ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რაშიდ
ჟანრი: პოეზია
9 აპრილი, 2010


აკვალანგი

მარტოობის ჯამბაზი, გრიმიდან აჩენს ღიმილს, სახედამწვარი წარმოდგენა ფარდის (დარდის) უკან მიჩქმალულა,
მზესუმზირის რიგს, ახალგაზრდა ქალი არღვევს,
იფურთხება,
წითელ ხალიჩას პინგვინები მოაგორებენ...

ლოჟაში მოკალათებულა სცენის გამგებელი,
ვარდისფერ ბინოკლს თოკით უშვებს პატარა ბავშვებთან,
ბოლო რიგიდან რთულია მსახიობებს შორის საკუთარი თავის პოვნა...
ვერავინ ამჩნევს პროჟექტორების თავზე მოკალათებულ, გაზულუქებულ ჰელიოსს,
სანამ თბილა ყველაფერი კარგადაა...

სამი საათით იტყუებს თავს ხალხი მზესუმზირის რიგიდან,
ბოლოს ყველას კარისკენ მიუთითებენ, რომელიც სპექტაკლის დროსაც (გამაღიზიანებლად) იღებოდა...
გარეთ ცივა, მაგრამ რატომღაც არავინ იცის ეს.

ჯამბაზს ღიმილი ჩამოეშალა, გრიმში დამალული დარდიდან...

იქვე, მესამე რიგში მე და მორზე:

მორზე იცოდი?
მე უფრო მეტი დამიკარგავს,
ვიდრე მეგონა,
უფრო ნაკლები, ვიდრე შენთვის
მინდოდა მეთქვა,
გუშინ მკერავთან დავტოვე და,
მგონი, დღეს მივალ,
ის აკვალანგი შენ მაჩუქე,
არ გახსოვს მორზე?

(მორზე მხრებს იჩეჩავს)

უბრალო?
არა,
ის არ არის, ნივთი უბრალო,
არც სამოსია, ვერც გამოცვლი,
ვერც გადააგდებ,
დაბნეულია ცოტა, მაგრამ
გაუვლის მალე,
აკვალანგია შავი,
მორზე,
მაჩუქე გახოვს?

(ჩვენი საერთო მეგობრის ფოტოს მანახებს)

ტესლა, ისეთი როგორც იყო,
შავ-თეთრ ფოტოზე,
გადამჭვარტლული პერსპექტივა,
ჰაერი მძიმე,
მორზე,
დუელში აკვალანგი,
მოგიგე მგონი,
მარცხენა მხარზე,
ლაქად აჩნდა მომწვანო სისხლი.


(მე და მორზე, ჩვენ უკვე მიგვითითეს კარისაკენ)



მოხუცი ისევ უყურებს მკერდგაღეღილ გოგონებს პარკში.
შავით მოთხვრილი თეთრი მზე,
დღე - თითქოს მშვიდი,
(მაინც უჟმური)
დადუმებულა მდუმარება,
ის  უკვდავია...
(როგორც)
ჩემი მეგობარი აკვალანგი
და მორზე, გიჟის პერანგით...




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები