ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაჰათმა განდი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
25 იანვარი, 2010


,,თავისუფლება ისე არ მოდის,, Freedom is not free -- (კიდევ და კიდევ საუბრები ჩვენი ქვეყნის აწმყოსა და მომავლის შესახებ ) ,,,

--

რამოდენიმე დღის წინ დავწერე წერილი, რომელიც ეხებოდა თემას

“განვლილი მივაბაროთ წარსულს, ახალ ფურცელზე დავწეროთ აწმყო“
  http://www.urakparaki.com/?m=4&ID=24503#comments

საკმაოდ საინტერესოდ წავიკითხე ყველა გამოხმაურება.

მე ამჟამადაც ვფიქრობ, რომ ცარიელი ფურცლიდან დაწერა აწმყოსი, არის საუკეთესო გზა ჩვენი წინსვლისა. ჩვენი წინსვლა კი თავისუფლების გარეშე რთულად მისაღწევი გახდება.

თავისუფლება –

მოდით, ცოტა მეტი ვისაუბროთ ამ საკითხზე. ილიას – რა გითხრათ, რით გაგახაროთ ? – ში  მოცემული ციტატები მოცემულია ამ წერილში, რომ უფრო კარგად გამოჩნდეს რას ვგულისხმობ ჩემს წერილში.

თავისუფლების განცდა რა წინაპირობას მოიცავს? არის თუ არა იგი ადვილად მისაღწევი? ზოგადად თუ ვიტყვით, თავისუფლება არის ისეთი რამ, რასაც ხელით ვერ შევეხებით, სუნი არ აქვს, ხედვითაც ვერ დავინახავთ; ერთი სიტყვით, თავისუფლება – არ არის ფიზიკური ობიექტი, არამედ, იგი დაკავშირებულია გონებასთან, გულთან, შეგრძნებასთან. 

მეორეს მხრივ, თავისუფლება არის ხელისშესახები, იგი არის ფიზიკური ობიექტი. თავისუფლება ჩვენს ხელშია, ჩვენვე შეგვიძლია მისი კონტროლი. (ქვემოთ დავწერ თუ რას ვგულისხმობ როდესაც ვიძახი, თავისუფლება ფიზიკური ობიექტია მეთქი).

ჩვენ, როდესაც მოვიპოვეთ იურიდიული თავისუფლება საბჭოთა რეჟიმის დაშლის შედეგად, გავთავისუფლდით თუ არა შინაგანად?  თავისუფლები ვართ თუ არა დღეს,  2010 წელს? კითხვას ვუსვამ, პირველ რიგში ჩემს თავს, და მეორე რიგში,  თითოეულ მკითხველს ამ წერილისა.

საინტერესოა მეცხრამეტე საუკუნის საქართველო. პერიოდი, როდესაც, რუსულად საუბარი მაღალი წრის ქართულ საზოგადოებაში წესად და სტილად იქცა, რომ რუსული ენის ცოდნა, რუსულ გარემოში ყოფნა დიდ პლიუსად და საამაყო ფაქტორად ითვლებოდა.

მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში, საზოგადოების დიდი ყურადღება მიიპყრო ახალგაზრდა პიროვნებების ჯგუფმა;

დიახ, მათ თერგის წყალი ქონდათ დალეული;
დიახ, მათ რუსეთში ქონდათ უმაღლესი სწავლა განათლება მიღებული;
დიახ, ისინი რუსულ ენას მშვენივრად ფლობდნენ;
დიახ, მათ ესმოდათ რუსული კულტურა, ლიტერატურა, ხელოვნება.

მაგრამ,  ყურადღება რითაც მათ მიიპყრეს, ყურადღება რითაც ისინი ისტორიაში ჩაეწერნენ როგორც ერისკაცები და დიდი მამულიშვილები – არის შინაგანი თავისუფლების განცდა, საკუთარი შეცდომების აღქმა და შეგრძნება, შესაბამისად აღნიშვნა სხვადასხვა სახის ნაწერებში, ეს იქნებოდა, ლექსი, მოთხრობა, რომანი თუ უბრალოდ საგაზეთო წერილი.

მათი გამორჩეული თვისება იყო ხალხის მომზადება შინაგანად, ახალი ცხოვრებისათვის. მათი სიტყვა საქმით მტკიცდებოდა, როდესაც ადამიანები რომლებიც ფინანსურ გაჭირვებას არ განიცდიდნენ, უფრო მეტიც მაღალი წრის საზოგადოებიდან მოდიოდნენ, ცდილობდნენ დაბალი ფენის საზოგადოებასთან მტკიცე ხიდი გაედოთ. ასეთი დახმარების შესანიშნავი მაგალითია "წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება”, თეატრის/ქართული სიტყვის ხელშეწყობა. არადა, ამ საზოგადოების მოღვაწეობაში თითქოს უბრალო საქმე ჩანს, რა დიდი ბედენაა ასოების ცოდნას რომ ასწავლიდნენ მოსახლეობას? დიდი რამე, ანი, ბანი განი, - ,,

სწორედაც, თერგდალეულების გზა, ილიას გზა იყო მიზანმიმართული თავისუფლების სრულ განცდამდე. ეს განცდა ვერ განიცდებოდა თუკი ადამიანები არ შეიგრძნობდნენ ვინ იყვნენ, რა უნდოდათ და საით მიდიოდნენ. თუკი ეს ადამიანები არ ჩაებმებოდნენ თანამედროვე ცხოვრების ლაბირინთებში, რომელიც ინფორმაციის დიდ მასალას მოიცავდა. წერა-კითხვა იყო საკმაოდ დიდი იარაღი შინაგანი თავისუფლების მოპოვებისთვის, გაზეთის, წიგნის წაკითხვისთვის, საკუთარი აზრების გადმოცემისთვის ფურცელზე. (ზოგადად თუ ვიტყვით, ინფორმაცია მართვის ერთ-ერთი უძლიერესი სტრატეგიული რესურსია). ჩვეულებრივი მოქალაქის როლისა და მნიშვნელობის წინა პლანზე წამოწევა.

სწორედაც, ილიას დიდი ღვაწლით თბილისში დაფუძნდა ბანკი, კომერციული დაწესებულება, რომელიც ერთის მხრივ მის დამფუძნებლებს ფინანსურ წარმატებას მოუტანდა, მეორეს მხრივ კანონიერი და სტაბილური შემოსავალი იქმნდებოდა ქართული საქმის, შესაბამისად შინაგანი თავისუფლებისთვის ბრძოლის განსახორციელებლად. “ბრძოლა ისე, რომ ერთი ტყვიაც კი არ გავარდეს და ერთი წვეთი სისხლიც კი არ დაიღვაროს” – მე ვუწოდებდი ილიას მოქმედებას დახმარებოდა საკუთარ ერს მოეპოვებინათ შინაგანი თავისუფლება.

რა რჯიდა ილიას? რა ძალა ადგა მას, რატომ ხარჯავდა ამდენ ენერგიას? განა მას არ შეეძლო სახელმწიფო სამსახურში ადგილის მოპოვება, ადგილისა რომელიც მას სამუდამო, მთელი ცხოვრების განმავლობაში უზრუნველ ცხოვრებას მოუტანდა? (თუნდაც დარჩენილიყო სასამართლო სფეროში სამუშაოდ, მომრიგებელი მოსამართლის თანამდებობიდან მას შეეძლო სხვა უფრო მაღალი და მაღალი თანამდებობების დაკავება)  თუმცა, მისი შეგნება და მისი შინაგანი თავისუფლების განცდა კარნახობდა მას, ერს სჭირდებოდა ისეთ სიტყვა, რომელიც მას მოუტანდა რეალურ თავისუფლებას, ადამიანები შინაგანად იგრძნობდნენ რომ იყვნენ თავისუფლები. ეს იქნებოდა ერის ხელახდა დაბადება, ერის ცნობიერების გარდატეხა.  განა მისი ნაწარმოებები, "კაცია-ადამიანი", "მგზავრის წერილები" და მრავალი სხვა, არ ცდილობდნენ სარკეში ჩახედებას საკუთარი თავისა და ახალი, განსხვავებული მოქალქეების ჩამოყალიბებას?

იმ პერიოდში, როდესაც საქართველო რუსეთის სრულ დაქვემდებარებაში შედიოდა, იყვნენ საქართველოში პოლიტიკური თუ სოციალური ჯგუფები, რომლებიც ქადაგებდნენ რუსეთთან ომის/სისხლისღვრის წარმოებას, იყვნენ ჯგუფები, რომლებიც ტერორისტული აქტების მოწყობას თვლიდნენ ყველაზე კარგ გზას რუსეთის იმპერიასთან ბრძოლისა.

ილიას გზა სხვა იდეით იყო აღჭურვილი. თავისუფლების მოპოვება შინაგანად, ხალხის მომზადება ნამდვილი თავისუფლებისთვის.

დამშეული ადამიანი, ხორაგით გაშლილ სუფრასთან რომ დასვა, იგი მაშინათვე ეძგერება უამრავ ყუათიან საჭმელს თუ სხვადასხვა სასმელს, ამით იგი კუჭს ზიანს მიაყენებს, შესაბამისად ჯანმრთელობის მდგომარეობაც სავალალო შეიძლება გახდეს.

ნელი, მაგრამ მიზანმიმართული სვლა თავისუფლებისკენ კი წმინდავს როგორც გონებას ასევე სულს, შესაბამისად გათვლილი მოქმედებები მოიაზრება, რომელიც თავისთავად არ არის ქაოტური და შეიცავს ნაკლებ შეცდომებს.


1897 წლის 31 დეკემბერს, ილია წერს:

ციტატა: /

წავიდა ის დრო: დაჩლუნგდა ხმალი, გაუქმდა ვაჟკაცობა, ეხლა ხმალი თაროზე უნდა შევდვათ, აღარაფრის მაქნისია; ეხლა ან ადლი უნდა გვეჭიროს ხელში, ან გუთანი, ან ჩარხი ქარხნისა, ან მართულები მანქანისა. ეხლა ვაჟკაცობა ომისა კი არ უნდა, რომ სისხლსა ღვრიდეს, ვაჟკაცობა უნდა შრომისა, რომ ოფლი ჰღვაროს.

ციტატის დასასრული: // ილია – რა გითხრათ, რით გაგახაროთ? 1897 წელი, 31 დეკემბერი


პირადად ჩემთვის, ილიას ეს წერილი არის სამაგიდო წიგნი, მოქმედების განმსაზღვრელი.

დღეს არის 2010 წელი. საქართველოში ადამიანთა დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ თუკი საქართველოს ტერიტორიაზე არ იქნება მუდმივი ბაზები ამერიკის/ნატოს ჯარებისა, ჩვენი უსაფრთხოება არ არის დაცული.

ერთ კითხვას დავსვამ:
ქვეყნის უსაფრთხოება როგორც ასეთი, განზე მდგომია? ქვეყნის უსაფრთხოება მჭიდროდ უკავშირდება თუ არა ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას/აღმასვლას? ჩვენი სტრატეგიისა და ტაქტიკის ჩამოყალიბებას?  უცხო ქვეყნის ჯარი ჩვენს ტერიტორიაზე განლაგებული, შექმნის თუ არა ჩვენს მაგივრად დოვლათს, სამუშაო ადგილებს? დღეს, როდესაც არ არის ამერიკის/ნატოს ჯარი ჩვენს ტერიტორიაზე, შეგვიძლია თუ არა ჩვენივე გონებისა და მკლავის შრომით შევქმნათ სიმდიდრე? 

დიახ, თუ არა? ,, -

დღეს, რა შეფარდებაა ექსპორტსა და იმპორტს შორის საქართველოსთან მიმართებაში? რა რაოდენობის უცხოური პროდუქცია შემოედინება საქართველოს ფარგლებში, და რა რაოდენობის საქართველოში დამზადებული პროდუქცია გაედინება უცხოეთში გასაყიდად?

რა ყურადღება ექცევა მეცნიერების განვითარებას? რამდენია სახელმწიფო დაფინანსება ამ სფეროში და იზრდება თუ არა მეცნიერების ხელშეწყობა ყოველწლიურად? საქართველოს ბიუჯეტში რა ნაწილია გამოყოფილი ჩვენი ქვეყნის მეცნიერულად განვითარებისთვის, ეკონომიკის წინსვლისთვის, რამდენად იზრდება ეს დაფინანსება ყოველწლიურად და რამდენად მიზანმიმართულად ხდება მართვა ამ სფეროების?

სოფლის მეურნეობა – ერთ-ერთი მძლავრი ბერკეტი საქართველოს ეკონომიკის ყოველწლიურად უფრო და უფრო აღმავლობისთვის. სოფლის მეურნეობა არის ის დარგი, რომელიც საქართველოს მოსახლეობას ზოგი პროდუქციით სრულად უნდა აკმაყოფილებდეს და იმპორტზეც გაგვქონდეს ჩვენი სიამაყე - სოფლის მეურნეობის ნაწარმი. დიახ, სიამაყე ტყუილად არ ავღნიშნე. იქნება ეს, პამიდორი, მარწყვი,  ყურძენი თუ ხორბალი. რამდენი მოვლა სჭირდება თითოეულ კულტურას? რამდენი ოფლი უნდა დაღვაროს ფერმერმა რომ თესლის დარგვიდან მის მოკრეფამდე თოთო ბავშვივით ცივი ნიავი არ მიაკაროს? აი,  ეს არის ჩვენი სიამაყე, ჩვენივე მიწაზე წარმოებული ნაწარმი, რომელიც ღირსია ექსპორტისა და ჩვენი, ორგანული პროდუქცია ნამდვილად დააკმაყოფილებს ამერიკის,  ევროპისა თუ აზიის ფართო ბაზარებს.

მეორე საკითხი, ტექნოლოგიური დახვეწა პროდუქციის მოწევისა. დღეს, ტექნოლოგიები უდიდეს როლს თამაშობენ,  რომ ყურძენი მოირწყას თანაბრად და შესაბამის ვადებში, მარწყვმა კისერი მოიღეროს და მიწასთან არ იყოს გართხმული. ტექნოლოგიები არ ნიშნავს ქიმიურ დანამატებს, არამედ ტექნოლოგიური ციკლი მოიცავს მცენარის დაბადებიდან მის მოკრეფამდე პერიოდში დახარჯულ ტექნიკურ თუ გონებრივ რესურსს, რომელიც ხელს უწყობს თოთო ბავშვის შესაბამის პირობებში გაზრდას და ნაყოფის თავის დროზე, დათქმულ ვადებში მიღებას.

ისრაელი, ქვეყანა რომელიც უდაბნოშია გაშენებული, შესანიშნავ ყურძენს და ღვინოს აწარმოებს. როგორ? ტექნოლოგია. მათი მიწა, რომელიც წმინდა წყლის უდაბნოა, მრავალი მცენარეული კულტურით გამოირჩევა, კიბუცები (ისრაელში დამკვიდრებული კომუნა, სოფლის ტიპის დასახლებები,  რომელთა მიზანი ებრაელების მიერ ახალი ტერიტორიების ათვისებაა, მათ აქვთ წესები რომლებიც საინტერესოა და რომლებიც ხელს უწყობს ტექნოლოგიების განვითარებას)  მოგზაურობდნენ ისრაელის სხვადასხვა, მიუდგომელ  ადგილებში და უდაბნო გადაიქცეოდა მწვანე დასახლებად. როგორ? ტექნოლოგიები. 

და რაღა თქმა უნდა, ოფლის დაღვრა, მიზნის დასახვა და ამ მიზნის მიღწევისთვის თავდადებული ბრძოლა. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც გასათვალისწინებელია ამ ბრძოლაში, არის შეცდომების აღიარება, საკუთარი შეცდომების დანახვა, აღიარება და გამოსწორება.

ახალი ტექნოლოგიები კი გამომუშავდება მეცნიერების სხვადასხვა დარგების წინსვლით. აი, რატომ არის მეცნიერება ჩვენს სახელმწიფოში მოსაფერებელი და წასახალისებელი.

თავისუფლება – როგორც ასეთი, არაფერია თუკი მას შედეგად ხალხის კეთილდღეობა არ მოსდევს.

ქვეყნის უსაფრთხოება ცალკე მდგომი არაფერია, თუ მას ქვეყნის ეკონომიკური განვითარება არ უდგას გარანტად.  დღეს 21-ე საუკუნეში, ტექნოლოგიების ერაში, რაოდენ სამწუხაროა, რომ მრავალი ადამიანი იარაღზე, ომზე, ძალადობაზე ამყარებს იმედებს.

სანამ ცოცხალი ვარ, ყოველთვის შევეწინააღმდეგები ყველა სახის ომს, სისხლისღვრას, ძალადობას, სხვა ერების სიძულვილს. 

ჩვენი გზა არამგონია იყოს წარმატებული თუკი ისტორიის მაგალითებიდან არ გვავიწყდება ომები, დაპირისპირები და ძალადობები.

ჩვენი გზა წარმატებულ იქნება , თუკი ჩვენ გვემახსოვრება და განვახორციელებთ :

ციტატა: / 

კიდევ ვიტყვით, ქვეყანა ეხლა იმისია, ვინც ირჯება და ვინც იცის წესი და ხერხი გარჯისა, ვინც უფრო უფრთხილდება ნაშრომს, ვინც იზოგავს ნაღვაწს.

ციტატის დასასრული: //ილია – რა გითხრათ, რით გაგახაროთ? 1897 წელი, 31 დეკემბერი

წესი და ხერხი გარჯისა – ტექნოლოგიური წინსვლა.
უფრთხილდება ნაშრომს – დაგეგმა და აკურატული მენეჯმენტი.

აი, ეს არის თავისუფლება რომელსაც შეგვიძლია შევეხოთ, რომელიც ჩვენს ხელშია და რომელიც კონტროლდება ჩვენივე მიერ.

ასე რომ, ჩვენი ხემოცარულობა/წარუმატებულობა არ ბრალდება სხვას, არამედ ჩვენ, საკუთარ თავებს მოვკითხოთ რატომ და რისთვის?


განა თავისუფლება ისე მოდის? 

ჩვენი თავისუფლება ჩვენს ხელშია. ჩვენი სიძლიერე ისევ ჩვენზეა დამოკიდებული. მას ვერც ამერიკის ჯარი უშველის, ვერც რუსეთის პოლიტიკური წრეები შეარყევენ, ვერც სხვა ქვეყნის რეკომენდაციები თუ ექსპერიმენტები უშველიან, თუკი ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა არ ავღნიშნეთ: დიახ, ჩვენ შევცდით; მაგრამ, დღეს ღმერთმა ინება, ახალი დღე გაგვითენა, მზე გვაძლევს ენერგიას საწოლიდან წამოვდგეთ; მოდით, დავიწყოთ ახალი ფურცლიდან. ჩვენ <-- და არა --> ის,, საქართველოს მოქალაქეეები <--- და არა უცხო ქვეყნის წარმომადგენლები--->,

მიყვარს ილიას ფორმულის ხშირად ხსენება:

"ჩვენი თავი, ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს".

ჩვენი სამოქმედო გეგმა უნდა ითვალისწინებდეს ყველა ქვეყანასთან გეგმაზომიერი, არაგადაჭარბებულ/ირეალურ ურთიერთობას.

ციტატა: /

არ ვიცით – რანი ვყოფილვართ, არ ვხედავთ – რანი ვართ, ვერ გამოგვისახია – რანი ვიქნებით. ყურებში ბამბა გვაქვს დაცული და თვალებზე ხელი აგვიფარებია. არც არაფერს ვხედავთ, არც არაფერს გვესმის. უზარმაზარი თხრილია ჩვენ, ქართველების წინ და აინუშიაც არ მოგვდის. ამ თხრილის პირას ვდგევართ და საკმაოა ხელი გვკრან – და შინ გადავიჩეხებით დედაბუდიანად. ორბი, არწივიც კი ვეღარ გვიპოვის, ვეღარ დასწვდება ჩვენს ძვლებს, რომ გამოხრან, გამოსწიწკნონ, ისეთ ღრმაა ეს თხრილი, ისეთი უძირო. ვდგევართ და უღონოდ ვბზუით “მე ვარ და ჩემი ნაბადიო” და ამ ბზუილიდან არ გამოდის-რა. იქნება იმიტომ, რომ ვყელა ბუზი ბზუის, ფუტკართან კი ყველა ტყუის. 


ციტატის დასასრული: //ილია – რა გითხრათ, რით გაგახაროთ? 1897 წელი, 31 დეკემბერი


ჩემი სურვილია,  საქართველოში ისეთი სახელმწიფოს ისეთი მმართველობის შექმნა, სადაც ყველა უცხო ქვეყნასთან იქნება ჩამოყალიბებული მეტნაკლებად თანასწორი
ეკონომიკურ-პოლიტიკური ურთიერთობა. მეტნაკლებად იმიტომ, რომ ყველა ქვეყანასთან ერთნაირი ბალანსის მიღწევა შეუძლებელი იქნება, ჩვენი პროდუქცია ზოგ ქვეყანაში მეტად გაიყიდება, ზოგში ნაკლებად. ჩვენ ზოგ ქვეყანაში მეტი ინტერესი გვექნება, შესაბამისად პოლიტიკური ურთიერთობა უფრო მეტად განხორციელდება, და ზოგ ქვეყანაში ნაკლები ინტერესი გვექნება, შესაბამისად პოლიტიკური ურთიერთობა არ იქნება ძალიან აქტიური. აზიის, ასევე აფრიკის ქვეყნებთან ურთიერთობის გაცხოველების იდეა საინტერესოდ მიმაჩნია. კულტურული-მეცნიერული ურთიერთობა ძალიან საჭიროდ მიმაჩნია იაპონიასთან, მათი ხარისხის სრული მართვა (Total Quality Management), დღესაც თითით საჩვენებელია მსოფლიო მენეჯმენტის სფეროში. იაპონია, რომელსაც ატომური ბომბის სიმწარე აქვს ნანახი, იაპონია, რომელიც ამ ბომბების გამო, ამერიკა სასტიკად უნდა სძულდეს, (თუკი იმ მიდგომით მივუდგებით საკითხს, როგორც დღეს საქართველოში ფიქსირდება რუსეთის ერის ზიზღთან და მტრად გამოცხადებასთან დაკავშირებით)  დღეს შესანიშნავი ეკონომიკურ-პოლიტიკური ურთიერთობა აქვს დამყარებული ამერიკასთან. (ბრიტანეთ-ინდოეთის მსგავსად, იაპონია-ამერიკის მაგალითი საინტერესოა როდესაც ქვეყნების ურთიერთობაზე და მათი წარსულის როლზე ამ ქვეყნების აწმყოს გაანალიზებისას მიდის საუბარი).

როდესაც ვსაუბრობთ კონკრეტულ თემაზე, როდესაც მე ვაკრიტიკებ ამერიკის პოლიტიკას ზოგიერთ საკითხში, მე ვფიქრობ, რომ ეს არ უნდა გაიგივდეს სხვა სახელმწიფოს ავტომატურ მხარდაჭერას. სხვა სახელმწიფოში, ზოგ ადამიანმა შეიძლება რუსეთი მოიაზროს, ზოგმა ირანი და ზოგმა კი - ვენესუელა. ანუ,  ისეთი აურა და ატმოსფეროა დღეს საქართველოში შექმნილი, რომ ამერიკელი სოლჯერები, ლამის სუპერ-ტყვიამიუკარებელ ადამიანებად არიან წარმოჩენილები და თვითონ ამერიკის შეერთებული შტატები– პანაცეად, ერთადერთ წყაროდ თავისუფლებისკენ სწრაფვისა.

არადა,საქართველოს მოქალაქეების ერთმანეთთან ურთიერთობისას,  სწორედ ეს სტერეოტიპი არის დასამსხვრევი, რომ ვინც ჩვენს მხარეზე არ არის, ის ჩვენი/სახელმწიფოს წინააღმდეგაა. იარლიყების მიკერება ერთმანეთზე, არის ერთ-ერთი ფესვებში ღრმად გამდგარი გადმონაშთი უახლოესი წარსულისა, საბჭოთა კავშირისა, როდესაც საფუძველი რომ მიეცათ ამა თუ იმ საქმეს, იარლიყებს აკერებდნენ ადამიანებსა თუ ადამიანთა ჯგუფებს, რომ ჯერ რეპუტაცია შეელახათ მათთვის, შემდეგ კი თავისუფლად გასწორებოდნენ.

ასეთ შემთხვევაში, სიტყვის თავისუფლების ძალა, შესაბამისად თავისუფლების ხარისხი ნოლს უტოლდება.

შესაძლებელია, სწორედ ამიტომ ვერ ვპოულობთ შინაგან თავისუფლებას, რომ მიჯაჭვულები ვართ იმას, რაც წარსულში მომხდარა, გონებაში ჩაბეჭდილი გვაქვს წარსულის მწარე მოგონებები.

რაზეც მე ვიძახი:

“განვლილი მივაბაროთ წარსულს, ახალ ფურცელზე დავწეროთ აწმყო”-


ბევრი რამ მომწონს ამერიკაში, ძალიან ბევრი რამ. ბევრი რამეს ვისურვებდი ამერიკული პრაქტიკიდან / ყოველდღიური ცხოვრებიდან რომ დანერგილიყო ჩვენთანაც.

მაგალითად,

-->
სასამართლოს უზენაესობა, სასამართლოს წინაშე ნებისმიერი ადამიანის, მიუხედავად დაკავებული თანამდებობისა – თანასწორობა.
-->
ერთმანეთის პატივისცემა როდესაც რიგში დგას ხალხი (ანუ, ურიგოდ წასვლის აღკვეთა; თითქოს არც ღირს ყურადღების გამახვილება ამ საკითხზე, მაგრამ ჩემთვის ეს ფაქტორი მნიშვნელოვანია),
-->
ქუჩაში ნაგვის ჩაყრა ურნაში და არა ძირს.
-->
ტრანსპორტში, (“მარშუტკა” , ავტობუსი), გაჩერებაზე ჩასვლისას ჭიდაობა, არა მე გადაგიხდი , არა მეო, ამ ფენომენის აღკვეთა).
-->
მიწისქვეშა გადასასვლელების გამოყენება ნაცვლად კასკადიორის ოსტატობით მანქანებს შუა გაძრომ-გამოძრომა, შუა მოძრაობისას იქ სადაც ფეხით მოსიარულე საერთოდ არ უნდა იყოს. (მომხდარი ავარიების საკმაოდ დიდი პორცია ფეხით მოსიარულეების უთავბოლობით ხდება, სადაც მძღოლს არ აქვს კონტროლი მიმდინარე მოვნელისა, როგორი ამბავია, მანქანას მართავ 60-80 კილომეტ სააათი სიჩქარით, ხარ შუა გზაში და უცებ ვიღაცა ირემივით წინ გადაგირბენს ??!! რა უნდა ქნა?)
-->
ყველა სამსახურში საათობრივი ანაზღაურება და ყველა სამსახურში ხელშეკრულების არსებობა, სადაც მითითებული იქნება არა მარტო თანამშრომლის ვალდებულებები და მოვალეობები, არამედ დამქირავებელის ვალდებულებები და მოვალეობები. 


როგორ სახელმწიფო, ამერიკა ძალიან ხშირად აღწევს თავის მიზანს, რადგან ამის ბერკეტები გააჩნია, არამარტო ბერკეტები, არამედ ნება,, აი, რას ვისურვებდი საქართველოს ხელისუფლებაში, ჩვენს პოლიტიკურ წრეებში; ვისურვებდი ისეთი განათლებისა და გამოცდილების მოღვაწეების ყოლას მაღალ თანამდებობებზე, როგორსაც ამერიკა ახორციელებს, მაგალითად: ფინანსთან მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, (ჩვენს მთავრობაში, საკმაოდ დიდი პროცენტია თანამდებობებისა, რომლებსაც იკავებენ არაკომპეტენტური პირები, რატომ იკავებენ? როგორ იკავებენ? ეს საინტერესო თემაა და საკმაოდ გასაკრიტიკებელი მიდგომა მაქვს )  და ასე შემდეგ, და ასე შემდეგ.

რასაც არ ვისურვებდი ამერიკისგან არის მაღალი გადასახადები, გადასახადები და კიდევ გადასახადები. ამერიკის მოქალაქის წლური შემოსავლის 25-40 %-ი მიდის გადასახადებში, (ეგრეთ წოდებული ტაქსები – Tax), ძალიან არ მოსწონთ თვითონ ამერიკელებს მთავრობის მიერ დაწესებული ამ რაოდენობის გადასახადები, თუმცა არჩევანი არ აქვთ, კანონს ყველა ემორჩილება. რასაც ვაკრიტიკებ ამერიკის პოლიტიკური წრეების მიერ განხორციელებულ ქმედებებს არის, ბოლო 10 წელში მომხდარი საგარეო პოლიტიკის ნაწილი , რომლებიც ომებს ეხება, ასევე შიდა ეკონომიკური კრიზისის არათანმიმდევრული და არასათანადო გააზრება, მათ როდესაც პირველი ნიშნები გამოჩნდა კრიზისისა, არ გააკეთეს ყველაფერი თავიდან აეცილებინათ ფინანსური ბუშტების გახეთქვა, ფინანსურმა კრიზისმა კი გამოიწვია დოლარის რყევა და არა მარტო ეროვნული ვალუტის დევალვაცია, არამედ დიდი კატაკლიზმები მსოფლიო ეკონომიკურ არენაზე, ამერიკის რეპუტაციის შელახვა როგორც სტაბილური და მძლავრი ორგანიზმისა).


----///--[[[[[[[[[

საინტერესოა წინასწარმეტყველი მოსეს გზა - საკუთარი ხალხის თავისუფლებისკენ წინამძღოლობისა. 40 წელი – იარეს აღმა და დაღმა, აღთქმული ქვეყანა ფიზიკურად საკმაოდ ახლოს იყო, ამვე დროს,  შორს - აღქმით. 40 წელი,,, რატომ?

გასაგებია, რომ 40 წელი ებრაელებისთვის/ისრაელისთვის სიმბოლური რიცხვია.

საინტერესოა, საქართველოსთვის ეს სიმბოლური რიცხვი რამდენია? შეიძლება 25 – ი? შეიძლება 55 – ი?



ციტატა: /

ვართ კი ყოველ ამისთვის მზად?

ციტატის დასასრული: //ილია – რა გითხრათ, რით გაგახაროთ? 1897 წელი, 31 დეკემბერი








პატივისცემით,
მაჰათმა განდი.
არწივი.



პი.ეს.

ციტატა: /

ქართველს აკლია დაჟინებითი მისწრაფება ერთხელ დასახული მიზნის განხორციელებისკენ, რომელსაც ვერავითარი დაბრკოლება და სიძნელე ვერ სპობს; მუდმივი, დაუღალვი შრომის უნარი, თავდავიწყებით ჭაპანის წევა.. პატარა საქმეების ისეთივე სერიოზულობით კეთება, როგორც დიდი საქმეებისა.. ქართველ ხალხს ეს თვისება არ აქვს. მისი გული და მისი ნება ჰარმონიულად ფეთქს. გული აინთება- ნებაც მოქმედებს, მაგრამ გული  მალე ცივდება და ნების მაჯისცემა უმალ წყდება. იშვიათია ჩვენში ისეთი ადამანი, რომელიც ენერგიის გამძლეობის მხრივ საგრძნობლად არ კოჭლობდეს. პატარა საქმეები ჩვენს გულს არ ანთებს და უამისოდ კი ჩვენი  ნება არ იძვრის; დიდ საქმეები კი გვაფეთქებენ, მაგრამ გული მანამდე ცივდება, სანამ საქმე სრულქმის დონეს მიაღწევს და გულთან ერთად ნებაც დუნდება და დაწყებული სქმე ანაზდად წყდებ,,,

აქტიური ხასიათია ჩვენთვის საჭირო.

ციტატის დასასრული: //  დიმიტრი უზნაძე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები