ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ისევ ის ვარ
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
11 დეკემბერი, 2009


უნივერსიტეტელი გოგონა, როინ აბუსელიძე და ბექა ახალაია.

  ლექციებს შორის შესვენება იყო და თამუნასთან ერთად უნივერსიტეტის მეხუტე კორპუსში თავისუფალ აუდიტორიას ვეძებდი. როგორც იქნა მივაგენით მაგრამ ჩვენსავით რამოდენიმე გოგო ეძებდა და რადგან ერთმანეთს ხელს არ ვუშლიდით ყველა ერთ აუდიტორიაში მოვთავსდით.

  ღერი სიგარეტის თანხლებით ვუყვებოდით მე და თამუნა სიახლეებს. უცებ პოეზიის ხასიათზე დავდექი და-

მე შემიძლია გინახულო თავსხმა წვიმაში,
ხარბად გაკოცო,ისე რომ არ მომერიდება,
დაღლა მუხლამდე ავიწიო,როგორც გამაში,
ვნება კი თავში ამივარდეს,როგორც დიდება.

-ვთქვი ნახევრად ღიმილიანი ფიქრით...

შორს,მწვერვალები თოვლისაგან ღარიბდებიან,
მარტი ხან სულაც გიჟია და ხან აბეზარი,
ეს ორი დღეა,მშვენიერი ამინდებია,
რად არ გნახულობ,საკვირველი აი ეს არი!

-გააგრძელა თამუნამ. პოეზიით გაიჟღინთა ჰაერი და უცბათ შევამჩნიეთ რომ "შემოკედლებული მდგმურები" განაბულები უსმენდნენ ჩვენს "პოეზიის ორ წუთს"...

უხერხულობის გასაფანტად სპეციალობა და მიმართუება ვკითხე სად სწავლობდნენ, ინგლისურის ფილოლოგები ვართო გვითხრეს. ერთმე ცოტა მორიდებით მკითხა ვის ლექსებს კითხულობდიო?
-ბექა ახალაიას ლექსი იყო თანამედროვე ქართველი პოეტია გაგიგია?
-არა... დანანებით დაფიქრდა გოგონა.
-მე თანამედროვე ავტორების 2 ლექსი ვიცი მაგრამ ის აღარ ვიცი ვისებია.
-თუ გახსოვს მითხარი და იქნებ ჩვენ ვიცოდეთ?-ჩაერია თამუნა.

"ჩემი ცოლობის დაგადგამ უღელს,
გაუბედურებ,ვიცი და მაინც...
რადგან სიცოცხლე არაფრად მიღირს,
ვერ ვითამაშებ სიკვდილთან ყაიმს.

ვიცი წავაგებ ომსა და რბოლას,
ადრე მომელის სამარე ცივი,
მხოლოდ იმიტომ მოგიყვან ცოლად,
რომ მერე გერქვას შენ ჩემი ქვრივი"  -ერთი ესაა და მეორე:

ჩემი ნენე და დედაშენი

დედაშენი -
რვა ნომერ კენტს აბოლებს,
ჩემი ნენე -
მჭადზე ასვამს ჯვარებს,
დედაშენი -
შარვლით ტაძარს ამდორებს,
ჩემი ნენე -
ჩადრში მალავს ხატებს.

დედაშენი -
მერსედესით დადის და
ჩემი ნენე -
მიუძღვება გუთანს,
დედაშენს ჟა დორეს სუნი ასდის და
ჩემი ნენე ბალახის სუნს სუნთქავს.

თქვენთან როცა რიჟრაჟია მაშინ
ჩვენთან უკვე სულის ორთქლი დგანა,
ბილბორდები გიშრიალებთ - ქარში -
ჩვენს სოფელში იბურძგლება ყანა.

დედაშენის ვარცხნილობა კარე,
ჩემი ნენე წელზე იშლის დალალს,
ლეჩაქიდან მხოლოდ თვალებს აჩენს,
დედაშენი მხოლოდ თვალებს მალავს...

ჩემი ნენე წარსულიდან ხვნეშის,
დედაშენი ევროპულად ოხრავს,
თქვენთან ახლა მოდაშია სექსი,
ჩვენთან ბავშვი კვლავ წეროებს მოჰყავს.

დედაშენი ეშმაკის გზას იბედებს,
ჩემი ნენე სამოთხის გზას გაშლის,
დედაშენი თორმეტ აბორტს იკეთებს,
ჩვენ კი უკვე თორმეტნი ვართ სახლში.

ვფიქრობ ასე, ვსლუკუნებ და მტკივა,
სურვილები განცდებს ვეღარ მართავს,
დედაშენი - ქართველ ქალის სახე?!
ჩემს ნენეს კი ეძახიან თათარს!...

გაშტერებული ვუყურებდი, ეს გოგო ნეტა "ჩვენებზე" ლაპარაკობს მართლა? ნეტა მე მომესმა თუ მართლა ასე თქვა?
-და არც ერთის ავტორი არ იცი?
-არა სამწუხაროდ თქვენ იცით?
კი რა თქმა უნდა ერთერთ მათგქნს ვიცნობ პირადად, მეორეს ვირტუალურად. ერთერთ ლიტერატურულ საიტზე აქვეყნებენ თავის ლექსებს, საღამოები აქვთ მოკლედ იქ დუღს ლიტერატურული ცხოვრება საინტერესო, სასიამოვნო და სახალისოცაა ხანდახან.
-საიტის მისამართს დამიწერთ?
-კი როგორ არა. საიტი დავუწერე მე და თამუნა გაშტერებულები ვიყურებდით ერთმანეთს, საიტელებმა ვიცით ერთმანეთი მაგრამ სხვებმა თუ იცოდნენ ლექსები და ავტორები არ იცოდნენ ვინ იყვნენ ამას ვერ წარმოვიდგენდი.

აი ხალხო რატომ გვჭირდება ლიტერატურული კაფე-სალონი, დავდგეთ ერთად და გავაცნოთ ხალხს არა მარტო ლექსები თავად ამ ლექსების ავტორებიც. შევიკრიბოთ არა ერთმანეთისათვის არამედ მკითხველისათვის. ნუთუ მხოლოდ მე მაწუხებს ეს პრობლემა? იქნებ დამეხმაროთ ეკონომისტი მესაჭიროება ლიტ კაფე-სალონის ბიზნეს გეგმის დასაწერად და ათასი წვრილმანი, მხოლოდ ჩემთვის ხომ არ მინდა იქნებ დამეხმაროთ?..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები