--
მოგესალმები ტაოსკარელო,
ჩემთვისაც საინტერესოა შენთან საუბარი, განხილვა საკითხებისა რომელიც ჩვენ გვაწუხებს, რა თქმა უნდა, სხვადასხვა მიმართულებით შეიძლება გავამახვილოთ ჩვენი ყურადღება, გვქონდეს საკუთარი აზრი,
შევეცდები ჩემი კომენტარი ახალი თემის სახით, გამოვთქვა შენს მიერ მეცხრე კომენტარში დატოვებულ კომენტარზე,
წერილი კი მოცემულია ამ ვებ ლინკზე:
http://www.urakparaki.com/?m=4&ID=24454
თავიდანვე ვიტყოდი, რომ ახლა ცოტა დაიწმინდა წყალი, ანუ გასაგები გახდა ვის გულისხმობდი ზ-ში და ვ-ში,
სამწუხაროდ, არ მომისმენია მათი საუბრები ბოლო წლებში, არ ვიცნობ რა მიმართულებით ანვითარებს ზურაბ ნოღაიდელი თავის გზას, ვალერი კვარაცხელიას ასე თუ ისე ვიცნობ პრესიდან და ტელევიზიიდან და მისი გზის სიმართლეში მეც მეპარება ეჭვი, ანუ მე ვთვლი, მისი გზა არ არის ტაძრისკენ მიმავალი,
შენ თვითონ აღნიშე და ძალიან კარგი მომენტი აღნიშნე, რომ:
ციტატა: /
რაც შეეხება რუს ხალხს, მე არ მძულს ისინი --
კი ბატონო იყოს კარგი ურთიერთობა ამ ერტან, ვინ არის წინააღმდეგი
ციტატის დასასრული: //
შეგნებულად ამოვიღე ამ მონაკვეთიდან ტექსტი სადაც საუბარი იყო პოლიტიკაზე და იმაზე რომ რუსეთი არ სცნობს თანასწორობას.
ამავე დროს, ამ მონაკვეთის ბოლო ნაწილი, რომ:
ციტატა: /
რუსეთი თანასწორად არასდროს ცნობდა საქრთველოს, ყოველთვის ზემოდან გვიყურებდა, გვართმევდა ენას, გვილახავდა ღირსებას.
ციტატის დასასრული: /
არის ნახსენები წარსულ ფორმაში,
მეც მაგას ვიძახი, რომ წარსულს უნდა მივცეთ საშუალება შეუერთდეს ისტორიას, გასაგებია რომ პრობლემები და სირთულეები გვქონდა, თუმცა ჩემი აზრია, რომ დავიწყოთ ახალი ფურცლიდან, წარსული რომელიც ეხება ჩვენი და რუსეთის ცუდ ურთიერთობას უნდა მიეცეს წარსულს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვერასდროს ვერ გამოვალთ სიძულვილის ეპოქიდან, რომ პოლიტიკური პერიპეტიები და ქმედებები ვრცელდება მთელს ერზე და ესეც ბუნებრივია,, ანუ, გინდა თუ არ გინდა, როდესაც ლაპარაკია სახელმწიფოს ქმედებებზე, იქ ხვდება მთელი სახელმწიფო და ერი,,
გადავდგათ პირველი ნაბიჯი, ვცადოთ, ნუთუ ცდა ბედის მონახევრე აღარ არის?,,
ჩვენი ურთიერთობის ამოსავალი წერტილი თუ არ შეიცვალა, ჩვენ თუკი კიდევ ვგრძნობთ "უფროსი ძმის" სინდრომს, მაშინ გაგვიჭირდება საუბარი,
ამიტომ მგონია, ახალი ფურცლიდან დაწყება ყველაფრის, ,, ამაში დიდ როლს თამაშობს სახელმწიფო სტრატეგია, დიპლომატიური სამსახურების კვალიფიკაცია და ქმედებების მიზანმიმართულება,, თორემ, ვინმეს თუ სიამოვნებს რუსეთის გინება და ასეთ მდგომარეობაში ყოფნა ჩვენი ურთიერთობებისა , მაშინ მე არ ვარ ამ მდგომარეობაში, ანუ მინდა ახალი ფურცელის აღება და დაწერა ახალი აწმყოსი, და მომავალიც შესაბამისაც არ იქნება მიბმული წარსულის ცუდ მოგონებებს,,
გეთანხმები, 1991 - 1992 წლების ამბოხება დაწყებულია შიგნიდან, ყოფილი მთავრობის წევრების მიერ -
სიგუა, კიტოვანი, იოსელიანი,,
ეს სამეულია რომელიც დირიჟორობდა აღნიშნულ შეთქმულებას, თუმცა ალბათ არიან ადამიანები რომლებიც ჩრდილიდან ხელმძღვანელობდნენ აღნიშნულ სამეულს,, ესეც საინტერესოა,,, თუმცა, განხორციელება გადატრიალებისა სამეულის მიერ არის ჩადენილი, ანუ დანაშაული სახეზეა, პასუხისგებაში მიცემა ჯერ იგვიანებს, თუმცა სამართლიანობა ითვალისწინებს ,რომ უნდა მოხდეს მათი სასამართლო გზით პასუხისგებაში მიცემა, კი ბატონო, ყველას აქვს თავდაცვის, ადვოკატის ყოლის უფლება, სასამართლოზე გაირკვევა ვინ არის მართალი თუ მცდარი, ამავე დროს, სასამართლო უნდა იყოს სრულიად დამოუკიდებელი რომ მაღალ დონეზე შეასრულოს სასამართლო სხდომები და იყოს აბსოლიტურად მართალი გადაწყვეტილების მიღებაში, ანუ ფაქტების გაანალიზების შედეგად მიღებული საბოლოო განაჩენით უნდა დაესვას წერტილი ამ საქმეს,,
ომის მსვლელობას რაც შეეხება, ამიერკავკასიის არმიის როლი საქართველოში მიმდინარე სამოქალაქო ომს შორის, იყო საინტერესო,, ანუ, იგი ეხმარებოდა ყველა მხარეს ოღონდ იარაღი გაეყიდა, მათი ქმედებაში გამოიმსჭვიოდა ორმაგი სტანდარტები,,
ასევე, მე ვფიქრობ, რომ პირველ ხელისუფლებაში, როდესაც ზვიად გამსახურდია ხალხმა აირჩია პრეზიდენტად, იყო შეცდომები დაშვებული, იყო არასწორი ნაბიჯები გადადგმული, იყო პატრიოტიზმის აღქმა, მაგრამ არ იყო საქმის საფუძვლიანი ცოდნა, დიპლომატია, უნარი მოლაპარაკებების წარმოებისა, რთულ მომენტებში მცდარი ნაბიჯების გადადგმისა, საკადრო პოლიტიკა კრიტიკას ვერ უძლებდა, შეცდომების ვერ გაანალიზება და უფრო ღრმა შეცდომების დაშვება,,
დასავლეთს რომ ვთხოვთ ჩარევას საქმეებში და მოგვარებას საკუთარი პრობლემებისა, უნდა გვახსოვდეს, 'ჩვენი თავი ჩვენვე უნდა გვეკუთვნოდეს' და დასავლეთის დადანაშაულება იმაში, რომ ჩვენ ქართველები ერთმანეთს იარაღს ვუშვერთ, არის იგივე სხვისი იმედით ყოფნა, რომელიც ასევე მე არ ვფიქრობ საბოლოოდ მიგვიყვანს გამარჯვებამდე,
დასავლეთზე რომ ვსაუბრობთ, კარგი მაგალითია ბალკანეთში მიმდინარე ომი, ევროპის შუაგულია ბოსნია, სერბია, ხორვატია, მაკედონია, წლების განმავლობაში, 'დასავლეთმა' მისცა საშუალება ბალკანეთის ხალხს ეხოცათ (პირდაპირი გაგებით, ხოცვა) ერთმანეთი,
დასავლეთს ეძინა იმ დროს, როდესაც ერთი ამოსუნთქვით, სერბეთის არმიის მიერ 10 000-მდე ადამიანი იქნა დახოცილი სრებრენიცაში, ბოსნია. გენოციდი მოუწყვეს ბოსნიელი ეროვნების მოსახლეობას, (ისტორიაშიც სწორედ ასეა შესული ეს ქმედება, "გენოციდი სრებრენიცაში" )
დასავლეთი კი, ბებერი დედაკაცის როლს შესანიშნავად ასრულებდა, იყო უსიანთლო (შესაბამისად, ვერ ხედავდა ვერაფერს) , უსმენო (შესაბამისად არ ესმოდა არაფერი) იყო ბუხრის გვერდზე კომფორტულ სავარძელში მოკალათებული და ბებერ ძვლებს ითბობდა ,,
ეს არის სიმართლე, ბალკანეთში ომის დაწყების დროს და მის შუაგულში მიმდინარე მოვლენებისა და დასავლეთის როლი ამ მოვლელებში არის საკმაოდ არაშესაბამისი,
დასავლეთის იმედზე ყოფნა, ასეთ საკითხებზე, არის ხავსის იმედზე ყოფნას, როდესაც წყალში ვიძირებით,,
ეს არის ჩემია ზრი,
შევარდნაძის როლი საქართველოს ისტორიაში არის ერთობ ტრაგიკული,, მის კისერზეა უამრავი ეკონომიკური თუ სოციალური პრობლემები, მისი უგერგილო მმართველობით, კორუფციული გარიგებებით დაიღუპა მრავალი სამოქალაქო პირი, დაეცა მრავალი სამხედრო პირი, რომლებიც ყოველ მიზეზ გარეშე დიდ მოწიწებას იმსახურებენ, თუმცა მე ცოტა ღრმად შევეცდებოდი მდინარეში შესვლას, ვიკითხავდი ომის გამომწვევ მიზეზებს და საფუძველს. შევარნაძის საქართველოში მოღვაწეობის ბოლო პერიოდისა 1992- 2003 წლები, პერიოდისა, როდესაც შევარდნაძე იკავებდა უმაღლეს თანამდებობებს, არის მეოცე საუკუნის საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი დამნაშავე და სახელმწიფო მოღალეტე , რომელმაც შეაჩერა სახელმწიფოს განვითარება კარგა ხნით, მან და მისმა გუნდმა საკმაოდ დიდი დარტყმა მიაყენეს საქართველოს, როგორც წარმატებული სახელმწიფოს გამოსვლას მსოფლიო არენაზე,,
ჩემი აზრი - იგი უნდა გასამართლდეს მანამ სანამ ცოცხალია და წარსდგეს სამოქალაქო სამსჯავროს წინაშე (ღმერთის სამსჯავროზე ყველა ჩვენთაგანი წარსდგება, ეს ცხადზე ცხადია),
ჩემი მიზანი, შევარდნაძის გასამართლებისა, არ არის განპირობებული შურისძიებით თუ პიროვნული ზიზღით გამოწვეული, მე კატეგორიულად ვეწინააღმდეგებოდი მის მიერ წარმოებულ პოლიტიკას, მე მსურს მისი როგორც სახელმწიფო მოღვაწის წარსდრომა სამოქალაქო სამსჯავროზე , რომ დანაშაულები რომლებიც ჩადენი იქნა მის პერიოდში, იქნას ან უარყოფილი სასამართლოს მიერ, შესაბამისად გამართლდეს იგი, ან ედუარდ შევარდნაძე იქნას ცნობილი დამნაშავედ და მოიხადოს დარჩენილი წლები საკანში, გისოსებს მიღმა.
ეს არის რეალური, ეს მოხდება მაშინ, თუკი ხელისუფლების ინტერესები იქნება ახლოს სახელმწიფოს სამართლიან რელსებზე გადაყვანისა, და სასამართლო იქნება აბსოლიტურად დამოუკიდებელი, მარწუხების გარეშე,
დღევანდელი პოლიტიკური კურსი, საკმაოდ ბუნდოვანია, მიხეილ სააკაშვილმა დაუშვა საკმაოდ ბევრი და ღრმა შეცდომები, რომელმაც გამოიწვია სახელმწიფოს მრავალწლიანი რყევა, სახემწიფოს რეპუტაციის შელახვა როგორც სამართლიანი გზის მიმდევარისა,,
უცხო ქვეყნის ჯარი არ უნდა იდგეს საქართველოში, იგი გინდა რუსეთის იყოს, გინდა ამერიკის, გინდა უკრაინის,, ჩვენი მიზანი თუ არის ერთი სახელმწიფოს ჯარის მეორეთი ჩანაცვლება, (რუსეთის ჩანაცვლება ამერიკის/ნატოს) მაშინ გამოდის რომ ჩვენთვის რუსეთის ჯარის ყოფნა პრობლემა არ იქნებოდა, თუკი რუსეთი "კარგად მოიქცეოდა" ჩვენი სახელმწიფოს მიმართ, რადგან ამერიკის ჯარი " ეხმარება ჩვენს ჯარს" და კარგები არიან და აქვთ უფლება საქართველოს ტერიტორიაზე ხანგრძლივი სტატუსით დამკვიდრებისა, ბაზების აშენებისა, ინფრასტრუქტურის შექმნისა, ამერიკული ჯარის ინფრასტრუქტურისა,,
მე ვეწინააღმდეგები, ყველა ჯარის, ჩვენს ტერიტორიაზე ყოფნას, ამერიკა დღეს ეხმარება საქართველოს, ხვალ? შენ შეგიძლია გარანტია მისცე , ხარ დარწმუნებული რომ ამერიკის პოლიტიკა მომდევნო 20 წელიწადში იგივე დარჩება რაც დღეს არის როდესაც იგი "გვეხმარება ჩვენ"?,,
ბოლო თვეებში მიმდინარე მოვლენებმა კარგად აჩვენა, ამერიკას და რუსეთს შეუძლიათ ერთი მაგიდაზე დასხდომა და საუბარი,, მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ამერიკა საქართველოს გამო, რუსეთის წინააღმდეგ გაილაშქრებს, თუკი მათ შეეძლებათ ერთმანეთთან მშვენივრად წარმოება პოლიტიკისა,,
ობამასა და მედვედევის შეხვედრებმა, (ასევე სხვა ამერიკელ-რუსი ოფიციალური პირების შეხვედრისა) დაადასტურა, რომ მათ აქვთ დაპირისპირება, თუმცა შეუძლიათ საუბარი და მოლაპარაკებების წარმოება, შესაბამისად შეთანხმებებიც, სხვადასხვა სფეროებში,,
ასევე საინტერესოა, რომ თუ არ მეშლება, რამოდენიმე კვირის წინ წავკითხე პრესაში, რომ რუსეთმა (ლუკოილი) უნდა დაიწყოს ერაყში ნავთობის სფეროში მრავალმილიარდიანი მოღვაწეობა,, როგორ ფიქრობთ, ამერიკა არის თუ არა საქმის ყურში ამ გარიგების შესახებ და თუ კი, რატომ აძლევს რუსეთს საშუალებას შევიდეს მის დაქვემდებარებაში მყოფი ქვეყნის ეკონომიკურ სფეროში? ნავთობი ერთადერთი სფეროა, რაც ამერიკას ძალიან აინტერესებს ერაყში,,
ანუ ? ამერიკა <--> რუსეთი? მათ შეუძლიათ საუბარი და შეთანხმებების მიღწევა,,
ამერიკის სახე, რომელიც დღეს არის ისეთი როგორიც არის, შეიძლება ხვალ შეიცვალოს და გახდეს ისეთი, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს არ აწყობს, ამიტომ, ამერიკის ჯარების (სოლჯერების) ყოფნა საქართველოს ტერიტორიაზე არ მიმაჩნია მიზანშეწონილად,, თუ დახმარებაზეა საუბარი, ამერიკელებს შეუძლიათ ტექნიკური თუ ფინანსური დახმარება გაუწიონ ჩვენს ჯარს, რომელიც საქართველოს მოქალაქეებით იქნება დაკომპლექტებული,, ეს არის და ეს,,
მე მიმაჩნია, რომ პოლიტიკური ურთიერთობები არ არის რელიგია, რომელიც უნდა გწამდეს, არამედ პილიტიკური ურთიერთობები ყალიბდება ურთიერთხელსაყრელობის საფუძველზე, რომელსაც ჰქვია პარტნიორობა,
მე პარტნიორობა მესმის პოლიტიკაში, მეგობრობა არა, რწმენა ხომ მარტო ღმერთისა,,
ამიტომ, ჩვენი ურთიერთობა შეიძლება რუსეთთანაც, ამერიკასთანაც, ვიეტნამთანაც და აფხაზებთან და ოსებთან,,
ჩვენი ყველაზე მტკივნეული და მოუგვარებელი საკითხი, აფხაზეთი და,,, ??!,,,,
ჩვენ , პირდაპირ უნდა დაველაპარაკოთ აფხაზებს და ოსებს, მე ომი არ მიმაჩნია ერთადერთ გამოსავლად ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა, ეს უტოპიაა, სხვის სისხლზე ჩვენს ბედნიერ კერას ვერ ავაშენებთ, ჩვენი შეკავშირება უნდა მოხდეს ხელახლა , დავიწყოთ ნაბიჯის გადადგმა თავიდან, , ვცადოთ, განა ცდისთვის ვინმე დაგვძრახავს?
თათარი თავის დროზე იყო აქტუალური, ამავე დროს ჩვენი ერთ-ერთი მეფე თათრულ თავსაბურავს ატარებდა, ეს ჩვენი ისტორიაა, მას ვერ ამოშლი, თუმცა მე მინდა ახალი ფურცლიდან დავიწყოთ,,
ანუ, დღეს 'თათარი' ჩემთვის არის უსარგებლო სიტყვა, ხოლო საუბარი დაუსრულებლად შეგვიძლია იმაზე, რომ გადავშენდებოდით თუ არა, რუსეთის მფარველობის ქვეშ რომ არ შევსულიყავით, გადავშენდებოდით, ანუ გავთათრდებოდით,,
არის 2 აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით,
1) დიახ, ჩვენს ერს დაღუპვა ეწერა, რომ არ შევსულიყავით რუსეთის მფარველობის ქვეშ 2) არა, ჩვენ მაინც გადავრჩებოდით , რომ არ შევსულიყავით რუსეთის მფარველობის ქვეშ
ეს არის ისტორიული ფაქტებისა და უამრავი დეტალების გაანალიზების თემა, მე ნამდვილად არ ვარ ისტორიკოსი, არ მიმიწვდება ხელი დოკუმენტურ მასალებზე რომ წავიკითხო და დასკვნა გამოვიტანო "დიახ" თუ " არა"
გადავრჩებოდით თუ არ გადავრჩებოდით,
შენ როგორ ფიქრობ, გადავრჩებოდით? თუ გადავრჩებოდით, რა წყაროს ეყრდობა შენი განცხადება?
მე მიჭირს კონკრეტული საუბარი ამ საკითხებზე, იმიტომ რომ არ ვიცი კარგად,
სხვათა შორის, საინტერესოა ლევან გოთუას "გმირთა ვარამი",,
ასევე გეთანხმები, რომ მერაბ კოსტავას პირდაპირი გაგებით ვერ შევადარებთ ზურაბ ჟვანიას,, მიზეზი რატომაც მოვიყვანე ზურაბის გაუჩინარება, არის დღევანდელი პოლიტიკის სახე და მათი ქმედებები, რომ მისი გარდაცვალება ლამის თვითმკვლელობად გამოაცხადეს, რომ თურმე გაზით გაგუდულად,,
ჟვანიასა და კოსტავას მოხსენიება იმ კონტექსტში რა კონტექსტშიც მოვიხსენიე კომენტარში არის დაკავშირებული არაპირდაპირად, მე ვლაპარაკობ, დღევანდელი ხელისუფლების მცდარ გზაზე, რომ ქვეყანაში მეორე პირი ისე გამოესალმა სიცოცხლეს, სიმართლე დღესაც არავინ იცის,, მე ქვემოთ დავწერე რომ "თანამედროვე პოლიტიკის სიწმინდის გამოაშკარავება" მეთქი, ანუ, ზურაბის მაგალითი კარგი მაგალIთია, ვიცოდეთ ვისთან გვაქვს საქმე, კოსტავას მკვლელობაც სწორედ რომ პოლიტიკური სარჩულით ხასიათდება და ეს არის ზურაბისა და მერაბის მსგავსება, ორივე იყო მსხვერპლი პოლიტიკისა, რა თქმა უნდა, მათი გზა იყო დიამეტრალურად განსხვავებული, ზურაბი მისი სიცოცხლის ბოლო წუთებამდე ითვლებოდა იმ გუნდის წევრად რაც შევარდნაძის გუნდი და შემდეგ უკვე სააკაშვილის გუნდა ქვია და პასუხისმგებლობას იგიც ინაწილებს ქვეყანაში მიმდინარე ქმედებების გამო,, ამაზე არავინ დაობს,,
ომის შესახებ ბევრი რამ თქმულა,, 2008 წლის ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო,, სხვათა შორის, ერთი თვის წინ საქართველოში ვიყავი ჩამოსული და მეგობარმა მირჩია გია ყარყარაშვილის წიგნი "ჩვენი სამშობლო იწვის" წამეკითხა,,
საინტერესოა,,
განვლილი მივაბაროთ წარსულს, ახალ ფურცელზე დავწეროთ აწმყო ,
მშვიდობიანი დღე ,,
დიდი პატივისცემით, მაჰათმა განდი. არწივი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
48. მაჰათმა განდი! გულწრფელად ვამბობ: ძალიან კარგი პუბლიცისტი ხარ, როგორც ხედვის მასშტაბით, ასევე ინფორმაციის სიზუსტითა და სიუხვით. ამასთან, კარგი პოლემისტიც, მოზომილი და აწონილი სიტყვით. შენ შეგიძლია ამ მიმართებით საკუთარი მოდელის შექმნა, მასთან მიახლოებული ხარ. ეს ჩემი აზრია. წარმატებებს გისურვებ. გაიხარე. მაჰათმა განდი! გულწრფელად ვამბობ: ძალიან კარგი პუბლიცისტი ხარ, როგორც ხედვის მასშტაბით, ასევე ინფორმაციის სიზუსტითა და სიუხვით. ამასთან, კარგი პოლემისტიც, მოზომილი და აწონილი სიტყვით. შენ შეგიძლია ამ მიმართებით საკუთარი მოდელის შექმნა, მასთან მიახლოებული ხარ. ეს ჩემი აზრია. წარმატებებს გისურვებ. გაიხარე.
47. საინტერესო სტატიაა და სრულიდა ვიზიარებ თქვენს მოსაზებას ++ საინტერესო სტატიაა და სრულიდა ვიზიარებ თქვენს მოსაზებას ++
46.
მოგესალმებით მეგობრებო :)
ამოუწურავი თემაა, ვერ დამთავრდება ერთ დღეს, ერთ კვირას და ერთ თვესაც, კი,,
იმედია გავაგრძელებთ დისკუსიას, არ შეგვძულდება ერთმანეთი და სიყვარული არ დაგვივიწყებს :)
მშვიდობიანი დღე :)
პატივისცემით, განდი. არწივი.

45. რუსეთი ბუნების შეცდომაა. დოსტოევსკი
რუსი კარგად რომ გარეცხო, მონღოლი შეგრჩება ხელში. დოსტოევსკი რუსეთი ბუნების შეცდომაა. დოსტოევსკი
რუსი კარგად რომ გარეცხო, მონღოლი შეგრჩება ხელში. დოსტოევსკი
44. ხალხის მოსაზრებიდანვე, ბატონო ეროტი.... ხალხის მოსაზრებიდანვე, ბატონო ეროტი....
43. საინტერესო სტატიაა და სრულიდა ვიზიარებ შენს მოსაზებას რუსეთთან დაკავშირებით.
ისე, ადრეც იყო მსგავსი ტიპის წერილი. . . ამერიკა თუ რუსეთი? რა მნიშვნელობა აქვს, ამერიკის შტატი იქნები თუ რუსეთის გუბერნია?
სტატისტიკის მიხედვით კი, ყველაზე დიდი ფული საქართველოში რუსეთიდან შემოდის.
მელოდიავ, საიდან ეგ სტატისტიკა? საინტერესო სტატიაა და სრულიდა ვიზიარებ შენს მოსაზებას რუსეთთან დაკავშირებით.
ისე, ადრეც იყო მსგავსი ტიპის წერილი. . . ამერიკა თუ რუსეთი? რა მნიშვნელობა აქვს, ამერიკის შტატი იქნები თუ რუსეთის გუბერნია?
სტატისტიკის მიხედვით კი, ყველაზე დიდი ფული საქართველოში რუსეთიდან შემოდის.
მელოდიავ, საიდან ეგ სტატისტიკა?
42. ჩვენი ქვეყნის 60 % მეტს აქვს გარკვეული ხედვა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ,მათი აზრის შეცვლა კი .....
მიხარია , აქ რომ ხარ.... ჩვენი ქვეყნის 60 % მეტს აქვს გარკვეული ხედვა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ,მათი აზრის შეცვლა კი .....
მიხარია , აქ რომ ხარ....
41. მოგესალმები განდი! მართლაც საინტერესოა შენთან საუბარი
საინტერესო მოსაზრებებია, რა თქმა უნდა ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენეული ხედვა.ფიქრები და შეხედულებები. მეც მინდა ყველაფერი ახალი ფურცლიდან დაიწყოს, მაგრამ ჯერ რუსეთმა აღიაროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აფხაზეთითა და სამაჩაბლოთი. უნდა გაიყვანოს ჯარები. აღიაროს ქართველი ერის გენოციდი, გვცნოს როგორც თანასწორი პოლიტიკური სუბიექტი! აი მერე თუ კი რამე გვაქვს საბოდიშო, პირველი მე მოვიხდი ბოდიშს. ჩვენი ,,საჭირო იდიოტები" რუსეთთან რომ უნდათ ურთიერთობები, ჯერ მთაწმინდაზე ავიდნენ იქ სამი გმირი ასვენია: ქაქუცა, მერაბი და ზვიადი, აი მათ საფლავებს ჩასძახონ- ჩვენ რუსეთი გვინდაო! მერე მუხადგვერდის ძმათა სასაფლაოზე არიან 2008 წლის აგვისტოს გმირები და მათაც იგივე უთხრან, მათ მშობლებს და ოჯახებს ჩახედონ თვალებში და მერე გაუკეთონ რევერანსები ლავროვს, მედვედევსა და პუტინს, თუნდაც ჟირინოვსკისაც. რადიკალიზმი არასდროს მხიბლავს, მაგრამ ამ საკთხთან დაკავშირებით ყოველთვის ვიქნები რადიკალური! თეთრი ფურცლიდან დაწყებას კი ბევრი არაფერი უნდა...
ბევრ საკითხში გეტანხმები, მხოლოდ რუსეთის მიმართ დავრჩები რადიკალური:) ,,მხოლოდ ჯერჯერობით" მერე ვნახოდ თუ კარგად მოიქცევიან იქნებ შევურიგდე კიდეც:) კარგი ადამიანი ხარ ! გაიხარე განდი!
ურაკპარაკელებმა მაპატიონ , ნამდვილად არ იყო ჩემი თვითმიზანი პოლიტიკური თემების ,,შემოგდება,,
მოგესალმები განდი! მართლაც საინტერესოა შენთან საუბარი

40. ვაჰ, ერთი წერილის გამოქვეყნება მინდა და სისტემა უარს მეუბნება :D 3 დღეში ერთი ნაწერიო,,
მათხოვეთ რა ნიკი ? ! :)
ბასტი ფანტასტი, მიუხედავად იმისა, რომ მე სხვა გზა მაქვს აწმყოსა და მომავლის განვითარებისთვის, მესმის შენი მიდგომა, ვიცი რომ ტკივილი და უკეთესი მომავლის სურვილი გალაპარაკებს,,
ვიმედოვნოთ უკეთესი, გაცილებით უკეთესი :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
ვაჰ, ერთი წერილის გამოქვეყნება მინდა და სისტემა უარს მეუბნება :D 3 დღეში ერთი ნაწერიო,,
მათხოვეთ რა ნიკი ? ! :)
ბასტი ფანტასტი, მიუხედავად იმისა, რომ მე სხვა გზა მაქვს აწმყოსა და მომავლის განვითარებისთვის, მესმის შენი მიდგომა, ვიცი რომ ტკივილი და უკეთესი მომავლის სურვილი გალაპარაკებს,,
ვიმედოვნოთ უკეთესი, გაცილებით უკეთესი :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
39. 33. ბასტი ფანტასტი.,
შენს მიერ მე19-ე კომენტარში გამოქვეყნებული ინფორმაცია, და 30 კომენტარში დაფიქსირებული აზრები, ჩემი აზრით, ერთმანეთისაგან განსხვავდება,,
19-ში, შენ ერზე და მონღოლებზე საუბრო, თუ რა სიძულვილი გიჩნდება ამ ერის მიმართ,, მოკლედ, უვარგისია და თან ყოვლად, შენი პირადი ანტიპატია საკმაოდ მკაფიოდ არის გამოხატული,, შესაბამისად დაგისვი კითხვები, რომელიც შენს მიდგომას უფრო ნათელს გახდიდა, მეც გამიადვილდებოდა ფსიქოლოგიური სურათის / პორტრეტის დანახვა, რომ მცოდნოდა რა კუთხით გამეგრძელებინა საუბარი, ,
მაქვს პირადი ზიზღი ყველა იმ ხალხისადმი, რომელიც ჩემს ქვეყანას ერჩის, რამე განსაკუთრებულია ამაში? არ მეზიზღებოდეს მონღოლი ? ან რუსი? თუ ლოიალური ვიყო მტრისადმი? რომელი ალა პუგაჩოვა აინაზღაურებს იმ ზიანს რაც მაგათ საქართველოს მიაყენეს? ასეთი დამთმობი ერი როა ქართველი, იმიტომ გვაჯდება ყველა თავზე.
ჩემი მეორე კომენტარი უბრალოდ ხსნის და აზუსტებს პირველს.
33. ბასტი ფანტასტი.,

38.
გამარჯობა ილტოსპირელო, სტუმარი ღვთისაა, :)
მართალია, შუბი ხალათში არ დაიმალება და არც ცეცხლი თივაში,
შენი დასკვნა შენი სასკვნაა, რომელიც საკმაოდ აცილებულია იმ გზას რომელზეც მე ვდგევარ, მაგრამ პირადი დასკვნების გაკეთება ყველას აქვს, მათ შორის შენც თვლი, რომ ჩემს ნაწერებში რუსეთის მოტრფიალე საუბრობს,
დაე ასე გჯეროდეს, :)
საიტის პროფილი არ არის მკაცრად განსაზღვრული (ანუ, არსად არ არის მითითებული მხოლოდ ლექსი ანდა პროზა უნდა გამოქვეყნდეს) , ანუ, არის ჟანრობრივი მრავალფეროვნება და სიტყვა "შემოგდება" რას ნიშნავს ვერ მივხვდი, პოლიტიკური საუბრები, ქვეყნის აწმოყო და მომავალი არის ის დისკუსია, რაც ყველას ალბათ აწუხებს და აინტერესებს და ლიტ.საიტზე სადაც მრავალი სახის წერილი იდება, მე მგონი ასეთი სახის ნაწერები არ არის ხინჯი :D (მით უმეტესი, ბოლო პერიოდში ჩემი დაკავებული გრაფიკის გამო სამ თვეში ერთ ნაწერს თუ ვდებ ხოლმე)
(თუმცა, შემოგდებული მაინც ვერ გავიგე, რა ტერმინია ეს და რას ნიშნავს ქართულად, "შემოგდებული" ? )
ჩემი ასაკი / თაობის გამოცნობაში შეცდი, ვერც კი მიუახლოვდი; პროფესიაში ნაწილობრივ გამოიცანი, ანუ მუსიკოსი ვარ პირველი პროფესიით, მეორე პროფესიით -მენეჯმენტი, მარკეტინგი, ხარისხის მართვა (ეს სამი მიმართულება მაინტერესებს და სწავლის გაგრძელებასაც ვაპირებ ბიზნეს მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად, ევროპაში ალბათ )
საერთოდ რატომ ხარ შებოჭილი ადამიანთან საუბრისას (ანუ ჩემთან საუბრისას) და რატომ ცდილობ იცნობდე მას ვისთანაც საუბრობ ? რატომ ცდილობ დაინტერესდე მე ვინ ვარ, როდესაც თემა გვაქვს არჩეული და თემაზე ვსაუბრობთ ?
რა ქვია ამ ქმედებას? სიფრთხილე? წარსულის ნეგატიური გამოცდილება? თუ რა?
შენი დასკვნა ჩემი მიმართულების შესახებ საკმაოდ საინტერესოა, გამეღიმა რომ ვკითხულობდი, რადგან საკმაოდ გაცდი რეალობას :) თუმცა, შენი აზრია ეს და რადგან ასე ფიქრობ , დაე ასე იფიქრე.
მაინც მაინტერესებს, რომ რუსეთი რატომ იხატება ჩვენს თვალწინ ყოველთვის როცა აწმყოზე და მით უმეტესი მომავალზე ვსაუბრობთ? ანდა ამერიკაში რატომ ვხედავთ საქართველოს განვითარების მომავალს?
საქართველოში და მის მოსახლეობაში დავინახოთ ჩვენი აწმყო და მომავალი, არ ჯობია ასე?
არადა,ჩვენს შორის არის ეს განსხვავება, გარე ყურება არ მახასიათებს, არც რუსეთი, არც ამერიკს მხარისკენ :)
არცერთი ქვეყნის სამხედრო ბაზები საქართველოში არის ამოსავალი წერტილი ჩვენი თავისუფლების შენარჩუნებისა, დანარჩენი უკვე ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების შრომის შედეგად უნდა განხორციელდეს,
ჰო, ცნობისათვის, ტელევიზორს არ ვუყურებ, ვერც ქართული პრესისთვის მიმიწვდება ხელი, ინფორმაციის მოპოვების სხვადასხვა წყაროები მაქვს, განსაკუთრებით პრესას ვეყრდნობი, დასავლეთის პრესას, ასოშიეიტ პრესი საკმაოდ კარგი წყაროა, და ვაშინგტონ პოსტი / ნიუ იორკ თაიმსი არ არის ცუდი ასევე,,
დანარჩენი კი, თოვლი მოვიდა და მე მიხარია ეს :) თეთრად არის ქვეყანა გადაპენტილი,

37. საქართველოს მტერია ყველა იმპერია, მაგრამ ჩვენთვის როგორც პატარა ქვეყნისთვის აუცილებელია ბალანსის დაცვა და ზომიერი არჩევანის გაკეთება , ცუდსა და უფრო ცუდს შორის. ... მე უკვე აღვნიშნე რომ შეიძლება რუს ხალხში არის დადებითად განწყობილი მცირე ნაწილი, მაგრამ ისინი ვერავითარ ამინდს ვერ ქმნიან და ვერც შექმნიან.
ბასტი ფანტასტი. 2010-01-23 14:08:31 -------------------- გეთანხმები! აკი თავადაც ვთქვი არჩევანი გასაკეთებელია ცუდსა და უარესს შორისთქო. და ჯარს რაც შეეხება,ვეთანხმები განდის, არცერთი უცხო ჯარისკაცი არ მსურს ვიხილო ჩვენ მიწაზე. რუსებიდან მართლაც მცირე ნაწილია ჩვენს მიმართ დადებითად განწყობილი,რომელიც ვერანაირ ამინდს ქმნის. და ის ხროვა,რომელიც ქმნის ამ ამინდს, დამნაშავეა როგორც ქართველი ერის,ასევე საკუთარი რუსი ერის წინაშეც.:) კარგია ერუდირებულ ადამიანებთან ოპონირება. :) ეს ამოუწურავი თემაა და აქ დავამთავრებ :) საქართველოს მტერია ყველა იმპერია, მაგრამ ჩვენთვის როგორც პატარა ქვეყნისთვის აუცილებელია ბალანსის დაცვა და ზომიერი არჩევანის გაკეთება , ცუდსა და უფრო ცუდს შორის. ... მე უკვე აღვნიშნე რომ შეიძლება რუს ხალხში არის დადებითად განწყობილი მცირე ნაწილი, მაგრამ ისინი ვერავითარ ამინდს ვერ ქმნიან და ვერც შექმნიან.
ბასტი ფანტასტი. 2010-01-23 14:08:31 -------------------- გეთანხმები! აკი თავადაც ვთქვი არჩევანი გასაკეთებელია ცუდსა და უარესს შორისთქო. და ჯარს რაც შეეხება,ვეთანხმები განდის, არცერთი უცხო ჯარისკაცი არ მსურს ვიხილო ჩვენ მიწაზე. რუსებიდან მართლაც მცირე ნაწილია ჩვენს მიმართ დადებითად განწყობილი,რომელიც ვერანაირ ამინდს ქმნის. და ის ხროვა,რომელიც ქმნის ამ ამინდს, დამნაშავეა როგორც ქართველი ერის,ასევე საკუთარი რუსი ერის წინაშეც.:) კარგია ერუდირებულ ადამიანებთან ოპონირება. :) ეს ამოუწურავი თემაა და აქ დავამთავრებ :)
36. აქ თითმის ყველაფერი ითქვა და მე რაღა უნდა ვთქვა??? ერთს ვიტყვი: გაუმარჯოს საქართველოს ნიკოფსიიდან დარუბანდამდე და სინოპიდან არდაველამდის!!! აქ თითმის ყველაფერი ითქვა და მე რაღა უნდა ვთქვა??? ერთს ვიტყვი: გაუმარჯოს საქართველოს ნიკოფსიიდან დარუბანდამდე და სინოპიდან არდაველამდის!!!
35. 30-ს ვეთანხმები რუსეთს რაც შეეხება: წარსულს უნდა მივცეთ საშუალება შეუერთდეს ისტორიას,---აი ამაზე ვიტყვი, რომ პირიქით, წარსულის გამოცდილებით უნდა ვიხელმძღვანელოთ...
30-ს ვეთანხმები რუსეთს რაც შეეხება: წარსულს უნდა მივცეთ საშუალება შეუერთდეს ისტორიას,---აი ამაზე ვიტყვი, რომ პირიქით, წარსულის გამოცდილებით უნდა ვიხელმძღვანელოთ...
34. აღარ ვაპირებდი შემოსვლას, მაგრამ მაინც საჭიროდ ჩავთვალე ასეთი რეზიუმე გამეკეთებინა:
ვაკვირდები აქ მიმდინარე საუბრებს და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ბატონი განდის წერილს თავიდავნევ სწორი რაკურსით შევხედე!
მართალია, მთელი ამ ხანგრძლივი მიხვევ-მოხვევებისას ძირითადი სათქმელი საკმაოდ ლამაზად და მაღალოსტატურად იფუთება, მაგრამ, როგორც იტყვიან, რაკი შუბი ხალათში არ იმალება, უმთავრესი სათქმელი მაინც აშკარტად იკვეთება და მთელი ეს ვრცელი შებურვა-კომენტარები რომ გავაშიშვლოთ, მივიღებთ ორ ხისტ პოსტულატს:
1. ამერიკა (და შესაბამისად, ევროპაც) არის მეტად საშიში და არასანდო იმერიალისტი და, ამდენად, საქართველოს არას არგია დასავლეთისაკენ მზერის მიმართვა.
2. საქართველოსთვის უმჯობესია კვლავ მიუბრუნდეს თავის ბოლო ორასწლოვან იძულებით წიაღს - რუსეთს.
ასეთ მსოფლმხედველობას კარგად ვიცნობ და ვიცი ისიც, თუ რა შედეგები მოაქვს ჩვენი ქვეყნისთვის. ჩემი აზრით, ეს პოსულატები, ჩვენდა სამწუხაროდ, ამოდის რუსული ნეო-იმპერიალისტური პოლიტიკის ძირითადი პრინციპებიდან. ამიტომ უნდა ვთქვა, რომ ორივე ეს პოსტულატი, ჩემთვის, პირადად, კატეგორიულად მიუღებელია - აი, რატომ არ მინდა აქ პოლემიკაში ჩაბმა და რატომ ვთვლი ამგვარ დისკუსიას ამო წყლის ნაყვად!
მიუხედავად ასეთი რადიკალური განსხვავებისა, პატივს ვცემ თქვენს პოზიციას, თუმცა აქვე იმასაც ვიტყოდი, რომ გამომდინარე საიტის პროფილიდან (რაც არ უნდა იყოს, მაინც ლიტერატურულ საიტად იწოდება ოფიციალურად), ალბათ მიზანშეწონილიც კი არ უნდა იყოს ასეტი ღრმად პოლიტიზირებული თემის შემოგდება "ურაკპარაკზე". ამას გაცილებით აჯობებდა ნებისმიერი საიტელის შემოქმედების შესახებ დაწერილი ერთი ანალიტიკური წერილი, რაც, დარწმუნებული ვარ, ბატონ განდის ნამდვილად გამოუვიდოდა.
ვფიქრობ, არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ, ბატონო განდი, თქვენ ჩემზე გაცილებით უფროსი ასაკის ჰუმანიტარული სპეციალობის ადამიანი უნდა ბრძანდებოდეთ და ხანდახან იმაშიც კი მეპარება ეჭვი, თავისებური მისტიფიკაცია ხომ არ არის ეს თქვენი ამერიკაში ყოფნა, ან დასავლურ რეალობა-ცივილიზაციასთან რაიმე სიახლოვე?! ამის თქმას მაბედინებს ის პოლიტიკურ-მსოფლმხედველობრივი შეხედულებები, რომლებსაც თქვენ ასე დაჟინებით, სისტემურად და ეტაპობრივად, ანუ საკმაოდ მიზანმიმართულად ავრცელებთ ლიტერატურულ საიტზე სამწერლო წრეებში!
პატივისცემით
აღარ ვაპირებდი შემოსვლას, მაგრამ მაინც საჭიროდ ჩავთვალე ასეთი რეზიუმე გამეკეთებინა:
ვაკვირდები აქ მიმდინარე საუბრებს და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ბატონი განდის წერილს თავიდავნევ სწორი რაკურსით შევხედე!
მართალია, მთელი ამ ხანგრძლივი მიხვევ-მოხვევებისას ძირითადი სათქმელი საკმაოდ ლამაზად და მაღალოსტატურად იფუთება, მაგრამ, როგორც იტყვიან, რაკი შუბი ხალათში არ იმალება, უმთავრესი სათქმელი მაინც აშკარტად იკვეთება და მთელი ეს ვრცელი შებურვა-კომენტარები რომ გავაშიშვლოთ, მივიღებთ ორ ხისტ პოსტულატს:
1. ამერიკა (და შესაბამისად, ევროპაც) არის მეტად საშიში და არასანდო იმერიალისტი და, ამდენად, საქართველოს არას არგია დასავლეთისაკენ მზერის მიმართვა.
2. საქართველოსთვის უმჯობესია კვლავ მიუბრუნდეს თავის ბოლო ორასწლოვან იძულებით წიაღს - რუსეთს.
ასეთ მსოფლმხედველობას კარგად ვიცნობ და ვიცი ისიც, თუ რა შედეგები მოაქვს ჩვენი ქვეყნისთვის. ჩემი აზრით, ეს პოსულატები, ჩვენდა სამწუხაროდ, ამოდის რუსული ნეო-იმპერიალისტური პოლიტიკის ძირითადი პრინციპებიდან. ამიტომ უნდა ვთქვა, რომ ორივე ეს პოსტულატი, ჩემთვის, პირადად, კატეგორიულად მიუღებელია - აი, რატომ არ მინდა აქ პოლემიკაში ჩაბმა და რატომ ვთვლი ამგვარ დისკუსიას ამო წყლის ნაყვად!
მიუხედავად ასეთი რადიკალური განსხვავებისა, პატივს ვცემ თქვენს პოზიციას, თუმცა აქვე იმასაც ვიტყოდი, რომ გამომდინარე საიტის პროფილიდან (რაც არ უნდა იყოს, მაინც ლიტერატურულ საიტად იწოდება ოფიციალურად), ალბათ მიზანშეწონილიც კი არ უნდა იყოს ასეტი ღრმად პოლიტიზირებული თემის შემოგდება "ურაკპარაკზე". ამას გაცილებით აჯობებდა ნებისმიერი საიტელის შემოქმედების შესახებ დაწერილი ერთი ანალიტიკური წერილი, რაც, დარწმუნებული ვარ, ბატონ განდის ნამდვილად გამოუვიდოდა.
ვფიქრობ, არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ, ბატონო განდი, თქვენ ჩემზე გაცილებით უფროსი ასაკის ჰუმანიტარული სპეციალობის ადამიანი უნდა ბრძანდებოდეთ და ხანდახან იმაშიც კი მეპარება ეჭვი, თავისებური მისტიფიკაცია ხომ არ არის ეს თქვენი ამერიკაში ყოფნა, ან დასავლურ რეალობა-ცივილიზაციასთან რაიმე სიახლოვე?! ამის თქმას მაბედინებს ის პოლიტიკურ-მსოფლმხედველობრივი შეხედულებები, რომლებსაც თქვენ ასე დაჟინებით, სისტემურად და ეტაპობრივად, ანუ საკმაოდ მიზანმიმართულად ავრცელებთ ლიტერატურულ საიტზე სამწერლო წრეებში!
პატივისცემით
33. ბასტი ფანტასტი.,
შენს მიერ მე19-ე კომენტარში გამოქვეყნებული ინფორმაცია, და 30 კომენტარში დაფიქსირებული აზრები, ჩემი აზრით, ერთმანეთისაგან განსხვავდება,,
19-ში, შენ ერზე და მონღოლებზე საუბრო, თუ რა სიძულვილი გიჩნდება ამ ერის მიმართ,, მოკლედ, უვარგისია და თან ყოვლად, შენი პირადი ანტიპატია საკმაოდ მკაფიოდ არის გამოხატული,, შესაბამისად დაგისვი კითხვები, რომელიც შენს მიდგომას უფრო ნათელს გახდიდა, მეც გამიადვილდებოდა ფსიქოლოგიური სურათის / პორტრეტის დანახვა, რომ მცოდნოდა რა კუთხით გამეგრძელებინა საუბარი, ,
30 კომენტარში სხვა მიდგომა ფიქსირდება და რომელიც გაცილებით ახლოა დისკუსიის მაგიდაზე ერთად განსახილველ თემასთან,,
სწორედაც რომ მე ამ თემის სათაურში ვსაუბრობ, ერთი წინადადებით, იმ საკითხზე რაზეც შენ საუბრობ,,
-- განვლილი მივაბაროთ წარსულს, ახალ ფურცელზე დავწეროთ აწმყო --
სხვათა შორის, პიროვნული დამოკიდებულება, რაც ხალხში ფიგურირებს მასობრივად, დიდად წყვეტავს ზოგადი ფონის შექმნას, სწორედ ამ პიროვნული დამოკიდებულების შექმით, მასობრივი ძაგებით ამა თუ იმ ერისა, მთავრობები ხლართებს კარგად ხლართავენ (სხვათა შორის, რუსეთიც არ ჩამორჩება ჩვენი ხელისუფლების გზას, და ჩვენს ერზე ნეგატიურ აზრებს აფრქვევს მასობრივი საშუალებებით, ტელევიზიით და პრესით) , ანუ, კბილი კბილის წილ, თუ როგორც არის, მე შენზე ნაკლები არ ვარ - ო,,
მოკლედ, პინგ პონგის თამაში მიდის, რომელიც ჩემთვის არ არის სასიამოვნო,,
ანუ, მე არ ვუარყოფ, რომ გვაქვს/გვქონია პრობლემები რუსეთთან, თუმცა ისტორიას რომ მივებათ, ისტორიას და ახლო წარსულს თუ ვერ მოვეშვებით ცოტა ხნით მაინც, მაშინ აწმყო არ იქნება მთლად სახარბიელო, გაგვიჭირდება რაიმე ახალი შევქმნათ, რადგან შედეგი თავიდანვე განსაზვრული/ფიასკო გარანტირებული იქნება,
გადავხედოთ ბოლო 20 წელში საქართველოს მიერ განვლილ გზას, ერთად გადავხედოთ და მოვიძიოთ, ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები, რომლებმაც საქართველოს ზიანი მიაყენეს,, რუსეთის დადანაშაულება ყველაფერში, მე არ მიმაჩნია ჩვენი შეცდომების/წაბორძიკებების გასამართლებლად,,
შენ არ მიპასუხე კითხვაზე, რომელიც საქართველოს საელჩოს ეხებოდა რუსეთში,,, დღეს ჩვენ გვაქვს თუ არა დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან? თუ დიახ, რატომ? იგი ხომ ჩვენი მტერია? რატომ ?
ასევე არ მიპასუხე კითხვაზე რომელიც ეხებოდა ჩვენი ნაკლოვანებების ხმამაღლა თქმას,,
არ თვლი საჭიროდ ამ თემაზე საუბარს? სხვისი ძაგება ადვილია და გადაბრალება უკან წასული საქმისა, თუმცა საკუთარ თავზე საუბარით , იქნება გამოგვესწორებინა მომავალი,,
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის რუსეთის ეკონომიკური შემოსვლა საქართველოში, ბენდუქიძის როლი აღნიშნულ პრივატიზაციაში, საერთოდ, საიდან მოვიდა ეს კაცი, საიდან 'აღმოაჩინეს' ეს გენიოსი, და რა როლი/ფუნცქია ეკუთვნოდა მას ბოლო წლებში ჩვენს ეკონომიკაში?
ორმაგი სტანდარტები არის ის ქმედება რაც აბნევს მოსახლეობას და თეთრი შავად ჩანს,
ჩემი აზრით, ამერიკა ახალი რომის იმპერიის ტიტულს ნამდვილად ვერ ირგებს, უჭირს, და ის რაც აქვს, როდემდე გაძლებს რთული სათქმელია, იმედია გამოსწორდება მდგომარეობა, თორემ ერაყში მისმა იმპერიულმა განზრახვებმა, დღეს ავღანეთში მისმა ყოფნამ, შეიძლება გვითხრას, ეს იმპერია საკმაოდ ცუდ მოქმედებებში ერთვება, ბუშის მოსვლის დროს, ამერიკაში გადაჭარბებული ბიუჯეტი, ბუშის წასვლის დროს, ამერიკის ვალებში ყელამდე ყოფნამ დაასრულა,, ვალები და დაფიციტი კი არ არის კარგი არცერთი ქვეყნისთვის, ამერიკაში 10 პროცენტზე მეტი უმუშევრობა კატასტროფას უტოლოდება ამერიკის შიდა ეკონომიკისთვის, დოლარის ვარდნამ , ამერიკის, როგორც უძლეველი ქვეყნისრეპუტაციის შელახვა გამოიწვია, (დოლარი სიმბოლო ძლიერებისა) , ბევრმა ქვეყანამ, თავისი რეზერვები ევროში გადაიყვანა, (რეზერვები რომლებიც ათეულობით მილიარდი ევროა) ენრონისა და მადოFის კომპანიის ფიასკომ, მრავალი ჰაერით სავსე ფინანსური ბუშტის გახეთქვამ, ამერიკის სხვადასხვ შტატებისდ ბიუჯეტებში მილიარდიანმა ფულის უკმარისობამ, ამერიკელი ოჯახების მიერიპოთეკის ვერ გადაუხდელობამ, შესაბამისად მათი უსახლკაროდ ყოფნამ, (ათი ათასობით ამერიკელი უსახლკაროდ ცხოვრობს ამერიკაში, სახელმწიფო შემწეობით, ასევე, მილიონობით ამერიკელს დაზღვევა არ აქვს, ჯანმრთელობა ძვირია ამერიკაში) ამას ემატება წელიწადში ოთხი-ხუთი ხარიშხალი, საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში ჩააყენა ამერიკელი ხალხი და მთლიანად სახელმწიფო,
გარედან სხვანაირი ჩანს ამერიკა, შიგნიდან სხვანაირი, ერთი ანდაზა გამახსენდა, 'გარეთ ატლასი, შიგნით ათასი',, გარედან ატლასი ჩანს ამერიკა, და შიგნიდან ათასი პრობლემით სავსე,,
და აქედან გამომდინარე, მე ვერ ვთვლი იგი არის "დიდი ბოსი", უბრალოდ, ინერციით მოძრაობს ჯერ კიდევ, და იმოძრავებს ალბათ 5- 10 წელი კიდევ,,
ჩინეთი და ინდოეთი ამოდის ზემოთ, ძნელია თქმა რა როლი ექნებათ მათ თანამედროვე პოლიტიკის განსაზღვრაში, თუმცა საინტერესოა,
სამწუხაროა ეს, მაგრამ ფაქტია, მე ერთ-ერთი პირველი ვარ, რომელსაც არ აწყობს ამერიკის ეკონომიკური დაღმასვლა, მაგრამ არასწორი მენეჯმენტი აქაც ფიქსირდება, თვითონ ამერიკელები იძახიან ამას და მე, ქართველი როგორ გავთამამდე და როგორ დავუწყო კამათი, რომ ამერიკის მთავრობა უძლეველია?
ჰო, სხვათა შორის, საქართველოში მომხდარი ომის შემდეგ, ამერიკის მთავრობამ რომ გამოაცხადა საქართველოში მილიარდიანი დახმარების გამოყოფა, ჩემს გვერდზე მყოფმა ამერიკელებმა საკმაოდ უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკეს, რომ ფული თვითონ არ აქვს, ამერიკის შიგნით, და ამერიკის მოქალაქეების მიერ გადახდილ ფულს (ტაქსფეიერს მანი - Taxpayers’ money, ) სხვას რატომ აძლევენო,,
არადა ობამა, ნობელის პრემიის ლაურეატი, ავღანეთში 30 000 -მდე ზრდის ჯარისკაცების რაოდენობას,,
მე კიდევ ერთხელ გავიმეორებდი, რომ:
განვლილი მივაბაროთ წარსულს, ახალ ფურცელზე დავწეროთ აწმყო,,
მშვიდობიანი დღე :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
ბასტი ფანტასტი.,
შენს მიერ მე19-ე კომენტარში გამოქვეყნებული ინფორმაცია, და 30 კომენტარში დაფიქსირებული აზრები, ჩემი აზრით, ერთმანეთისაგან განსხვავდება,,
19-ში, შენ ერზე და მონღოლებზე საუბრო, თუ რა სიძულვილი გიჩნდება ამ ერის მიმართ,, მოკლედ, უვარგისია და თან ყოვლად, შენი პირადი ანტიპატია საკმაოდ მკაფიოდ არის გამოხატული,, შესაბამისად დაგისვი კითხვები, რომელიც შენს მიდგომას უფრო ნათელს გახდიდა, მეც გამიადვილდებოდა ფსიქოლოგიური სურათის / პორტრეტის დანახვა, რომ მცოდნოდა რა კუთხით გამეგრძელებინა საუბარი, ,
30 კომენტარში სხვა მიდგომა ფიქსირდება და რომელიც გაცილებით ახლოა დისკუსიის მაგიდაზე ერთად განსახილველ თემასთან,,
სწორედაც რომ მე ამ თემის სათაურში ვსაუბრობ, ერთი წინადადებით, იმ საკითხზე რაზეც შენ საუბრობ,,
-- განვლილი მივაბაროთ წარსულს, ახალ ფურცელზე დავწეროთ აწმყო --
სხვათა შორის, პიროვნული დამოკიდებულება, რაც ხალხში ფიგურირებს მასობრივად, დიდად წყვეტავს ზოგადი ფონის შექმნას, სწორედ ამ პიროვნული დამოკიდებულების შექმით, მასობრივი ძაგებით ამა თუ იმ ერისა, მთავრობები ხლართებს კარგად ხლართავენ (სხვათა შორის, რუსეთიც არ ჩამორჩება ჩვენი ხელისუფლების გზას, და ჩვენს ერზე ნეგატიურ აზრებს აფრქვევს მასობრივი საშუალებებით, ტელევიზიით და პრესით) , ანუ, კბილი კბილის წილ, თუ როგორც არის, მე შენზე ნაკლები არ ვარ - ო,,
მოკლედ, პინგ პონგის თამაში მიდის, რომელიც ჩემთვის არ არის სასიამოვნო,,
ანუ, მე არ ვუარყოფ, რომ გვაქვს/გვქონია პრობლემები რუსეთთან, თუმცა ისტორიას რომ მივებათ, ისტორიას და ახლო წარსულს თუ ვერ მოვეშვებით ცოტა ხნით მაინც, მაშინ აწმყო არ იქნება მთლად სახარბიელო, გაგვიჭირდება რაიმე ახალი შევქმნათ, რადგან შედეგი თავიდანვე განსაზვრული/ფიასკო გარანტირებული იქნება,
გადავხედოთ ბოლო 20 წელში საქართველოს მიერ განვლილ გზას, ერთად გადავხედოთ და მოვიძიოთ, ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები, რომლებმაც საქართველოს ზიანი მიაყენეს,, რუსეთის დადანაშაულება ყველაფერში, მე არ მიმაჩნია ჩვენი შეცდომების/წაბორძიკებების გასამართლებლად,,
შენ არ მიპასუხე კითხვაზე, რომელიც საქართველოს საელჩოს ეხებოდა რუსეთში,,, დღეს ჩვენ გვაქვს თუ არა დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან? თუ დიახ, რატომ? იგი ხომ ჩვენი მტერია? რატომ ?
ასევე არ მიპასუხე კითხვაზე რომელიც ეხებოდა ჩვენი ნაკლოვანებების ხმამაღლა თქმას,,
არ თვლი საჭიროდ ამ თემაზე საუბარს? სხვისი ძაგება ადვილია და გადაბრალება უკან წასული საქმისა, თუმცა საკუთარ თავზე საუბარით , იქნება გამოგვესწორებინა მომავალი,,
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის რუსეთის ეკონომიკური შემოსვლა საქართველოში, ბენდუქიძის როლი აღნიშნულ პრივატიზაციაში, საერთოდ, საიდან მოვიდა ეს კაცი, საიდან `აღმოაჩინეს` ეს გენიოსი, და რა როლი/ფუნცქია ეკუთვნოდა მას ბოლო წლებში ჩვენს ეკონომიკაში?
ორმაგი სტანდარტები არის ის ქმედება რაც აბნევს მოსახლეობას და თეთრი შავად ჩანს,
ჩემი აზრით, ამერიკა ახალი რომის იმპერიის ტიტულს ნამდვილად ვერ ირგებს, უჭირს, და ის რაც აქვს, როდემდე გაძლებს რთული სათქმელია, იმედია გამოსწორდება მდგომარეობა, თორემ ერაყში მისმა იმპერიულმა განზრახვებმა, დღეს ავღანეთში მისმა ყოფნამ, შეიძლება გვითხრას, ეს იმპერია საკმაოდ ცუდ მოქმედებებში ერთვება, ბუშის მოსვლის დროს, ამერიკაში გადაჭარბებული ბიუჯეტი, ბუშის წასვლის დროს, ამერიკის ვალებში ყელამდე ყოფნამ დაასრულა,, ვალები და დაფიციტი კი არ არის კარგი არცერთი ქვეყნისთვის, ამერიკაში 10 პროცენტზე მეტი უმუშევრობა კატასტროფას უტოლოდება ამერიკის შიდა ეკონომიკისთვის, დოლარის ვარდნამ , ამერიკის, როგორც უძლეველი ქვეყნისრეპუტაციის შელახვა გამოიწვია, (დოლარი სიმბოლო ძლიერებისა) , ბევრმა ქვეყანამ, თავისი რეზერვები ევროში გადაიყვანა, (რეზერვები რომლებიც ათეულობით მილიარდი ევროა) ენრონისა და მადოFის კომპანიის ფიასკომ, მრავალი ჰაერით სავსე ფინანსური ბუშტის გახეთქვამ, ამერიკის სხვადასხვ შტატებისდ ბიუჯეტებში მილიარდიანმა ფულის უკმარისობამ, ამერიკელი ოჯახების მიერიპოთეკის ვერ გადაუხდელობამ, შესაბამისად მათი უსახლკაროდ ყოფნამ, (ათი ათასობით ამერიკელი უსახლკაროდ ცხოვრობს ამერიკაში, სახელმწიფო შემწეობით, ასევე, მილიონობით ამერიკელს დაზღვევა არ აქვს, ჯანმრთელობა ძვირია ამერიკაში) ამას ემატება წელიწადში ოთხი-ხუთი ხარიშხალი, საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში ჩააყენა ამერიკელი ხალხი და მთლიანად სახელმწიფო,
გარედან სხვანაირი ჩანს ამერიკა, შიგნიდან სხვანაირი, ერთი ანდაზა გამახსენდა, `გარეთ ატლასი, შიგნით ათასი`,, გარედან ატლასი ჩანს ამერიკა, და შიგნიდან ათასი პრობლემით სავსე,,
და აქედან გამომდინარე, მე ვერ ვთვლი იგი არის "დიდი ბოსი", უბრალოდ, ინერციით მოძრაობს ჯერ კიდევ, და იმოძრავებს ალბათ 5- 10 წელი კიდევ,,
ჩინეთი და ინდოეთი ამოდის ზემოთ, ძნელია თქმა რა როლი ექნებათ მათ თანამედროვე პოლიტიკის განსაზღვრაში, თუმცა საინტერესოა,
სამწუხაროა ეს, მაგრამ ფაქტია, მე ერთ-ერთი პირველი ვარ, რომელსაც არ აწყობს ამერიკის ეკონომიკური დაღმასვლა, მაგრამ არასწორი მენეჯმენტი აქაც ფიქსირდება, თვითონ ამერიკელები იძახიან ამას და მე, ქართველი როგორ გავთამამდე და როგორ დავუწყო კამათი, რომ ამერიკის მთავრობა უძლეველია?
ჰო, სხვათა შორის, საქართველოში მომხდარი ომის შემდეგ, ამერიკის მთავრობამ რომ გამოაცხადა საქართველოში მილიარდიანი დახმარების გამოყოფა, ჩემს გვერდზე მყოფმა ამერიკელებმა საკმაოდ უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკეს, რომ ფული თვითონ არ აქვს, ამერიკის შიგნით, და ამერიკის მოქალაქეების მიერ გადახდილ ფულს (ტაქსფეიერს მანი - Taxpayers’ money, ) სხვას რატომ აძლევენო,,
არადა ობამა, ნობელის პრემიის ლაურეატი, ავღანეთში 30 000 -მდე ზრდის ჯარისკაცების რაოდენობას,,
მე კიდევ ერთხელ გავიმეორებდი, რომ:
განვლილი მივაბაროთ წარსულს, ახალ ფურცელზე დავწეროთ აწმყო,,
მშვიდობიანი დღე :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
32. დაკარგულს მივესალმები :)
ჰო, ბალკანეთის პრობლემას ვერ ჩავწვდი ღრმად, მანამ სანამ არ შევხვდი თვითონ ბალკანელებს და მათთან ურთიერთობაში არ გავიაზრე ომის სრული უგუნურობა, ბევრი მათგანი ფსიქიკურად არაჯანსაღ მდგომარეობაში იყო კარგა ხნის განმავლობაში, ომის დამთავრების მიუხედავად,,
ბალკანეთის ახლახანს მომხდარი ომი, თუ არ არის კარგი მაგალითი ჩვენი გეგმების ჩამოყალიბებისთვის / სტრატეგიის შემუშავებისთვის დასავლეთთან მიმართებაში, , მაშინ გაგვიჭირდება ხანგრძლივი სახელმწიფო უსაფრთხოების წესების შემუშავება,, ანუ სიფრთხილეა საჭირო
მე ვეთანხმები ეკონომიკურ თუ სხვა სახის მშვიდობიან თანამშრომლობას ევროპასთან, ამ შემთხვევაში კი ბატონო, არ დაიშურებენ ძალებს შეძლების ფარგლებში ითანამშრომლონ საქართველოსთან, თუმცა რთულ პერიოდებში, ომებში და ასე შემდეგ, სათუოა მტკიცე პარტიორი გახდეს საქართველოსი გერმანია, იტალია, თუგინდ შვეიცარია,, ამიტომაც საჭიროა ომის წინააღმდეგ პროპაგანდა და ყველაფრის გაკეთება რომ არ მივიდეს საქმე ამ კონდიციამდე,
ფორმულა "ჩვენი თავი, ჩვენ უნდა გვეკუთვნოდეს", კარგი განსაზღვრებაა - სწორება საით უნდა გვქონდეს,, ეს არ არის იზოლაცია, არამედ საკუთარი მიზნების თვითონ განსაზღვრა, სხვისი პირდაპირი ჩარევის გარეშე, დახმარება თუ ვინმეს უნდა, კი ბატონო, რეკომენდაციების სახით, ფინანსური ტრანსაქციები, გრანტების სახით (ოღონდ არა ვალები, ისედაც ბევრი გვაქვს საგარეო ვალები) შეუძლიათ მხარდაჭერა ჩვენი,,
შენ ახსენე ის ქვეყენები რომლებიც ამერიკის სოლჯერების ჩექმამ დასერა, ჩექმამ თუ არა რაკეტებმა გადაუარეს,, რა თქმა უნდა, ვიეტნამელების შეხედულება ამერიკელების მიმართ წლების განმავლობაში იყო საკმაოდ მკვახე და უკიდურესი,, თუმცა დრო გადის და დღეს თითქმის მოშუშებულია ის ჭრილობები რაც ამერიკამ დაუტოვა ვიეტნამს, ამერიკამაც ბევრი წააგო ვიეტნამში,, რეპუტაცია, ამერიკის შიგნით რყევები, ფინანსური ზარალი, ადამიანების დაკარგვა, დასახიჩრება, უკან დაბრუნებული ჯარისკაცების გარიყვა და არ მიღება ადგილობრივი საზოგადოების მიერ,, ბევრი ახალგაზრდა აპროტესტებდა ამერიკის შეჭრას ვიეტნამში,
არადა ამერიკას "ქონდა მართალი მიზეზი" ვიეტნამში შეჭრისა, "ხალხს ეხმარებოდა",, ??!!
რამოდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ პუბლიკაციას გავეცანი, სადაც ყოფილი ამერიკელი სამხედროები ვიეტნამში ეწვიენ იმ ადგილებს სადაც ომობდნენ, თავის მოწინააღმდგეებსაც შეხვდნენ, ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს, ერთად დასხდნენ და სადილს შეექცნენ,, ანუ?
ეს არის პოლიტიკა,, დღეს თუ კარგია ესა თუ ისე ქვეყანა, ხვალ არ ვიცით როგორი იქნება იგი,,
ცნობისათვის, 1975 წლიდან დღემდე (ანუ, მშვიდობიანობის დროს, მაშ შემდეგ რაც ამერიკის ჯარები გამოვიდნენ ვიეტნამიდან) , 100 000 ვიეტნამელი (ასი ათასი, რიცხვი გადამოწმებულია არ მეშლება) ადამიანი დაიღუპა და დასახიჩრდა ამერიკული ბომბების აფეთქების გამო, რომლებიც მიწაში იყო ჩამარხული (მინები). ეს ინფორმაცია ამერიკულ პრესაში ქვეყნდება და ამით არის გამორჩეული ამერიკული პრესა, - ჯერ კიდევ თავისუფალია, ინფორმაცია, თუნდაც მთავრობის საწინააღმდეგო, ამერიკული ნაკლოვანებები ღიად ფიქსირდება,,
მეორე კარგი მაგალითია ბრიტანეთ - ინდოეთის ურთიერთობები, ჩემი რამოდენიმე წლის წინ განხორციელებული ვიზიტი ინდოეთში საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა, ერთ-ერთ არაოფიციალურ შეხვედრების დროს, ერთმა ინდოელმა არც აცია და არც აცხელა, საკმაოდ მკვახე სიტყვებით მოიხსენია ბრიტანელები, ერი რომელმაც ბოლომდე გამოწურა ინდოეთის სიმდიდრეები და ბოლო მომენტამდე არ უნდოდა ამ მდიდარი ქვეყნის დათმობა,, არადა ბრიტანეთი, მაშინ ცივილიზირებულ ქვეყნად იწოდებოდა, მეოცე საუკუნის შუა რიცხვები,, ,, მიუხედავად ყველაფრისა, ინდოეთის მთავრობას ეყო გამჭირიახობა, ბრიტანეთთან აღედგინა ურთიერთობები და ჩვეულ რიტმში განეხორციელებინა დიპლომატიური თუ ეკონომიკური ურთიერთობები. (მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთმა დიდი ბომბი ჩადო ინდოეთში პაკისტანის სახით, ადგნენ და ინდოეთს ჩამოაჭრეს საკმაოდ დიდი ნაწილი ტერიტორიისა და ასე გაიჯახუნეს ბრიტანელებმა ინდოეთის კარები),,
მოკლედ, ცივილიზირებული სახელმწიფო, საკმაოდ პირობითი სიტყვაა, დასავლეთი - ესეც პირობითი სიტყვაა, ჩემი აზრით, დასავლეთI - არ ასოცირდება ყოველთვის წინსვლასთან და ფრიადოსნებთან,,
ამერიკის ერაყში შეჭრამ დაადასტურა, მათ აქვთ კონკრეტული მიზნები, რომლის შესრულებას წინ არაფერი დაუდგება, ადამიანთა მსხვერპლიც კი,,
ამიტომ, მსურს, ჩვენი ქვეყანა იყოს თავისუფალი ყოველგვარი უცხო ჯარისკაცისგან, პოლიტიკოსების მიზნები არ არის სტაბილური, ხშირად ტურბულენტურია, ხაფანგების დაგებაც კარგად ეხერხებათ, უცხო ქვეყანაში ხაფანგების დაგება,,
პატივისცემით, განდი. არწივი.
