ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნაპერწკალი;
ჟანრი: პოეზია
19 დეკემბერი, 2009


  ჩამოტვირთვა

მოდი,თორემ ისევ წყვდიადი მითვისებს

გააღე სარკმელი, სინათლე მაჩუქე,
თითებით შემეხე გათოშილ თითბზე,
დახეთქილ ტუჩებზე დამედე მალამოდ
მოდი,გეხვეწები!მოდი და მიშველე!
ნახატში ათასფერ ფერებად დამფანტე,
წლებისგან არეულ დროში კვლავ  მიპოვე,
წამები ,წუთები დარაჯად დამდგარან,
სიბნელეს აჯობე!გთხოვ გამომიტაცე!
მოდი, კვლავ დამბადე შენს გაშლილ მკლავებში
გაფანტულ ნაბიჯებს თავი მოუყარე,
ჩუმად მიჩურჩულე ,რომ ჩემით არსებობ,
მოდი, თორემ ისევ, წყვდიადი მითვისებს....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები