ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ციცანა/გვანცა ჯობავა
ჟანრი: პოეზია
3 ივნისი, 2008


ღმერთო, ავად ვარ...

ამაღამ ავირბენ ზეცის კიბეზე,
რომ ჩავეხუტო უფალს,
და ალბათ ძლიერ ავად გავხდები,
თუ არ გამიყო სუნთქვა.

მაგრამ ვაი, რომ უკვე ავად ვარ,
მოურჩენელი სენით,
მჭირს აუხსნელი ცოდვის მანია,
გაურკვეველი ფერის.

ამაღამ შენსკენ ვაპირებ, ღმერთო,
გთხოვ, შენ მიწამლე ლოცვით,
შენსას გავიშლი ზეცის სარეცელს,
და ზედ ავძვრები ცოცვით.

გეტყვი, რომ მიწას გამოვექეცი,
ღმერთო, მიწამლე ლოცვით,
ღმერთო, ავად ვარ, ღმერთო მკვდარი ვარ,
დაუდგენელი ცოდვით...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები