დილიდან ისეთი პახმელია მქონდა მტერს და ავს არ ვუსურვებ... არადა ჯიბეში გუშინდელი ხელფასის მონარჩენი რკინის ორლარიანიც ისე უგერგილოდ ამოვიღე რომ თითებიდან გამისხლტა, სანამ რამის გაკეთებას მოვასწრებდი აივნის რიკულებს შორის გაძვრა და მშვიდობით ცივო "ნატახტარო"..... ეხ... მოკლედ ის იყო "თავო ჩემოს" სიმღერა დავაპირე რომ, მობილურიც აწკრიალდა კი არა და აზუზუნდა, დავხედე - ვაააააა კაი კაცი ( არა რა, გულმა მიგრძნო რომ გადავრჩებოდი) - ბიჯო, პახმელიოზა? - ხო რა... - დავაი ახლა დაგაზე ჩემკენ, ახალი სახინკლე გახსნეს და პრეზენტაცია აქვთ. მე კი დავგაზე მარა, გზაში ერთი პირობა დავფიქრდი, კაცო სახინკლის პრეზენტაცია რაღა ჯანდაბაა მეთქი მთუმცა მერე იქვე გამახსენდა რომ საქართველოა და აქ ყველაფერი შეიძლება, მოკლედ მივედით ამ სახინკლეში (რომელსაც რატომღაც ნოსტალგიური სახელი "პლატონას დუქანი" ერქვა და ეგრევე არაყი და ლუდი მოვითხოვეთ. იფფფფფფფფფ.... ახლა ვინც პახმელია არ იცის ის ვერ გაიგებს რამხელა ნეტარებაა დილაზე თავგახეთქილ პახმელიაზე ცივი ლუდი რო ჩარაკრაკდება ყელში, ჯერ მუცელში რო დატრიალდება სიგრილე და მერე ნელნელა რომ ადის და ადის მაღლა, ადის და ადის...... აუუ, მოკლედ ღვთაებრივი შვებაა რა! თავის ტკივილმა გაიარა და რაკი უკვე აზროვნებაც შევძელით ირგვლივ მიმოივიხედეთ, ნუ სახინკლე იყო რა ჩვეულებრივი, ერთი ეგ იყო რომ კედლებზე შპალერის ნაცვლად თეთრი ქაღალდი გაეკრათ და ზედ ლექსები ეწერა ( როგორც ჩანს პრეზენტაცია უკვე დამთავრებულიყო და მერე დამსწრე საზოგადოებას თავისი საყვარელი ლექსებით დაემშვენებინათ სახინკლის კედლები.) და საგანგებოდ მოწვეული ცნობილი ვაზისუბნის ბენდი ასრულებდა სიმღერას - „ ჩემი ჩიტი გიწოდე“.... სასიამოვნო სიგრილე კი იყო ამასობაში კუჭმაც თავისი მოითხოვა და მენიუ მოვიკითხეთ.... -არ გვაქვს ბატონო... გვიპასუხა ოფიციანტმა. - რატო კაცო? გაგვიკვირდა ორივეს - დახვეწის პროცესშია ბატონო, აქ უამრავი ადამიანი შემოდის და ჩვენს პატრონს - პლატონ არქიფოევიჩს, დიდ გურმან და მოქეიფე კაცს -სურს რომ ყველას სურვილს და მოთხოვნილებას გაუწიოს ანგარიში, ამიტომ ჯერჯერობით მენიუ არ გვაქვს, სამაგიეროდ შეგიძლიათ თქვენი სურვილები და წინადადებები მენიუს შედგენასთან დაკავშირებით წერილობით წარუდგინოთ სახინკლის ადმინისტრაციას და ისინი აუცილებლად გათვალისწინებული იქნება.... - და მანამდე რა ვქნათ კაცო? - მანამდე პლატონ არქიფოევიჩის გემოვნებით დამზადებული კერძები უნდა მიირთვათ - მაიცა იმიტომ ქვია "პლატონას დუქანი" ? - არა ბატონო, შურიანმა ხალხმა არ დაიჯერა რომ ბატონ პლატონს ეს სახინკლე ( და არა დუქანი) სწორედ თავისი მომხმარებლებისთვის რომ ჰქონდა, მან გახსნისთანავე ამ მშვენიერ საზკვების ობიექტს "ფელიჩიტა" დაარქვა და ხალხს განუცხადა რომ მათ შეეძლოთ აქ ყველა თავისი გურმანული ფანტაზიის და ოცნების რეალიზება მოეხდინათ, გამორჩეულებს ობიექტის სამზარეულოში საჭმლის კეთების უფლებასაც დაჰპირდა, მაგრამ.... შური ბატონებო, შური... ბევრმა ვერ დააფასა ეს სიკეთე და პროდუქტის გარედან შემოტანა დაიწყო. ბატონი პლატონიც გაბრაზდა და აწი ჩემს ჭკუაზე მოვიქცევიო განაცხადა, არადა ერთხელ იცით რა ქნა? საუკეთესო რეცეპტები შეაგროვა მომსვლელებისგან და ერთი დიდი კულინარიული კრებული დაუბეჭდა თავისი თანხებით.... ეხ... არა რა, არ უნდა გაუკეთო ამ ხალხს სიკეთე... დაამთავრა ოფიციანტმა და გაგვეცალა. რაღას ვიზამდით, იმდენად აღგვაშფოთა ბატონი პლატონ არქიფოევიჩის მიმართ განხორციელებულმა უსამართლობამ რომ ყოველგვარი ქეიფის ხალისი დაგვეკარგა... წყნარად გამოვედით მშვენიერი სახინკლიდან, რომლის კეთილ მეპატრონესაც, ქართული კულინარიის აღორძინება - განვითარების უკეთილშობილეს განზრახვაში ჩვენთვის დამახასიათებელი შურით და ბოღმით უშლიდნენ ხელს უმადური ახალგაზრდა კულინარები და რომლის გემოვნებით მოწყობილ სცენაზე ისევ უკრავდა ვაზისუბნის ბენდი „ ჩემი ჩიტი გიწოდეს“ და ქართული კულინარიის უბედურებაზე გულატკივებულები გავემართეთ სახლებისკენ.
ბექააააა.... ვიცინე...ვიხალისე და ......მუსიკაც რა სიტუაციურია...... და მაინც მეტკინა...ძალიან... ვიცი, რომ ამ ხალისის იქით ძალიან დიდი ტკივილია...და მოვა, მოვა გაზაფხული...ჩვენს ქუჩაზეც აუცილებლად მოვა....... ;)
ბექააააა.... ვიცინე...ვიხალისე და ......მუსიკაც რა სიტუაციურია...... და მაინც მეტკინა...ძალიან... ვიცი, რომ ამ ხალისის იქით ძალიან დიდი ტკივილია...და მოვა, მოვა გაზაფხული...ჩვენს ქუჩაზეც აუცილებლად მოვა....... ;)