ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ebraeli2
ჟანრი: პოეზია
4 აპრილი, 2010


მადა

რა ჯობია დილით სალათს,
ღამით ხარჩოს ნივრით,
დილით არყის მწნილთან სმას და
ღამით ხვრინვა ცხვირით.
რა ჯობია დილით ნაყინს,
პივის სმას და შაყირს,
რა ჯობია ჭამა-სმას და,
გასვლას გაღმა ნაპირს.
შუადღეზე ძილი, თბილი,
ტკბილი, გათენებამდე,
ლობიო და ჩურჩხელები,
ვჭამოთ გაჩერებამდე.
_

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები