ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამარ_"მ.ე__"
ჟანრი: პოეზია
6 თებერვალი, 2010


  ჩამოტვირთვა

ჩერდები..

.

ჩერდები, ყვავილებს სუნი აქვთ მოშავო
კიარა რაღაც და ისეთი უსუნო
სუნი აქვთ ყვავილებს,იფიქრებ მოგწამლავს,
მოგწამლავს მაშინვე, მოგწამლავს უთუოდ...
უყურებ ყვავილებს, რომლესაც დაუდით
ფურცლები ისეთი ჩუმი და უსაგნო,
გგონია სიჩუმე თვალებში გეცემა
და ფიქრობ, იქნება გაუშვა, უარყო
ფერები, რომლებიც არც ჩანან სივრცეში,
რომლებსაც შექმნიდან აქამდე ხედავდი,
ახლა გრძნობ, რომ თურმე რაც იყო არ იყო,
მზეა და უმზეოდ მარტოდენ შენთან წვიმს
უსულოდ, უსუნოდ, უსაგნოდ...  ჩერდები
და ცდილობ ნესტოებს არ მისცე შეხების
ნება, რომ ასეთმა უფერო ყვავილმა
მოწამვლით ატკინოს არაფრით ტერფები...
ჩერდები...
და ფიქრობ...





                                                                                                                                                          __თამუნია__

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს