ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მ ა რ ი
ჟანრი: პოეზია
11 დეკემბერი, 2009


39.9

როცა ავად ვარ,
თითები ისე მეცრიცება, მეშინია ნივთებს შევახო.
ალბათ ამიტომ გულზე ვიწყობ
და ველოდები :
ექიმი აგვიანებს, სასწრაფო უფრო ჩქარია.
როცა ავად ვარ, ჩაისთან ერთად წიგნი შემოაქვთ.
თითო ამბავი მეკობრეზე თითო ყლუპს უდრის
და ოთახებში ნიჟარები მეჩვენებიან.
“დაგიწევს მალე  და გაგივლის”-მამშვიდებს ასე
ხმამაღლა ფიქრობს ფერმკრთალი დედა
მუჭა აბებს კი კვლავ იმედივით ყლაპვა სჭირდება :
ეს ტკივლისთვის,
ეს -ხველისთვის,
ესეც -სიცხისთვის,
ამ დროს ყოველთვის ცრემლი მომდის მარცხენა მხრიდან
და რეცეპტები  ჩემს ოთახში თაროებს ავსებს.
მე ისევ,ვწევარ.
აღარ ველი უკვე არაფერს.
ჩაბღუჯული მაქვს ნიჟარები-გავანამდვილე.
არ მეშინია გაცრეცილი ჩემი თითების,
არც ამბებს ვითხოვ, რომ ეს მწკლარტე ჩაი დაატკბოს.
ვწევარ და ვითვლი ფანჯარასთან მდგომ ალვის ხეებს.
სიცივე უფრო ახლობელი გახდა შეგრძნება.
საწოლთან დედა დგას და მესმის ჩუმად მეძახის.
მე აქ აღარ ვარ , ამიტომაც ვეღარ ვპასუხობ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები