ვჩივივარ რომ მე შეუსვენებლივ უნდა ვიმუშაო ახლა. თუნდაც ერთი ფაქტი, რომ მე ვერ ვახერხებ ახალი ამბების ყურებას მთელი დღის განმავლობაში,,, მე საქმით ვარ დაკავებული. არც თუ ისე ადვილია სიმაღლეზე ყოფნა.


---------------------------------------


Anne Mulcahy -
ანი მალკოჰი.

ქსეროქსმა განაცვიფრა მთელი ბიზნეს სამყარო როდესაც, 2001 წელს განავცრო ახალი ამბავი ქალის CEO-ს თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ. Anne Mulcahy ვეტერანი ქსეროქსის კომპანიისა, ქალი რომელმაც თითქმის მთელი კარიერა დაჰყო გიგანტი კომპანიის თანამშრომლად. ბიზნესის სამყარო სწორედ იმ ფაქტმა განაცვიფრა,  რომ მას არც თუ ისე დიდი გამოცდილება ჰქონდა აღმასრულებელ თანამდებობებზე ყოფნისა, თითქოს მისი განათლებაც ამას ადასტურებდა: ინგლისური ენის სპეციალისტი და ჟურნალისტი. სწორედ ეს კვალიფიკაცია მიენიჭა მას როდესაც დაამთავრა უმაღლესი სასწავლებელი. სანამ იგი გადაინაცვლებდა აღმასრულებელ თანამდებობაზე მან გაყიდვების განყოფილებაში დაჰყო 16 წელი 1976 -დან 1991-მდე. 1992–1995 წლებში მას ეკავა ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა კადრების მართვის დარგში; 2000 წლამდე მას სხვადასხვა თანამდებობები ეკავა. 2000–2001 წლებში იგი იყო პრეზიდენტი და COO (Chief Operating Officer) (გენერალური საოპერაციო ოფიცერი) ; 2001–2002 CEO; 2002 - წლიდან 2009 წლის მაისამდე CEO და პრეზიდენტი.


Anne Mulcahy დაიბადა 1952 წლის 21 ოქტომბერს. იგი წარმოადგენდა ერთადერთ გოგოს დიდი ოჯახში. მას 4 ძმა ჰყავდა. მისი მშობლები ყოველთვის აგონებდნენ მას რომ იგი თავის ძმებს უნდა შეჯიბრებოდა ყველა საქმეში და ტოლო არ დაედო არაფერში. ასეთმა მიდგომამ იგი გახადა დამოუკიდებლად მოაზროვნე და და შეითვისა,  რომ არა მარტო კრიტიკა მიეღო და აეტანა,  არამედ მოესმინა კიდევაც სხვისთვის, ეს უკანასკნელი უნარი მას ძალზედ გამოადგა მძიმე გადაწყვეტილებების მიღების დროს. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მან მოიპოვა ხარისხი ინგლისურში და ჟურნალისტიკაში მერიმაუნთის კოლეჯში. ამის მერე მან 16 წელი დაჰყო ქსეროქსის კომპანიაში როგორც გაყიდვების წარმომადგენელი. შემდეგ სხვადასხვა თანამდებობები ეკავა. იგი უკვე მზად იყო რომ პენსიაზე გასულიყო რომ მეტი დრო დაეთმო თავისი ოჯახისთვის მაგრამ მოულოდნელობა სწორედ აქ მოხდა როდესაც მას შესთავაზეს პრეზიდენტობა და CEO-ს თანამდებობის დაკავება. ყველა განცვიფრებული დარჩა ამ შეთავაზებით. მაგრამ ქსეროქს უკიდურესად სჭირდებოდა ის თვისებები და გამოცდილება რაც ანის გააჩნდა. იგი იყო მიზანდასახული, შრომისმოყვარე, დისციპლინის უზომოდ გამტარებელი, იყო უზომოდ მოყვარული ქსეროქსის კომპანიისა და ხალხის. მისი თვისება რომ გვერდი გვერდ იმუშაოს თავის დაქვემდებარებულ პირებთან, მას აძლევდა უდიდეს წარმატებებს და უზადო რეპუტაციას რაც შესაბამისად დისციპლინაზე აისახებოდა.


სწორედაც რომ არავის სჯეროდა რომ იგი შეძლებდა შეჩერებას გიგანტი კომპანიის აქციების კატასტროფული ვარდნას ვოლ სტრიტზე (ვოლ სტრიტი - ნიუ იორკში მდებარე ფინანსური ცენტრი) . არავის არ გაუკვირდა როდესაც მისი დანიშვნის ოფიციალურად განცადების მერე აქციათა ფასი 15 %-ით კიდევ უფრო დაეცა. " ეს მოვლენა მართლაც რომ იმედის ჩამსახველი იყო ჩემში", ხუმრობით იხსენებს შემდეგ იგი. მაგრამ, მან იმედი გაუცრუვა ვოლ სტრიტის ზოგიერთ წარმომადგენელს რადგან ასეთ სასიკეთო შემოტრიალებას გაკოტრების პირას მყოფი კომპანიისა მათთვის წარმოუდგენელი მისაღწევი იყო. იგი დღეს ფართო აღიარებას ჰპოვებს ბიზნეს ელიტაში და ყველასგან დაფასებულია.

თავდაპირვველად, პრობლემები მართლაც რომ უამრავი დაგროვდა. მარტო აღიარებული სახელისა და ცნობილი ტექნოლოგიების ქონა გარანტიას არ იძლევა იმისას რომ მოიგებ ომს ამ მართლაც და სასოწარკვეთილ თანამედროვე ტექნოლოგიების ბრძოლაში. თუნდაც მაგალითის მოსაყვანად იკმარებდა პოლაროიდის კომპანია, რომელიც ერთ დროს ძლიერ ფირმამ,  საბოლოოდ ფიასკო განიცადა. ქსეროქსის კომპანია ზუსტად იგივე სურათს იმეორებდა როდესაც ანიმ ჩაიბარა კომპანია სახელმძღვანელოდ. კომპანია ჩაფლული იყო ვალებში, კერძოდ ჰქონდა 17 $ მილიარდი გადასახდელი, გახვეული იყო ბუღალტრულ სკანდალში და ბოლო 5 კვარტალი წაგებას აჩვენებდა. იყო სავალალო მდგომარეობა. გაკოტრება დღედღეზე ელოდა კომპანიას. იგი ღრმა თანაგრძნობით და პატივისცემით აფრთხილებდა თანამშრომლებს მოსალოდნელი ქარიშხალის მოახლოების შესახებ.

მისი პრეზიდენტად დანიშვნის პირველ პერიოდში მან იმოგზაურა 100.000 მილი (160.000 კილომეტრი)  რომ ქსეროქსის ყველა ქარხანა თუ დაწესებულება მოენახულებინა. იგი დიდ თათბირებს მართავდა სადაც იხილებოდა საკითხები ქსეროქსის შესაძლო დახურვაზე და ბედზე. ამ შეხვედრებზე იგი ცდილობდა ყოფილიყო მაქსიმალურად სიმართლის მთქმელი. მან შეძლო თავისი თანამშრომლების მორალი გაემტკიცებინა საუბრით და იმედის ჩასახვით და რომ ერთგულად გაეგრძელებინათ თავიანთი საქმიანობა კომპანიაში. იგი ამბობს: "თუ თქვენ გააბავთ კარგ კომუნიკაციის ქსელს , ეს ენერგია თქვენ ისე უკან დაგიბრუნდებათ რაც თქვენს შესაძლებლობებს ერთიორად გაზრდის, ასევე გადებს ფართო ხიდს ხალხთან". იგი ხედავდა კომუნიკაციას როგორც ყველაზე საჭირო იარაღს ლიდერისთვის. " მე მტკიცედ მწამს რომ ჩემი წარმატება როგორც ლიდერისა, დაფუძნებულია ჩემს მისწრაფებაზე გავიგო მომხმარებლის მოთხოვნილებები, ისევე როგორც მოტივაცია მივცე ჩემს თანამშრომლებს, ჩავუნერგო მათ სიამაყის მიზეზი”.

თავისი თავი რომ მოემზადებინა ყველანაირ გართულებებისთვის , მან თავის კოლეგას სთხოვა რომ დახმარებოდა მას ფინანსების დაჩქარებული კურსის გავლაში. " თავის მოწონებისა და უაზრო სიამაყის დრო არ იყო იმ დროს" - აცხადებს მოგვიანებით იგი.

როგორც სჩანს ანიმ კარგად აითვისა მიღებული გაკვეთილები - შედეგად კომპანიაში მოიყვანა ახალი CFO (გენერალური ფინანსუფი ოფიცერი) , მოახერხა ვალების რესტრუქტურიზაცია (გადავადება) , დახურა რამოდენიმე განყოფილება და შეამცირა ხარჯები 1.7$ მილიარდის ოდენობით, მართავდა უამრავ მომხმარებელთან პირისპირ შეხვედრებს. შემოიღო უმკაცრესი წესები კომპანიაში. გაყიდა 2.3 $ მილიარდის ოდენობის აქტივები რომ შეემცირებინა კომპანიის ვალები. მისი კოლეგები აღფრთოვანებულები არიან მის მიერ ჩადენილი პატარ-პატარა სასწაულებით რომლებიც ანიმ მიაღწია თავისი პატიოსნებითა, გამჭრიახობითა და კომუნიკაციის უნარით.

მისი დანიშვნიდან ერთი წლის თავზე, კომპანიამ ოფიციალურად აჩვენა მოგება,,,

ფაქტიურად მკვდარი კომპანიის გადარჩენის შემდეგ, მისი საზრუნავი იყო როგორ გაეზარდა მწარმოებლობა ქსეროქსისა. მისი ძირითად იარაღად იქცა ინოვაცია, სიახლეების დანერგვა. მისი მთავარი სტრატეგიული ნაბიჯი იყო ფერადი კოპირება რითიც იგი აპირებდა ბაზრის ხელახლა დაპყრობას. მან მომხმარებლებს შესთავაზა ფერადი ბეჭდვის სპეციალური, ციფრულ პრინტერი iGen3, ასევე გაფართოებული საკონსულტაციო მომსახურება. მაგრამ მას გაუჭირდა. წარმატების გამეორება არ აღმოჩნდა ადვილი. კომპანიის უშუალო და მძაფრი კონკურენეტები იყვნენ და არიან Hewlett-Packard, Canon და Kodak.

მან კომპანია გაატარა მასიური ტრანფორმაციის პროცესში, რაც გამოისახება ქსეროქსის ფაქტიურად ხელახლა დაბადებაში, გარდაქმნაში ინოვაციურ ტექნოლოგიად, და მომსახურების საწარმოდ, რაც ეხმარება ქსეროქსის მომხმარებელთა ბიზნესს შეიმუშაონ კარგი დოკუმენტ მენეჯმენტის სტრატეგიები და აღმოაჩინოს უკეთესი გზა მუშაობის წარმადობის გაზრდისთვის.

მისთვის მთავარია კორპორატიული ღირებულებების დაცვა როდესა საქმე ეხება ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღებას. იგი არის დირექტორთა საბჭოს წევრი შემდეგი ორგანიზაციებისა Citigroup Inc., Fuji Xerox Co. Ltd. და Target Corporation. ასევე, იგი წარმოგვიდგება საბჭოს წევრად არასამთავრობო ორგანიზაციისა Catalyst რომელიც ეხმარება ქალებს ბიზნესის წარმოებაში.

როდესაც ქსეროქსმა ხალხის მოსმენა შეწყვიტა, სწორედ მაშინ გამოდგა მისი გამოცდილება როგორც გაყიდვების წარმომადგენელისა რამაც იხსნა გიგანტი კომპანია სრულ ფიასკომდე. თუმცა მაშინ კომპანიამ დაკარგა თავისი უპირატესობები ბაზარზე. მისი იდეები, მზერა მომავლისკენ სიამაყესა და იმედს უსახავს ქსეროქსის თანამშრომლებს და რომ ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა...



---------------------------------------

Meg Whitman -
მეგი ვიტმენი.

Meg Whitman წარმოგვიდგება როგორც პრეზიდენტი და CEO კომპანიისა eBay (1998 - 2008 წლებში) რომელიც წარმოადგენს განსაცვიფრებლად წარმატებულ ონ-ლაინ აუქციონს. მან ეს პოსტი ჩაიბარა მისი დამფუძნებლისგან (Pierre Omidyar), თუმცა პიერი რჩება აქტიურ მოღვაწედ თავის კომპანიაში. განსხვავებით სხვა ონ-ლაინ საიტებისაგან იბეი გამოირჩევა შთამბეჭდავი შემოსავლებით. აღსანიშნავია რომ არ არსებობს არავითარი საწყობი, ზედმეტი მომსახურე პერსონალი, მხოლოდ ბრენდი, სახელი, და რაღა თქმა უნდა სერვერების მთელი სისტემა რომელიც ხიდს დებს გამყიდველსა და მყიდველს შორის.


იგი პირველ ქალად გვევლინება რომელიც გახდა ფინანსურას შეძლებული ებეის წყალობით.

მარგარეტ  "მეგი" ვითმენი დაიბადა 1957 წელს. იგი ყველაზე უმცროსია ორ დედმამიშვილში. მისი ოჯახი და ოჯახის გარემოცვა საკმაოდ შეძლებულები იყვნენ და გაიზარდა ლონგ აილენდის, (ნიუ იორკი) ფეშენებელურ უბანში. მის მამას ჰენდრიქსს, ჰქონდა საკუთარი ფინანსური ორგანიზაცია (სესხების გამცემი). დედამისი იყო დიასახლისი და როგორც მეგი აღწერს თავისუფალი ქალი და თავგადასავლების მოყვარული (ხშირად მოგზაურობდა ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებში). რადგან მამამისი სულ დაკავებული იყო და გვიანობამდე სახლში არ მოდიოდა, მეგი და მისი ძმები დედასთან ატარებდნენ ძირითად დროს და მისი ზეგავლენის ქვეში იყვნენ.

ვითმენი სკოლაში გამოირჩეოდა თავისი სპორტული მიღწევებით. იგი სკოლის ცურვის გუნდის კაპიტანი იყო, ასევე აქტიურად თამაშობდა კალათბურთსა და ბალახის ჰოკეის. 1973 წელს მეგი აბარებს პრინსტონის უნივერსიტეტში განზრახვით გამოვიდეს ექიმი, როგორც უმეტესობა საშუალო სკოლა დამთავრებული გოგო მაშინდელ დროში. უნივერსიტეტის პირველი კურსისი გავლისას მას მოუწია ისეთი საგნების გავლა როგორებიცაა ორგანული ქიმია, ფიზიკა და ასე შემდეგ,,  იგი იხსენებს რომ მან გაუძლო ამ დატვირთვას,  მაგრამ არც თუ ძალიან მოეწონა კურსი. მეგიმ მხოლოდ მაშინ იგრძნო თავი თავის ამპლუაში როდესაც დაიწყო მუშაობა გაყიდვების წარმომადგენელად თავისევე ინსტიტუტის სტუდენტურ გაზეთში.

იგი საბოლოოდ მიხვდა რომ ექიმობა მისი საქმე არ იყო და გადავიდა ეკონომიკის ფაკულტეტზე რომელიც წარმატებით დაამთავრა 1977 წელს. გამომდინარე მისი მჩქეფარე ხასიათიდან და მოუსვენარი ბუნებიდან, იგი არ დაკმაყოფილდა მიღებული ცოდნით და იმავე წელს იგი სწავლას აგრძელებს ჰარვარდის უნივერსიტეტში ბიზნესის მაგისტრატურაზე. სწავლის დამთავრების შემდეგ მისი პირველი სამსახური იყო კომპნია "პროქტორ ენდ გემბელიში" , ბრენდ ასისტენტის თანამდებობაზე ქალაქ ცინცინატში , ოჰაიოს შტატი. 1981 წლისთვის მას უკვე ბრენდ მენეჯერის თანამდებობაზე აწინაურებენ. ამ პერიოდში მან უზომოდ ბევრი ცოდნა მიიღო მარკეტინგსა და ბრენდინგში. ამავე წელს იგი ცოლად მიჰყვება ჰარვარდის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტს გრიფიტ ჯარშს და რადგან მას უნდა გაევლო რეზიდენტურა ნეიროქირურგიაში სან ფრანცისკოში, მეგი ტოვებს სამსახურს და გადადის ახალ ქალაქში მეუღლესთან ერთად. აქ იგი პოულობს სამსახურს კომპანიაში Bain and Company რომელიც წარმოადგენდა გლობალური მენეჯმენტის საკონსულტაციო ფირმას, სადაც მან დაჰყო შემდეგი ექვსი წელი.

ამავე პერიოდშივე იგი დედა ხდება. მისი შემდეგი სამსახური დაკავშირებულია ყველა ბავშვისთვის საოცნებო საქმესთან: ხდება უფროსი ვიცე-პრეზიდენტი მარკეტინგის დეპარტამენტში უოლტ დისნეის კორპორაციაში. ამ თანამდებობაზე ყოფნისას მან დიდი წვლილი შეიტანა კომპანიის მედია ბაზარზე შესვლისთვის, მათ შეისყიდეს ჟურნალი "დისქავერი". ასევე, მისი ხელმძღვანელობით დაარსდა პირველი დისნეის მაღაზია იაპონიაში. ასევე სხვა ადგილებში ამერიკის გარეთ,, ცოტა ხანში მას ისევე მოუწია ბოსტონში გადასვლა რადგან მისმა მეუღლემ მიიღო ახალი შემოთავაზება ნეიროქირურგიის ინსტიტუტისგან. ამ ქალაქშიც მან რამოდენიმე სამსახურში იმუშავა მაღალ თანამდებობებზე,,  მისი ბოლო სამსახური იბეიმდე იყო სათამაშოების კომპანიაში Hasbro. სკოლამდელი ასაკის ბავშვების დივიზიის ხელმძღვანელობა, ეს პოზიცია განსაკუთრებით დიდი სიხარულით მიიღეს მისმა მცირეწლოვანმა ბიჭებმა. მისი ერთ-ერთი მიღწევა ამ კომპანიაში ყოფნისა იყო ის რომ გამოუშვა ახალი სათამაშო სახელად "ბატონი კარტოფილისთავა".

1997 წლის შემოდგომაზე, მას დაუკავშირდნენ კომპანიიდან headhunter (ჭკვიან ტვინებზე/თავებზე მონადირე)  რომელიც აწარმოებდა მაღალი თანამდებობების პირებზე გამოკვლებებს და სამსახურეობრივ შეთავაზებებს. მას უთხრეს რომ ახალი ონ ლაინ აუცქიონი ეძებდა ლიდერს რომ წარმოებაში ჩაეშვა ეს იდეა. მეგის არც კი ჰქონდა მანამდე გაგებული კომპანიაზე AuctionWeb, რომელიც იბეიმდე ერქვა აუქციონს. მაგრამ მეგი დათანხმდა გადაფრენილიყო კალიფორნიაში სამსახურში აყვანის ინტერვიუზე დასასწრებას. სანამ იგი გაემგზავრებოდა, მან კვლევა ჩაატარა აღნიშნულ კომპანიაზე და მოიპოვა ინფორმაცია რომ ეს კომპანია ათავსებდა სხვადასხვა სარეკლამო განცხადებებს საიტზე. იგი მოგვიანებით იხსენებს: " მე მახსოვს როგორ ვიჯექი ჩემი კომპიუტერის წინ და ჩემს თავს ვეუბნებოდი , მე არც კი მჯერა რომ მე მზად ვარ გადავუფრინო მთელს ამერიკის კონტინენტს რომ შავ-თეთრ განცხადებების ვებ საიტზე ვისაუბრო დამქირავებელს"?!


იმ პერიოდისთვის ებეი შედარები ახალგაზრდა კომპანიად რჩებოდა. იგი დაარსებულია 1995 წელს ქალაქ სან ხოსეში, კალიფორნიის შტატი, ახალგაზრდა პროგრამისტის Pierre Omidyar-ის მიერ. მისი თავდაპირველი მიზანი ამ საიტის და პროგრამისა იყო დახმარებოდა თავის მეგობარ გოგონას რომელიც იყო კოლექციონერი და უნდოდა დაკავშირობოდა სხვა კოლექციონერებს რომ გაეყიდა ანდა ეყიდა ნივთები,,  ნელ-ნელა კომპანიამ რომელის პრინციპი იყო ყიდვა-გაყიდვა აუქციონის წესებით წარმატებას მიაღწია და ექვს თვეში მოგებაც აჩვენა. საიტის იდეა იყო ადვილი: გამყიდველი აქვეყნებს განცხადებას თავის პროდუქტის შესახებ და იღებს შემოთავაზებებს ორი კვირის განმავლობაში. ყველაზე მაღალი შემოთავაზება ხდება მოგებული, რის შემდეგაც მყიდველი და გამყიდველი ერთმანეთს უკავშირდება ანგარიშსწორებისა და პროდუქტის მიწოდების დეტალების გასაცვლელად. კომპანია იბეის აქედან რჩებოდა 35 ცენტი განცხადების გამოქვეყნებისთვის და ასევე მცირე პროცენტი განხორციელებული ტრანსაქციიდან. ყველაზე მნიშვნელოვანი ებეის მუშაობის პრინციპისა და თვისებისა იყო შეფასების სისტემა, რომ გამყიდველსაც და მყიდველსაც შეეძლო ერთმანეთის საქმიანობა შეეფასებინათ. ნეგატიური კომენტარები მყიდველებზე რომლებიც დროზე არ იხდიდნენ საფასურს, ანდა გამყიდველებზე რომლებიც აგვიანებდნენ პროდუქტის გაგზავნას მისცემდნენ მომხმარებლებს დასკვნის გაკეთების საშუალებას აღნიშნულ პიროვნებებზე და მათთან საქმიანობის დაჭერაზე.

დამაარსებელი ღრმად იყო დარწმუნებული რომ, მომხმარებლის მოსმენა და პასუხის გაცემა იყო კრიტიკულად მნიშვნელოვანი საიტის წარმატებისთვის. მაგრამ Omidyar -ს ჰქონდა ბევრი სირთულეები კომპანიის გაფართოების კუთხით, თვითონ ვეღარ აუდიოდა საქმეს. გამომდინარე აქედან მან გადაწყვიტა რომ გამოცდილი მენეჯერი უფრო კარგად შეძლებდა განეხორციელებინა ებეის გაფართოების პროგრამა. Omidyar -ს მოეწონა მეგის მომხმარებელთა მომსახურების გამოცდილება და მის ტალანტი ბრენდის მენეჯმენტისა. თავდაპირველად მეგიმ უარი თქვა შემოთავაზებაზე, რადგან მას ჰქონდა კარგი სამსახური, ხელმძღვანელობდა ექვსას თანამშრომელს სათამშოების კომპანია  " ჰასბროში". იგი მოგვიანებით იხსენებს რომ იდეა ემუშავა "უსახელო" ინტერნეტ კომპანიაში,  არც თუ მთლად მომხიბვლელი იყო მისთვის. მაგრამ საკონსულტაციო კომპანია headhunter თავისას დაჟინებით გაიძახოდა და როგორც იქნა დაითანხმეს იგი შეხვედროდა Omidyar -ს. მან მიიღო მონაწილეობა ებეის ყოველდღიურ საქმიანობაში, აკვირდებოდა აუქციონს, შეხვდა იბეის მომხმარებლებს და მან დაინახა უზარმაზარი პოტენციალი და წარმატებული მომავალი საიტისა. მეგის მოეწონა იბეი თავისი გაერთიანებული სულით. ოჯახთან თათბირობის შემდეგ მეგიმ მიიღო თანხმობა იმაზე რომ იგი დასთანხმებოდა ამ წინადადება. იბეი კომპანიას შეუერთდა 1998 წლის თებერვალში. იმ დროისთვის კომპანიას მხოლოდ ცხრამეტი თანამშრომელი ჰყავდა.

ერთი წლის თავზე, საიტი ისეთი პოპულარული გახდა, რომ მასზე ყოველდღიურად მოთხოვნა იზრდებოდა და იზრდებოდა, შედეგად კომპანიის სერვერები ვერ უძლებდნენ ასეთ დატვირთვას და ხშირად გამოდიოდნენ მწყობრიდან. სამი თვის განმავლობაში მეგი პირადად აკონტროლებდა ინჟინრების მოქმედებებს რომლებიც ცდილობდნენ მიეგნოთ ოპტიმალურ გამოსავლისთვის. მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში იბეი ისე განვითარდა რომ ტემპებით გაუსწრო კიდევაც კომპანიებს როგორებიცაა: დელი, ამაზონი, ვოლ მარტი (უზარმაზარი კომპანიები, რომელთა წლიური ბრუნვა მრავალი მილიარდია). უფრო მეტიც, საიტმა ისე გაამართლა რომ გამყიდველები, რომლებიც მონაწილეობდნენ აუქციონებში სამსახურებიდან მოდიოდნენ რომ მთელი ყურადღება და კონცენტრაცია გადაეტანათ იბეის საიტისთვის, ანუ ჩამოყალიბდნენ ახალი ტიპის ბიზნესმენებად. ხალხი მდიდრდებოდა საიტზე განხორციელებული გაყიდვებისგან მუღებული შემოსავლებით.

ვითმენმა დასაბამი მისცა იბეის წესებსს, რომელიც ავალდებულებდა საიტის აღმასრულებლებს რომ აუქციონში პირადად მიეღოთ მონაწილეობა, გაეტანათ გასაყიდად პროდუქცია რომ ახლო შეხება ჰქონოდათ პროცედურებთან და მიმხვდარიყვნენ საიტის დადებით და უარყოფით მხარეებს. იგი რეგულარულად ამოწმებდა მომხმარებლების შთაბეჭდილებებს, თუ რას განიხილავდნენ ისინი მომსახურებისა და გაყიდვების პროცედურების შესახებ. ის ამბობს: " ყველაზე საინტერესო რაც აღსანიშნავია ონ-ლაინ ვაჭრობასთან დამავშირებით არის ის რომ, შენ მაშინათვე იგებ თუ შენი მომხმარებელი რას ფიქრობს შენზე". მეგის თაოსნობით, ყოველწლიურად იმართებოდა სპეციალური კონფერენციები სადაც იწვევდნენ გამორჩეულ აუქციონის მონაწილეებს. ასეთ შეხვედრებზე მას როგორც წესი ხვდებიან როგორ როკ ვარსკვლავს, როდესაც იგი სცენაზე ადის მისი სახელს სკანდირებს დამსწრე საზოგადოება. მას უამრავი პატივი ერგო, არამარტო საიტის მომხმარებლებისაგან. მაგალითად, 2002 წელს ჟურნალმა "ფორტუნამ" იგი დაასახელა ყველაზე გავლენიანი ქალბატონად ბიზნესში. იმ პერიოდისთვის იბეის უყვე ჰყავდა 30 მილიონამდე რეგისტრირებული მომხმარებელი. ნებისმიერი დროის განმავლობაში დაახლოებით ერთდროულად ოცი მილიონი სხვადასხვა პროდუქცია არის აუქციონზე გატანილი.

ყოველი 24 საათის განმავლობაში 10 მილიონი შემოთავაზება ხორციელდება საიტზე. ყოველ წამს $900 ღირებულების პროდუქცია გადადის ხელიდან ხელში. მისი ფიქსირებული ხელფასია 2.1 $ მილიონი წლიურად, მაგრამ მისი შემოსავალი გაცილებით მაღალია რადგან აქციათა ფასი იწევს და იწევს ბაზარზე და იგი წარმოგვიდგება პიონერ ქალად რომელმად მრავალი მილიონი იშოვა ინტერნეტის წყალობით. იგი ასევე გამორჩეულია ქველმოქმედებით, პრინსტონის სკოლას შესწირა 30 $ მილიონი რომლითაც ახალ ვიტმენის სახელობის სკოლას ააშენებენ. მას ძალიან უყვარ ეს საწესებულება, იგი ამბობს: " მე ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი საინტერესო პერიოდი დავყავი პრინსტონის სკოლაში, უნივერსიტეტმა მასწავლა ისეთი წესით ფიქრი და ცხოვრება რომ დღესაც მადლიერი ვარ მათი და ჩემი წარმატება დიდწილად სწორედ ამ სკოლაში მიღებული ცოდნისა და გამოცდილების დამსახურებაა".

მეგი ცდილობს ბალანსის დაცვას ოჯახსა და სამსახურს შორის. იგი სანამ სამსახურში მივა აუცილებლივ სკოლამდე მიიყვანს თავის ორ ბიჭს. შვებულებისას, ხშირად მიდის მთელი ოჯახი სათხილამუროდ მთებში. იგი იშვიათად ჯდება კომპანიის თვითმფრინავში როდესაც ბიზნეს შეხვედრებზე მიდის, არამედ მგზავრობს ჩვეულებრივი, კომერციული თვითმფრინავით. მისი თანამგზავრები ხშირად ცნობენ მას (რადგან ბიზნეს ჟურნალების საწყისი გვერდები აჭრელებულია მისი სურათებით) და სიამოვნებით ესაუბრებიან. იგი ამბობს: " მე ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო სამსახური მაქვს მთელს ამერიკაში. ეს არის განსაკუთრებული ნაზავი კომერციისა და საზოგადოებისა. მე ინტერესი არ მიცხრება საზოგადოების მიმართი რომელიც უფრო და უფრო საინტერესო ხდება ჩემთვის. მე ისინი ყველა ძალიან მიყვარს".

-------------------------------------------------------------------------------

უჩვეულო მიღწევები იბეის ისტორიაში:

აგვისტო 1999: აუქციონმა სადაც იყიდებოდა ადამიანის ღვიძლი და მიაღწია რეკორდულ ზღვარს 5.7 $ მილიონს, სანამ იბეიმ არ მოხსნა ეს ნივთი აუქციონიდან საიტის გაყიდვის წესების დარღვევისთვის.

2001: გაიყიდა თვითმფრინავი რომლის საბოლო ფასი იყო 4.9 მილიონი.

ივნისი 2003: "მოჩვენება დოქში", არკანზასიდან. მოგებული საფასურია $50. 922.

აპრილი 2004: სიეტლელმა კაცმა გაყიდა თავისი ყოფილი მეუღლის საქორწილო კაბა, ამ შემთხვევაში განსაკუთრებული ის არის რომ , მან თავის ფოტოები გამოაქვეყნა საიტზე აღნიშნული კაბით. ფასი: $ 3. 850.

სხვა შემთხვევები: ნახშირის ნატეხი, კენედის მიერ ნაქონი ლონკონლის მანქანა, ბილ კლინტონის ბავშვობის დროინდელი სახლი , არკანზასში და კიდევ მრავალი სხვა შემთხვევა.


-------------------------------------------------------------------------------
Meg Whitman-ის გამონათქვამები.

ხალხი როდესაც შენი კომპანიის ბრენდ სახელს იყენებენ როგორც ზმნას, ეს უკვე დიდი მიღწევაა.

ჩვენ ყოველთვის ვიძახდით იმას რომ რეკლამა მხოლოდ მორთულობაა ტორტისა და არანაირად არ წარმოადგენს თვითონ ტორტს.

კომუნიკაცა არის გული მთელი საზოგადოებისა და ელექტრონული კომერციისა.

ადამიანის მოკვლა შესაძლებელია , მაგრამ მოკლა იდეა, ეს შეუძლებელია!

ჩვენ ვიცით რომ ჩვენ შეუწყვეტლივ უნდა მოვემსახუროთ მომხმარებლებს, ჩვენ არ დავწყნარდებით მანამ სანამ არ დავრწმუნდებით რომ პრობლემა აღკვეთილია და აღარ წარმოიშვება იგი ხელახლა.

ყოველ სამ თვეში ჩვენს კომპანიაში რაღაცა ცვლილებაა. ჩემს თავს ხშირად ვეკითხები თუ გვყავს სწორად შერჩეული ხალხი სათნადო ადგილზე და სათანადო დროს? ჩემს თავსაც ვეკეთხები ხოლმე ვარ თუ არა სათანადო პერსონა სათანადო დროს?


---------------------------------------


აი ესეც ინდირას, ანისა და მეგის ისტორიები .

ყველა ადამიანს აქვს თავისი პატარ-პატარა მიღწევები თუ წარმატებები საკუთარ ცხოვრებაში. დღეს მინდოდა მეთქვა, რომ ქალის თვისებები დიდად წარმოჩინდება თანამედროვე მართვის, მენეჯმენტის  ლაბირინთებში. არ არის აუცილებელი ქალი იყოს აღმასრულებელი მენეჯერი დიდი კორპორაციისა, არ არის აუცილებელი ქალი საქართველოს ბიზნეს სფეროში უმაღლეს მწვერვალს იკავებდეს,,

ჩემი მიზანი ინდირას, ანისა და მეგის ისტორიების გადახედვით, ფიქრია იმაზე, რომ ყველა ქალის შესაძლებლობები არანაირად არ ჩამოუვარდება მამაკაცის თვისებებს, რომ ისევე როგორც კაცმა, ასევე ქალმა შეიძლება იგივე მწვერვალი დალაშქროს, ყოველგვარი "შენი ქალი ხარ და აბა მაგდენი სად შეგიძლია " ფაქტორის გამორიცხვით.

თანამედროვეობაში, არის ბევრი პრეცენდენტი ქალების აქტიური როლისა ამა თუ იმ წამყვან სფეროებში ყოფნაში. მე არ ვარ პირწმინდა ფემინისტური მოძრაობის წევრი, თუმცა მწამს რომ ქალის გამჭრიახი გონებას ხელეწიფება იგივე სირთულეების წარმატებით გადალახვა, რაც შეუძლია მამაკაცის გონებას.





ერთგან წავიკითხე: " ყოველი წარმატებული მამაკაცის უკან ქალი დგას !! "

მე დავეთანხმებოდი ამ გამოთქმას. რა თქმა უნდა, გამონაკლისები ყოველთვის მოიძებნება. მავანი იტყვის, რომ პირიქით, ქალები ღუპავენ კაცებსო :D თუმცა  , მე რატომღაც ეჭვი შემეპარებოდა ამ განცხადებაში და ვთხოვდი მავანს,  უფრო დაეკონკრეტებინა რას გულისმობდა ქალის უარყოფით როლს კაცის ცხოვრებაში.



რა თქმა უნდა, ინდირას, მეგისა და ანის ისტორიები გვაძლევს საშუალებას დასკვნა გამოვიტანოთ - იყო ქალი, ავტომატურად არ ნიშნავს არ ფლობდე იგივე ხერხებს გამარჯვების მოსაპოვებლად , რაც მამაკაცს გააჩნია.

რა თქმა უნდა, ინდირას, მეგისა და ანის ისტორიები პირდაპირ არ უნდა შევადაროთ "ჩვეულებრივი" ქალის ცხოვრებას, არამედ - გადატანითი.

რომ მიუღწეველი არაფერია თანამედროვე ყოფაში და ქალს შეუძლია თავაწეული და ამაყად განაცხადოს - მე ეს შემიძლია!


საერთოდ, ყველა ქალი არაჩვეულებრივია, მთავარია როგორი პრინციპები აქვს მას არჩეული მიზნის მიღწევისთვის.

ქალის არაჩვეულებრივობა, ისევე როგორც კაცისა, მეტწილად დამოკიდებულია გააზრებულ სვლაზე, გააზრებული სვლა კი ძალიან ბევრ შეცდომასა თუ ნეგატიურ ფაქტორს გამორიცხავს გზა და გზა.


ქალი? ყველა ქალი ხომ ლამაზი არის, ლამაზი არის - თავისებურად : )






პატივისცემით,
განდი.
არწივი.



პი.ეს.
ინდირას, ანის და მეგის ისტორიები ინგლისური ენიდან ვთარგმნე , ამიტომ შესაძლებელია ქართულად ზუსტი შესატყვისი ვერ მოვიძიე ინგლისური ტერმინებისა თუ საკუთარი სახელებისა რაც ტექსტშია მოცემული. ასევე, შესაძლებელია წლებში და ციფრებში იყოს მცირედი ცდომილება. ორთოგრაფიულ და გრამატიკულ შეცდომებეზე აღარაფერს ვიძახი, დიდი შანსია რომ იქნება. უბრალოდ ბოდიშს მოვიხდი თუკი სახეზეა ტექსტის არაგამართული ვერსია.




პი ეს პე.

ილუსტრაციები ნახეთ, სურათები ნახეთ, მეგის, ენის და ინდირასი,, :)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები