 | ავტორი: მათე ჟანრი: პროზა 30 იანვარი, 2010 |
7. ტელეფონოგრამა. თბილისი-პარიზი.
ადრესატი: თავადი ალექსანდრე ა..... შვილი, მცხოვრები, საფრანგეთი, ქ. პარიზი, მონპარნასის ბულვარი #10. გამომგზავნი; თავადი ალექსანდრე ა....შვილი. მცხოვრები, რუსეთი, ქ.თბილისი, გოლოვინსკის ქუჩა #9. ტექსტი: /რუსულადაა/ და ასე ჟღერს: ლექსო შვილო, ბაბუა ლოგინად ჩავარდა, ჩამოდი, რომ სასწრაფოდ მიხედო მემკვიდერეობას, თორემ ბანკის ვალში ყველაფერს დავკარგავთ. ღვთის გულისათვის, ლექსო, არ დააყოვნო გამომგზავრება, თორემ ბაბუას შეიძლება ცოცხალს ვეღარ მოუსწრო. გკოცნი, დედა.
გაგზავნის თარიღი: 1909 წ. 21 მაისი. 16 სთ. 38 წთ. თბილისი. ცენტრალური ფოსტამტი. მიღების თარიღი: 1909 წ. 21 მაისი.17 სთ. 04 წთ. პარიზი. საფოსტო განყოფილება #2. ადრესატს ჩაბარდა: 1909 წ. 22 მაისი. 09სთ.30 წთ. რაც დადასტურებულია ხელმოწერით.
8. ამონაწერი მარსელიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო გემების განრიგიდან: 1909 წელი. სამგზავრო გემი მარსელი-სტამბული- ფოთი. მარსელიდან გასვლის თარიღი: 1909წ. 23 მაისი. საღამოს 20 სთ. სტამბულში იქნება 2 კვირის შემდეგ, ხოლო ფოთში, სტამბულიდან გასვლის 3 დღის შემდეგ. შემდეგი მსგავსი რეისი გათვალისწინებულია მხოლოდ 2 კვირის შემდეგ.
9. ამონაწერი პარიზის მატარებელთა მოძრაობის განრიგიდან: 1909 წელი. მატარებელი პარიზი-მარსელი გადის დღეს, 22 მაისს, საღამოს 16 სთ.-ზე და მარსელში იქნება, ხვალ, 23 მაისს, დღის 14 სთ.-ზე.
P.S. არ ვიცი ეს ტელეფონოგრამა და ტრანსპორტის მოძრაობათა განრიგის ამონაწერები ანა ბებოს საიდანა აქვს?..... ან რის გარკვევას ცდილობდა ამით?.... რატომ მიატოვა მამამისმა დედამისი?.... თუ პირიქით, იმის დამტკიცება სურდა, რომ ალექსანდრეს მარგარიტა არასოდეს მიუტოვებია და რომ ეს მხოლოდ მსახვრალი ბედის გამო მოხდა?... არ ვიცი...არა.... ამ მოზაიკას ჯერ ბევრი ქვა აკლია, რომ სურათი გამოიკვეთოს... მე კი ჯერკარგად ისიც არ ვიცი, სად მოვიძიო ეს ქვები?... ისევ მარგარიტას ალბომში გაკეთებული ჩანაწერები თუ მიშველის.... ნეტავი, რა მოხდა?.... ანა ბებომ მხოლოდ იმ მცირე ნაწილის თარგმნა მოასწრო ქართულად, რაც ზევით მიწერია... დანარჩენი?..... ერთი სული მაქვს, როდის მეცოდინება ფრანგული ისე, რომ თავად ვთარგმნო.... 1990 წელი 3 აპრილი. (პატარა მარგარიტას მინაწერი.)
(გაგრძელება იქნება) 2009წ. სექტემბერი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
19. ამ მოზაიკას ჯერ ბევრი ქვა აკლია, რომ სურათი გამოიკვეთოს... მე კი ჯერკარგად ისიც არ ვიცი, სად მოვიძიო ეს ქვები?... ისევ მარგარიტას ალბომში გაკეთებული ჩანაწერები თუ მიშველის....
ქვებს ველოდებიი :))) მოზაიკის შესავსებად :-* ამ მოზაიკას ჯერ ბევრი ქვა აკლია, რომ სურათი გამოიკვეთოს... მე კი ჯერკარგად ისიც არ ვიცი, სად მოვიძიო ეს ქვები?... ისევ მარგარიტას ალბომში გაკეთებული ჩანაწერები თუ მიშველის....
ქვებს ველოდებიი :))) მოზაიკის შესავსებად :-*
18. გეთანხმები მაშა!!! მაის გულითადი მოკითხვა ჩემგან!!! რომანს მოწონება ჩემგან!!! გაიხარე შენა!!! გეთანხმები მაშა!!! მაის გულითადი მოკითხვა ჩემგან!!! რომანს მოწონება ჩემგან!!! გაიხარე შენა!!!
17. მაიასთან ნატიფი ხელწერისა და სულის მწერალი ძალიან ცოტაა ამ საიტზე! 555555 მაიასთან ნატიფი ხელწერისა და სულის მწერალი ძალიან ცოტაა ამ საიტზე! 555555
16. მი ტოჟე ლუდი ვაა...ცოტა მეტი რა იქნება...? მი ტოჟე ლუდი ვაა...ცოტა მეტი რა იქნება...?
15. ახლა ვნახე ჩემი შუაღამის მეგზური, მარგარიტა ;;) გამიხარდა რომ გაგიგრძელებია მაი:)
მოგიკითხე სიყვარულით:-* ახლა ვნახე ჩემი შუაღამის მეგზური, მარგარიტა ;;) გამიხარდა რომ გაგიგრძელებია მაი:)
მოგიკითხე სიყვარულით:-*
14. საინტერესოა! ისევე როგორც ჯერ არშევსებული მოზაიკა! :) 5555555 საინტერესოა! ისევე როგორც ჯერ არშევსებული მოზაიკა! :) 5555555
12. ამ მოზაიკას ჯერ ბევრი ქვა აკლია, რომ სურათი გამოიკვეთოს...
ასე ვარ მეც ...
დასაწყისს უნდა გადავხედო.... მოგიკითხვა თბილგულა ქალბატონს.... ამ მოზაიკას ჯერ ბევრი ქვა აკლია, რომ სურათი გამოიკვეთოს...
ასე ვარ მეც ...
დასაწყისს უნდა გადავხედო.... მოგიკითხვა თბილგულა ქალბატონს....
11. ლამაზი სამყარო გაქვს მათე-ბიჭო... ლამაზი სამყარო გაქვს მათე-ბიჭო...
10. ფიქრის უსასრულობა.
ფიქრის უსასრულობა.
9. ბევრი გამოვტოვე შენთანაც,ჩავუჯდები ერთხელ. ახლა მოგიკითხავ მაიკო. ბევრი გამოვტოვე შენთანაც,ჩავუჯდები ერთხელ. ახლა მოგიკითხავ მაიკო.
8. მაიკოოო, მაგარი ხარ! და ცოტა დააგრძელე-ხოლმე ტექსტები, თუ შეიძლება! მიყვარხარ! გკოცნი! 5 მაიკოოო, მაგარი ხარ! და ცოტა დააგრძელე-ხოლმე ტექსტები, თუ შეიძლება! მიყვარხარ! გკოცნი! 5
7. 5555 მაი. :-* 5555 მაი. :-*
6. გავასწორე.... დიდი მადლობა, ბატონო ჰარალე! :) გავასწორე.... დიდი მადლობა, ბატონო ჰარალე! :)
5. როცა გაარკვევ, ჩვენც გაგვაგებინე...:)))) მოგიკითხე ქალბატონო მათე... გამორჩეულო ავტორო.. როცა გაარკვევ, ჩვენც გაგვაგებინე...:)))) მოგიკითხე ქალბატონო მათე... გამორჩეულო ავტორო..
4. მოგიკითხეთ მთელი სითბოთი უთბილესო ქალბატონო მოგიკითხეთ მთელი სითბოთი უთბილესო ქალბატონო
3. კარგია, თუმცა ცოტაა და მისამართშიც შეცდომაა.:) მომპარნასში კორექტურაა გაპარული. მონპარნასი უნდა იყოს. ოღონდ არა ქუჩა არამედ ბულვარი.:) წარმატებებს ვუსურვებ საინტერესო ავტორს და ველი გაგრძელებას. კარგია, თუმცა ცოტაა და მისამართშიც შეცდომაა.:) მომპარნასში კორექტურაა გაპარული. მონპარნასი უნდა იყოს. ოღონდ არა ქუჩა არამედ ბულვარი.:) წარმატებებს ვუსურვებ საინტერესო ავტორს და ველი გაგრძელებას.
2. მკაფიოდ გამორჩეულ ავტორს წავაწყდი, როგორც ჩანს... :) ამას კომენტარად ნუ ჩამითვლით, ბატონო მათე... სხვა რამეს წავიკითხავ თქვენსას საამისოდ :) მკაფიოდ გამორჩეულ ავტორს წავაწყდი, როგორც ჩანს... :) ამას კომენტარად ნუ ჩამითვლით, ბატონო მათე... სხვა რამეს წავიკითხავ თქვენსას საამისოდ :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|