 | ავტორი: გვანტსულა ჟანრი: პროზა 17 აგვისტო, 2009 |
სევდიან ღიმილზე დაფარფატებენ დალის პეპლები.. თეთრი ფხვნილი დაცურავს ცხელ შოკოლადში, ჭიქაზე კი ყავისფრად ჩნდება ზედა ტუჩის ანაბეჭდი.
ცივა...
ორი რამ ანათებს - მზე, ღრუბლები და ცა. ჭეშმარიტად კი - თვალები... არ გაამართლა ბალადამ მუსიკოსსა და ვარდისფერ სათვალეზე, ანდა ფერადად დანახულ სამყაროზე... კლდის ექო იმეორებს ერთსა და იმავეს, ერთსა და იმავეს, ერთსა და იმავეს...
შოკოლადისფრად დასვრილი ზედა ტუჩი ორ კბილზე ზევით იწევა, ქვედა განიერდება და ძალაუნებურად გამოდის ღიმილი.. იცვლება მიმიკაც მხოლოდ.. გამოხედვის გარეშე... თვალები სულის სარკეაო, ამბობენ... იმასაც ამბობენ, გატეხილ სარკეში ჩახედვა არ შეიძლებაო...
ხალხი ამბობს ბალადებს, ხალხი იგონებს ლეგენდებს, ისტორიებს.. სიმართლეს კი თაობები ვერასდროს იგებენ...
ყველაფერი უხდება სევდიან ღიმილს - ათინათი თვალებში, ოდნავ გამსკდარი ქვედა ტუჩი, ორი თეთრი კბილი, გრძელ წამწამებზე გაჩერებული წვეთი...
გაიღიმე... მაშინაც კი, როდესაც ძალიან გიჭირს. გაიღიმე და ჩაიხედე სულის სარკეში, დარწმუნდები, რომ ვიღაცისთვის კვლავ გათენდება..
ყველაფერი უხდება სევდიან ღიმილს... სიურეალისტი მხატვარი, ფსიქოდელიური მუსიკა და პატარა, უბრალო, ფერებად შეღებილი თითები...
გაიღიმე.. სევდა ხომ თოვლივით გულწრფელია..
გაიღიმე.. ვიღაცას ალბათ სჭირდები.....
მე მაშინ მტკივა, როდესაც ვიღიმი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. ubralod, dzalian dzalian...... მე მაშინ მტკივა, როდესაც ვიღიმი... chamwvda, amomwva da ravi kidev ra :) ubralod, dzalian dzalian...... მე მაშინ მტკივა, როდესაც ვიღიმი... chamwvda, amomwva da ravi kidev ra :)
9. აი დადუ ამას ვამბობ აი დადუ ამას ვამბობ
8. ხო ასეა ჩემო კეთილო მიყვარხარ! :) 5 ხო ასეა ჩემო კეთილო მიყვარხარ! :) 5
7. ლამაზია...ხო,ძალიან! ლამაზია...ხო,ძალიან!
6. ულამაზესია, გვანტსულა! 5 ულამაზესია, გვანტსულა! 5
5. ჩემი ღიმილი დავტოვე აქ! ჩემი ღიმილი დავტოვე აქ!
4. გვანტს, საყვარელო მომენატრეეე :( გაკოცე ბევრიი :) გვანტს, საყვარელო მომენატრეეე :( გაკოცე ბევრიი :)
3. ჰოო :) მართლაც :)
პატივისცემით, განდი. არწივი. ჰოო :) მართლაც :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
1. ძალიან, ძალიან... შენსავით ლამაზი და საყვარელია! ძალიან, ძალიან... შენსავით ლამაზი და საყვარელია!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|