მიყვარს: ლონდონი, ანდრია და წმინდა პატრიკი, ლამანში, ღამე, ტულუზიდან გამოპარული. მოცისფრო ცაზე, ყავისფერი თვალები შენი, უფრო ზედმეტად მეჩვენება ვიდრე სიცოცხლე, მიწაზე დარჩი, ეს ნაპირი მშვიდია უფრო, ვიდრე მეთევზე ღვინით მთვრალი, როგორც ყოველთვის. მიყვარს: ლონდონი, ბიგ ბენიდან ჯეკის ბინამდე, ლამანში, სანამ გახდებოდა სრუტე მაშინაც. მეუცნაურა მათხოვარი, ქუჩაში, ღამე, გაწვდილი ხელი, მაგონებდა ბავშვობას მაგრამ, აღარც კი მახსოვს ვინ ვიყავი, სანამ შენამდე, ალბათ უბრალო ავაზაკი, არავინ მეტი. მიყვარს: ლონდონი, იცი რატომ და ნუღარ მკითხავ. ლამანში, ერთხელ მატარებელს მივდევდით წყალზე. მაშინ ბნელოდა, მე მიყვარდა, მიყვარდი როცა, ისევ გაწვიმდა ჰაიდ პარკში, ვიყავით ორნი, შენს წითელ თმაზე, სევდით სავსე წვეთები ციდან, არ მავიწყდება დაგაფარე გაზეთი დილის. მიყვარს: ლონდონი, სადაც მეფე ცხოვრობდა ადრე. ლამანში, შავი ხამანწკები, ცხარე საწებლით. ეშმაკის თვალმა შეგაშინა, მე ვერ გავბედე, მინდოდა მეთქვა მაშინ შენთვის, მიყვარდი როგორ, წითელ საღებავს ვეღარ იცნობ ჯიხურში ქუჩის, გახუნებულა, ისიც ისე, როგორც სიცოცხლე. უშენოდ მიყვარს: ლონდონი და, სრუტე ლამანშის.
მიწაზე დარჩი, ეს ნაპირი მშვიდია უფრო, ვიდრე მეთევზე ღვინით მთვრალი, როგორც ყოველთვის. მიყვარს: ლონდონი, ბიგ ბენიდან ჯეკის ბინამდე, ლამანში, სანამ გახდებოდა სრუტე მაშინაც. :)
ძალიან კარგია,რაშიდ :)
მიწაზე დარჩი, ეს ნაპირი მშვიდია უფრო, ვიდრე მეთევზე ღვინით მთვრალი, როგორც ყოველთვის. მიყვარს: ლონდონი, ბიგ ბენიდან ჯეკის ბინამდე, ლამანში, სანამ გახდებოდა სრუტე მაშინაც. :)
აღარც კი მახსოვს ვინ ვიყავი, სანამ შენამდე, ალბათ უბრალო ავაზაკი, არავინ მეტი.
ეშმაკის თვალმა შეგაშინა, მე ვერ გავბედე, მინდოდა მეთქვა მაშინ შენთვის, მიყვარდი როგორ, წითელ საღებავს ვეღარ იცნობ ჯიხურში ქუჩის, გახუნებულა, ისიც ისე, როგორც სიცოცხლე. უშენოდ მიყვარს: ლონდონი და, სრუტე ლამანშის.
ძალიან,ძალიან მომეწონა ლექსი,განწყობა... სევდიანია,მაგრამ ლამაზი და გულშიჩამწვდომი.