ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაიკო ორბელიანი
ჟანრი: პოეზია
5 დეკემბერი, 2009


ჩემი ლამანშელის გარეშე

ლეონარდ ლამანშელად დამესიზმრე_
ახალი ჯოკონდა მოგქონდა,
ხრიოკი მიწა ტერფებს გწვავდა,
ეპოქამ  მოგხედა და გაოგნდა..

მე კი უნებლიედ გამეღიმა_
ღიმილი მაგ ტილოზეც გაქვავდა,
ახალი ჯოკონდა მოვდიოდი_
ცრემლების დაგავიწყდა დახატვა..

ახალი ჯოკონდა მოვდიოდი,
ჩემი ლამანშელის გარეშე,
და იქ... ცივი ქარი ისე ქროდა,
მიტოვებულ სიყვარულის მხარეში,

ლამანშელო, შენი ზღვების ნაპირებზე
გაგრილებასაც ვერ ვბედავდი,
ნასესხები ცრემლით შენს ნაკვალევს
მხოლოდ ალაგ_ალაგ ვხედავდი....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები