ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბევრჯერ ჩამოსული
ჟანრი: თარგმანი
20 თებერვალი, 2010


ტაკაჰამა კიოშის ჰაიკუ

ტაკაჰამა კიოში  (1874 – 1959) დაიბადა მაცუიამაში. ეჰიმეს პრეფექტურა. იაპონური ჰაიკუს ერთ-ერთი დიდოსტატი. დიდი იაპონელი პოეტის, შიკი მასაოკას მოწაფე.

შენიშვნა: ქართული თარგმანი შესრულებულია
ინგლისურიდან.


1. სტუმარ–მასპინძლის
  მშვიდი საუბარი;
    ლოკოკინა მიცოცავს ბამბუკის (პრიალა) ვარჯზე.
    (იაპონ. – Shukaku kanwa dedemushi take o noboru-nari)

The host and guest
In tranquil talk;
A snail climbing a bamboo

ტაკაჰამას მიერ ამ ჰაიკუში გამოყენებული იაპონური სიტყვა "კანვა" ჩუმ, წყნარ საუბარს აღნიშნავს. სიწყნარის თემა დახატულია ლოკოკინის უაჩქარებელი და მშვიდი მოძრაობით ბამბუკის ვარჯზე. არავინ იცის რატომ ან სად მიცოცავს ლოკოკინა. მის ცხოვრებას, მოძრაობის რიტმსა და სიმშვიდეს არაფერი აქვთ საერთო ადამიანთა ცხოვრებასთან.

2. ზღვის ლურჯი სიღრმე.
    ულმობელი გვალვა მიწაზე.

(იაპონ. – Taikai (ოკეანე) no ushio (სავსე, ნაკადი) wa aredo hideri(გვალვა) kana)

The water is deep
ln the ocean;
Drought in the land

ტაკაჰამას მამა სამურაების გვარიდან იყო. მეიძის რეფორმების შემდგომ, მას ფერმერობა მოუწია. ეს სურათი ტაკაჰამას ბავშვობიდან მოდის. მამის ბრძოლა მშრალ, ღარიბ მიწასთან, დიდი, ლურჯი ოკეანის ფონზე.


3. დასრულდა
    ნო-ს წარმოდგენა.
    ჩაინავლა ნიღბის სული -
    ჩავისუნთქე გვიანი შემოდგომის ფოთლების სუნი.

    Noh-play is over
  The mask diminishes -
  Late in autumn.
  (იაპონ. - Noh sumishi men no otoroe kure no aki)
  ნო-ს თეატრის ნიღაბი, რომელიც თავისი ცხოვრებით ცხოვრობდა სცენაზე, ყოველი წარმოდგენის შემდეგ ხის ნივთად გადაიქცევა. ტაკაჰამა ამ მეტამორფოზის აღსაწერად იყენებს სიტყვას "შემცირდა, ჩაქრა", რითაც გამოხატავს ნიღბის "ცხოვრებაში" ცვლილებას ყოველი წარმოდგენის შემდეგ. ასეთივე ცვლილების საჩვენებლად დახატულია გვიანი შემოდგომის (იაპონ. - kure-no-aki ) სურათი: ყველაფერი ცოცხალი კვდება და ქრება ზამთრის პირს, დროებით, შემდეგ წარმოდგენამდე.


4.  მზით განათებული შორეული მთები:
    დამჭკნარი, ზამთრის მინდვრები.
   
    The sun shines
    On the distant mountains:
    Withered field.
    (იაპონ. - Tohyama ni hi no ataritaru kareno kana)
    ტაკაჰამას ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ჰაიკუ, დაწერილი 1900 წელს, 26 წლის ასაკში.
    ზამთრის დამჭკნარი ველის ბოლოს მოსჩანს მზით განათებული მთები, რომლებიც იმედს გვაძლევენ ჩვენ - ცხოვრების გზაზე შემდგარ 
მოგზაურებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები