ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კატინე
ჟანრი: პოეზია
9 ნოემბერი, 2009


მითხარი სიტყვა

მე შენთან მოვალ,
თუკი სიყვარულს მომახვეტავ
ჩამშრალ თვალებთან.
მე შენთან მოვალ,
თუკი ამივსებ-ვენებს სისხლით,
გულის საკვებად.


მე შენთან მოვალ,
სიბერიდან ვიქცევი ბავშვად.
მე შენთან მოვალ,
და შენს სიტყვებს-
-მივიბნევ ბაფთად.

ოღონდ მითხარი-
-სიტყვა გრძნობით შენელებული.
მე კი განახებ,როგორია
ორი ტუჩი-შეწებებული.

მითხარი სიტყვა,
მართლა მინდა,
ბაფთად ვაქციო.
მითხარი სიტყვა,
რომ მუზების,მუზად გაქციო.


თუკი სიყვარულს მომახვეტავ
ჩამშრალ თვალებთან,
შენი გავხდები,
ქალი-გიჟი,
ქალი-თავნება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები