ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოლიკო-ლიკო
ჟანრი: პოეზია
7 თებერვალი, 2010


მე უშენოდ...

მე უშენობის სევდას ვებრძვი
იმ დღიდან დღემდე,
რაც გაგიცანი...
ეს შენ ხარ ჩემი სიცოცხლის აზრი,
სულის სიმშვიდე
და საფიცარი...
მთელი ცხოვრების  ამაოებას
იმ დღიდან დღემდე
მე შენთვის ვებრძვი...
ამ ქვეყნად ორი სალოცავი მყავს
ერთი შენ და... ღმერთი!...
და ეს სიტყვები ჩამითვალონ თუ გინდა ცოდვად,
ან მკრეხელობად,
ანდა სიგიჟედ,
ეგ სულერთია!
რადგან ამ ქვეყნად ვერავინ შეგცვლის!
და როცა შორს ხარ,
როს მონატრება ჩვენს გულებში ჩუმად ჩამოთოვს,
მე აგიკონავ გრძნობებს რითმებად
და მხოლოდ შენთვის
სიზმრებად დავქსოვ...
რომ არასოდეს არ იყო მარტო...
და სანამ მოხვალ ჩემმა ლოცვამ ყველგან გაგათბოს!
მე უშენობის სიცივეს ვებრძვი
იმ დღიდან დღემდე... 






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები