ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ebraeli2
ჟანრი: იუმორისტული
4 აპრილი, 2012


სილამაზის სალონი

- გამარჯობა, სილამაზის სალონია?
- კი სილამაზის სალონია, მობრძანდით.
- თმები გაქვთ?
- უკაცრავად?
- რას მებოდიშები?
- არა, ვერ გავიგე რა მკითხეთ.
- არაფერი, სილამაზის სალონია მეთქი?
- არა, ეგ გავიგე.
- ხოდა რა გინდა, რატო მეუბნები ვერ გავიგეო?
- პირველად რაც თქვით ის გავიგე და მაგის მერე რა მკითხეთ ეგ ვეღარ გავიგე.
- ააა.
- რა ააა, მითხარით მაგის მერე რა მკითხეთ!
- რის მერე?
- რის მერე და სილამაზის სალონიაო რო მკითხეთ, მაგის მერე...
- კი სილამაზის სალონია, მობრძანდითო.
- არა, ეგ მე ვთქვი...
- დიახ, თქვენ თქვით. სილამაზის სალონია, მობრძანდით. ეხლა ხო მე ვთქვი?!
- კარგი, არა აქვს მნიშვნელობა ვინ თქვა, რა გნებავთ?
- რა ღირს?
- რა რა ღირს?
- ვერგავიგე, მაინცდამაინც სილამაზის სალონია მეთქი უნდა გკითხო, რო პასუხი გამცე?
- არა, უბრალოდ ვერ გავიგე რა ღირსო რაზე იკითხეთ?
- თქვენ ყურს გაკლიათ?
- არა.
- ე.ი. ტვინს გაკლიათ?
- არა, მაგას რატომ მაკადრებთ?
- იმიტომ გაკადრებთ, რომ შემდეგში უფრო მეტი რამე რომ გაკადროთ არ გაღიზიანდეთ, გასაგებია?
- არა.
- რაღაცა წარამარა!
- ბატონო?
- რაღაცის პატრონო!
- რაა?
- რაღაცაა...
- თქვენ მე მაშაყირებთ?
- არა, გაგინებთ!
- დატოვეთ ახლავე ჩემი ტერიტორია!
- როგორ ექცევით კლიენტებს? კლიენტის გაგდება როგორ შეიძლება?!
- არ ხართ თქვენ კლიენტი!
- ძალიან კარგადაც ვარ, ეს თქვენ არ ხართ კლიენტი!
- თუ კლიენტი ხარ, მითხარი რა გნებავს!
- მუშაობთ დღეს?
- რათქმაუნდა ვმუშაობთ.
- ძალიან კარგი. სამეული მინდა ტყავის, როგორები გაქვთ?
- რა სამეული, ეს ავეჯის მაღაზია არ არის, სილამაზის სალონია.
- რატო არ მპასუხობთ კითხვაზე, ტყავის სამეული გაქვთ თუ არა?
- გიმეორებთ ეს ავეჯის მაღაზია არ არის, სილამაზის სალონია!
- თუ შეიძლება მიპასუხეთ კითხვაზე, გაქვთ თუ არა სამეული?
- არა!
- აბა ეს რა არის?
- ეს სამეულია, მაგრამ ეს ჩვენთვის გვაქვს, ამას არ ვყიდით!
- არა, მაინც არ მიპასუხეთ სწორად. გეკითხებით, გაქვთ თუ არა სამეული?
- კი გვაქვს!
- ძალიან კარგი, ასე უფრო სწორია. ახლა მითხარით, რა ღირს თქვენი სამეული?
- ხომ გითხარით არ იყიდება მეთქი?!
- მიპასუხეთ კითხვაზე, გაქვთ თუ არა სამეული?
- კი, გვაქვს.
- რა ღირს?
- არ იყიდება!
- ერთი წუთით, ერთი წუთით. ათასი დოლარი, რომ მოგცეთ მომყიდით?
- არა, არ მოგყიდით!
- ორი ათასი?
- არა!
- ხუთი?
- ხუთად კი, მოგყიდით.
- მაშინ მოდით სწორად ჩამოვაყალიბოთ. ე.ი. თქვენ ყიდით მაგ სამეულს, მაგრამ ძალიან ძვირად, ხო ეგრეა?
- ნუუ, ეგრეა კი.
- ძალიან კარგია, რომ მიხვდით და რა მინდა გკითხოთ, ნაკლებად არ იქნება?
- კი, ცოტას დაგიკლებთ, არ არის პრობლემა. თან გერმანული ხარისხია, სუფთა ტყავია.
- დაიცა, დაიცა, თქვე აფერისტებო!
- რა ხდება?
- რა არის, ეს რას ჰგავს, ნახმარია?
- კი, ხომ გითხარით ჩვენ ვხმარობთ მეთქი ამას.
- ახალი არ გაქვთ ასეთი?
- არა.
- აბა რა არის, რანაირი ავეჯის მაღაზიაა, რა უბედურებაა?!
- არ არის ავეჯის მაღაზია.
- აბა რატომ ჰყიდით ავეჯს?
- არვიცი.
- არაფერი არ იცი, როგორც ჩანს ახალი კონსულტანტი ხარ და პრაქტიკა გაკლია!
- არა, მე არ ვარ კონსულტანტი, მე სტილისტი ვარ.
- თუ სტილისტი ხარ, მითხარი ამ სამეულს როგორი მაგიდა მოუხდება?
- არა, მე ვარცხნილობის სტილისტი ვარ.
- ვარცხნილობის სტილისტი ავეჯის მაღაზიაში?
- არა, ავეჯის მაღაზია არ არის, სილამაზის სალონია!
- სილამაზის სალონია?
- კი.
- თმები გაქვთ?
- არა, არ გვაქვს თმები.
- აბა, რა გაქვთ?
- შეჭრა, დავარცხნა, დაბანა რავიცი, ჯანდაბა.
- კბილების გახეხვა შეიძლება?
- არა კბილები რაშუაშია.
- ხო თქვი სილამაზის სალონიაო?
- მერე სილამაზის სალონში არ იხეხავენ კბილებს.
- სილამაზისთვის ხო იხეხავენ?
- კი, მაგრამ ჩვენთან არა, ჩვენთან კბილებს არ იხეხავენ!
- აბა რას იხეხავენ?
- არაფერსაც არ იხეხავენ.
- აბა მარტო შესაჭრელად დადის ხალხი?
- არა შეჭრა, დავარცხნა, დაბანა.
- კბილების გახეხვა შეიძლება?
- არა, ხო გითხარი რო არ შეიძლება მეთქი!
- თუ მითხარი რაღას მიმეორებ?
- ვერგავიგე რა გნებავთ? დროზე დატოვეთ აქაურობა, ვიკეტებით.
- კარგი, მივდივარ, ეს ამდენი სარკეები რატოა, ხშირად იპარავენ რაღაცეებს?
- არა ეგ რაშუაშია.
- რას ჰქვია რა შუაშია, იპარავენ თუ არა?
- არა, არ იპარავენ!
- ვაა, აბა რატო გაქვთ ამდენი სარკეები?
- იმიტომ, რომ მეტ მომხმარებლებს მოვემსახუროთ.
- და რითი ემსახურებით?
- ხომ გითხარით, შეჭრა, დავარცხნა, დაბანა.
- კბილების გახეხვა შეიძლება?
- არა! სილამაზის სალონში კბილებს არ იხეხავენ.
- რატო ელემენტარული ჰიგიენაა?
- ძალიან დამღალეთ, მიბრძანდით თუ შეიძლება!
- მხოლოდ თქვენს შემდეგ.
- გადით ახლავე აქედან!
- მიდით და გამოგყვებით.
- ახლავე გაეთრიეთ აქედან!
- თქვენც ჩემთან ერთად გამოეთრიეთ!
- მორჩა! ვხურავ კარს!
- კარგი! დახურეთ! არ მჭირდება! საერთოდ აღარ მოვალ თქვენ ტურისტულ სააგენტოში. კარგად ბრძანდებოდეთ!
- მოითმინეთ.
- დიახ?
- ის ტყავის სამეული აღარ გნებავთ?
- კი, თმები გაქვთ?
- კი.
- სად?
- სადაც თქვენ გაგიხარდებათ.
- მე გამიხარდება, რომ არ გქონდეთ.
- რომ არ მქონდეს?
- დიახ.
- თქვენც.
- ნახვამდის.
- ეს ვის უთხარით?
- თქვენ.
- რატომ?
- იმიტომ, რომ ლამაზი ქალი ხართ.
- თქვენც. თქვენც ლამაზი ქალი ხართ. კარგად ბრძანდებოდეთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები