ავტობიოგრაფიის ვარიანტის იდეა, რომელიც მაშინ დამებადა, როცა რომელიღაც ლიტ.კონკურსის პირობას ვეცნობოდი (მათ ვისაც აინტერესებს)
მე თებერვალში დავიბადე. საოცრად თოვდა თურმე. იმის შემდეგ 6 თებერვალს ვითვლი, 23 წელია არ მოუთოვია ამ რიცხვში.
ადრე...
ქერა დავიბადე, სულ თეთრი, დიდი, ლურჯი თვალებით. უკვირდათ, არც დედას ვგავდი და არც მამას, თუმცა რომ გავიზარდე მამას დავემსგავსე მაინც. თმა გამიმუქდა, თვალები- გამიმწვანდა. თავიდან ასე ვლაპარაკობდი "იოკოი-იოკოი, ტოკაი-ტოკაი" (იყო რაღაც საერთო მე და იაპონიას შორის), შემდეგ ასე ვმღეროდი: დუდაა-დადუუ... შემდეგ იმდენს ვტიროდი, რომ იოგები დამიზიანდა და 6 წლამდე ხმა სულ ჩახლეჩილი მქონდა, არც ეგონათ თუ გამომისწორდებოდა. შემდეგ უკვე ყველაფერს ვმღეროდი, სმენაც აღმომაჩნდა, ხმაც და თქვენ წარმოიდგინეთ,- სინდისიც... მხიარული სულ ვიყავი, ახლაც ვარ. დედა პეპელას მეძახის დღემდე. ხან ფრთაფარფატა ვარ, ხანაც ჭრელი, მაგრამ პეპელა ყოველთვის. უცნაურობები თავიდანვე მჭირდა. 4 წლის ასაკიდან ვიმახსოვრებდი სიტყვებს, რომლებიც მაგონებდა ინგლისურ ჟღერადობას, ვვარჯიშობდი ყოველ დილით "Утро"-სთან ერთად, ვარჯიში კი ყოველთვის, მთავრდებოდა ჩემი სიტყვებით : "ნაჩილა კოსტა, სიბო ვამ დობრავა" (პირველი ნაწლის მნიშვნელობაზე დღემდე ვფიქროთ ოჯახში, ნეტავ რას ვგულისხმობდი?). არ მიყვარდა თოჯინებით თამაში. უაზრობად მიმაჩნდა: დააძინე, ააყენე, აჭამე, ჩააცვი, დავარცხნე, ისევ დააძინე და თანაც რა?- პლასტმასის ნაკუწი... ამიტომ მე უფრო ჩემი დით ვთამაშობდი ხოლმე, ვაძინებდი, ვაყენებდი, ვვარცხნიდი, ვაცმევდი, დედას საღებავებით ვღებავდი. მახსოვს, ერთხელ, სახატავი საღებავებით შევიღებეთ, შემდეგ მე ალერგია აღმომაჩნდა და უფრო დიდხანს ვიწექი საწოლში, ვიდრე მოველოდი.
სახლი, რომელიც მექნება...
მანდარინი მიყვარდა. ჩემ მარადიულ ოცნებად რჩება პატარა სახლი მანდარინებისგან! სადმე მოშორებით მსურს დავსახლდე: დიდი სტაფილოსფერი მანდარინებით აშენებული მანდარინისფერი სახლი, მრგვალი ფანჯრებით და პატარა საკვამურით. ჩემი სახლი მოძრავია, დაგორავს, სადაც გინდა იქ წაიღებ და როცა გინდა მაშინ გადაადგილდები. საოცარი სურნელი აქვს და იქ არასოდეს ღამდება... ბავშვობაში მოვინდომე აშენება... მაშინ იმდენი მანდარინი ვჭამე, რომ მოვიწამლე და მას შემდეგ ხუთი წელი ვეღარ გავეკარე. მე აუცილებლად მექნება მანდარინის სახლი...
ყულაბა...
ბუშტები მიყვარდა. ბევრი ბუშტი. ფერადი, ერთი ზომის და ფორმის, აი, ისეთები ჩემ ბავშვობაში რომ იყიდებოდა გმირთა მოედანზე, ვარდისფერ ბატი-ბუტთან ერთად. ერთხელ, მამამ ყულაბა გვიყიდა, მე და ჩემს დას, ცალკ-ცალკე (სულ ასე იცოდა, ყველაფერს ორს ყიდულობდა და ერთნაირს, უბრალოდ ფერით სხვადასხვას. არა მამა არ ყოფილა კომუნისტი, იგი თვლიდა, რომ ჩვენ უნდა გვქონოდა ის სათამაშო, რომელიც არასოდეს გახდებოდა ჩხუბის მიზეზი, მე მომწონდა მამას ეს გადაწყვეტილება). გვიყიდა "მიზანი" და დავიწყეთ ფულის შეგროვება. ყოველ საღამოს ვეტუზებოდი მამას შემოსვლისას და ვთხოვდი ხურდას. მამა მიყრიდა პატარა მუჭში, შემდეგ მეუბნებოდა: "გაუყავი სოფოსაც"... მე კი ვპასუხობდი: " უკვე ჩავყარე ყულაბაში, ვეღარ ამოვიღებ"... ამ დროს ჩუმად ვმალავდი ხურას ხელში... მამა კი ქაღალდის ფულს იღებდა და სოფოს უწვდიდა, ჩემ დასანახად. მაშინ გული მწყდებოდა, ახლა ვხვდები, რომ სწორი იყო მამა. ერთხელ ნასვამი მოვიდა და მკითხა: "მა, რა უნდა იყიდო შენი ფულებით?"... თვალები გამიფართოვდა და ხელებით დავიწყე ახსნა: "აი, მა, ხომ იცი, ცირკთან დიდი ბუშტები რომ იყიდება?! ყველა ბუშტი უნდა ვიყიდო, გადავაბა და ცაში გ ა ვ ფ რ ი ნ დ ე!!!"... ბოლო სიტყვაზე ავხტი. მამას გაეცინა, ჯიბიდან ქაღალდის ფული ამოიღო და ყულაბაში ჩატენა, თან გამაფრთხილა: "ოღონდ შენს დას არ უთხრა"... "ჰო, არ ვეტყვი",- ჩავიჩურჩულე მე და სოფოს ყულაბას გავხედე... მაშინ მეგონა, რომ მამამ დამაჯილდოვა და ბოლომდე ვინახავდი ამ საიდუმლოს, ახლა ვხვდები, რომ ალბათ სოფოსაც ასე თხოვდა დუმილს. ჩვენ ძალიან გვიყვარდა მამა, არ გავთქვამდით...
მე ფული შევაგროვე ყულაბაში, მაგრამ მალე არეულობა დაიწყო და ბუშტების ყიდვა ვეღარ მოვასწარი. ცირკიც დაიხურა და ფულიც გაუფასურდა. დამრჩა ჩემი ყულაბაში ნაგროვები მანეთიან-კაპიკიანები. ჰოდა, დავდიოდით მე და ჩემი და "ბაზარში" და სათამაშოებისთვის საჭმელს ვყიდულობდით ჩემი საოცნებო ბუშტების ნაცვლად...
"საბუთობანა"...
ბავშვობიდან მიყვარდა ფურცელი და პასტა (კალამს არ დავწერ შეგნებულად)... სულ მეხარბებოდა დედას გაკრული ხელით, სწრაფად ნაწერი ,ლემაზი სიტყვები და წინადადებები. ვოცნებობდი მალე მესწავლა ასე წერა. ამისთვის შევქმენი თამაში- "საბუთობანა" ... მქონდა მამაჩემის ნახაზების დიდი პორტფელი და დავათრევდი გამომცემლობიდან დედას მოტანილ თაბახის ფურცლებს. ვიჯექი "სამუშაო მაგიდასთან", რომლის სიმაღლე ერთ მეტრს არ აღემატებოდა და "ვწერდი და ვწერდი": გაკრული ხელით დაკლაკნილ ხაზებს ვავლებდი ფურცლის კიდემდე, ბოლოში რომ გავიდოდი, ახალი ხაზიდან ვიწყებდი. ამ ყველაფერს ძალიან სწრაფად ვაკეთებდი რომ "საბუთები" სწრაფად "დამეხარისხებინა" და რამე მეღონა "საქმის წაარმატებისთვის". გვერდის დასასრულს, ბეჭდად ვასვამდი შავი საღებავის რგოლს და ჩემს ინიციალებს თ.კ. შემდეგ, მონდომებით ვაგროვებდი ფურცლებს საქაღალდეში და ჩებურაშკასთავიან ბორდოსფერი ტელეფონით, ჩემს ბიძაშვილს ვურეკავდი, რომ შემოსულიყო და"დოკუმენტები" გაეტანა.
მერე ყველაფერს მივალაგებდი და სამუშაო დღეც მთავრდებოდა...
საზომი აპარატი...
როცა პირველად არ დამიჯერეს და ჩათვალეს, რომ ბავშვი ვიყავი და მოვიტყუე, გადავწყვიტე მეცნიერი გამოვსულიყავი და გამომეგონებინა საზომი შკალა, რომელიც დაადგენდა ყველაფერს: დაითვლიდა ადამიანების სიყვარულს, გაზომავდა სიმართლეს, აწონიდა სამართლიანობას, შეადარებდა ჭკუას და ამ ყველაფერს, მათემატიკური ციფრებით დააფიქსირებდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ საზომს შევქმნიდი, ის ხომ საჭირო იყო. აი, რომ არსებულიყო მე ხომ დამიჯერებდნენ, მაშინ როცა არ ვცრუოდი... ვერ ვიტან ტყუილს! ოცნება მიყვარდა და ბევრს ვოცნებობდი. არავინ თქვას ოცნება არ არსებობს და მავნებელიაო. რასაც ოცნებაში იზამ, ვერასოდეს განახორციელებ, მაგრამ იმაზე ფიქრიც კი სასიამოვნოა, რომ უამრავი იდიოტობა შეგიძლია ჩაიდინო გონებაში, პასუხს კი ვერავინ მოგთხოვს.
მზეს- ვ-უმზირ-ე
ფეხბურთს ვუყურებდით ხოლმე ხშირად, მამასთან ერთად. მამა აღჭურვილი მოდიოდა სულ. მოჰქონდა ძალიან გემრიელი, მარილიანი მზესუმზირა და კოკა-კოლა. დიდი რიტუალი იყო ჩვენი საფეხბურთო საღამოები: ვსხდებოდით ფართო ტელევიზორთან მთელი ოჯახი, ბევრი მზესუმზირით და კოკა კოლით. მამა გვიხსნიდა პრინციპს, შემდეგ მარტივად დაგვიხასიათებდა გუნდებს, მათ "პრიორიტეტებს", ბავშვების ენაზე და შემდეგ კიდევ უფრო მარტივად გვეტყოდა: "ლურჯები ჩვენ ვართ, წითლები მტრები, ლურჯებს უნდა მოვაგებინოთ"... ჩვენც გვიხაროდა და ბევრს ვყვიროდით, თან კოკა-კოლას ვსვამდით და მზესუმზირას ვჭამდით. ყავის ჭიქებს გვაძლევდნენ, რომ ქერქი იქ ჩაგვეყარა. მარილიანი დღემდე ყველაფერი მიყვარს და რა თქმა უნდა მზესუმზირის გაფრცქვნაც მეზარებოდა. ჰოდა, ჩემი ყავის ჭიქა სულ ცარიელი იყო ხოლმე. მამა გაფაციცებული უყურებდა თამაშს, მაგრამ მაინც იცლიდა ჩემ გასაკონტროლებლად. რომ დაინახავდა ჭიქას ცარიელს, აღარ მაძლევდა ჯამიდან მზესუმზირას. მაშინ, მე ყელს გავიწელავდი და ვპირდებოდი, რომ აღარ ვიზამდი. მამა რბილი კაცი იყო... მე კი, ამასობაში, ახალ ხერხს ვიგონებდი: პირთან მივიტანდი მარცვალს, წინა კბილებს შორის მოვაქცევდი, ტკ... დაიძახებდა, ნახევარ ნაჭუჭს უკან ვაქანებდი, ნახევარს ჭიქაში. მაგრამ მაინც არ ტყუვდებოდა მამა, მოულოდნელად, "კომბლე" გახდებოდა და მეტყოდა, აბა კბილები დაკრიჭე?.. მეც წამიერად ჩავატარებდი წმენდას პირის ღრუში და ფართოდ ვიკრიჭებოდი. დამნაშავე დაჭერილი იყო ფაქტზე! ვამტკიცებდი: "მა, ეს ძველი ნაჭუჭებია, წეღან ხომ კანიანად ვჭამე"... მაგრამ უკვე აღარაფერი მოქმედებდა. მე კუთხისკენ მივდიოდი, ჩემი და კი უხმოდ აგრძელებდა ცმაცუნს და მორჩილად ყრიდა შავ კანებს ყავის ჭიქაში...
კუთხე-ს-თ-ან?..
იშვიათად მაყენებდნენ კუთხეში, რადგან იშვიათად ვაშავებდი. ვიდექი ხოლმე, მორჩილად და თვალს ტელევიზორისკენ ვაპარებდი. თან ისევ იმაზე ვფიქრობდი, რომ აუცილებლად მეცნიერი გამოვიდოდი და (ამჯერად) გამოვიგონებდი მზესუმზირის საფრცქვნელ მანქანას, რომელიც თავისით ჩაყრიდა გემრიელ, დარჩეულ მზესუმზირებს სამ ლიტრიან ქილაში! ჰო, აი ეს სამ ლიტრიანი, ამოჩემებული მქონდა, იმიტომ რომ ყველაზე დიდი იყო და მეც მინდოდა ეს დარჩეულმზესუმზირიანი, ყველაზე დიდი, სამლიტრიანი ქილები, ყველა იმ ბავშვისთვის დამრიგებინა, რომელსაც ჩემსავით ეზარებოდა მზესუმზირის ფრცქვნა, ეგზომ მნიშვნელოვანი საფეხბურთის მატჩის ყურებისას... ამ ფიქრებში ისე გადიოდა დრო, რომ მოწყობილობის პრეზენტაციასაც წარმოვიდგენდი ხოლმე, იმ დარჩეულ მზესუმზირასაც შევსანსლავდი სამლიტრიანი ქილიდან, ფეხბურთიც მთავრდებოდა და მამაც თავისი ხელით გარჩეულ მზესუმზირას მიყრიდა ყავის ჭიქაში.
ძალიან იშვიათად მაყენებდნენ კუთხეში, რადგან იშვიათად ვაშავებდი...
ახლა...
მე არც მეცნიერი ვარ და არც რამე ფირმის დირექტორი... ფეხბურთი მიყვარს, ჰოლანდიის ნაკრებს ვგულშემატკივრობ. ბავშვობაში სულ მინდოდა ქართველებს გაემარჯვათ, მაინც ვაგებდით... ბუშტებითაც ვერ გავფრინდი, სამაგიეროდ ვერტმფრენით მიფრენია. მანდარინების სახლის აშენების იმედი დღესაც მაქვს, ამას წინად, მე და ჩემი მეგობარი ვცდილობდით აგვეშენებინა, მაგრამ სიბნელე იყო და დაგვენგრა (ლევან სხვა დროს ავაშენებთ!)... სამაგიეროდ, "საბუთობანას" თამაში ვისწავლე: ძალიან სწრაფად ვწერ და ვბეჭდავ და ლამაზი კალიგრაფია მაქვს. მზესუმზირის საფრცქვნელი მანქანა ვერ გამოვიგონე, მაგრამ სხვა ხერხი ვიპოვნე,- ჯერ მარცვლებს ვარჩევ, ვაგროვებ და შემდეგ ვჭამ ერთიანად. დაფიცებული მაქვს, რომ არასოდეს დავაყენებ ჩემს შვილებს კუთხეში. ყველაზე იდიოტური სასჯელია. მე ხომ ასე იშვიათად ვიდექი იქ, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ცოტას ვაშავებდი. ვერც საზომი მანქანა გამოვიგონე, არადა ეს დღემდე მინდა... არასოდეს ვტყუი, იშვიათად ვაზვიადებ, ისიც იმიტომ რომ ჩემი აზრით, კარგი იუმორის გრძნობა მაქვს, იუმორს კი უხდება ოდნავი გაზვიადება... მამა ჩემთან აღარ ცხოვრობს. ჩემი და გათხოვდა. ყულაბა ისევ მაქვს და ფულს ისევ ვაგროვებ, ოღონდ, ამჯერად, მინდა სახლის კინოთეატრი ვიყიდო. ტელევიზორი საერთოდ არ მაქვს სახლში, იმიტომ კი არა რომ ვერ ვიყიდი, უბრალოდ არ მჭირდებოდა და გადავაგდე...
დღეს ...
დღეს ვოცნებობ სამ რამეზე: კოკა-კოლით სავსე დიდ ცისტერნაზე, მალიორკაზე 30-ე დაბადების დღის აღნიშვნაზე, ოდესმე ისეთი რამის დაწერაზე, რომ ვთქვა, ამისთვის ღირდა მთელი ცხოვრება მე-ჯღაპნა...
მალე 24-დ გათენდება 6 თებერვალი, ნეტავ წელს მაინც მოთოვს თბილისში?
ავტობიოგრაფიის ვარიანტს, რაც შეეხება მომეწონა, საერთოდ მომწონს ეს სტილი, ,ეს ჩემი გემოვნებისაა, ოცნებებს გააჩნია, ყველას ტავისი აქვს და ვერ ჩაერევი სხვის ოცნებაში, მაგრამ რა ვიცი , 23 წლისამ იოცნებოს მანდარინის სახლზე , , ალბად რაღაც საიდუმლო ასოციაცია დევს, რაც მკითველისთვის მიუწვდომელია, საზომი აპარატი მგონი გაქვს, -მთავარია სწორად გაზომო, მზესუმზირას საფრცქვნელი მანქანაზე ოცნება - შეგეძლო აგსრულებოდა, რაღაცამ შეგიშალა ხელი ალბად, ხომ ხედავ უკვე არსებობს,, ვიღაცამ დაგასწრო,ისე მზესუმზირას კანის გაცლას კბილებით რაღაც უფრო ეშხი აქვს, მითუმეტეს, თუ ფეხბურთს უყურებ იმ დროს. ტელევიზორი თავიდან კი მინდოდა, ძალიან კარგიც ვიყიდე, მერე აღარ მინდოდა , არ გადავაგდე, -ვკითხე ვის უნდა-თქო და გავაჩუქე. თქვენ ავტობიოგრაფიას , ჩემი უმაღლესი შეფასება(ყოველგვარი პირფერობის გარეშე).

როგორ მომეწონაა...და მეცნო კიდეც დეტალები.აი მზსესუმზირაზე :D მეც ეგრე, ვარჩევდი და ყავის ჭიქაში ვაგროვებდი ,რომ მერე ერთად მეჭამა...ჩემებსაც მოუნდებოდათ-ხოლმე და ასე წვალებით დაგროვილ მზესუმზირას ,,ჟმოტის,, გულის ფანცქალით გადავუნაწილებდი სხვებს :D:D თამაშებიც მეცნო,დისა და მამისადმი დამოკიდებულებაც და მე-3 ოცნებაც...წარმატებები :)

აუ..... ძალიან ძალიან მომეწონა..... მიხარია ასეთი კაგი რომ ხარ.... რადგან სულ მინდოდა ჩემი ბაჭყატასთვის დადუნა ნამერქმია და დავარქმევ კიდეც....... (უფრო განმიმტკიცე სურვილი) :)
აუ..... ძალიან ძალიან მომეწონა..... მიხარია ასეთი კაგი რომ ხარ.... რადგან სულ მინდოდა ჩემი ბაჭყატასთვის დადუნა ნამერქმია და დავარქმევ კიდეც....... (უფრო განმიმტკიცე სურვილი) :)
ჰო, მარწყვი მეც ძალიან მიყვარს და როცა მაბრაზებენ სულ ამას ვეუბნები საკუთარ თავს: "ჭამე რაც შეიძლება ბეეევრი წითელი მარწყვი და დაივიწყე უმნიშვნელო ადამიანები" :)
გოგონიიი :-* მშენებლობას ვიწყებთ ესე იგი, უახლოეს მომავალში :D

მანდარინის სახლი და საზომი აპარატი მომეწონა ძალიან:):):) მე კიდე დიიდ მარწყვში გამოჭრილი სახლი მინდოდა მქონოდა და დიდი კოვზით მეჭამა...და კიდევ ნაყინის საწყობი მინდოდა მქონოდა,თანაც დედამიწაზე ყველაზე დიდი საწყობი,გარშემო კი უამრავი "მატაციკლეტებიანი" შავი ბიძიები ივლიდნენ "მაროჟნის" ყუთებიანი სამთვლიანი "მატაციკლეტებით":):):) ბავშვობაში ასე ვეძახდი ხოლმე;)... ძალიანმომეწონა,კადრივით ჩაიარა ყველაფერმა,თითქოს თვალს ვადევნებდი შენს ბავშვობას...

მოვიდა კიდევ ერთი მშვიდობის მაძიებელი :)) არც ალბიონი მგონიხარ და ვიცი რომ სამივე სხვადასხვა ხართ ვახ :)) სანამ სახელებზე და გვარებზე გადავსულვარ, იმიტომ რომ სამივესი ვიცი ეგეც, დაშოშმინდით :)) და შეწყვიტეთ ჩემ ელექტრონულ ველში და მიკროსამყაროში შემოჭრა :))

გეთანხმები :) უბრალოდ შინაგანად არ მიყვარს, არვიცი რატომ ,ვერ ავხსნი ... იტალიის ნაკრებს კი ჩემის აზრით არაუშავს...(ერთი ტოტტი არ მიყვარდა მაგ ნაკრებში ) ;)
გეთანხმები :) უბრალოდ შინაგანად არ მიყვარს, არვიცი რატომ ,ვერ ავხსნი ... იტალიის ნაკრებს კი ჩემის აზრით არაუშავს...(ერთი ტოტტი არ მიყვარდა მაგ ნაკრებში ) ;)
მგონი ცუდი მიდგომაა მაგის გამო სიძულვილი... მე მანდარინიც მიყვარს და ნარინჯისფერიც... აი იტალიის ნაკრებს ვერ ვიტან, მაგრამ ამის გამო რომი და ვენეცია არასოდეს შემძულდება და არც ლურჯი ფერი... რა ვიცი აბა...

ჰოლანდიის ნაკრების მიერ მსოფლიო თასის აღებაში კი ეჭვი მეპარება... :) ევროპაზე ძაან ცუდ ფორმაში იყვნენ და იმიტომ :) ასე რომ კემპიონები (ასე ამბობენ) ვეღარ არიან :) მე ეგ ქვეყანა არ მიყვარს და მათი ყველაფრისადმი ანტიპათიით ვარ განწყობილი... ნუ მიწყენ :)
კი, გეთანხმები... :)

რა საოცარი სითბო შევიგრძენი ჩემო დადუ, მიყვარხარ და მეამაყები! მე მომსწრე ვარ შენი ცხოვრების დღემდე ... დღეს ახალი და ძალიან ფაქიზი სულის თეო-დადუ დავინახე.... ამისთვის ( და არა მარტო ამისთვის ) მიყვარხარ და გაფასებ! ნიჭიეროოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო

კი ლოლ, აუცილებლად, ჩემ ოცდამეათე დაბადების დღეზე, მალიორკაზე წავალთ, ცივ თებერვალში!!! ჰოდა, მეც დავაწიწკნი თმებს სხვამ რომ ჩემს კოკა-კოლას ხელი ახლოს... :D
გვააააააანც... გა-თოვ-დე-ბაააააა
კი ლოლ, აუცილებლად, ჩემ ოცდამეათე დაბადების დღეზე, მალიორკაზე წავალთ, ცივ თებერვალში!!! ჰოდა, მეც დავაწიწკნი თმებს სხვამ რომ ჩემს კოკა-კოლას ხელი ახლოს... :D
დადუუუუუუ, ყველაზე ყველაზე ყველაზე ყველაზე და 1000000-ჯერ ყველაზე გულიანი პროზის ავტორი. თვალიც კი არ დამიხამახამებია ისე წავიკითხე. ვერ აგიხსნი როგორ გამათბო, კადრებად ჩაიარა თვალწინ ყველაფერმა. 555555555

დადუ, ახლა, რომ ვკითხულობდი უცბდ სად გავჩნდი იცი? შენთან გუშინ როგორც ვისხედით მე ხალიჩის აქეთ, შენ ხალიჩის იქით და შენ მიყვებოდი ამ ყველაფერს, შენი ხელის მოძრაობებით და წინადადებებს შორის შენებური ინტონაცია-ინტერვალებით :-* გოგ, იმაზე მეტად ვიდრე ვინმეს შეუძლია ამის წარმოდგენა და ვიდრე ჩვენ შევძლებთ, იმაზე მეტად მიყვარხარ! :-*

მადლობა :) ჰოი, ცბიერებავ, ალბიონი უნდა გერქვას შენ :) ძალიან ბევრი შეცდომაა, რისთვისაც ამჯერად ბოდიშს გიხდით, რამეთუ სწრაფად დავდე, ნელ-ნელა გავასწორებ :)
მადლობა :) ჰოი, ცბიერებავ, ალბიონი უნდა გერქვას შენ :) ძალიან ბევრი შეცდომაა, რისთვისაც ამჯერად ბოდიშს გიხდით, რამეთუ სწრაფად დავდე, ნელ-ნელა გავასწორებ :)