ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ე ლ ე ნ ე გურიელი
ჟანრი: იუმორისტული
3 დეკემბერი, 2009


საიტი

საიტს ვესტუმრე ლიტერატურულს,
"ურაკპარაკი" ჰქვია სახელად.
ველოდი ამბებს- თბილს და არა შურს
იქ დამხვდურებთან "ჩასასტავებას"...

თქვენც არ მომიკვდეთ, შესვლისთანავე
კომუნალურმა მომიკაკუნა.
დაუკითხავად შემომიარა,
მისგან დამცველად დადუც გამოჩნდა.

ნიჩორტამ დიდი ნიჭი იპოვა,
უკეთესს ველიო ბრძანა ნათელიძემ
ოთარ რურუას ფოტო მოეწონა,
ანიმ და გოგომ გაცნობა ინდომეს.

თეამ და მედეამ გულთბილად მიმიღეს
ლოლა მოხიბლა სახელმა,
ნატა, მაის_ლეო და ნატალიენი
თბილად მომეგებნენ, კარგი აქვთ განწყობა.

იყო მიღება- თბილიც და ავიც,
არ მივაკარე გულს მე ეს დარდი...
"უცხო" პოეტის, ლამაზი ლექსი,
მოსვლისთანავე შემომხვდა თვალწინ.

წავიკითხე და კომენტარებში
მსწრაფლვე გამოვთქვი აღფრთოვანება,
შორს "დაიჭიო" თავი მომწერეს-
აქ ყველას "აბავს" ახალაია.

ერთი კითხვისთვის "ისევ ის ვარ"-მა
იქვე მომიწყო ქუჩის გარჩევა,
არ დაგითმობო ბიჭი ჩემია
ეს გოგო ხალხო "შიზოფრენია"?..

ბექა შევაქე, როგორც მკითხველმა
ლექსის ავტორი პოეტ-სახალხო
და ამისათვის ნუ დამსჯით ახლა
მორჩილი წევრი მხოლოდ ამას გთხოვთ.

მოკლედ საიტელო საზოგადოებავ,
ფეხი ჩემი იყოს კვალი ანგელოზის...
დიდი იმედებით- რწმენა მომავლისა
საიტის წევრი- ელე, გესალმებით...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები