 | ავტორი: ebraeli2 ჟანრი: იუმორისტული 22 აგვისტო, 2012 |
• გამარჯობა ექიმო. • გამარჯობა. საიდანღაც მეცნობი. • კბილი ამოვიღე ადრე თქვენთან. • აა, გამახსენდა, მერე რატო აღარ მოდიხარ? • რავიცი სხვა კბილი ჯერ არ ამტკიებია. • მოდი ხოლმე კაცო, რამეს გამოვნახავთ. ეხლა რამ შეგაწუხა? • ეხლა ყელი მტკივა. • ყველა პაციენტს რაღაცა სტკივა, ერთი ნორმალური არავინ მოსულა. რატო გტკივა ყელი, დილით უზმოზე ხო არ ჭამე საჭმელი? • არა. • გასაგებია. გააღე აბა პირი. • (აღებს) • ენა, კბილები, ყელი. მშვენიერი კომპოზიციაა. როგორ ხვდები რო გტკივა? • როგორ და ტვინით, ვგრძნობ რო მტკივა. • მე რო ვერა ვგრძნობ? • ექიმო ხო ხედავ, რო ყელი გაწითლებული მაქვს. • ხოო, მაგას არ დავკვირვებივარ, გააღე აბა პირი. • (აღებს) • კი წითელია. მარა აბა რა ფერი უნდა იყოს, მწვანე ხო არ იქნება?! • არა, ეს ძალიან წითელია და თან ძალიან მტკივა. რა უნდა ვნქა ექიმო? • რავიცი, დაანებე თავი, ყელია რა, რა უნდა მოუვიდეს. ხო არ გასივდება და ხო არ დამახინჯდება არა? დაანებე თავი და თავისით გაგივლის. • კარგი ექიმო, დაველოდები. მაგრამ რამე სავლები მაინც არ გამოვივლო? • რაო? სავლებიო? • კი. • გააღე აბა პირი. • (აღებს) • ოო, სავლები აუცილებელია. ყოველდღე გამოივლე წყალი. თბილი წყალი, დილას და საღამოს, ხო გაიგე? • კი გავიგე, ე.ი. მარტო წყალი? • კი, აუცილებლად მარტო წყალი. • არც სოდა და არაფერი არ უნდა ხო? • სოდა? გააღე აბა პირი. კაი ცოტა უქენი სოდა. სოდა უქენი აუცილებლად. სოდიანი წყალი გამოივლე ხშირად. ხო იცი თუ მორჩენა გინდა ექიმს უნდა დაუჯერო. • სოდიანი წყალი და მეტი არაფერი ხო ექიმო? • ხო მეტი არაფერი, ყელია რა, მეტი რა უნდა მოუვიდეს, ხო არ გაიბერება და ხო არ გადმოვა არა პირიდან? • რავიცი, მაგალითად ადრე იოდსაც ვურევდი ხოლმე და ცოტა მარილს. • ხო აბა? ეგ აუცილებლად. სოდიან წყალში, გაურევ ცოტა იოდს. აბა მაგის გარეშე სოდა ვის გაუგია, ხო იცი როგორც უნდა? • კი, ვიცი, მე არ გითხარით?! • ხოდა რო მითხარი მიხედე საქმეს. • და მარილი არ უნდა ხო? • მარილი არა ხახვი მოშუშე ბარემ, რად უნდა მარილი. • კარგი, ყველაფერს მივხედავ და კვებას თუ აქვს რამე მნიშვნელობა? • არა კაცო, რაც გინდა ის ჭამე, ნუ ეხლა მთავარია დიდი რაღაც არ შეჭამო რო ყელში არ გაგეჩხიროს. • ხო ეგ თავისთავად. და ცივი საჭმელებიც შემიძლია ვჭამო? • კი აბარა, გააცხელე და ჭამე. აბა ხო არ გადაყრი? • რავიცი ექიმო, ძალიან მტკივა და მეგონა რამე ანტიბიოტიკს დამინიშნავდით. • ანტი რაო? • ანტიბიოტიკს. • ანტიბიოტიკი, ანტიბიოტიკი. გააღე აბა პირი. რომელ ანტიობიოტიკზეა ლაპარაკი? • მაგალითად აუგმენტინი, რავიცი. • აუგმენტინი, აუცილებლად. მაგის გარეშე ყელი არ მორჩება, მაგასთან ხუმრობა არ შეიძლება. ხო იცი ყელი ყელს ბანს. • კი, კი ვიცი და რამდენჯერ უნდა დავლიო დღეში? • რავიცი, რამდენჯერაც გინდა დალიე. აგტკივდება დალიე, აგტკივდება დალიე, რა პრობლემაა. ანტიბიოტიკზე არ არის ეგრე შეზღუდული. • კი მაგრამ ექიმო, მე აუგმენტის ვსვამდი და იქ ეწერა რო დღეში ორჯერ უნდა დალიო მეტჯერ არ შეიძლებაო. • ხო, იქ როგორც წერია ეგრე დალიე. მაგაზე არ არის შეზღუდვები. • და ჭამის მერე დავლიო თუ ჭამის წინ? • რავიცი, როდის გირჩევნია? • ჩემზეა დამოკიდებული? • აბა ვისზე უნდა იყოს, ავადმყოფი შენა ხარ, შენ უნდა მორჩე, მე ხო არ დავლევ არა? მიდი და შენც ერთი ჭამის წინ დალიე - ერთი ჭამის მერე, რამე რო არ შეგვეშალოს. • კარგი ექიმო, ყველაფერი გავიგე. კონსულტაციის რამდენია გადასახდელი? • დაზღვევა გაქვთ? • კი. • მაშინ ასი ლარი. • და დაზღვევის გარეშე რამდენი იქნებოდა? • იგივე ასი ლარი. აქ დაზღვევები არ არის, აქ დაზღვევა მაგარი გვკიდია. • კი, მაგრამ ასი ლარი რა ამბავია, ნამუსი არ გაქვთ? • რას ჰქვია რა ამბავია, ამდენი მალაპარაკე, ამდენი წამალი ჩამოგიწერე, ამდენს მოხუცებს არ ვუწერ, იცი შენ?! • შენ რა ჩამომიწერე, სულ მე გიკარნახე ყველაფერი. • შენ რო მიკარნახე იმიტოა ასი ლარი, აბა არ გეკარნახა და ხმა არ ამოგეღო? აბა არ მოსულიყავი? რამდენი ლარი იქნებოდა რო არ მოსულიყავი? • ნოლი ლარი. • ოოო, გამარჯობა შენი. • ვაი შე საცოდავო, შენც თუ ექიმი გქვია რა, ექიმი კი არა სუფთა აფერისტი ხარ. • რატო ვარ აფერისტი, ის კბილი ხო კარგად ამოგიღე? • კი, კარგად ამომიღე, ძალიან კარგად ამომიღე. ეხლაც მტკივა ის კბილი, რომელიც შენ ამომიღე. • ეგრეა აბა, კბილია ის ხო არის, ხო არ გამოვა და ხო არ გაფრინდება არა?! და ხელს ხო არ დაგიქნევს როგორა ხარო?! • მომეცი, მომეცი ეგ ქვითარი, ეხლა გადავიხდი და სხვა დროს ჩემი ფეხი აღარ იქნება აქ. • კი ბატონო აიღეთ ეს ქვითარი, ჯერ კარდიოლოგთან შეიტანეთ ხელმოსაწერად. და მერე სალაროში. • უფფფ. დეგენერატი. • რაო? დეგენერატი ანუ ადამიანი, რომელსაც დეგენერაციის, ფიზიკური ან სულიერი გადაგვარების ნიშნები აქვს? რაა? ვის ეუბნები შე უკბილო შენ, მოდი აქ!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. იუმორისტული გაცილებით კარგად გამოგდით, ვიდრე ლექსები. პატივისცემით, იუმორისტული გაცილებით კარგად გამოგდით, ვიდრე ლექსები. პატივისცემით,
6. დიალოგის ბოლო ნაწილი არ მომეწონა, (კი არადა) მეზედმეტა. სულ ღიმილით ჩავიკითხე, დილა მშვიდობის! დიალოგის ბოლო ნაწილი არ მომეწონა, (კი არადა) მეზედმეტა. სულ ღიმილით ჩავიკითხე, დილა მშვიდობის!
5. ვიხალისე ძალიან,ვაი ამნაირი ექიმს :)) მეც ვუთხარი ამ ზაფხულს ერთ ექიმს ,ნემსი ხომ არ გავუკეთო მეთქი,ანტიბიოტიკი და კიო....გეტყვიან აფთიაქშიო,რა ,როგორ და რამდენჯერო ....ჰაჰაჰა ვიხალისე ძალიან,ვაი ამნაირი ექიმს :)) მეც ვუთხარი ამ ზაფხულს ერთ ექიმს ,ნემსი ხომ არ გავუკეთო მეთქი,ანტიბიოტიკი და კიო....გეტყვიან აფთიაქშიო,რა ,როგორ და რამდენჯერო ....ჰაჰაჰა
4. ავტორი: ebraeli2 ჟანრი: იუმორისტული ჩემი შეფასება: 4 ავტორი: ebraeli2 ჟანრი: იუმორისტული ჩემი შეფასება: 4
3. დილით უზმოზე ხო არ ჭამე საჭმელი :)))))))))))))
კიდევ რამოდენიმე ფრაზაზე გამეცინა...
+3
დილით უზმოზე ხო არ ჭამე საჭმელი :)))))))))))))
კიდევ რამოდენიმე ფრაზაზე გამეცინა...
+3
2. ოო.,ასე არ ჯობია?!დაწერს ადამიანი შენ გაიცინებ.კაია.მომეწონა ზალიან
+2+ ოო.,ასე არ ჯობია?!დაწერს ადამიანი შენ გაიცინებ.კაია.მომეწონა ზალიან
+2+
1. აქტუალური თემა - საყოველთაო დაზღვევის ამოქმედების ზღვარზე. ექიმი როგორ მეცნოო!;)) და სტილიც მეცნო, ოღონდ რატომ და საიდან, ვერ ვიხსენებ. ოჯახის წევრებიც გავახალისე:)) აქტუალური თემა - საყოველთაო დაზღვევის ამოქმედების ზღვარზე. ექიმი როგორ მეცნოო!;)) და სტილიც მეცნო, ოღონდ რატომ და საიდან, ვერ ვიხსენებ. ოჯახის წევრებიც გავახალისე:))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|