ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მ ა რ ი
ჟანრი: პოეზია
26 იანვარი, 2010


ჩვენ გავიზარდეთ

შორს ამ ქუჩიდან , ამ სახლიდან
სულ სხვა მიწაზე
ახლა ქარია
და ოთახში ფარდებს აცეკვებს,
როგორც ყოველთვის ისევ დაგრჩა ფანჯარა ღია.
რაფაზე ქოთნებს აღარ აწყობ და ალბათ გვიან
სახლში მისული აღარ ფიქრობ სისულელეებს.
როგორც იტყვიან, თავისი დრო მოჭამა წლებმა.
პატარა სხვენსაც აღარ შერჩა ჩვენი ნივთები.
ვერც იმ კენჭებმა ვერ ივარგეს ნატვირსთვალებად
ზღვის ფსკერიდან რომ ამოგვქონდა მშრალი თითებით.
კაპიტანივით ბოლო შევრჩი საკუთარ გემზე
პოვნის იმედით ზოგჯერ ყვითელ ნიჟარებს ვეძებ
როგორც ყოველთვის ბოლოს კვდება იმედი ჩვენთან.
შენ კი სულ სხვაგან სხვა მიწაზე და სხვა ქალაქში
იქ სადაც ფარდებს ოთახებში ქარი აცეკვებს
სადაც რაფაზე აღარ დგამენ ყვავილებს ქოთნით
ზიხარ დაღლილი და უბრალო ზღვის ფერად კენჭებს
თვალებს არიდებ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები