ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: GAGA
ჟანრი: პოეზია
20 სექტემბერი, 2009


* * *

" დაბურულ ცივ სველ მარტოსულ ფანჯრებს
  ღრუბელი წვიმის წვეთებს ესროდა,
  ბაღში ჯარები თეთრი ვარდების
  დუმალ მთვარეს ზღაპრებს ესროდა....

  ეხვევა კისერს ნაწნავი ხშირი,
  ცრემლები ბროლის ღაწვებს წყდებოდა...
  უაზრო ქარის ნაბიჯი ხშირი,
  ქუჩაში ფანტელს ეხუტებოდა...

  დაბურულ ცივ სველ მდუმარე ფანჯრებს
  ღრუბელი წვიმის წვეთებს ესროდა...
  ფიქრების ფირი ართობდა თვალებს,
  ღამეს სიცივე შეჰკედლებოდა...."
 
 
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები