ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნაპერწკალი;
ჟანრი: პოეზია
31 აგვისტო, 2009


გათენებამდე

გათენებამდე  მაძებნინე
მთვარე ღამესთან,
ზეცამ ხურჯინში ჩაილაგა
იმ დღის სამყოფი,
შენი ტუჩები ამ სხეულის
კვალში დგებოდნენ,
მეფერებოდი,სიყვარულის
ხელით მახრჩობდი.
ოცნებებიც კიმიწაზეა,
ისე მომყირჭდა
დიასახლისი ქალის ნაცვლად,
ვგევარ ქუჩის ქალს,
დიდიხანია გელოდები
უკანმოხედვით,
გინდა ცასა და ყველა ქუჩას
შენთან მოვიტან.
არც კი  მეგონა მოიწყენდი
ჩემს მოფერებას,
დამაჯერებდი,რომ გულები
მზეზე ხმებოდნენ,
გამორიყული გრძნობებიდან
სხვასთან ვწვები და
დიასახლისი ქალის ნაცვლად
კაპხას მელოდე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები