 | ავტორი: სუფლიორი ჟანრი: პოეზია 7 ნოემბერი, 2009 |
და სადღაც ფიქრებში, სიზმრებში, სურვილი შვილების და გარეთ ათასი და შიგნით წვეთების გავლენა, მე და შენ გახდამდეც ცოტა ხნით თვალებით შიშვლები და მერე იტყვიან პოეტზე და თვითონ აფრენენ.
აბსურდი, ფანჯარა, საოცრად სულელი ქარები, ყვავილი - ხეების ძალიან ზედმეტი დიეტა, შენ ზაფხულს ამთქნარებ, მე კიდევ ერთ-ერთი ტაეპი... რომელსაც სარკმელთან გწერდი და რომელიც მიკეტე.
დრო იყო პოზაში ქაოსურ, დრო იყო მოლბერტი, ქართულად ხატავდნენ პერიოდს მხატვრები უნიჭო, მიმოზებს სიმორცხვე და მერე ჰაერი მოჰკვეთეს და ასე ძალიან მარტივად ქალაქი გაფუჭდა.
დღემ ნისლი ჩაიცვა, შენ - ქალი, ხოლო მე სიმთვრალე, სკდებოდა დაისი, ვისმენდი, ამიცრეს ბალზაკი და შენთან მოსვლამდე დღეები იმდენ ხანს ვითვალე, ქრონიკულ გრიპივით შემოგრჩა ბავშვობის ასაკი
და გიხსნი სიყვარულს, სიტყვებით, სიტყვებით იგივე და ლექსებს გიკითხავ, პირველად, მეოცედ, მეასედ, პაუზებს ეცვლება წვიმები, წვეთების რიგი და ჩემს მხრებზე სრულდება მაგ შენი თვალების სეანსი.
ქარია, მაისში ქარების სეირი მაოცებს, დაღლამდე გიგროვებ სიმორცხვე მოკვეთილ მიმოზებს და თუ გსურს ჩვენს შორის სრულიად დაიმსხვრეს ქაოსი, სანამ გულს მომანდობ... ბავშვობის ასაკი მიბოძე!...
დაბნევა, საღამო, უძილოდ შექმნილი პატივი, და მაღლა ნაფიქრი განცდების ლექსებად გაფენა, მიყვარხარ შენ ჩემი შვილების დედა და... მარტივი პასუხი - პოეტზე ამბობენ და თვითონ აფრენენ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
17. შეზოფრენია ------> შიზოფრენია
დაღლამდე გიგროვებ სიმორცხვე მოკვეთილ მიმოზებს -------> სიმორცხვემოკვეთილ ----> ერთად იწერება! :))))) შეზოფრენია ------> შიზოფრენია
დაღლამდე გიგროვებ სიმორცხვე მოკვეთილ მიმოზებს -------> სიმორცხვემოკვეთილ ----> ერთად იწერება! :)))))
15. + ++++++++++ + ++++++++++
14. დღემ ნისლი ჩაიცვა, შენ - ქალი, ხოლო მე სიმთვრალე, სკდებოდა დაისი, ვისმენდი, ამიცრეს ბალზაკი და შენთან მოსვლამდე დღეები იმდენ ხანს ვითვალე, ქრონიკულ გრიპივით შემოგრჩა ბავშვობის ასაკი ვაიმეეეეეე ეს ვინ არის........10 დღემ ნისლი ჩაიცვა, შენ - ქალი, ხოლო მე სიმთვრალე, სკდებოდა დაისი, ვისმენდი, ამიცრეს ბალზაკი და შენთან მოსვლამდე დღეები იმდენ ხანს ვითვალე, ქრონიკულ გრიპივით შემოგრჩა ბავშვობის ასაკი ვაიმეეეეეე ეს ვინ არის........10
12. ეგ მაგარი იყო, მთLიანად! ეგ მაგარი იყო, მთLიანად!
11. მიყვარხარ შენ ჩემი შვილების დედა და..
საოცრად თბილი .. !!
და არა მარტო ეს.. მთლიანი ლექსი.. შენებური :x მიყვარხარ შენ ჩემი შვილების დედა და..
საოცრად თბილი .. !!
და არა მარტო ეს.. მთლიანი ლექსი.. შენებური :x
10. და თუ გსურს ჩვენს შორის სრულიად დაიმსხვრეს ქაოსი, სანამ გულს მომანდობ... ბავშვობის ასაკი მიბოძე!...
სულ ისეთი შეგრძნება მაქვს.რომ ამას ხანდაზმული ავტორი წერს... როი,შენ ყველაფერს უსწრებ!
კიდევ ერთხელ ბრავო! და თუ გსურს ჩვენს შორის სრულიად დაიმსხვრეს ქაოსი, სანამ გულს მომანდობ... ბავშვობის ასაკი მიბოძე!...
სულ ისეთი შეგრძნება მაქვს.რომ ამას ხანდაზმული ავტორი წერს... როი,შენ ყველაფერს უსწრებ!
კიდევ ერთხელ ბრავო!
8. ძალიან ძლიერია...555555555 მოგიკითხე ვარსკვლავთვალება... ძალიან ძლიერია...555555555 მოგიკითხე ვარსკვლავთვალება...
7. ასეთი ლექსი ამ საიტზე დიდი ხანია არ წამიკითხავს :)
სიამოვნებით გადავიტან ჩემს დღიურში, თქვენის ნებართვით :) ასეთი ლექსი ამ საიტზე დიდი ხანია არ წამიკითხავს :)
სიამოვნებით გადავიტან ჩემს დღიურში, თქვენის ნებართვით :)
6. აუუუ!!! ეეს შენი წაკითხულიიიიიი!!! რა იქნებაა ?! ;;) აუუუ!!! ეეს შენი წაკითხულიიიიიი!!! რა იქნებაა ?! ;;)
5. აუ ისა ეს მე მახსოვს და როი ხარ ?
მომწონს
აუ ისა ეს მე მახსოვს და როი ხარ ?
მომწონს
4. მახსოვს და მომწონს ეს ლექსი:)
სანამ გულს მომანდობ... ბავშვობის ასაკი მიბოძე!...
მახსოვს და მომწონს ეს ლექსი:)
სანამ გულს მომანდობ... ბავშვობის ასაკი მიბოძე!...
2. მიყვარხარ შენ ჩემი შვილების დედა
უსიტყვოდ... მიყვარხარ შენ ჩემი შვილების დედა
უსიტყვოდ...
1. მაგარი ხარ ძმა! მაგარი ხარ ძმა!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|