ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კატინე
ჟანრი: პოეზია
27 ოქტომბერი, 2009


... (და მეც მასზე გამობმული ძაფი შემწყდა)

ფანჯრებიდან სიგარეტმა გამოსუნთქა,
ხალხის თვალებს დაუხატავს "არაფერი"
სიყვარული აქა-იქა მოიფანტა
ცხოვრებაში ბევრი დამრჩა გასარკვევი.

დრო რომ მიდი ჯიბეს ივსებს მოგონებით,
გავაყოლე რამდენიმე ფიქრის შეკვრა,
ვისზეც ვწერდი ახლა დადის გოგონებით
და მეც მასზე გამობმული ძაფი შემწყდა.

მოვიხვიე ღიმილების შარფი ყელზე,
ბოლოები დავიტოვე შესაკრავი,
დავიტოვე,-შემოვაკრავ იმას წელზე-
-ვინც წამოვა გაზაფხულის სეტყვასავით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები