ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პატარა_გოგონა
ჟანრი: პროზა
23 იანვარი, 2010


  ჩამოტვირთვა

პირველი პაემანი ორი წლის შემდეგ.

  ფოთოლცვენისას, როცა ბუნებამ ერთფეროვნებაზე უარი თქვა, შენ შეხვედრა მთხოვე.
  იცი, დაახლოებით ორი საათი ვარჩევდი კაბას.
  იცი, ცხოვრებაში პირველად ჩავიცვი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი.
  იცი, რა ძნელია ასე სიარული, მაგრამ იცი რა?! ღირდა, ეს ყველაფერი, ჩვენი შეხვედრისთვის ღირდა.
  იცი, მე არ დამიგვიანია, ზუსტად მოვედი, აი შენ კი დაგაგვიანდა 7 წუთით, მაგრამ არ გავბრაზებულვარ, პირიქით, ძალიან გამიხარდა შენი დანახვა.
  -მშვენივრად გამოიყურები, დაიწყე შენ და ღრმად ჩაისუნთქე, ვიცი, რომ რაღაცაზე ღელავ, ნერვიულობ. არაუშავს, მეც ვღელავ. ბუნებრივია, ალბათ...                 
  იცი, მაშინდელი ჩვენი საუბრიდან ბევრი არაფერი მახსოვს, უბრალოდ ვიცი,  მითხარი ერთად ვეღარ ვიქნებითო და წახვედი, არაფრის ახსნით არ შეგიწუხებია თავი. ისე არც არასდროს ვყოფილვართ ერთად. ეს ჩვენი პირველი პაემანი იყო, პირველი და უკანასკნელი. ერთხელ მაინც მოგეხედა უკან, იქნებ ჩემში ის ერთადერთი დაგენახა. ერთხელ მაინც... იქნებ ახლა იხედები უკან და ნანობ, ნანობ, რომ მე შენს წარსულში არ ვარ, არც აწმყოში და ალბათ არც მომავალში ვიქნები. თუმცა ვინ იცის?!
  იცი ახლა ჩვენი შეხვედრა-დაშორებიდან ზუსტად ორი წელი გავიდა. რაღაც უცნაური შემოდგომაა, ერთფეროვანი. სრულიად შემთხვევით მოვხვდი ზუსტად იმ ადგილას, სხვათა შორის ლამაზია ეს ყველაფერი, შენ ხომ კარგი გემოვნება გაქვს. იცი, მგონი შენ დაგინახე. იქ დგახარ, სადაც 2 წლის წინ მე ვიდექი გაოგნებული. იცი, მაშინ დაგაგვიანდა, მაგრამ შენი ცხოვრების მთავარ პაემანზე ზუსტად დროზე მოხვედი.
  იცი, ვფიქრობდი როგორ უნდა მოვქცეულიყავი, თუმცა მერე უკან მოიხედე... ორი წლის შემდეგ, მაგრამ მაინც... მე დამინახე. იცი, მე არ ვიცი რას გრძნობდი, როგორ იყავი, მაგრამ ერთი რამ ვიცი. მართალი იყავი, როცა მხოლოდ ერთი სიტყვა მითხარი- ,,მაპატიე” და შემდეგ დაამატე-,,მიყვარხარ”. სხვა სიტყვებს მხოლოდ ყველაფრის გაფუჭება შეეძლოთ. ცოტა მერე ვილაპარაკებთ ამ ყველაფერზე. ახლა კი წარსულშიც, აწმყოშიც და მომავალშიც ჩემთვის მხოლოდ შენ ხარ.
  პატარა, ფერადი ფოთოლი ნაზად დაეცა ატალახებულ მიწას...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები