 | ავტორი: მათე ჟანრი: პროზა 16 დეკემბერი, 2009 |
თავი მეცხრე
მაინც რა ღირს ჩვენი თავისუფლება?...... ვინ და როდის დაითვლის სულთა გადაფრენებს?... გულის ატაცებას?.... მოციმციმე თვალთა.?.... ...... და ის საოცარი განცდა.... გახსოვს?... ,,ქართველი ხალხის სახელით, საქართველო ცხადდება დამოუკიდებელ სახელმეწიფოდ!’’ ...არა და არ გამოჩნდა მოსე....არა და არა...ალბათ, წავიდაო სხვაგან ის კაცი, ჩვენ რომ გამოგვიყვანა ეგვიპტიდან......ჩვენ კი ღმერთი გვინდა! გადაგველია თმენის ძალა..... აი, შემოგწირავთ ოქროსა და ძვირფასეულობას, რაიც წამოგვიღია ეგვპტიდან და გაგვიკეთე კერპი!.... ..... ....ნურცა ეთაყვანო კერპთა...ნურცა მსახურებდე სხვათა....
...და რა გვეგონა?.... რა იყო თავისუფლება.....ეს?.... ....... და იგივე თავისუფლების სახელით რა.... არ დავერიეთ ერთიმეორეს თბილისის ქუჩებში და ლამის სულ არ გავჟუჟეთ ერთმანეთი?..... და ის იანვრის ღამე..... გაიქცა!...წავიდა!...თავისუფალნი ვართ!.. ვისგან?... ან რისგან?....ვიცოდით?....ნეტავი, როდის უფრო ვიყავით თავისუფალნი, ახლა, .... თუ მაშინ, ჩვენი სათაყვანო კერპი საქართველოს დამოუკიდებლობას რომ გვიცხადებდა და შეფრფინვით რომ ვუსმენდით?...... ..... ....ნურცა ეთაყვანო კერპთა...ნურცა მსახურებდე სხვათა....
.......და გაუკეთა ოქროს ხბო აარონმა..... .......და შესწირეს თავიანთი უმანკო წულები კერპს... .......და ანთხიეს სისხლი და შექმნეს როკვა უსაზმო.... ..... და იყო კბილთა ღჭენა და ხორხოცი...სმა და რყვნა..... ....ნურცა ეთაყვანო კერპთა...ნურცა მსახურებდე სხვათა....
და რომ წავიდა, გაგვეცალა ....,,თავისუფლებით’’ თავბრუდახვეულთა.... შვებით ამოვისუნთქეთ ტელევიზორებთან მოფუზულმა მონებმა, რადგან დამთვრდა ეს საძაგელი ძმათა ომი და..... მადლობა ღმერთს, ისე, რუსთაველზე ნასროლი მოხეტიალე, ბრმა ტყვია ჩემს დას კი არა, სულ სხვას მოხვდა სადღაც, რესპუბლიკურთან......
მოსე.... რომ დავბრუნდი...რაღა მექნა?...კვლავ სასჯელი- განსაწმენდელი, რომ გონს მოსულიყო, მონათა მოდგმა...კვლავ სისხლით ზღვევა...ფილებიც ხომ მაშინ დამემტვრა, განრისხებულს, ეს ხბოსთან მროკავი მონათა ბრბო რომ ვიხილე...და რა?.... და განა სასოდ მყავდა ვინმე, გარდა უფლისა?....
.....და მერე?...მერე ტყე-ღრეში ვდიეთ ჩვენივე კერპს მოსაკლავად და ..... ბოლოს კიდეც მოვკალით.... ..... ....ნურცა ეთაყვანო კერპთა...ნურცა მსახურებდე სხვათა....
...და გაუთენებელი ღამეც ხომ დაგვიდგა.... შიმშილობა.... უსაქმურობა... სხვის სამსახურად გარდახვეწა და... უშუქობა.... ამ კოსმოსური რაკეტების საუკუნეში... მიწისძვრა და წყალდიდობებიც ხომ ზედ დაგვერთო... რა ქნას უფალმა?...მაშ, რით დაიხსნას ულოცველი ჩვენი სულები ცოდვათაგან... ტანჯვით თუ გაგვწმენდს, მარად უძღებთა...სხვა გზას ვერ ხედავს..... და ყველაზე ძვირფასსაც ვკარგავთ.... მიწას! ....თუმც მაინც ყურზედ გვძინავს უზრუნველ საპყართ უნამუსოდა..... ..... ....ნურცა ეთაყვანო კერპთა...ნურცა მსახურებდე სხვათა....
...ვარდისფერ ბურთულებს უკვე არც ისე ხალისით ვუმზერ.... ძველ ულოცველ დროს მაგონებს და იმიტომ.... ბავშვობა ყველას უყვარს და ენატრება, მაგრამ....ეს მონატრება უფრო განცდებისაა, ვიდრე დროისა.... გრძელი ზაფხულებისა და კიდევ იმისა... შენ შინ რომ ბრუნდები და ბებო რომ სოფელში რჩება უშენოდ ...და გეკუმშება და გეკუმშება გული ....ასე გგონია უსასრულოდ..... გზაში ხეებს, ქვებს , ფოთლებს, და ყველა პაწია ბორცვსა და ელექტრო ბოძსაც კი ეთხოვები გულში და....აი, კიდევ ერთი ხე, კიდევ ერთი ბუჩქი...კიდევ ერთი გზისპირა სახლი.... სადღაც რომ გაიქცა უკან, ბებოსთან და რომ გშურს იმისი, მართლა გშურს, რადგან ის ახლა უფრო ახლოსაა ბებოსთან, ვიდრე შენ..... ......ჰოი, უდარდელო გულისფრიალო, მაშინდელო და..... ბებოს ვერშელეულო სევდავ... ნეტავი, შენ.....
....ეს სატელევიზიო რევოლუციაც ხომ არც ისე შორს იყო.... ვარდნაბანი შადრევანითა... ჩაის დალევაც ვერ მოვასწარი..... ისე განქარდა და...... ........კვლავ რუსთაველზე მერამდენედ გვწამლავენ გაზით......ტყუილებით.....დემოკრატიის გამარჯვებით, დემოკრატიის სახელდადებით......... ..... ....ნურცა ეთაყვანო კერპთა...ნურცა მსახურებდე სხვათა.... .....თბილსი დაიცალაო, ასე ამბობდნენ.... და ხელაკანკალებული ლტოლვილების ცრემლდაწურული თვალები... ფეხსაცმელებია?..... ნეტავ, რა ზომისაა?...და ოხ..ეს ბალღამი უსუსურობის გკაწრავს და წამით..... ყვითელავტობუსებიანად შუა ტრასაზე მიქროდა ჯარი..... არ გამაბოროტო, უფალო!...არ გამაბოროტო!..... ....და მერამდენედ ტრიალდებოდა დაჭრილების გამოსაყვანად, არ ახსოვდა..... დაჭრილების და მიცვალებულების..... ბიჭები ლომებივით არიან,დე, ნუ გეშინიათ, კარგადა ვართ.... ჭამა? კაი, რა ....მორჩა, პოზიციაზე გავდივართ და ვთიშავ, თვითონ დაგირეკავ......
სოკოებივითაა.... იცით? სახლები სულ ერთნაირი.....ერთ მანძილზე...უხეოდაა...გეტოსავით? არა, თუმცა არც კი ვიცი, ეგ რა არის, კინოებში მინახავს ადრე........ და ეს სახლები, სულ ტყუპებივით, უჩრდილონი, დაკარწახებულნი მიჰქრიან სადღაც.... შორს, შორს...ოღონდ, არა ბებოსთან ...არა, სამწუხაროდ.... ყივაჩღი რომ შემოგვესია და ყველაფერს რომ ვუთმობდით ძალას .... და რომ ვერ გაძღა მისი მუცელი, ბელტიყლაპია..... ტყეებდამწვარი ბორჯომი და გორი მოგვთხოვა...... და ეს გველეშაპიც ...მეწამული ზღვა ურწმუნობის, თავზე წაგვადგა.... .....ნურცა........ ნურცა..... ხმა აღარა მაქვს........
......ვარდისფერი ბურთულებით თამაში არა, არ გწყინდება. მოსე ზის შენს წინ.რაღაც უცნაურად დამშვიდებულია. უკვე ყველაფერი გადაწყდა. მე? არა.....მეც სხვებივით დავისაჯე... აღთქმულ მიწაზე ფეხი ვერ შევდგი..... .....გშურდა გვიან გაჩენილების? ....არა. უბრალოდ .... სევდიანად აუელვარდა მწვანე თვალთა დიდი გუგები.
2009 წელი. 15 დეკემბერი. (I ნაწილის დასასრული)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. ჩვენი გაგიჟება გადაწყვიტე, ერთხელ და საბოლოოდ?! 5 ჩვენი გაგიჟება გადაწყვიტე, ერთხელ და საბოლოოდ?! 5
14. :)
,,არაფერია ადამიანის გარეთ ისეთი,რასაც მასში შესვლით შეეძლოს წაბილწვა.არამედ რაც ადამიანისგან გამოდის,ის ბილწავს ადამიანს" \მარკოზი\
უცნაურად მომწონს,როგორც წერთ,მრავალწერტილების მიუხედავად :) :)
,,არაფერია ადამიანის გარეთ ისეთი,რასაც მასში შესვლით შეეძლოს წაბილწვა.არამედ რაც ადამიანისგან გამოდის,ის ბილწავს ადამიანს" \მარკოზი\
უცნაურად მომწონს,როგორც წერთ,მრავალწერტილების მიუხედავად :)
13. მათე , რა ვქნა ეომ მგონია , რომ გაგრძელება გვჭირდება. რომანსა და დასასრულს შორის ცაამატე "1-ლი ნაწილის: და უფრო ჭყნარად ვიქმენი, აი , გდავიკიოთხე და რამდენი შეცდომები მქვს ხედავ? ეგ მაგის ბრალია:) ვამბიბ . რომ ძაან მაგრა ჭერ , რაღაცნაირად ხატებით რაც ძაან მომწომსდა მხინლავს.:) მათე , რა ვქნა ეომ მგონია , რომ გაგრძელება გვჭირდება. რომანსა და დასასრულს შორის ცაამატე "1-ლი ნაწილის: და უფრო ჭყნარად ვიქმენი, აი , გდავიკიოთხე და რამდენი შეცდომები მქვს ხედავ? ეგ მაგის ბრალია:) ვამბიბ . რომ ძაან მაგრა ჭერ , რაღაცნაირად ხატებით რაც ძაან მომწომსდა მხინლავს.:)
12. აქ აუცილებლად დავბრუნდები და გულდასმით წავიკითხავ..ეხლა უბრალოდ ბარბარობას გილოცავ მაიკო... მრავალს დაესწარი...
აქ აუცილებლად დავბრუნდები და გულდასმით წავიკითხავ..ეხლა უბრალოდ ბარბარობას გილოცავ მაიკო... მრავალს დაესწარი...
11. მოგიკითხე მაია :) მოგიკითხე მაია :)
10. ჯერ არ ველოდი დასასრულს!!! ალბათ მე მსურდა ასე!!! უძლიერესი მხატვრულობა ნაწარმოების!!! შემოქმედის ფუნჯი იწვნია ფურცელმა!!! შექმნა ფერწერული რომანი!!!
ავტორი იმოსება ასოებით!!! სიტყვა იმოსება ავტორობით!!!
უღრმესი მადლობა შენ ამისთვის!!! გაიხარე შენა!!! ყოჩაღ უმშვენიერესო და სათნო ადამიანო!!! კარგი ხარ!!! შემოგევლე შენა!!!
ჯერ არ ველოდი დასასრულს!!! ალბათ მე მსურდა ასე!!! უძლიერესი მხატვრულობა ნაწარმოების!!! შემოქმედის ფუნჯი იწვნია ფურცელმა!!! შექმნა ფერწერული რომანი!!!
ავტორი იმოსება ასოებით!!! სიტყვა იმოსება ავტორობით!!!
უღრმესი მადლობა შენ ამისთვის!!! გაიხარე შენა!!! ყოჩაღ უმშვენიერესო და სათნო ადამიანო!!! კარგი ხარ!!! შემოგევლე შენა!!!
9. მოკითხვა მათეს :) მოკითხვა მათეს :)
8. ამ პარალელებს მეც წარსულთან მივყავდი... მარგარიტა;;) მიყვარხარ ამ პარალელებს მეც წარსულთან მივყავდი... მარგარიტა;;) მიყვარხარ
7. მოგიკითხე მაი მთელი სითბოთი:) მოგიკითხე მაი მთელი სითბოთი:)
6. მოგიკითხე მათე. :) 2 მოგიკითხე მათე. :) 2
5. და ის იანვრის ღამე.....
ტკივილიანი და ღრმად ჩასაფიქრებელი! მე მახსოვს ბევრი რამ იმ თავისუფლების! გისურვებ სიხარულს! 55555 და ის იანვრის ღამე.....
ტკივილიანი და ღრმად ჩასაფიქრებელი! მე მახსოვს ბევრი რამ იმ თავისუფლების! გისურვებ სიხარულს! 55555
4. კიდევ ერთი ბუჩქი...კიდევ ერთი გზისპირა სახლი.... სადღაც რომ გაიქცა უკან, ბებოსთან და რომ გშურს იმისი, მართლა გშურს, რადგან ის ახლა უფრო ახლოსაა ბებოსთან, ვიდრე შენ.....
და ეს სახლები, სულ ტყუპებივით, უჩრდილონი, დაკარწახებულნი მიჰქრიან სადღაც.... შორს, შორს...ოღონდ, არა ბებოსთან ...არა, სამწუხაროდ....
მიყვარხარო მათე მაია...ძალიან ძალიან...555555555555
უკვე მერამდენედ შეტრიალდა დაჭრილების გამოსაყვანად არ ახსოვდა..... დაჭრილების და მიცვალებულების..... ერთი ფრაზით ნათქვამი...უსაშველო ტკივილი... რა კარგად აცოცხლებ ჩვენს ამ წუთობას... ამ წამობას და რა კარგად აბამ ძველთან...უძველესთან კონტაქტს..555555555. კიდევ ერთი ბუჩქი...კიდევ ერთი გზისპირა სახლი.... სადღაც რომ გაიქცა უკან, ბებოსთან და რომ გშურს იმისი, მართლა გშურს, რადგან ის ახლა უფრო ახლოსაა ბებოსთან, ვიდრე შენ.....
და ეს სახლები, სულ ტყუპებივით, უჩრდილონი, დაკარწახებულნი მიჰქრიან სადღაც.... შორს, შორს...ოღონდ, არა ბებოსთან ...არა, სამწუხაროდ....
მიყვარხარო მათე მაია...ძალიან ძალიან...555555555555
უკვე მერამდენედ შეტრიალდა დაჭრილების გამოსაყვანად არ ახსოვდა..... დაჭრილების და მიცვალებულების..... ერთი ფრაზით ნათქვამი...უსაშველო ტკივილი... რა კარგად აცოცხლებ ჩვენს ამ წუთობას... ამ წამობას და რა კარგად აბამ ძველთან...უძველესთან კონტაქტს..555555555.
3. ძალიან მაგარი პარალელებია გავლებული... საოცრად ლამაზად, და ეს მრავალწერტილებიც საოცრად უხდება... 5555555 :) ძალიან მაგარი პარალელებია გავლებული... საოცრად ლამაზად, და ეს მრავალწერტილებიც საოცრად უხდება... 5555555 :)
2. არა არა არა ძალიან მაგარია....
მაინც რა ღირს ჩვენი თავისუფლება?......
არსებობს კი, რომ შევაფასოთ? თან გარშემო ისევ დგანან ძველი ძეგლები : ) არა არა არა ძალიან მაგარია....
მაინც რა ღირს ჩვენი თავისუფლება?......
არსებობს კი, რომ შევაფასოთ? თან გარშემო ისევ დგანან ძველი ძეგლები : )
1. ......ჰოი, უდარდელო გულისფრიალო, მაშინდელო და..... ბებოს ვერშელეულო სევდავ... ნეტავი, შენ.....
საოცარი და ფიქრიანი ადამიანი ხარ შენ , მაიკოო :-*
სოკოებივითაა.... იცით? სახლები სულ ერთნაირი.....ერთ მანძილზე...უხეოდაა...გეტოსავით? არა, თუმცა არც კი ვიცი, ეგ რა არის, კინოებში მინახავს ადრე........
მე კი საკონცენტრაციო ბანაკს მაგონებს... :(
......ჰოი, უდარდელო გულისფრიალო, მაშინდელო და..... ბებოს ვერშელეულო სევდავ... ნეტავი, შენ.....
საოცარი და ფიქრიანი ადამიანი ხარ შენ , მაიკოო :-*
სოკოებივითაა.... იცით? სახლები სულ ერთნაირი.....ერთ მანძილზე...უხეოდაა...გეტოსავით? არა, თუმცა არც კი ვიცი, ეგ რა არის, კინოებში მინახავს ადრე........
მე კი საკონცენტრაციო ბანაკს მაგონებს... :(
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|