დაკარგულს მივესალმები :)

31. ეს რა სმაილია:) ეს რა სმაილია:)
30. განდი, განდი, საკითხი ეხება არა ჩემს პირად დამოკიდებულებას ამ ხალხისადმი, არამედ ისტორიულ გამოცდილებას, რომელიც ჩემი აზრით ზედმეტად მწარეა, არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ ყველა ქვეყნისთვის, რომელსაც რუსეთთან მცირედი შეხება მაინც ჰქონია.
რუსი ერი წაქცეულს არასდროს გაუწვდის ხელს წამოსაყენებლად, გეორგიევსკის ტრაქტატის შედეგებიც ნათლად მეტყველებს (გაიხსენეთ ტოტლებენი).
მე უკვე აღვნიშნე რომ შეიძლება რუს ხალხში არის დადებითად განწყობილი მცირე ნაწილი, მაგრამ ისინი ვერავითარ ამინდს ვერ ქმნიან და ვერც შექმნიან. "ნიკოლოზ მეფის დროინდელი რუსეთი"- თუ არ ვცდები კიუსტენის წიგნია, ვკითხულობდი და ვერავითარი სხვაობა ვერ ვნახე მაშინდელი რუსეთისა და დღევანდელი რუსეთის პოლიტიკასა და ზოგადად საზოგადოების განვითარებაში.
დაკარგულო, მე არ ვამბობ რომ ამერიკა რუსეთზე კარგია, მაგრამ ამერიკა ახალი რომის იმპერია უფროა, ვიდრე მონღოლთა ურდო, რომელსაც ნგრევის მეტი არაფერი მოაქვს. საქართველოს მტერია ყველა იმპერია, მაგრამ ჩვენთვის როგორც პატარა ქვეყნისთვის აუცილებელია ბალანსის დაცვა და ზომიერი არჩევანის გაკეთება , ცუდსა და უფრო ცუდს შორის, იმისათვის რომ ჩვენი დამოუკიდებლობა სამომავლოდ, ქაღალდიდან მოქმედებაში გადავიტანოთ.
წარმატებები ავტორს, მზად ვარ გიპასუხოთ ნებისმიერ თემატურ შეკითხვაზე
:)
განდი, განდი, საკითხი ეხება არა ჩემს პირად დამოკიდებულებას ამ ხალხისადმი, არამედ ისტორიულ გამოცდილებას, რომელიც ჩემი აზრით ზედმეტად მწარეა, არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ ყველა ქვეყნისთვის, რომელსაც რუსეთთან მცირედი შეხება მაინც ჰქონია.
რუსი ერი წაქცეულს არასდროს გაუწვდის ხელს წამოსაყენებლად, გეორგიევსკის ტრაქტატის შედეგებიც ნათლად მეტყველებს (გაიხსენეთ ტოტლებენი).
მე უკვე აღვნიშნე რომ შეიძლება რუს ხალხში არის დადებითად განწყობილი მცირე ნაწილი, მაგრამ ისინი ვერავითარ ამინდს ვერ ქმნიან და ვერც შექმნიან. "ნიკოლოზ მეფის დროინდელი რუსეთი"- თუ არ ვცდები კიუსტენის წიგნია, ვკითხულობდი და ვერავითარი სხვაობა ვერ ვნახე მაშინდელი რუსეთისა და დღევანდელი რუსეთის პოლიტიკასა და ზოგადად საზოგადოების განვითარებაში.
დაკარგულო, მე არ ვამბობ რომ ამერიკა რუსეთზე კარგია, მაგრამ ამერიკა ახალი რომის იმპერია უფროა, ვიდრე მონღოლთა ურდო, რომელსაც ნგრევის მეტი არაფერი მოაქვს. საქართველოს მტერია ყველა იმპერია, მაგრამ ჩვენთვის როგორც პატარა ქვეყნისთვის აუცილებელია ბალანსის დაცვა და ზომიერი არჩევანის გაკეთება , ცუდსა და უფრო ცუდს შორის, იმისათვის რომ ჩვენი დამოუკიდებლობა სამომავლოდ, ქაღალდიდან მოქმედებაში გადავიტანოთ.
წარმატებები ავტორს, მზად ვარ გიპასუხოთ ნებისმიერ თემატურ შეკითხვაზე
:)
29. დიდი სიამოვნებით წავიკითხე და კარგად არის ჩამოყალიბებული აზრი და ბევრ რამეში ვეთანხმები განდის. ბალკანეთის კონფლიკტს რაც შეეხება,ასე ვიტყოდი რომ ეს იყო ევროპის მინი ომი, რადგან აქ მოხდა კონფლიქტი სხვადასხვა გეოპოლიტიკის მატარებელი ქვეყნებისა. სლოვენიის უკან იტალია იდგა,სერბეთის უკან-რუსეთი,ხორვატიის უკან-ავსტრია-გერმანია, ხოლო ბოსნია-მაკედონიას უკან ცალკე მეტოქეობდნენ საბერძნერტი და მთელი მუსულმანური სამყარო.ევროპამ გადაინაწილა მიწები, ხოლო დაზარალებით უბრალო ხალხი დაზარალდა. (ნუ ერთადერთი მოგება ამ დანაწევრებიდან არის ის რომ ხმებს აძლევენ ერთმანეთს ევროვიზიის კონცერტზე :D )კოსოვოს აღიარებას რაც შეეხება,ყველამ იცოდა რომ ეს არასდროს იყო ალბანელების მიწა. უბრალოდ სრებრენიცას გამო დაისაჯნენ სერბები და დაკარგეს ეს მიწა. ჩვენ შემთხვევაში კი ორი ზესახელმწიფოს ჭიდილია. ხოლო აფხაზეთი არის ერთგვარი მძევალი, რუსეთის ხელში,რომელიც ფაქტიურად უმოქმედოდ არის მის ხელთ. ესეიგი ჩვენს მიერ რაღაც პირობების შესრულების შემთხვევაში, მოიაზრებს მის უკან დაბრუნებას.ასეა ხომ? ბასტი, ეგრეც ნუ იტყვი :) მრავალმილიონიან რუსეთში 1 მილიონია ისეთი, შენთვის და ნებისმიერი ქართველისთვის ტყვიას შეუშვერს შუბლს.(პოლიტიკოსებს აქ არ ვგულისხმობ). და ერში ერთი კარგიც რომ იყოს-იმ ერზე აუგი არ ითქმის. რუსეთის პოლიტიკამ ჩვენს მეხსიერემაში თუ დატოვა ცუდი კვალი, მოდით ვკითხოთ კუბელებს, ვიეტნამელებს,კოლუმბიელებს და ა.შ. როგორი კვალი დატოვა აშშ.-ს პოლიტიკამ მათ მეხსიერებაში. ჩვენს მიერ არჩევანია გასაკეთებელი ცუდსა და უარესს შორის. დიდი სიამოვნებით წავიკითხე და კარგად არის ჩამოყალიბებული აზრი და ბევრ რამეში ვეთანხმები განდის. ბალკანეთის კონფლიკტს რაც შეეხება,ასე ვიტყოდი რომ ეს იყო ევროპის მინი ომი, რადგან აქ მოხდა კონფლიქტი სხვადასხვა გეოპოლიტიკის მატარებელი ქვეყნებისა. სლოვენიის უკან იტალია იდგა,სერბეთის უკან-რუსეთი,ხორვატიის უკან-ავსტრია-გერმანია, ხოლო ბოსნია-მაკედონიას უკან ცალკე მეტოქეობდნენ საბერძნერტი და მთელი მუსულმანური სამყარო.ევროპამ გადაინაწილა მიწები, ხოლო დაზარალებით უბრალო ხალხი დაზარალდა. (ნუ ერთადერთი მოგება ამ დანაწევრებიდან არის ის რომ ხმებს აძლევენ ერთმანეთს ევროვიზიის კონცერტზე :D )კოსოვოს აღიარებას რაც შეეხება,ყველამ იცოდა რომ ეს არასდროს იყო ალბანელების მიწა. უბრალოდ სრებრენიცას გამო დაისაჯნენ სერბები და დაკარგეს ეს მიწა. ჩვენ შემთხვევაში კი ორი ზესახელმწიფოს ჭიდილია. ხოლო აფხაზეთი არის ერთგვარი მძევალი, რუსეთის ხელში,რომელიც ფაქტიურად უმოქმედოდ არის მის ხელთ. ესეიგი ჩვენს მიერ რაღაც პირობების შესრულების შემთხვევაში, მოიაზრებს მის უკან დაბრუნებას.ასეა ხომ? ბასტი, ეგრეც ნუ იტყვი :) მრავალმილიონიან რუსეთში 1 მილიონია ისეთი, შენთვის და ნებისმიერი ქართველისთვის ტყვიას შეუშვერს შუბლს.(პოლიტიკოსებს აქ არ ვგულისხმობ). და ერში ერთი კარგიც რომ იყოს-იმ ერზე აუგი არ ითქმის. რუსეთის პოლიტიკამ ჩვენს მეხსიერემაში თუ დატოვა ცუდი კვალი, მოდით ვკითხოთ კუბელებს, ვიეტნამელებს,კოლუმბიელებს და ა.შ. როგორი კვალი დატოვა აშშ.-ს პოლიტიკამ მათ მეხსიერებაში. ჩვენს მიერ არჩევანია გასაკეთებელი ცუდსა და უარესს შორის.
28. ბუენ დია, თეაო :-*
კატალონიიდან გვესალმები, არა ? :) კარგია ესპანეთი, ყოჩაღ რომ მოახერხე ცოტა ხნით მიანც წასვლა და შენი დიდი ხნის ოცნების ასრულება, ბარსელონას თამაშს დაესწარი იცოდე, ისე არ წამოხვიდე უკან <:-P
პატივისცემით, განდი. არწივი.
ბუენ დია, თეაო :-*

27.
ბასტი ფანტასტი., კარგად ვერ მივხვდი რისი თქმა გინდა :)
მოდი ერთ შეკIთხვას დაგისვამ: პირველად როდის გაიაზრე, როდის მიხვდი რომ რუსეთიში, ყველა (აბსოლიტურად ყველა) არის ლოთი, ჩლუნგი , მეძავი, და ერთი სიტყვით რომ ვთქვათ - უვარგისი,, რამდენი წლის იყავი, (მიახლოებით) რომ მიხვდი, რუსეთი არის უვარგისი,,
გავთამამდები და მეორე კითხვასაც დაგისვამ:
რაიმე მოვლენასთან, რომელიც პირადად შენ შეგეხო (ანუ, მაგალითად ცხოვრობდი რუსეთში, ანდა მუშაობდი რუსებთან) ასოცირდებოდა ეს შენის მიერ გააზრებული იდეა, თუ ტელევიზორში , საქართველოს არხებზე მოსმელ და ნეტში წაკითხულ ინფორმაციას ეყრდნობი?
რუსს რომ ხედავ ქუჩაში, რა რეაქცია გეუფლება? სახეზე რა მიმიკური გამოხატულება გაქვს? ზიზღის? თუ სახე მშვიდად გაქვს და გულში იგინები თუ უარყოფით ემოციას გამოხატავ?
ერთი კითხვაც და მოვრჩით: დავუშვათ რომ ქუჩაში ყინულზე მოსრიალდი და წაიქეცი, არის საღამო, ქუჩაში კანტიკუნტად დადის ხალხი, მობილური არ გაქვს, , ფეხი იტკინე ისე, რომ შენით ვერ დგები, რუსი მოვიდა გითხრა მოდი აგაყენებო, (რუსულად საუბრობს) შენი რეაქცია როგორი იქნება?
მოკლედ, ეს კითხვებია, რომლებიც მე შენი კომენტარის მერე დამებადა და ბუნებრივია დაგისვი , :) თუ გინდა მიპასუხე, ეს გამიადვილებს შენი ფსიქოლოგიური პორტრეტის ჩამოყალიბებაში და მერე გავაგრძელოთ საუბარი უფრო ღრმად და დაწვრილებით, (თუ გინდა შენ დამისვი ნებისმიერი შეკითხვა და მეც გიპასუხებ )
ცოტა უფრო შორს წავალ და მოდი ქართველების შესახებ ვისაუბრობთ, როგორები ვართ? შენ როგორ ფიქრობ, ცუდი თვისება რაც ჩვენს ერს აქვს, რომელია? ჩამოთვალე რამდენიმე,
თუკი შენ თვლი, რომ ჩვენ არ გვაქვს ცუდი თვისებები და ყველა ჩვენი თვისება კარგია, მაშინ შენი რწმენის და შენი ოპტიმიზმის შემშურდებოდა :)
ზიგადად თუ ვიტყვით, , , ამ შემთხვევაში საუბარი მიდის დილემაზე, ურთიერთობაზე სახელმწიფო დონზე, სახემწიფო დონემ , არ იცის ის რაც შენ თქვი, სხვა მიდგომა ფიქსირდება დიპლომატიური ურთიერთობების განხილვისას,
საინტერესოა, ჩვენ გვაქვს საქართველოს საელჩო რუსეთში? იქნება გაიკითხო და მომაწოდო ინფორმაცია საელჩოს შესახებ?

26. ნატა, :)
ერთი არ წაგიკითხია დღეს ეს ნაწერი :D (ჩამაბარებ იცოდე თხრობით :D )
როგორ ხარ ? :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
ნატა, :)

25.
პრივეტ დადუ :)
ჰოო, პოლემიკის დაზარება მეც ხანდახან მახასიათებს, (დროის სიმცირისა თუ ხასიათის თავისებურებების გამო) მაგრამ გუშინ რატომღაც მომინდა ცოტა ვრცლად გამომეთქვა აზრი აღნიშნულ თემაზე,
მეც მახსოვსხარ კაცო, განა ასე ადვილად დასავიწყებელი ხარ? :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
,

24.
ციტატა: /
უწინ არ გამახსენდა, სიტყვა თათარი ისტორიას ჩაბარდაო იძახით. სულაც არაა ასე საქმე. თუ არ დაგეზარება განდ წაიკითხე ``ტაოსკარელის`` პუბლიცისტიკა ``ღაღადი ქვათა`` და მანდ დატანებული ჩემი კომენტარი. იანგული. 2010-01-22 22:45:46
ციტატის დასასრული: //
იანგული, ჩემთვის სიტყვა 'თათარი' ისტორიას ჩაბარდა. იყო მუსულმანური რელიგიის მიმდევარი არ ნიშნავს იყო კეთროვანი. მე გვერდიგვერდ მიწევს ერთ-ერთ მულტი-ნაციონალურ კომპანიაში მუსულმანებთან, სხვადასხვა რელიგიის მიმდევრებთან მუშაობა. არიან ჩვეულებრივი ადამიანები, არ ვარჩევ მათ რელიგიის , რასის მიხედვით.
რა თქმა უნდა ვნახავ შენს კომენტარს ტაოსკარელის ქვათა ღაღადში, თუმცა ვიცი, რომ 'თათარი' იმ გაგებით რა გეგებითაც საუკუნეების წინ აღიქმევოდა, შეიძლება სულაც ჩვენს გვერდზე დადის, საქართველოში, ქართველი ეროვნების, ქართველი რელიგიით,,
ანუ, ზიანის მოტანა ქართველს შეუძლია სამშობლოსთვის და აი , ეს აღიქმევა კეთროვანად ჩემთვის და არა ყველა ვინც მუსულმანურ რელიგიას აღიარებს,
არც შევარდნაძეა თათარი და არც სიგუა და არც კიტოვანი, მაგრამ მათ, თავიანთი საქმით 'კეთროვნის, უსარგებლო, პარაზიტის' სახელი დაიმკვიდრეს ხალხში,,
ამიტომ, ჩემთვის სიტყვა თათარი დღეს ფუნქცია დაკარგულია, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით,
საუკეთესო სურვილებით, მაჰათმა განდი. არწივი.
ციტატა: /
უწინ არ გამახსენდა, სიტყვა თათარი ისტორიას ჩაბარდაო იძახით. სულაც არაა ასე საქმე. თუ არ დაგეზარება განდ წაიკითხე ``ტაოსკარელის`` პუბლიცისტიკა ``ღაღადი ქვათა`` და მანდ დატანებული ჩემი კომენტარი. იანგული. 2010-01-22 22:45:46
ციტატის დასასრული: //
იანგული, ჩემთვის სიტყვა `თათარი` ისტორიას ჩაბარდა. იყო მუსულმანური რელიგიის მიმდევარი არ ნიშნავს იყო კეთროვანი. მე გვერდიგვერდ მიწევს ერთ-ერთ მულტი-ნაციონალურ კომპანიაში მუსულმანებთან, სხვადასხვა რელიგიის მიმდევრებთან მუშაობა. არიან ჩვეულებრივი ადამიანები, არ ვარჩევ მათ რელიგიის , რასის მიხედვით.
რა თქმა უნდა ვნახავ შენს კომენტარს ტაოსკარელის ქვათა ღაღადში, თუმცა ვიცი, რომ `თათარი` იმ გაგებით რა გეგებითაც საუკუნეების წინ აღიქმევოდა, შეიძლება სულაც ჩვენს გვერდზე დადის, საქართველოში, ქართველი ეროვნების, ქართველი რელიგიით,,
ანუ, ზიანის მოტანა ქართველს შეუძლია სამშობლოსთვის და აი , ეს აღიქმევა კეთროვანად ჩემთვის და არა ყველა ვინც მუსულმანურ რელიგიას აღიარებს,
არც შევარდნაძეა თათარი და არც სიგუა და არც კიტოვანი, მაგრამ მათ, თავიანთი საქმით `კეთროვნის, უსარგებლო, პარაზიტის` სახელი დაიმკვიდრეს ხალხში,,
ამიტომ, ჩემთვის სიტყვა თათარი დღეს ფუნქცია დაკარგულია, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით,
საუკეთესო სურვილებით, მაჰათმა განდი. არწივი.
23. გამარჯობა, განდი! ტაოსკარელის ნაწერი არ წამიკითხავს, თუმცა, დაახლოებით ვიცი მისი პოზიცია, რისგანაც მკვეთრად განსხვავდება ჩემი აზრი.
რომ მოვიცლი, ვეცდები, ორივე წერილს გავეცნო და აქვე მოგწერო.
მოკითხვა შენ და ბუენ დია:-* გამარჯობა, განდი! ტაოსკარელის ნაწერი არ წამიკითხავს, თუმცა, დაახლოებით ვიცი მისი პოზიცია, რისგანაც მკვეთრად განსხვავდება ჩემი აზრი.
რომ მოვიცლი, ვეცდები, ორივე წერილს გავეცნო და აქვე მოგწერო.
მოკითხვა შენ და ბუენ დია:-*
22. დილა მშვიდობისა, იანგული :)
დიახ, სატირალია ეს ყველაფერი, ანუ მოვლენების განვითარება იყო სრულიად ქაოტური და დაუგეგმავი,, მე არ ვიცი რა ამოძრავებდა საქართველოს მთავრობას, მიეღო გადაწყვეტილება ჩაბმულიყო აქტიურ საომარ მოქმედებებში, გაიხსენე პრეზიდენტის გამოსვლა, ულტიმატუმი და ომის დაწყების ოფიციალური გამოცხადება, მე არ დამავიწყდა, შენ?
შენ თვითონ აღნიშე კომენტარში რომ :
ციტატა: /
იყო პროვოკაცია, ომის დაწყებამდე ავიწროებდნენ ქართულ შენაერთებს, იყო გასროლბი იყო ქართული მოსახლეობის დარბევა და ქართული ჯარი წამოეგო პროვოკაციაზე. ერთ რამეს გკითხავ განდ Yოფილხარ შეიარაგებულ დაპირისპირებაში?
ცოტატის დასასრული: //
პროვოკაციები რომ იყო ამას განა ვინმე გამორიცხავს? მე ვიძახი, რომ ჩვენი სახელმწიფოს შესაბამისმა უწყების ხელმძღვანელებმა არ გააკეთეს ყველაფერი რომ აგვეცილებინა 2008 წლის ომი თავიდან, ეს არის და ეს, ამას ვფიქრობ მე,
ვინ დაიწყო ომი, ეს რაღა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, თუმცა არაგადამწყვეტი, როდესაც დავკარგეთ ის ტერიტორიები, რაც ომამდე ჩვენ გვეკუთვნოდა, მოხდა ჩვენი ქალაქების დაბომბვა, დაგვეღუპა სამოქალაქო პირები, დაეცა ბევრი სამხედრო პირი,, ეკონომიკური ზარალი მრავალი ასი ათასი მილიონი ლარია,, (სახლების დაწვა, ინფრასტრუქტურის განადგურება, რეპუტაციის შელახვა),
არავინ საუბრობს ამ თემაში იმაზე, რომ რუსეთის არმიამ კარგი საქმე გააკეთა, ეს არასერიოზული იქნებოდა,, ამავე დროს, არ უნდა ასოცირდებოდეს ომზე საუბარი და ანალიზი, ავტომატურად რუსეთის არმიის ქმედებების გამართლებად, ანუ, მე თუ ვთვლი, ჩვენმა ხელისუფლებამ არასწორი ნაბიჯი გადადგა ომში ჩაბმისა, ეს ავტომატურას არ ნიშნავს რუსეთის არმიის შეტევების გამართლებას,,
მოდი ჯარის მოქმედებებზე ვისაუბრებ,
ჯარი არის სახელმწიფო კონკრეტული და გამოყოფილი სტრუქტურა, რომელიც მოქმედებს მკაცრად განზრახული გეგმით, შიდაგანაწესით, ფიცით, ანუ, ჯარი არ წყვიტავს თავისი ნებით, მოდი დღეს იქ წავიდეთ, და ხვალ აქაო, იყო ბრძანება შეტევისა და ჯარმაც შეასრულა ის, რაც უნდა შეესრულებინა. , შენ როგორ ფიქრობ, ჯარმა შეტევა ისე განახორციელა, რომ ბრძანება არ ყოფილა გენერალური შტაბიდან? მაშინ გამოდის, რომ ჯარის დისციპლინა არ იყო სათანადო დონეზე, შენ ყოფილხარ ჯარში და გეცოდინება დისციპლინის ხარისხი როგორი უნდა იყოს,, 2008 წელს ჩვენ გვყავდა ჯარი და არა სახალხო ლაშქარი, ამიტომ, ის რომ ჯარმა შეუტია,
ციტატა: /
ერთ რამეს გეტყვი, აქედან ეხლა საუბარი ძაალიან იოლია, ხოლო მოცემულ მომენტში ინთები ვეღარ აზროვნებ ეს სრული აფექტია. და მე წარმომიდგენია ჩვენი ჯარი როცა მატ დაინახეს რომ ცეცხლი გახსნა მოწინააღმდეგემ და ქართულ სოფლებს დააცხრა. მკლედ, ჩვენ იმ მომენტში პასუხი უნდა გაგვეცა და გასცეს ბიჩებმა
ციტატის დასასრული: //
არ იყო მარტო ჯარის ნება, არამედ იყო ბრძანება, და რაღა თქმა უნდა, ჯარისკაცს რომ უბრძანო შეტევა/გადაადგილება , უნდა შეასრულოს მან ეს ბრძანება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ჩინის აყრა და საველე სასამართლო ემუქრება , რომელიც ხშირად ომის პერიოდში სიკვდილით მთავრდებოდა, (დღეს აღარ არის სიკვდილით დასჯა არამედ მრავალწლიანი პატიმრობა),
ანუ, ერთ რამეზე ჩამოვყალიბდეთ, ნურავინ შეეცდება, რომ ომის დაწყებისა თუ ცოდად დაგეგმვის მიზეზის გამოთქმისას, ომში მონაწილე ჯარისკაცების არაპატივისცემა გამოიხატოს,, ანუ, მე როდესაც ვლაპარაკობ ომის გამომწვევ მიზეზებზე, ეს არანაირად არ ეხებოდა ვალის მოსახდელად , იარაღით ხელში საბრძოლველად გასულ ბიჭებს,
ეს უნდა გვახსოვდეს, ნუ ავურევთ 2 სხვადასხვა რამეს, ომის ხსენება ავტომატურად არ ნიშნავს მებრძოლი ჯარისკაცების ღვაწლის გაცამტვერებას,,
დიდი განსხვავებაა ამ 2 მოვლენას შორის, როგორც ცა და დედამიწა,,
მშვიდობიანი დღე :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
დილა მშვიდობისა, იანგული :)

21.
გამარჯობა რაშიდ :)
კი ბატონო, ტერმინებზე არავინ დაობს, 'სამოქალაქო ომი', თუ სხვა ომი, ომის არსს არ ცვლის, ხოლო არსი არის სავალალო, თორემ სხვადასხვა სახელების მოძებნა შეიძლება, ფაქტია, რომ ერთ მხარეზე იდგა საქართველოს მოქალაქე, მეორე მხარეზეც საქართველოს მოქალაქე,
ახლა კი, დავუძახოთ ამ ომს რაც გვინდა, ფაქტია რომ ჩვენი სისხლი დაიღვარა, საქართველოს მოქალაქეების და სწორედ მაგიტომ არის საჭირო გამოძიება, რომ გაირკვეს "ჩრდილში მყოფი ბარონები" როგორ მმართველობდნენ სამეულს და რომელი ქვეყნიდან იყვნენ ისინი, ,
არსზე მინდა ვილაპარაკო, თორემ ტერმინოლოგიაზე შეიძლება საუბარი,, და მანამ სანამ არ გამოაშკარავდება სიმართლე, რთულია სახელმწიფომ ბრალი დასდოს სხვა სახელმწიფოს გადატრიალების მოწყობაში, ჩვენ კი შეგვიძლია ვისაუბროთ ამ საკითხზე , მაგრამ ეს არ გასცდება ფორუმის ფარგლებს,,
ჩვენ, საქართველო როგორც სახელმწიფო, მეგობრებს არ უნდა ვეძებდეთ უცხო ქვეყანაში,, ეს შენც კარგად აღნიშნე, შეუძლებელია,,
დღეს კი ვეძებთ მეგობრებს, ხან უკრაინაა მეგობარი, ხან ამერიკა და ხან ვის მივაკრობთ მეგობრის იარლიყს და ხან ვის, მეგობრის არსი კი არის თავის გადადება მეორე მეგობრის მიმართ, ახლა მითხარი, რომელი ქვეყანა გადადებს თავს საქართველოს გამო? ეს ისტორიაში არ დაფიქსირებულა, ყველა ქვეყანას თავისი საქმე აქვს და ბიზნესი და დღეს თუ ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს უკრაიანსთან, ის პარტნიორად შეიძლება აღვიქვათ, ხვალ შEიძლება დაიძაბოს ურთიერთობა, ზეგ ისევ გამოვიდეს მზე და მოკლედ, ეს მოქმედებები ხშირად დამოკიდებულია სახელმწიფო კურსზე და სვლაზე, ვის რა ინტერესი აქვს მოქმედებებისას,
ეს არის ჩემი აზრი,
აბა შენ იცი, საინტერესო ავატარა გაქვს, ძველმართლმადიდებლურ სიმბოლოს მაგონებს, :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
გამარჯობა რაშიდ :)
კი ბატონო, ტერმინებზე არავინ დაობს, `სამოქალაქო ომი`, თუ სხვა ომი, ომის არსს არ ცვლის, ხოლო არსი არის სავალალო, თორემ სხვადასხვა სახელების მოძებნა შეიძლება, ფაქტია, რომ ერთ მხარეზე იდგა საქართველოს მოქალაქე, მეორე მხარეზეც საქართველოს მოქალაქე,
ახლა კი, დავუძახოთ ამ ომს რაც გვინდა, ფაქტია რომ ჩვენი სისხლი დაიღვარა, საქართველოს მოქალაქეების და სწორედ მაგიტომ არის საჭირო გამოძიება, რომ გაირკვეს "ჩრდილში მყოფი ბარონები" როგორ მმართველობდნენ სამეულს და რომელი ქვეყნიდან იყვნენ ისინი, ,
არსზე მინდა ვილაპარაკო, თორემ ტერმინოლოგიაზე შეიძლება საუბარი,, და მანამ სანამ არ გამოაშკარავდება სიმართლე, რთულია სახელმწიფომ ბრალი დასდოს სხვა სახელმწიფოს გადატრიალების მოწყობაში, ჩვენ კი შეგვიძლია ვისაუბროთ ამ საკითხზე , მაგრამ ეს არ გასცდება ფორუმის ფარგლებს,,
ჩვენ, საქართველო როგორც სახელმწიფო, მეგობრებს არ უნდა ვეძებდეთ უცხო ქვეყანაში,, ეს შენც კარგად აღნიშნე, შეუძლებელია,,
დღეს კი ვეძებთ მეგობრებს, ხან უკრაინაა მეგობარი, ხან ამერიკა და ხან ვის მივაკრობთ მეგობრის იარლიყს და ხან ვის, მეგობრის არსი კი არის თავის გადადება მეორე მეგობრის მიმართ, ახლა მითხარი, რომელი ქვეყანა გადადებს თავს საქართველოს გამო? ეს ისტორიაში არ დაფიქსირებულა, ყველა ქვეყანას თავისი საქმე აქვს და ბიზნესი და დღეს თუ ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს უკრაიანსთან, ის პარტნიორად შეიძლება აღვიქვათ, ხვალ შEიძლება დაიძაბოს ურთიერთობა, ზეგ ისევ გამოვიდეს მზე და მოკლედ, ეს მოქმედებები ხშირად დამოკიდებულია სახელმწიფო კურსზე და სვლაზე, ვის რა ინტერესი აქვს მოქმედებებისას,
ეს არის ჩემი აზრი,
აბა შენ იცი, საინტერესო ავატარა გაქვს, ძველმართლმადიდებლურ სიმბოლოს მაგონებს, :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
20. დილა მშვიდობისა ილტოსპირელო :)
ერთი თხოვნა მაქვს შენთან, 'თ' - ებით ლაპარაკი იქნება შეცვალოთ შენობით საუბრით? ანუ, თქვენობით საუბარი უხერხულ მდგომარეობაში მაყენებს, ნეტში საუბრის დროს მე არ მგონია რაიმე პრობლემას წარმოადგენდეს ადამიანებს შორის შენობით საუბარი, ჩემთვის საზღვრები არ არის აქ და შენობით საუბარი უფრო მოსახერხებელია, ვისაც არ უნდა ვესაუბრებოდე, ვიცნობდე, თუ პირველად ვეუბნებოდე სიტყვას, ეს პატარა თხოვნა მინდოდა შენთვის მეთხოვა.
მეორეც ის, რომ იძახი, არ ვიცი ვის ვესაუბრებიო და (ეშმაკს ამხანაგია შეიძლებაო,) ამიტომ თავს შევიკავებ საუბრისაგანო,
კი ბატონო, ნება შენია, რაღა თქმა უნდა, ინტერნეტში მე მგონი ბიოგრაფიის დადება არ არის სავალდებულო რომ ვინმეს ესაუბრო და თუკი საკუთარი აზრის გამოსათქმელად ვიღაცის ცნობაა საჭირო, მაშინ დაგეთანხმებოდი, არ უნდა ესაუბრო უცნობს, თან დაფარული ეშმაკი შეიძლება იყოს :D (ფუი, ეშმაკს, 3-ჯერ),
ეს ნახევრად ხუმრობით, ცოტა სერიოზულად რომ ვთქვა სიტყვა, ვიტყოდი, რომ შენს მიერ გამოქვეყნებული 17-ე კომენტარის შინაარსი და არსი ვერ გავიგე :) ანუ, ვინ აყენებს საკუთარი ქვეყნის სიმართლეს ეჭვ ქვეშ? ადამიანები რომლებიც გამოთქვავენ მოსაზრებებს ღია დისკუსიის სახით? ღია ფორუმია ეს და საკუთარი ქვეყნის სიმართლეა სწორედ რომ გასარკვევია და კარგი იქნებოდა თუ დააკონკრეტებდი ვინ აყენებს ეჭვ ქვეშ სიმართლეს , რას გულისხმობ ამ შენს განცხადებაში , ,
მშვიდობიანი დღე :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
დილა მშვიდობისა ილტოსპირელო :)
ერთი თხოვნა მაქვს შენთან, `თ` - ებით ლაპარაკი იქნება შეცვალოთ შენობით საუბრით? ანუ, თქვენობით საუბარი უხერხულ მდგომარეობაში მაყენებს, ნეტში საუბრის დროს მე არ მგონია რაიმე პრობლემას წარმოადგენდეს ადამიანებს შორის შენობით საუბარი, ჩემთვის საზღვრები არ არის აქ და შენობით საუბარი უფრო მოსახერხებელია, ვისაც არ უნდა ვესაუბრებოდე, ვიცნობდე, თუ პირველად ვეუბნებოდე სიტყვას, ეს პატარა თხოვნა მინდოდა შენთვის მეთხოვა.
მეორეც ის, რომ იძახი, არ ვიცი ვის ვესაუბრებიო და (ეშმაკს ამხანაგია შეიძლებაო,) ამიტომ თავს შევიკავებ საუბრისაგანო,
კი ბატონო, ნება შენია, რაღა თქმა უნდა, ინტერნეტში მე მგონი ბიოგრაფიის დადება არ არის სავალდებულო რომ ვინმეს ესაუბრო და თუკი საკუთარი აზრის გამოსათქმელად ვიღაცის ცნობაა საჭირო, მაშინ დაგეთანხმებოდი, არ უნდა ესაუბრო უცნობს, თან დაფარული ეშმაკი შეიძლება იყოს :D (ფუი, ეშმაკს, 3-ჯერ),
ეს ნახევრად ხუმრობით, ცოტა სერიოზულად რომ ვთქვა სიტყვა, ვიტყოდი, რომ შენს მიერ გამოქვეყნებული 17-ე კომენტარის შინაარსი და არსი ვერ გავიგე :) ანუ, ვინ აყენებს საკუთარი ქვეყნის სიმართლეს ეჭვ ქვეშ? ადამიანები რომლებიც გამოთქვავენ მოსაზრებებს ღია დისკუსიის სახით? ღია ფორუმია ეს და საკუთარი ქვეყნის სიმართლეა სწორედ რომ გასარკვევია და კარგი იქნებოდა თუ დააკონკრეტებდი ვინ აყენებს ეჭვ ქვეშ სიმართლეს , რას გულისხმობ ამ შენს განცხადებაში , ,
მშვიდობიანი დღე :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
19. მე მძულს მონღოლები,
არსებობს ლოთი რუსი ხალხი, მეძავი რუსი ხალხი, ჩლუნგი რუსი ხალხი, უდონო რუსი ხალხი, მაგრამ კარგი რუსი ხალხი,- ეს ცნება არ არსებობდა, არც თემურ ლენგამდე, არც მერე და არც იარსებებს მომავალში. შეიძლება არის ასიათასში ერთი კარგი ადამიანი, მაგრამ ისინი რუსი ერის იდეოლოგიაში და გენერიკურ მახსოვრობაში ვერანაირ ამინდს ვერ ქმნიან. რუსი ერი ყოველთვის იქნება ჩლუნგი იმპერიალიზმის მქადაგებელი. მე მძულს მონღოლები,
არსებობს ლოთი რუსი ხალხი, მეძავი რუსი ხალხი, ჩლუნგი რუსი ხალხი, უდონო რუსი ხალხი, მაგრამ კარგი რუსი ხალხი,- ეს ცნება არ არსებობდა, არც თემურ ლენგამდე, არც მერე და არც იარსებებს მომავალში. შეიძლება არის ასიათასში ერთი კარგი ადამიანი, მაგრამ ისინი რუსი ერის იდეოლოგიაში და გენერიკურ მახსოვრობაში ვერანაირ ამინდს ვერ ქმნიან. რუსი ერი ყოველთვის იქნება ჩლუნგი იმპერიალიზმის მქადაგებელი.
18. განდი ამას ხვალ წავიკითხავ @-) ეხლა კი მოგიკითხე :-* განდი ამას ხვალ წავიკითხავ @-) ეხლა კი მოგიკითხე :-*
17. არ ვიცი, რა დავარქვა საკუთარი ქვეყნის სიმართლის ეჭქვეშ დაყენებას!!!!..... ამ თემასთან დაკავშირებით, აქ აღარ შემოვალ...
ბოდიში და პატივისცემა ავტორს! :) არ ვიცი, რა დავარქვა საკუთარი ქვეყნის სიმართლის ეჭქვეშ დაყენებას!!!!..... ამ თემასთან დაკავშირებით, აქ აღარ შემოვალ...
ბოდიში და პატივისცემა ავტორს! :)
16. გასაგებია და დასაფასებელი ეგ, თუმცა არავინ, არავინ არ იცის საიდან და ვისი მიზეზით დაიწყო ყველაფერი. ეს ისეთი საკითხია, რაზედაც ძნელია კონკრეტული აზრი გამოთქვა, თუნდაც არგუმენტირებული. ყველაფერი ერთმანეთს ექვემდებარება, თუმცა მიწაზე არავინ არ ვიცით ვინ არის უმდაბლესი და უმაღლესი. ამიტომ დეტალები, რომლებიც ყველაფერს წყვეტენ, რჩება უცნობი, დაბურული და ჩვენ ვჭამთ იმას, რასაც გვაჭმევენ. ასე რომ არ იყოს გაჩენიდან, შეიძლება ახალდაბადებულსაც არ ეჭამა დედის რძე და დაეწყო სხვა რამით... ბუნებრივია მე ვფიქრობ ეს...
ჩემი აზრით რაღა თქმა უნდა... :) გასაგებია და დასაფასებელი ეგ, თუმცა არავინ, არავინ არ იცის საიდან და ვისი მიზეზით დაიწყო ყველაფერი. ეს ისეთი საკითხია, რაზედაც ძნელია კონკრეტული აზრი გამოთქვა, თუნდაც არგუმენტირებული. ყველაფერი ერთმანეთს ექვემდებარება, თუმცა მიწაზე არავინ არ ვიცით ვინ არის უმდაბლესი და უმაღლესი. ამიტომ დეტალები, რომლებიც ყველაფერს წყვეტენ, რჩება უცნობი, დაბურული და ჩვენ ვჭამთ იმას, რასაც გვაჭმევენ. ასე რომ არ იყოს გაჩენიდან, შეიძლება ახალდაბადებულსაც არ ეჭამა დედის რძე და დაეწყო სხვა რამით... ბუნებრივია მე ვფიქრობ ეს...
ჩემი აზრით რაღა თქმა უნდა... :)
15. მეს კომენტარს მინდა გავცე პასუხი, ჩემი დეიდაშვილი ერთერთია იმ ბევრიდან ვინც იქ იბრძოდა და ერთერთია იმათგან ვინც გადარჩა მე მისი მონაყოლი გიამბეთ. მე თუ არა მან გააკეთა და თავის ხელით გაკეთებულზე მესაუბრებოდა. ის იდგა ცხინვალის მისადგომებთან როცა რუსეთმა ცეცხლი გახსნა. მეს კომენტარს მინდა გავცე პასუხი, ჩემი დეიდაშვილი ერთერთია იმ ბევრიდან ვინც იქ იბრძოდა და ერთერთია იმათგან ვინც გადარჩა მე მისი მონაყოლი გიამბეთ. მე თუ არა მან გააკეთა და თავის ხელით გაკეთებულზე მესაუბრებოდა. ის იდგა ცხინვალის მისადგომებთან როცა რუსეთმა ცეცხლი გახსნა.
14. მე უბრალოდ განდის მოკითხვა მომინდა, პოლემიკა ცოტა მეზარება დღეს... განდიიიიიიი... მახსოვხააააარ :-P მე უბრალოდ განდის მოკითხვა მომინდა, პოლემიკა ცოტა მეზარება დღეს... განდიიიიიიი... მახსოვხააააარ :-P
13. მე საერთოდ ვფიქრობ კიარა დარწმუნებული ვარ, რომ არ არსებობს მიწიერი არსება, რომელმაც იცის ვინ რას აკეთებს... შეიძლება ერთმა რაღაც დაავალოს მეორეს და ასე შემდეგ, თუმცა არავინ იცის სრულად ვის რაში რა დანაშაული მიუძღვის და რა სიკეთე... ასე რომ დანამდვილებით მაინც ნურაფერს ვიტყვით. ჯობს დავატანოთ ის, რომ ვსაუბრობთ ჩვენი შეხედულებით და მოსაზრებებით... ვერცერთი სულიერი ვერ დაამტკიცებს იმას, რაც საკუთარი ხელით არ აქვს გაკეთებული!
განდის არ ეშლება ეგ :D მე საერთოდ ვფიქრობ კიარა დარწმუნებული ვარ, რომ არ არსებობს მიწიერი არსება, რომელმაც იცის ვინ რას აკეთებს... შეიძლება ერთმა რაღაც დაავალოს მეორეს და ასე შემდეგ, თუმცა არავინ იცის სრულად ვის რაში რა დანაშაული მიუძღვის და რა სიკეთე... ასე რომ დანამდვილებით მაინც ნურაფერს ვიტყვით. ჯობს დავატანოთ ის, რომ ვსაუბრობთ ჩვენი შეხედულებით და მოსაზრებებით... ვერცერთი სულიერი ვერ დაამტკიცებს იმას, რაც საკუთარი ხელით არ აქვს გაკეთებული!
განდის არ ეშლება ეგ :D
12. უწინ არ გამახსენდა, სიტყვა თათარი ისტორიას ჩაბარდაო იძახით. სულაც არაა ასე საქმე. თუ არ დაგეზარება განდ წაიკითხე ''ტაოსკარელის'' პუბლიცისტიკა ''ღაღადი ქვათა'' და მანდ დატანებული ჩემი კომენტარი. უწინ არ გამახსენდა, სიტყვა თათარი ისტორიას ჩაბარდაო იძახით. სულაც არაა ასე საქმე. თუ არ დაგეზარება განდ წაიკითხე ``ტაოსკარელის`` პუბლიცისტიკა ``ღაღადი ქვათა`` და მანდ დატანებული ჩემი კომენტარი.
11. პირველ რიგში ვიტყვი რომ გამიხარდა ამ თემამ ამხელა აჟიოტაჟი და კამათი რომ გამოიწვია, მიზეზს მიხვდება ყველა.
განდი ერთ რამეზე მოდი ზუსტად შევთანხმდეთ. ომი რუსეთმა დაიწყო!!!
მოდით ლოგიკურად ვიმსჯელოთ, მთავრობა რომელიც იღწვის ნატოსკენ, რომელსაც უნდა მიიღოს ნატოსგან დასტური მფარველობისა, და ნატომ თითქმის თანხმობა განუცხადა, და ამავ დროს აფრთხილებს რომ ნატოს არ სჭირდება ომი, რატომ დაუწყრნდა მ რუსულ დათვს დავას? უბრალოდ სასაცილო მგონია ეს ყველაფერი. ეს იყო რუსეთის საუკეთესოდ გათამაშებული სპეკტაკლი. ჩინეთის ოლიმპადა! მთელი მსოფლიო მასზე იყო გადართული და ამ დროს უცებ გავარდა იარაღი! ჩემი ძალიან ახლობელი ხალხი ომობდა იქ და ბევრი დღეს საქვეყნოდ აღიარებული დაღუპული გირია და კარგად ვიცი რა და როგორ ხდებოდა. როდესაც ჩვენები ცხინვალს მიუახლოვდნენ ის უბრალოდ გადამწვარიყო. რუსების მიერ!!! იყო პროვოკაცია, ომის დაწყებამდე ავიწროებდნენ ქართულ შენაერთებს, იყო გასროლბი იყო ქართული მოსახლეობის დარბევა და ქართული ჯარი წამოეგო პროვოკაციაზე. ერთ რამეს გკითხავ განდ Yოფილხარ შეიარაგებულ დაპირისპირებაში? ხო და თუ არ ყოფილხარ მე ბევრჯერ და ერთ რამეს გეტყვი, აქედან ეხლა საუბარი ძაალიან იოლია, ხოლო მოცემულ მომენტში ინთები ვეღარ აზროვნებ ეს სრული აფექტია. და მე წარმომიდგენია ჩვენი ჯარი როცა მატ დაინახეს რომ ცეცხლი გახსნა მოწინააღმდეგემ და ქართულ სოფლებს დააცხრა. მკლედ, ჩვენ იმ მომენტში პასუხი უნდა გაგვეცა და გასცეს ბიჩებმა. დანარჩენსი გეთანხები. 5555 პირველ რიგში ვიტყვი რომ გამიხარდა ამ თემამ ამხელა აჟიოტაჟი და კამათი რომ გამოიწვია, მიზეზს მიხვდება ყველა.
განდი ერთ რამეზე მოდი ზუსტად შევთანხმდეთ. ომი რუსეთმა დაიწყო!!!
მოდით ლოგიკურად ვიმსჯელოთ, მთავრობა რომელიც იღწვის ნატოსკენ, რომელსაც უნდა მიიღოს ნატოსგან დასტური მფარველობისა, და ნატომ თითქმის თანხმობა განუცხადა, და ამავ დროს აფრთხილებს რომ ნატოს არ სჭირდება ომი, რატომ დაუწყრნდა მ რუსულ დათვს დავას? უბრალოდ სასაცილო მგონია ეს ყველაფერი. ეს იყო რუსეთის საუკეთესოდ გათამაშებული სპეკტაკლი. ჩინეთის ოლიმპადა! მთელი მსოფლიო მასზე იყო გადართული და ამ დროს უცებ გავარდა იარაღი! ჩემი ძალიან ახლობელი ხალხი ომობდა იქ და ბევრი დღეს საქვეყნოდ აღიარებული დაღუპული გირია და კარგად ვიცი რა და როგორ ხდებოდა. როდესაც ჩვენები ცხინვალს მიუახლოვდნენ ის უბრალოდ გადამწვარიყო. რუსების მიერ!!! იყო პროვოკაცია, ომის დაწყებამდე ავიწროებდნენ ქართულ შენაერთებს, იყო გასროლბი იყო ქართული მოსახლეობის დარბევა და ქართული ჯარი წამოეგო პროვოკაციაზე. ერთ რამეს გკითხავ განდ Yოფილხარ შეიარაგებულ დაპირისპირებაში? ხო და თუ არ ყოფილხარ მე ბევრჯერ და ერთ რამეს გეტყვი, აქედან ეხლა საუბარი ძაალიან იოლია, ხოლო მოცემულ მომენტში ინთები ვეღარ აზროვნებ ეს სრული აფექტია. და მე წარმომიდგენია ჩვენი ჯარი როცა მატ დაინახეს რომ ცეცხლი გახსნა მოწინააღმდეგემ და ქართულ სოფლებს დააცხრა. მკლედ, ჩვენ იმ მომენტში პასუხი უნდა გაგვეცა და გასცეს ბიჩებმა. დანარჩენსი გეთანხები. 5555
10. აუ ეს რა სმაილი დაიწერა, ეს მინდოდა - - :) აუ ეს რა სმაილი დაიწერა, ეს მინდოდა - - :)
9. რამდენიმე უზუსტობაა, მაღიზიანებს ტერმინი "სამოქალაქო ომი," საქართველოში არანაირი სამოქალაქო ომი არ ყოფილა. 1992 ში განვითარებული მოვლენებს ერთი სახელი აქვს, რუსეთ სქართველოს ომი, როცა კრემლმა "ყორღანაშვილების" წყალობით დაამხო ეროვნული ხელისუფლება, ანუ ხელისუფლება რომელიც არავის აძლევდა ხელს, არა მარტო მეზობლებს, შორეულ ამერიკელებსაც.
ამავე დროს სრულიად ვეთანხმებუ ქვემოთ მოცემულ მოსაზრებას:
"შევარდნაძის როლი საქართველოს ისტორიაში არის ერთობ ტრაგიკული,, მის კისერზეა უამრავი ეკონომიკური თუ სოციალური პრობლემები, მისი უგერგილო მმართველობით, კორუფციული გარიგებებით დაიღუპა მრავალი სამოქალაქო პირი, დაეცა მრავალი სამხედრო პირი, რომლებიც ყოველ მიზეზ გარეშე დიდ მოწიწებას იმსახურებენ, თუმცა მე ცოტა ღრმად შევეცდებოდი მდინარეში შესვლას, ვიკითხავდი ომის გამომწვევ მიზეზებს და საფუძველს. შევარნაძის საქართველოში მოღვაწეობის ბოლო პერიოდისა 1992- 2003 წლები, პერიოდისა, როდესაც შევარდნაძე იკავებდა უმაღლეს თანამდებობებს, არის მეოცე საუკუნის საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი დამნაშავე და სახელმწიფო მოღალეტე , რომელმაც შეაჩერა სახელმწიფოს განვითარება კარგა ხნით, მან და მისმა გუნდმა საკმაოდ დიდი დარტყმა მიაყენეს საქართველოს, როგორც წარმატებული სახელმწიფოს გამოსვლას მსოფლიო არენაზე",,
და კიდევ ერთი საქართველოს მეგობარი მე არ მეგულება მსოფლიოში. ყველას საკუთარი ინტერესი ამოძრავებს, ასე იყო და იქნება.
კიდევ მაქვს რაღაც მოსაზრებები, რომლებსაც მოგვიანებით მოგახსენებთ.
:) რამდენიმე უზუსტობაა, მაღიზიანებს ტერმინი "სამოქალაქო ომი," საქართველოში არანაირი სამოქალაქო ომი არ ყოფილა. 1992 ში განვითარებული მოვლენებს ერთი სახელი აქვს, რუსეთ სქართველოს ომი, როცა კრემლმა "ყორღანაშვილების" წყალობით დაამხო ეროვნული ხელისუფლება, ანუ ხელისუფლება რომელიც არავის აძლევდა ხელს, არა მარტო მეზობლებს, შორეულ ამერიკელებსაც.
ამავე დროს სრულიად ვეთანხმებუ ქვემოთ მოცემულ მოსაზრებას:
"შევარდნაძის როლი საქართველოს ისტორიაში არის ერთობ ტრაგიკული,, მის კისერზეა უამრავი ეკონომიკური თუ სოციალური პრობლემები, მისი უგერგილო მმართველობით, კორუფციული გარიგებებით დაიღუპა მრავალი სამოქალაქო პირი, დაეცა მრავალი სამხედრო პირი, რომლებიც ყოველ მიზეზ გარეშე დიდ მოწიწებას იმსახურებენ, თუმცა მე ცოტა ღრმად შევეცდებოდი მდინარეში შესვლას, ვიკითხავდი ომის გამომწვევ მიზეზებს და საფუძველს. შევარნაძის საქართველოში მოღვაწეობის ბოლო პერიოდისა 1992- 2003 წლები, პერიოდისა, როდესაც შევარდნაძე იკავებდა უმაღლეს თანამდებობებს, არის მეოცე საუკუნის საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი დამნაშავე და სახელმწიფო მოღალეტე , რომელმაც შეაჩერა სახელმწიფოს განვითარება კარგა ხნით, მან და მისმა გუნდმა საკმაოდ დიდი დარტყმა მიაყენეს საქართველოს, როგორც წარმატებული სახელმწიფოს გამოსვლას მსოფლიო არენაზე",,
და კიდევ ერთი საქართველოს მეგობარი მე არ მეგულება მსოფლიოში. ყველას საკუთარი ინტერესი ამოძრავებს, ასე იყო და იქნება.
კიდევ მაქვს რაღაც მოსაზრებები, რომლებსაც მოგვიანებით მოგახსენებთ.
:)
8. თან დიდ შინაგან უსიამოვნოებას მიქმნის ხოლმე, როდესაც არ ვიცი, ვის ვესაუბრები რეალურად - დაფარული ეშმაკისააო, ქართველების ნათქვამია. მაპატიეთ, მიუხედავად იმისა რომ დიდი ყურადღებით წავიკითხე თქვენი შენიშვნები, მაინც ვერ და არ დავკონკრეტდები.
საუკეთესო სურვილებით თან დიდ შინაგან უსიამოვნოებას მიქმნის ხოლმე, როდესაც არ ვიცი, ვის ვესაუბრები რეალურად - დაფარული ეშმაკისააო, ქართველების ნათქვამია. მაპატიეთ, მიუხედავად იმისა რომ დიდი ყურადღებით წავიკითხე თქვენი შენიშვნები, მაინც ვერ და არ დავკონკრეტდები.
საუკეთესო სურვილებით
7. გაგიმარჯოს :-P
აი ეს არის სწორედ, რომ ქართველიცა და რუსული ერიც არის ასე ვთვათ "თავისნათქვამა". ჯიუტები ვართ ორთავე. იყო ზემოთ ნახსენები და ჩემთანაც ამერიკა. ვრევთ მესამე ხმას, რაც ჩემი აზრით ართულებს სიტუაციას, ყოველ შემთხვევაში ამჯერად ასეა. რასაკვირველია საჭიროა რაღაც შუალედული მხარე, თუმცა შუალედური კიარაა ამერიკა, თავისთავზე მზრუნავ ქვეყნად გვევლინება სწორედაც. ცდილობს ორივესგან ნახოს სარგებელი. საბრძოლო არენას აწყობს და თვითონ შენი თქმის არ იყოს, მოხუცი ბებიასავით ბუხართან ზის და ფეხებს ითბობს. (ისე შეიძლება ბუხრად სწორედ ეს საბრძოლო არენა მივიჩნიოთ ამ ორი ქვეყნისა :-? )
რელიგიური მხრიდან არ იყო მგონი ეს წერილი და ამიტომ არ მოვიშველიებ მეც...
დიპლომატიის დარგის გაძლიერება და მერე სწორი და სტრატეგიული ქმედებების დასახვაა საჭირო.
პირველი ნაბიჯისა კი რა ვთქვა... ორთავე "ცხვირს იბზუებს"... სიტუაცია უკვე პოლიტიკურ პირად ურთიერთობებში გადაიზარდა და აქ კი ძნელია "თავმოყვარე კაცისთვის" რაიმეს დათმობა. არ გვესმის და არ გვჯერა, რომ მოყვასი უნდა შევიყვაროთ, განსაკუთრებით ჩვენი ანუ საერთო რწმენის ქვეშ მყოფი... (მაინც რელიგიას მივადექი) რა გაეწყობა, უფლით იწყება ყველაფერი.... გვერდს ვერ ვუვლით...და არც უნდა ავუაროთ!
მოკლედ გარკვეულ შეგნებამდეა მისასვლელი ორივე ერი და პრობლემის თავად მოგვარება უფრო გაიოლდება. დათმობა მაინც რა ძნელია... ყველამ ვიცით ეს, უმნიშვნელო თუ მნიშვნელოვან მაგალითებით... დაწყება მართლა ძალიან ჭირს... გაგიმარჯოს :-P
აი ეს არის სწორედ, რომ ქართველიცა და რუსული ერიც არის ასე ვთვათ "თავისნათქვამა". ჯიუტები ვართ ორთავე. იყო ზემოთ ნახსენები და ჩემთანაც ამერიკა. ვრევთ მესამე ხმას, რაც ჩემი აზრით ართულებს სიტუაციას, ყოველ შემთხვევაში ამჯერად ასეა. რასაკვირველია საჭიროა რაღაც შუალედული მხარე, თუმცა შუალედური კიარაა ამერიკა, თავისთავზე მზრუნავ ქვეყნად გვევლინება სწორედაც. ცდილობს ორივესგან ნახოს სარგებელი. საბრძოლო არენას აწყობს და თვითონ შენი თქმის არ იყოს, მოხუცი ბებიასავით ბუხართან ზის და ფეხებს ითბობს. (ისე შეიძლება ბუხრად სწორედ ეს საბრძოლო არენა მივიჩნიოთ ამ ორი ქვეყნისა :-? )
რელიგიური მხრიდან არ იყო მგონი ეს წერილი და ამიტომ არ მოვიშველიებ მეც...
დიპლომატიის დარგის გაძლიერება და მერე სწორი და სტრატეგიული ქმედებების დასახვაა საჭირო.
პირველი ნაბიჯისა კი რა ვთქვა... ორთავე "ცხვირს იბზუებს"... სიტუაცია უკვე პოლიტიკურ პირად ურთიერთობებში გადაიზარდა და აქ კი ძნელია "თავმოყვარე კაცისთვის" რაიმეს დათმობა. არ გვესმის და არ გვჯერა, რომ მოყვასი უნდა შევიყვაროთ, განსაკუთრებით ჩვენი ანუ საერთო რწმენის ქვეშ მყოფი... (მაინც რელიგიას მივადექი) რა გაეწყობა, უფლით იწყება ყველაფერი.... გვერდს ვერ ვუვლით...და არც უნდა ავუაროთ!
მოკლედ გარკვეულ შეგნებამდეა მისასვლელი ორივე ერი და პრობლემის თავად მოგვარება უფრო გაიოლდება. დათმობა მაინც რა ძნელია... ყველამ ვიცით ეს, უმნიშვნელო თუ მნიშვნელოვან მაგალითებით... დაწყება მართლა ძალიან ჭირს...
6.
გამარჯობა მიხეილ :)
წყლის ნაყვა ნამდვილად არ არის პერსპექტიული საქმე, რადგან შედეგი არ აქვს, თუმცა მე არ ჩავთვლიდი წყლის ნაყვად საუბარს, :)
რა თქმა უნდა, მე მაქვს ჩამოყალიბებული აზრი და მიდგომა საკითხებისადმი და შევეცდები დავიცვა ჩემი გზა, როგორც მიმაჩნია მართებულად, ვცდები? კი ბატონო, ზოგ შემთხვევაში მითქვია ჩემი თავისთვის, ეს არ არის სწორი, ეს ასე უნდა შევცვალო (მიდგომაზე მაქვს საუბარი) და ასე შემდეგ,,
თუ არადა, პოლემიკა ყოველთვის საინტერესოდ მიმაჩნია, ერთი მარცვალი მაინც რომ გამოისახოს პოლემიკის დროს, ესეც კარგია, ერთი მარცვალი,
სათქმელს აბუნდოვანებო, იძახი,, მე ვერ მივხვდი რას ვაბუნდოვანებ, ანუ, ამ წერილში თავმოყრილია სხვადასხვა საკითხები, მოკლე-მოკლედ გამოთქმული, რაც ტაოსკარელის წერილზე პასუხის გაცემას ემსახურება და ბუნდოვანი რომელი ნაწილია იქნება გამოთქვა, რომ შევეცადო სხვანაირი სიტყვებით გადმოვცე,,
ერთმანეთის პატივისცემა და პოზიციების მოსმენა მე ძალიან მიყვარს, ანუ ვცდილობ არ გადავაბიჯო ზღვარს, რომელიც ტალახის სროლას ემსგავსება, არავისთვის არ არის ეს კარგი და საბოლოო შედეგიც საუბრისა იქნება "წყლის ნაყვა" შენი თქმისა არ იყოს, ამიტომ, გარკვეული თანხმობის მიღწევა ყოველთვის შესაძლებელია,,
ადრეც დავწერე, ჩვენ სხვადასხვა გზები შეიძლება გვქონდეს სავალი, თუმცა ბოლო მაინც საინტერესოა და თUკი ეს გზის ბოლო ტაძარს შეუერთდება, სხვადასხვა ბილიკებით სიარული არ უნდა იყოს დიდი გართულება,

5. გამარჯობა მ.ე__. , :)
ჰო, როგორ გითხრა, როცა დრო მაქვს და თემა მაძლევს საშუალებას, ვწერ ჩემს აზრს და შესაბამისად ჩემი აზრი შეცდომებსაც შეიცავ და სწორედ ამისთვისაა საინტერესო კომენტარები, განსხვავებული აზრის მოსმენა რომ ვნახო, სად შევცდი და იქნება სხვა გზა არის უკეთესი ,,
დრო ჭრილობას ახორცებს, ამდენიხნის კონფლიქტი სულ დარჩება დიდი ხნის კონფლიქტათ, თუ რომელიმე მხარემ ნაბიჯი არ გადადგა,, მე გაყინულ მდგომარეობაში მყოფი მდგომარეობა უფრო მაღელვებს ვიდრე სხვა რამ, წინსვლა, საუბრები უფრო აქტიურად არის გასამართი და ადვილი ნამდვილად არ იქნება ,, რა თქმა უნდა, ადვილი არ არის, თუმცა შეუძლებელი არაფერია,
მე ცოტა სხვა კარების გახსნა მინდა, ერთი და იგივე კარები მოძრაობს რუსეთთან მიმართულებით, და ეს არ არის "დაქვემდებარებაში ყოფნა" "მონობა" თუ/და ასე შემდეგ,,
ციტატა: /
ანუ უნდა მოხდეს ეტაპობრივი და ორივე მხარისათვის ხელისშემწყობი და მისაღები გადასვლა მეგობრული თუ არა, არამტრული ურთიერთობისაკენ.
ციტატის დასასრული : //
ა, ბატონო, მე განა სხვა რამეს ვიძახი? :) შესანიშავად გამოხატე დედააზრი ჩვენი ქმედებებისა არა მარტო რუსეთთან, არამედ ნებისმიერ ქვეყანასტან,,
სხვათა შორის, ამას წინებზე პრესაში წავიკითხე, რომ თურქეთი და ისრაელი ურთიერთობის გაღრმავებას აპირებენ, მათი მაღალი თანამდებობის პირები შეხვდნენ ერთმანეთს, ძვრები არის,, ეკონომიკურ/სამხედრო ურთიერთობაზეც იყო საუბრები,,
2 ქვეყანას შორის ურთიერთობის დათბობა ასე ადვილი არ არის, თუმცა დაწყება ჭირს, მერე უფრო გაადვილდება, მთავარია " "არ გაჯიქდეს" მხარე, ქვა არ ააგდოს და თავი შეუშვიროს, თორემ, ლაპარაკი, გველსაც კი ამოიყვანს ხვრელიდან და ადამიანს რას უზამს? :D (ტკბილი სიტყვაო ნათქვამია, და ამ შემთხვევაში, დიპლომატია და სტრატეგიული ნებიჯები იქნება ჩვენი ტკბილი სიტყვა) ,,
მოკლედ, ასეა თუ ისეა, მინდა ის რომ მეტი წინსვლა დაფიქსირდეს ბუნებაში,
მშვიდობიანი დღე :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
გამარჯობა მ.ე__. , :)

4.
მოგესალმები დაკარგულო :)
შენ გქვია დაკარგული და მე ფაქტიურად ვარ დაკარგული. მაშ , საინტერესო ფენომენი არ არის ეს ? :D
ისე, არც ვიყავი წასული შორს, უბრალოდ, დრო, ეს ოხერი დრო არ მაძლევს საშუალებას,
მოკლედ, აქ ვარ შემდეგი 45 წუთის განმავლობაში, :)

3. გარჯობათ, გონიერო განდი! საერთოდ, ძალიან გასაგები ენით გიყვართ საუბარი! ახლა კი რატომ აბუნდოვანებთ სათქმელს? მთელ რიგ დებულებებში კატეგორიულად არ გეთანხმებით, ზოგიერთში - კი, მაგრამ პოლემიკაში შემოსვლას იმ მარტივი მიზეზის გამო არ ვაპირებ, რომ ვხედავ, საკმაოდ დიდი ხანია, რაც ასეთი შეხედულებები გქვთ ჩამოყალიბებული და ახლა ჩვენი საუბარი ამ თემაზე მხოლოდ წყლის ნაყვა გამოვა! ერთადერთი, მინდა შევინარჩუნოთ ერთიმეორის ნათქვამის, პოზიციების პატივისცემა და არ გვინდოდეს იდეურად მეორე მხარეს მდგომის ფიზიკური განადგურება!
ისე კი მიყვარს თქვენი ანალიტიკური წერილების კითხვა იმიტომ, რომ აზროვნებთ, მსჯელობთ, ილტელექტი გაგააჩნიათ.
დავრჩები მარად თქვენი კეთილისმსურველი გარჯობათ, გონიერო განდი! საერთოდ, ძალიან გასაგები ენით გიყვართ საუბარი! ახლა კი რატომ აბუნდოვანებთ სათქმელს? მთელ რიგ დებულებებში კატეგორიულად არ გეთანხმებით, ზოგიერთში - კი, მაგრამ პოლემიკაში შემოსვლას იმ მარტივი მიზეზის გამო არ ვაპირებ, რომ ვხედავ, საკმაოდ დიდი ხანია, რაც ასეთი შეხედულებები გქვთ ჩამოყალიბებული და ახლა ჩვენი საუბარი ამ თემაზე მხოლოდ წყლის ნაყვა გამოვა! ერთადერთი, მინდა შევინარჩუნოთ ერთიმეორის ნათქვამის, პოზიციების პატივისცემა და არ გვინდოდეს იდეურად მეორე მხარეს მდგომის ფიზიკური განადგურება!
ისე კი მიყვარს თქვენი ანალიტიკური წერილების კითხვა იმიტომ, რომ აზროვნებთ, მსჯელობთ, ილტელექტი გაგააჩნიათ.
დავრჩები მარად თქვენი კეთილისმსურველი
2. განდი როგორც ყოველთვის, ერთგულად ირჯება პუბლიცისტური წერილებისათვის :D
ხო, რაც შეეხება აქ მოყვანილ საკითხებს, მოცემული კომენტარი არ წამიკითხავს, თუმცა რამდენიმე სიტყვას მაინც ვიტყვი :)
ამბობ, რომ ახალი ფურცლიდანაა ურთიერთობის დაწყება საჭირო. კი, ასეა. თუმცა მე ვფიქრობ ამდენხნიანი კონფლიქტის შემდეგ ასე ერთი ხელის მოსმით ცარიელი ფურცლიდან დაწყება რთული იქნება. რაღა თქმა უნდა დიპლომატიური ურთიერთობების და ზოგადად მაგ სისტემის სისუსტეზე აღარაფერს ვამბობ. (არადა ყველაფერი სწორედ ამაზეა დამოკიდებული). ანუ დიპლომატიის გამყარებაა საჭირო. ვიცით პრაქტიკიდან გამომდინარე, რომ რუსეთთან რთულია მოლაპარაკების წარმოება, განსაკუთრებით ქართველი ერისთვის ( თუმცა რასაც გვაწვდიან ინფორმაციას ჩვენ მარტო ის ვიცით და ამაზეც ვერ დავდებთ თავს, ჩვენ ვართ პროვოკატორები თუ ისინი ). ანუ უნდა მოხდეს ეტაპობრივი და ორივე მხარისათვის ხელისშემწყობი და მისაღები გადასვლა მეგობრული თუ არა, არამტრული ურთიერთობისაკენ.
ამერიკას რაც შეეხება, ვეთანხმები, რომ არავინ არ იცის რა სახე ექნება მას ხვალ, ზეგ და ასე შემდეგ. ყველა მოქმედება მომდინარეობს საჭიროებიდან. ასე რომ თავს ვერავინ ვერაფერზე დადებს.
მოკლედ იმხელა წერილი იყო დამავიწყდა რაღაც საკითხები :-P თანაც ისტორიულ ფაქტებზე ვერ ვიმსჯელებ. მიზეზთა გამო :)
ბევრ რამეში გეთანხმები განდი ბატონო :) და კარგია, რომ კიდევ წამოიჭრა ეს თემა. საპოვნელია გზა... :) განდი როგორც ყოველთვის, ერთგულად ირჯება პუბლიცისტური წერილებისათვის :D
ხო, რაც შეეხება აქ მოყვანილ საკითხებს, მოცემული კომენტარი არ წამიკითხავს, თუმცა რამდენიმე სიტყვას მაინც ვიტყვი :)
ამბობ, რომ ახალი ფურცლიდანაა ურთიერთობის დაწყება საჭირო. კი, ასეა. თუმცა მე ვფიქრობ ამდენხნიანი კონფლიქტის შემდეგ ასე ერთი ხელის მოსმით ცარიელი ფურცლიდან დაწყება რთული იქნება. რაღა თქმა უნდა დიპლომატიური ურთიერთობების და ზოგადად მაგ სისტემის სისუსტეზე აღარაფერს ვამბობ. (არადა ყველაფერი სწორედ ამაზეა დამოკიდებული). ანუ დიპლომატიის გამყარებაა საჭირო. ვიცით პრაქტიკიდან გამომდინარე, რომ რუსეთთან რთულია მოლაპარაკების წარმოება, განსაკუთრებით ქართველი ერისთვის ( თუმცა რასაც გვაწვდიან ინფორმაციას ჩვენ მარტო ის ვიცით და ამაზეც ვერ დავდებთ თავს, ჩვენ ვართ პროვოკატორები თუ ისინი ). ანუ უნდა მოხდეს ეტაპობრივი და ორივე მხარისათვის ხელისშემწყობი და მისაღები გადასვლა მეგობრული თუ არა, არამტრული ურთიერთობისაკენ.
ამერიკას რაც შეეხება, ვეთანხმები, რომ არავინ არ იცის რა სახე ექნება მას ხვალ, ზეგ და ასე შემდეგ. ყველა მოქმედება მომდინარეობს საჭიროებიდან. ასე რომ თავს ვერავინ ვერაფერზე დადებს.
მოკლედ იმხელა წერილი იყო დამავიწყდა რაღაც საკითხები :-P თანაც ისტორიულ ფაქტებზე ვერ ვიმსჯელებ. მიზეზთა გამო :)
ბევრ რამეში გეთანხმები განდი ბატონო :) და კარგია, რომ კიდევ წამოიჭრა ეს თემა. საპოვნელია გზა... :)
1. ფრიად გამახარა განდის დაბრუნებამ !!! :) ამას აუცილებლად წავიკითხავ ოდნავ მოგვიანებით ;) ფრიად გამახარა განდის დაბრუნებამ !!! :) ამას აუცილებლად წავიკითხავ ოდნავ მოგვიანებით ;)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|