... ჯერ კიდევ ბნელოდა, როდესაც თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე გამოჩნდა... მოხუცი უკვე კარგა ხანია ამ ქუჩაზე მდებარე თონეს “ზვერავდა”. მეათე დღეა მისვლა და პურის თხოვნა უნდოდა, თუმცა, სულ რაღაც აკავებდა, ზღუდავდა, ნაბიჯის გადადგმის საშუალებას არ აძლევდა, სულს უხუთავდა... თონე, ჩვეულებრივ, 8 საათისთვის გაიღო... - დღეს უნდა მივიდე... ამ გადაწყვეტილების შემდეგ კიდევ რამდენიმე საათმა გაიარა. მართალია, მოხუცი თონეს მიუახლოვდა, თუმცა, გამყიდველს არ გამოლაპარაკებია. ქუჩის იმ მონაკვეთზე ქართული პურის მომაჯადოებელი სურნელება იდგა... მოხუცი იმ საჰაერო მილს მიუახლოვდა, რომლიდანაც თონედან კვამლი გამოდიოდა. მან ნაბიჯის უკან გადადგმა ვეღარ შეძლო, თან იმ ახალგაზრდისაც შერცხვა, რომელიც იქვე იდგა და გამუდმებით საათს დაჰყურებდა... - გამარჯობათ, პური თბილია? - რა თქმა უნდა - რა ღირს? - 80 თეთრი მოხუცს თვალთ დაუბნელდა, წაბარბაცდა, მაგრამ მალევე მოეგო გონს... - კი მაგრამ, რამდენ გრამს იწონის? - 500-ს მოხუცი რამდენიმე წამის განმავლობაში გაშეშებული იდგა და ახლადგამომცხვარ შეწითლებულ თონის პურებს აკვირდებოდა. შემდეგ დინჯად ქუჩისკენ მიტრიალდა და ამაყად გაუყვა მოკირწყლულ ტროტუარს... კიდევ დიდხანს მიაბიჯებდა ფეხსაცმლის წყვილი, ორივე ერთნაირად გაპრიალებული, ძირებზე მრავალგზის დახეთქილი, ოდესღაც ლაღი, ახლა კი ....
P.S. როდესაც ამ შედევრს ვწერდი, სამი თათებგადახვეული ძაღლი, სომბრეროებითა და გიტარებით აღჭურვილი, ჩემი სახლის ფანჯრის წინ მთელი ღამე მღეროდა... ჩემს გვერდით ანგელოზს უშფოთველად ეძინა... ქალაქის დასუფთავების სამსახური ხვალ უპრეცენდენტო ღონისძიების ჩატარებას გეგმავს: სამოსგანძარცვულ მეეზოვეებს მსხვილკალიბრიან იარაღს დაურიგებენ და ისინი ქალაქს ყველაზე დიდი და ბინძური ნაგვისგან – ადამიანებისგან გაასუფთავებენ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. რა ხალხია ეს დიდები :)))))
მე მომეწონა და ჩემი ყველა შესაძლო დადებითი ქულა შენ.. :)))) რა ხალხია ეს დიდები :)))))
მე მომეწონა და ჩემი ყველა შესაძლო დადებითი ქულა შენ.. :))))
7. ეტყობა რა მორიელის სიღრმე რააა........
კაია ...........:)
+5 ეტყობა რა მორიელის სიღრმე რააა........
კაია ...........:)
+5
6. ვეთანხმები მიშას!!! კარგი ხარ!!! ვეთანხმები მიშას!!! კარგი ხარ!!!
5. :) 5 კარგია :) 5 კარგია
4. "როდესაც ამ შედევრს ვწერდი" სიმართლე გითხრა არ მომეწონა.... დიდი და თან ძალიან დიდი გვაკლია მე შენ და კიდე ბევრს "შედევრები" შევქმნათ... სხვა დანარჩენი კარგია... ;) "როდესაც ამ შედევრს ვწერდი" სიმართლე გითხრა არ მომეწონა.... დიდი და თან ძალიან დიდი გვაკლია მე შენ და კიდე ბევრს "შედევრები" შევქმნათ... სხვა დანარჩენი კარგია... ;)
3. საინტერესოა, სოციალურია, ქვეტესტიანია! ჩემი მოწონება აქ და 55555 საინტერესოა, სოციალურია, ქვეტესტიანია! ჩემი მოწონება აქ და 55555
1. სალამი.სულაც არაა ცუდი. მაგრამ.. ''ქართული პურის მომაჯადოებელი სურნელება იდგა''კარგი რა...
ნახვამდის .იმედია მიხვდი რატომაც.:)
სალამი.სულაც არაა ცუდი. მაგრამ.. ``ქართული პურის მომაჯადოებელი სურნელება იდგა``კარგი რა...
ნახვამდის .იმედია მიხვდი რატომაც.:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|