ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფუსუსუნა
ჟანრი: პოეზია
17 მარტი, 2010


...

გაცვდა თებერვალიც უკვე,
ახლა ამინდია სევდის,
მზე კი მოეფინა ქუჩებს,
ჯერაც თოვლის წვეთავს ცრემლი.
        "ჩემი" შენ დაგერქვა, თუმცა
        არავისი არ ხარ თითქოს,
        ახლა ამინდია სევდის,
        სული შენს მეტ ნაწილს ითხოვს.
გულთან რომ გიხუტებ მაგრად,
არასდროს არ ყოფნი მკლავებს,
შენგან რომ მივდივარ სადღაც,
ისევ უკან ვითვლი წამებს,
        როგორ მომიჯექი ჩუმად,
        როგორ დამითვალე ფეთქვა,
        როგორ გამეჩხირა ყელში,
        შენთვის რაც კი უნდა მეთქვა...

ახლა ამინდია სევდის,
ალბათ ვნაღვლიანობ მიტომ,
შენ "ჩემი" გქვია და მაინც
გული შენს მეტ ნაწილს ითხოვს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები