ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შარონგე
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
14 იანვარი, 2010


# # #

მზე ბრწყინავდა,ოღონდ უკვე მორჩილად,თვინიერად ბრწყინავდა - თითქოს თავისივე სიმხურვალეში ბორგავდა,დუღდა.
ძირს...
ძირს, უსასრულობის შუაგულში ქალი ამოიზარდა-თმაგაშლილი,ნაცრისფერ საბურველში გახვეული.რძისფერი ხელები ცისკენ გაიწვდინა და გრძელი თითები მზეს სხივებში ჩაუხლართა.ჯერ სხივები ჩაჰყვა მკლავებს,მერე ქალმა საკინძე ჩაიხსნა,გულისპირი გადაიღეღა და ერთადერთ უხილავ ძაფზე დაკიდებული  წითელი დისკო მკერდში ჩაიცურა ...
დაღამდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები