ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევანი-7
ჟანრი: პოეზია
6 თებერვალი, 2010


სინანული მოლოდინისა

დღეს მრავალ რამეს მივხვდი,
მაგრამ ეს არის გვიან,
ვერ დავიბრუნებ წარსულს,
ვერ ავასრულებ მიზანს.
დავიგვიანე ძლიერ
და ვერ შევისხი ფრთები,
ქარი ზუზუნებს კართან,
მე კი ვიღაცას ველი.
ეს მოლოდინი ძნელი
ოცნება რის ძველი,
ახლა ნატვრაა ჩემი,
სიყვარულია ჩემი.
იგი არ მოდის ჩემთან
მე კი ველი და ველი...
დღეს მრავალ რამეს მივხვდი,
მაგრამ ვაი რომ გვიან,
ვეღარ ვიბრუნებ წარსულს!
ვეღარც ვისრულებ მიზანს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები